zaqrinio Posted August 7, 2014 Posted August 7, 2014 Crytek გეგმავს გამოუშვას თამაში Ryse: Son of Rome РС-ზე. ადრე Xbox One-ის ექსკლუზიური ექშენი გამოვა ახალ პლათფორმაზე უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე. "ჩვენ გამოვუშვებთ Ryse-ს PC-ზე 4K გაფართოვების მხარდაჭერით. ეს გაფართოვება გახდება ახალი ბიძგი PC თამაშების გრაფიკისა და Ryse გახდება კარგი დემონსტრაცია თანამედროვე კომპიუტერების შესაძლებლობისა. ჩვენ უფლება მივეცით ჩვენს გუნდს ეჩვენებინა რა შეუძლია CryEngine-ს, კომპრომისების გარეშე, რაც გახდა შესაძლებელი მოწყობილობის წყალობით, რომელიც PC გეიმერბისთვისაა ხელმისაწვდომი", - აღნიშნა კარლ ჯონსმა, Crytek-ის დირექტორმა. "Ryse გახდება საჩვენებელი თამაში პერსონალური კომპიუტერებისთვის მიმდინარე წელს და, შეიძლება დიდიხნით მომავალშიც. ჩვენი საზოგადოება ითხოვდა თამაშის PC ვერსიის გამოშვებას და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და ტექნოლოგები, რომ ეს სურვილი ავუხდინოთ ხარისხის უმაღლეს დონეზე". PC ვერსიის გამომცემელი როგორც ცნობილია გახდება კომპანია Deep Silver. 5
G1ORG1 Posted August 7, 2014 Posted August 7, 2014 4Kზე კი. კარგია ამ თამაშს რომ უშვებენ პკზე. ადრე რაც ვნახე მომეწონა, მაგრამ ორი რარაცაა აქ რა, ან ძალაინ ბანძი გამოუვიდათ და მაგიტომ უშვებენ, ან კიდე მართლა ჯიგრობენ :დდდ
George Posted August 7, 2014 Posted August 7, 2014 ვითომ კრაიტეკმა ვნეშნი ინვესტორი იშოვაო და გამოძვრებაო ცუდი ფინანსური სიტუაციისგან
Nelson Posted August 8, 2014 Posted August 8, 2014 4Kზე კი. კარგია ამ თამაშს რომ უშვებენ პკზე. ადრე რაც ვნახე მომეწონა, მაგრამ ორი რარაცაა აქ რა, ან ძალაინ ბანძი გამოუვიდათ და მაგიტომ უშვებენ, ან კიდე მართლა ჯიგრობენ :დდდ
PAZA Posted August 8, 2014 Posted August 8, 2014 მაინც მეეჭვება გაამართლოს ამ იგრამ, თუმცა ვნახოთ რა იქნება
leonardoo Posted August 8, 2014 Posted August 8, 2014 რაც ეს თამაში გამოვიდა კონსოლებზე მის მერე ვნატრობდი პსიზე გამოუშვან თქო ჩემი თამაშების ტოპ 10ეულის უცვლელი თამაშია კონსოლზე მაქ ნათამაშები ლამის მაგის გამო პისი გავყიდე და კონსოლი ვიყიდე მართლა ვამბობ ისე მომეწონაააა. კრაიტეკს დიდი მადლობა რომ პისიზე დაგეგმა ამის გამოშ[ება უდაოდ საუკეთესო ფირმაა კრაიტეკი ჯერ მარტო რევოლუცია მოახდინა გრაფიკულ მხარეზე მის თამაშებმა კრიზისი ხელოვნების ნიმუშია გეიმინგ ინდუსტრიაში.
PAZA Posted August 8, 2014 Posted August 8, 2014 ისე ძაან დაბალი შეფასებები აიღო ამ თამაშმა. ზოგადად მეც არ ვუყურებ შეფასებებს, მთავარია გაგისწორდეს თამაში და გინდ 10 ჰქონდეს აცენკა და გინდ 2.
PAZA Posted August 8, 2014 Posted August 8, 2014 რამოდენიმე სკრინს დავდებ. არადა მაგარ ვიდზე დგას თითქოს 1
Gobro Posted August 8, 2014 Posted August 8, 2014 რაც არ უნდა იყოს მაინც CryEngine ძრავაზეა და ერთხელ თამაში ყველას გაგვისწორებს
George Posted August 9, 2014 Posted August 9, 2014 ვიდის გარდა მგონი დიდათ მართლა არაფერი აქვს მოსაწონი ამ თამაშს, თუმცა მაგის გამო არ ჩავარდნილა კრაიტეკი ფინანსურ კრიზისში, სწორათ ვერ გათვალეს დეველოპერიდან პაბლიშერზე გადასვლა და გაუჭირდათ მაგარი
Gam3b0y Posted August 12, 2014 Posted August 12, 2014 მაინც მეეჭვება გაამართლოს ამ იგრამ, თუმცა ვნახოთ რა იქნება როგორ უნდა გაამართლოს როცა უკვე დაფეილდა გეიმფლეის შეხედე და მიხვდები 1
GIVI-1990 Posted September 4, 2014 Posted September 4, 2014 http://www.pcgamer.com/2014/09/04/ryse-pc-release-date-and-system-requirements-revealed/ Minimum: OS: Windows Vista SP1, Windows 7 or Windows 8 (64bit) Processor: Intel Dual-Core 2.8 GHz/ AMD Dual-Core 3.2 GHz or better Memory: 4 GB RAM Graphics: DirectX 11 graphics card with 1 GB video RAM DirectX: Version 11 Hard Drive: 26 GB available space Sound Card: DirectX compatible Sound Card with latest drivers
NVidia. Posted September 4, 2014 Posted September 4, 2014 მთავარია ვიდეოკარტა დაწერონ DX11 gt 630 საც აქ
zaqrinio Posted September 4, 2014 Author Posted September 4, 2014 ცნობილი გახდა RYSE: SON OF ROME-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი და სისტემური მოთხოვნილებები კომპანია Crytek-მა დაანონსა Ryse: Son of Rome-ის PC ვერსიის რელიზის ზუსტი თარიღი. Xbox-ის ექსკლუზივი გამოვა ახალ პლათფორმაზე 10 ოქტომბერს. "ჩვენ უფლება მივეცით ჩვენს გუნდს მოეხდინა იმის დემონსტრირება, თუ რა შეუძლია Cryengine-ს. PC პლათოფორმის წარმოუდგენელი მოწყობილობების გამო შემქმნელებს არ მოუწიათ კომპრომისებზე წასვლა და გრაფიკის ხარისხის დაწევა. Ryse გახდება ორიენტირი თამაშებისათვის PC-ზე, რომელსაც შეედარებიან შემქმნელები მიმდინარე წელს და შეიძლება კიდევ მრავალი წელი მომავალში. ჩვენ გვაქვს რესურსები და ტექნოლოგიები, რომლებიც აუცილებელია გეიმფლეის მაქსიმალური ხარისხის შექმნისთვის", - განაცხადეს შემქმნელებმა. ანონსთან ერთად გამოქვეყნდა თამაშის სისტემური მოთხოვნებიც: მინიმალური სისტემური მოთხოვნები: ►ოპ. სისტემა: Windows Vista SP1, Windows 7 ან Windows 8 (64-ბიტიანი) ►პროცესორი: Intel Dual-Core 2.8GHz ან AMD Dual-Core 3.2GHz ►ოპერატიული მეხსიერება: 4GB ►ვიდეო კარტა: DirectX11-ის მხარდაჭერით და 1GB მეხსიერებით ►ადგილი მყარ დისკზე:26GB რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნები: ►ოპ. სისტემა: Windows Vista SP1, Windows 7 ან Windows 8 (64-ბიტიანი) ►პროცესორი: ოთხბირთვიანი Intel ან რვაბირთვიანი AMD ►ოპერატიული მეხსიერება: 8GB ►ვიდეო კარტა: DirectX11-ის მხარდაჭერით და 4GB მეხსიერებით ►ადგილი მყარ დისკზე: 26GB PC-ს მფლობელები მიიღებენ გაუმჯობესებულ გრაფიკას, ხოლო თვითონ თამაშს შეეძლება იმუშავოს 4 ათასი პიქსელის გაფართოვებაზე. ჩასწორდა საკვანძო სიტყვები 1
leonardoo Posted September 5, 2014 Posted September 5, 2014 აუ როგორ ველოდები ამ თამაშს უმაგრესი იქნება მაგრად მჯერააა
Nathaniel Posted September 5, 2014 Posted September 5, 2014 ბავშვობიდან მინდოდა ასეთი თამაში რომზე მაგრამ სანამ გამოვიდოდა ბოქსზე ეტყობოდა უკვე ნაგავი რომ იყო აქ რატომ უშვებენ საინტერესოა
მიშკა Posted September 5, 2014 Posted September 5, 2014 არ უნდა იყოს ურიგო. ყოველშემთხვევაში pc-ზე ასეთი იგრები არაა და საიტერესო იქნება. მე მაგრად ველოდები
Teraqt Posted September 5, 2014 Posted September 5, 2014 რატომღაც მეც ასე მგონია რომ არ იქნება ცუდი. ყოველშემთხვევაში ერთხელ დასახურად მაინც ეღირება ბავშვობიდან მინდოდა ასეთი თამაში რომზე რა დამთხვევაა, მეც იგივეს თქმა შემიძლია
მიშკა Posted September 5, 2014 Posted September 5, 2014 ეხლა უყურებ მაგ ვიდეოს და ძაან მაგარია რა. რატო დაუწერეს ესეთი დაბალი შეფასებები ვერ ვხვდები. უბრალოდ მარტივი კომბოები აქ და ეგაა რა, თვითონ თამაში ჯიგრული ჩანს ძაან. თან ამ ჟანრის არაფერი არაა პც-ზე
მიშკა Posted September 5, 2014 Posted September 5, 2014 აუ ეს შეიძლება ვიყიდო კიდეც ონლაინისთვის. კოლიზეუმში გლადიატორების ბოიც ყოფილა. პახოდუ ანავაროტებ შენ გლადიატორს. ჯიგრული გასართობი იქნება
Recommended Posts