Jump to content

Recommended Posts

Posted

aip2hdwallpaper980x551_785085.jpg

 

 

 

SEGA–მ და Creative Assembly–მ დაასახელეს თავისი "ცხელი" კოსმოსური ჰორორის გამოსვლის თარიღი. მაშ ასე, Alien: Isolation გამოვა PC, Xbox 360, Xboх One, PlayStation 3 და PlayStation 4–ზე ამ წლის 7 ოქტობერს.

 

Alien: Isolation Official Announcement Gameplay Trailer -- "Transmission" [uS]

 

 

 

 

 

Alien: Isolation Gameplay Commentary

 

 

 

 

alien_isolation_01.jpg

 

alien_isolation_02.jpg

 

alien_isolation_03.jpg

 

alien_isolation_04.jpg

 

alien_isolation_05.jpg

 

alien_isolation_06.jpg

 

alien_isolation_07.jpg

 

alien_isolation_09.jpg

  • Upvote 5
Posted

კარგია რომ აქტიურობ, უბრალოთ ეცადე ხოლმე უფრო მეტი ინფო დაწერო )

Posted

G1ORG1

 

მეტი ჯერჯერობით არაფერი ვიცი. რაც ვიცოდი ის დავწერე თუ რამე გახდება ცნობილი კიდევ დავწერ აქვე : )

  • 3 weeks later...
Posted
სტუდია The Creative Assembly–მ გამოუშვა Alien: Isolation–ის შესახებ ახალი ვიდეო, სადაც შემქმნელები საუბრობენ სამეცნიერო ფანტასტიკის რეტროს სტილში აღდგენის პროცესზე.
 
გუნდმა გადაწყვიტა გეიმფლეი ჩაეწერა VHS ვიდეოკასეტაზე. აგრეთვე მაქსიმალურად თავი აარიდა ზედმეტ ელემენტებს მომხარებლის ინტერფეისიდან. ახალ თამაშში გეიმერები ვერ იპოვიან ვერც ერთ თანამედროვე გაჯეტს, მოძრაობის სენსორები და პორტატული კომპიუტერები საკმაოდ მძიმე იქნება.
 
Alien: Isolation გამოვა 2014 წლის 7 ოქტომბერს РС, Xbox 360, Xbox One, PlayStation 3 და PlayStation 4 პლატფორმებზე.
 
იხილეთ ვიდეო:

 

 

George

 

შენც იგივე ვიდეო დაგიდია :)

  • 3 weeks later...
Posted

1389127287-1.jpg

 

სიუჟეტის მიხედვით ამანდა რიპლი მიყვება თავისი დედის კვალს. მიტოვებულ სადგურ "სევასტოპოლ"-ზე პოულობენ ხომალდ "ნოსტრომოს" ბორტ-კომპიუტერს, რომლითაც ელენ რიპლი გაემგზავრა კოსმოსში.

 

Gameplay

 

 

Trailer

 

 

 

1389128343-3.jpg

 

1389128340-4.jpg

 

1389128344-2.jpg

 

ჩასწორდა საკვანძო სიტყვები

  • 1 month later...
Posted

ახალი სკრინები

 

d29a512d09f5.jpg



08d430244ae3.jpg



f0be24f65674.jpg



5f4ba1c76778.jpg

  • Upvote 4
Posted

ამ თამაშს Oculus Rift მხარდაჭერა ექნებაო http://gamemag.ru/news/igra-alien-isolation-poluchila-poddergku-oculus-rift-97333

Posted
მოთამაშეებს შეეძლებათ გაიარონ Alien: Isolation 15 საათში. შემქმნელებმა აღნიშნეს, რომ ყურადღებიან მოთამაშეებს შეეძლებათ გაზარდონ ეს დრო რამდენჯერმე.
 
"თამაშის გავლას დაახლოებით მიაქვს 15 საათი, ჩვენ გვაქვს კიდევ ბევრი სამუშაო სიუჟეტურ ხაზთან და უცხოს გეიმპლეის მექანიკასთან. ამასთან ერთად, სადგურებზე არის სხვა საფრთხეებიც, ასევე გრძელი ისტორია, რომელიც ცნობილი ხდება ეტაპობრივად. ფაქტიურად ჩვენ გვაქვს პირდაპირი სიუჟეტური ხაზი, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ გაბრუნდეთ და გამოიკვლიოთ ლოკაციები, სადაც უკვე იყავით", - ხსნის პროექტის მთავარი დიზაინერი გერი ნეპერი.
 
126175.jpg
 
"ყველაზე რთულია დროის შეფასება, იმიტომ რომ ხალხს შეუძლია ითამაშოს წლობით და არცერთხელ არ შეხვდნენ უცხოს, რადგან ბევრი თამაშობს ძალიან აკურატულად და მალულად. მათ არაფერი გაუკეთებიათ, რომ მიექციათ უცხოს ყურადღება - არ ყოფილა არცერთხელ არანაირი აფეთქება, რომელიც მის ყურადღებას მიიქცევდა. ასეთი მოთამაშეები სიუჟეტს გავლიან ძალიან სწრაფად".
 
"მიუხედავად სადგურის