rezi0881 Posted April 11, 2014 Share Posted April 11, 2014 გამარჯობა! ლეპტოპის შერჩევა მინდა ბიუჯეტი 1400-1500 ლარი. ძმაკაცმა მთხოვა 2-3 დღეში უნდა ვიყიდო და გავატანო მგზავრს აქედან რუსეთში, დროში ცოტა შეზღუდული ვარ, ამ ფასში საუკეთესო ვარიანტს თუ შემარჩევინებთ მადლობელი დაგრჩებით. ძირითადად ინტერნეტისთვის და თამაშებისთვის უნდა ცოტა ძლიერი ვიდეოკარტით. Link to comment Share on other sites More sharing options...
kashmir Posted April 11, 2014 Share Posted April 11, 2014 თუ მაინც რუსეთში მიდის, გარანტია მეორეხარისხოვანია და ხელზე იყიდე რამე - ბევრად უკეთესი მოგივა, ვიდრე ახალი და მაღაზიაში. რა ზომის ეკრანით ფიქრობ დაახლოებით? და პრიორიტეტი წონა/ავტონომიურობაა, თუ სიმძლავრე? Link to comment Share on other sites More sharing options...
rezi0881 Posted April 11, 2014 Author Share Posted April 11, 2014 სტანდარტული 15,6. პრიორიტეტი ინტერნეტი და თამაშებისთვის. ხო გარანტია არ ვიცი ეგ არ უთქვავს, დღეს უნდა შევეხმიანო და თუ აწყობს გარანტიის გარეშე ვარიანტებიც განიხილება ჯერ არ ვიცი. ისე ამაზე რას ფიქრობთ, კაი ვარიანტია ამ ფასში? http://alta.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=6862 Link to comment Share on other sites More sharing options...
kashmir Posted April 11, 2014 Share Posted April 11, 2014 ეგ საკმაოდ თხელი ლეპტოპია და მონაცემებსაც არაუშავს, თუმცა, თუ სათამაშოდ ჯობია რამე უკეთესი გაგრილებით აიღო: აი მაგალითად ეს: ჩვენი ფორუმელია, ბექა ქვია და პირადად მეც არაერთხელ შემიძენია მისგან ტექნიკა. მორჩენილი თანხით იყიდე სსდ (msata_ზე უნდა ოღონდ მგონი), ჩადგი ეგეც - სისტემა გექნება სსდ_ზე და იფრენს, ფაილებისთვის ისედაც აქვს 750 გვ ჰარდ დისკი - სერიოზული ლეპტოპი გამოგივა ჯამში, ამ ფასად მითუმეტეს. სსდ_ს გარეშეც მშვენიერი ვარიანტია Link to comment Share on other sites More sharing options...
person_x Posted April 11, 2014 Share Posted April 11, 2014 მეც მაგ ვარიანტის დაწერას ვაპირებდი რაც დაგიწერეს უკვე გირჩევ სათამაშოდ რამე ASUS Gamers of Republic ან MSI დაითრიო ნახმარი და ჩამოტანილი მოგივა მაგ თანხაში, შეამოწმებ და თუ გაწყობს დაითრევ ქონდათ ხოლმე გასაყიდი ეხლა ვეგარ ვნახე ვერაფერი, მოიძიე მარკეტზეც. http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=5970443 აი მშვენიერია ვარიანტია უყიდი ბატარიას SSD და მშვენიერია თან ფულიც დაგრჩება საკაიფოდ.http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=5776579 ეს ალბათ ძვირი იქნება თორე ამაზე მაგარი ლეპტოპი ჯერ არ შემხვედრიაhttp://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=5798852 კარგი ვარიანტია Link to comment Share on other sites More sharing options...
rezi0881 Posted April 11, 2014 Author Share Posted April 11, 2014 kashmir დღეს ვაჩვენებ მაგ ლენოვოს, თუ აწყობს იმ სსდ-საც ჩავუმატებ. ვიდზეც ცოტა შერჩევა უნდა უფრო ასუსი როა თხელი, რამე ეგეთ პონტში უნდა. მაინც შევთავაზებ კაი რამეა. ვიცი მეც ბექა მაგის ნომერი თუ გაქვთ იქნებ მომწეროთ. person_x Asus Republic of Gamers, G750 JH Top Line Gaming Laptop. ამას დავურეკე 2300$-იო სხვა ვარინტებიც დადეთ რა მაღაზიების იქნებ სადმე კარგი ლეპები გეგულებათ ამ ფასში. Link to comment Share on other sites More sharing options...
kashmir Posted April 11, 2014 Share Posted April 11, 2014 kashmir დღეს ვაჩვენებ მაგ ლენოვოს, თუ აწყობს იმ სსდ-საც ჩავუმატებ. ვიდზეც ცოტა შერჩევა უნდა უფრო ასუსი როა თხელი, რამე ეგეთ პონტში უნდა. მაინც შევთავაზებ კაი რამეა. ვიცი მეც ბექა მაგის ნომერი თუ გაქვთ იქნებ მომწეროთ. თხელი და გეიმინგი ერთმანეთში არ ჯდება (არც ლეპტოპი და გეიმინგი პრინციპში ), თუ ხშირად აპირებს თამაშს - მალევე გააძრობს სულს თხელ ლეპტოპს. სიმძლავრეში შედარებაც არაა ამ ასუსს და იმ ლენოვოს შორის. ამიტომ გკითხე თავიდანვე, პირველ რიგში პრიორიტეტები უნდა ჩამოაყალიბოთ. Link to comment Share on other sites More sharing options...
rezi0881 Posted April 11, 2014 Author Share Posted April 11, 2014 თხელი და გეიმინგი ერთმანეთში არ ჯდება (არც ლეპტოპი და გეიმინგი პრინციპში ), თუ ხშირად აპირებს თამაშს - მალევე გააძრობს სულს თხელ ლეპტოპს. სიმძლავრეში შედარებაც არაა ამ ასუსს და იმ ლენოვოს შორის. ამიტომ გკითხე თავიდანვე, პირველ რიგში პრიორიტეტები უნდა ჩამოაყალიბოთ. მართალი ხარ ალბათ ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა მომიწევს ცოტ-ცოტა რომ დააკმაყოფილოს კრიტერიუმები სუფთა გეიმინგ ლეპი არ იგულისხმება. ითამაშოს საშუალო დონზე ასე ვთქვათ ვიდეზეც თხელი და ლამაზი იყოს. სიმძლავრეც რავი ის ასუსი მეოთხე თაობის I5-ია GeForce GT 740M ეს ვიდეო ცოტა სუსტია არა?? Link to comment Share on other sites More sharing options...
zaqrinio Posted April 11, 2014 Share Posted April 11, 2014 rezi0881, აი ძმა მშვენიერი ლეპტოპია ზუსტად შენ რო გჭირდება ისეთი : ) http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=9_53&product_id=5758319&p=3 ntel Core i7-4700MQ Processor Windows 8 64bit 15.6" Full HD Anti-reflective Display (16:9, 1920 x 1080) NVIDIA GeForce GTX765M discrete graphics with 2GB GDDR5 VRAM 8GB DDR3L 1600MHz system memory 750GB HDD (7200RPM) Link to comment Share on other sites More sharing options...
rezi0881 Posted April 11, 2014 Author Share Posted April 11, 2014 იგივეა რაც ამაზონის ლინკზეა? მადლობა მაგასაც შევთავაზებ. უფრო ახლების ლინკები დადეთ მაღაზიიდან ამ ფასში რომელს იყიდიდით. Link to comment Share on other sites More sharing options...
person_x Posted April 11, 2014 Share Posted April 11, 2014 მართალი ხარ ალბათ ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა მომიწევს ცოტ-ცოტა რომ დააკმაყოფილოს კრიტერიუმები სუფთა გეიმინგ ლეპი არ იგულისხმება. ითამაშოს საშუალო დონზე ასე ვთქვათ ვიდეზეც თხელი და ლამაზი იყოს. სიმძლავრეც რავი ის ასუსი მეოთხე თაობის I5-ია GeForce GT 740M ეს ვიდეო ცოტა სუსტია არა?? ეგ არაა გეიმერული ვიდეო კარტა GTX სერია გჭირდება Link to comment Share on other sites More sharing options...
rezi0881 Posted April 11, 2014 Author Share Posted April 11, 2014 GTX სერიის ფასები ბევრად მეტია. GeForce GT 740M ეს რა თამაშებს გაქაჩავს? http://alta.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=7598 Link to comment Share on other sites More sharing options...
ჯამბო Posted April 11, 2014 Share Posted April 11, 2014 http://forum.ge/?f=12&showtopic=34631292&st=15 1000 ლარად არ უნდა ეს? კითხე აბა Link to comment Share on other sites More sharing options...
rezi0881 Posted April 11, 2014 Author Share Posted April 11, 2014 ვკითხავ რო შემოვა დავათვალიერებინებ ამ გვერდს იმდენი რამე დაიდო თვიტონ გადაწყვიტოს. უფრო ახლების ლინკები დადეთ მაღაზიიდან ამ ფასში რომელს იყიდიდით. Link to comment Share on other sites More sharing options...
zaqrinio Posted April 11, 2014 Share Posted April 11, 2014 rezi0881, საქართველოში ისეთი ფასებია ახალს სუ არ ვიყიდდი... ამიტომაც დაგილინკე ნახმარი მშვენიერ ფასში Link to comment Share on other sites More sharing options...
rezi0881 Posted April 11, 2014 Author Share Posted April 11, 2014 მე არ ვყიდულობ და სხვის მაგივრად როგორ მივიღო გადაწყვეტილება თორემ ავიღებდი ლენოვოს საუკეთესო ფასშია Link to comment Share on other sites More sharing options...
zaqrinio Posted April 11, 2014 Share Posted April 11, 2014 მაგის ფასი ეხლა ვნახე მართლა კარგ ფასში ყოფილა Link to comment Share on other sites More sharing options...
kashmir Posted April 11, 2014 Share Posted April 11, 2014 i5 და GT740 გეიმერულს ნამდვილად ვერ დაარქმევ, მაქვს და ვიცი რაც არის )) თუმცა, მშვენივრად დავხურე DarkSouls და ვთამაშობ Total War Rome II-ს საკმაოდ მაღალ გრაფიკაზე. ისევ გაფართოების ხარჯზე "ქაჩავს" ალბათ. ჩემს შემთხვევაში ავტონომიურობამ და პორტატულობამ გადამაწყვეტინა და კმაყოფილი ვარ არჩევანით, დღესაც იმავე ლეპტოპს ვიყიდიდი ) Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted April 11, 2014 Share Posted April 11, 2014 სტანდარტული 15,6. პრიორიტეტი ინტერნეტი და თამაშებისთვის. ხო გარანტია არ ვიცი ეგ არ უთქვავს, დღეს უნდა შევეხმიანო და თუ აწყობს გარანტიის გარეშე ვარიანტებიც განიხილება ჯერ არ ვიცი. ისე ამაზე რას ფიქრობთ, კაი ვარიანტია ამ ფასში? http://alta.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=6862 რომ იცოდე ეგ რა ნაგავიაა... სწორი გირჩიეს ისე უნდა იყიდო ლომბარდში ან ვინმესგან ახალი როგორც ის ლენოვო ჩვენს ფორუმელს რომ აქვს ან ის MSI იც Link to comment Share on other sites More sharing options...
rezi0881 Posted April 11, 2014 Author Share Posted April 11, 2014 რომ იცოდე ეგ რა ნაგავიაა... სწორი გირჩიეს ისე უნდა იყიდო ლომბარდში ან ვინმესგან ახალი როგორც ის ლენოვო ჩვენს ფორუმელს რომ აქვს ან ის MSI იც ველაპარაკე წეღან ახალი უნდა გარანტიით მაღაზიიდან იმ ლენოვოზე ვერ დავითანხმე რაღაც ვიზუალურ მხარეს და ახალს აქცევს ყურადღებას. მაგ ფასში მაღაზიიდან იქნებ რამე კარგი გვირჩიო ამაზე უკეთესი თუ იქნება. Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted April 11, 2014 Share Posted April 11, 2014 აი მე ვაპირებ ასეთის ყიდვას , ამასაც GT 740 აქვს მაგრამ ამის არის 128 ბიტიანი თან მე-4 თამის M სერიის I5 აქვს http://www.ultra.ge/product/2201.html ამ წუთას 1400 ლარში ამაზე კარგ ნოუთბუქს ვერ ნახავ , კარგი რამეა მართლა Link to comment Share on other sites More sharing options...
zaqrinio Posted April 11, 2014 Share Posted April 11, 2014 rezi0881, ანუ გამოდის რო გარანტია უნდა ? Link to comment Share on other sites More sharing options...
rezi0881 Posted April 11, 2014 Author Share Posted April 11, 2014 აჰა, გასაგებია მადლობა მშვენიერი ლეპია მაგასაც ვაჩვენებ ხვალ უნდა ვიყიდო იმ ასუსზე გააკეთა არჩევანი თუ შეცვალა აზრი მაგას ავიღებ. გარანტიაც მინდაო. Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted April 11, 2014 Share Posted April 11, 2014 თუ დამიჯერებ გეტყვი რომ ეგ ასუსი ძალიან ხშირად იგზავნება სერვისში და ფუჭდება , აქვს დაბალი ხარისხის ეკრანი ( განათება ) , ცუდი პროცესორი და ვიდეო ბარათი მაგ ფასში მეც ჩემთვის ვეძებ და ამ წუთას ეგ ლენოვო მომწონს ყველაზე მეტად რადგან ლამაზია , თხელი და კარგი მონაცემები აქვს Link to comment Share on other sites More sharing options...
rezi0881 Posted April 11, 2014 Author Share Posted April 11, 2014 მე კი დაგიჯერებ მაგრამ სხვის მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ ვღებულობ, მე პირადად ლენოვოს ავიღებდი კიდევ შევთაზებ დანარჩენი თვითონ იცის. Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts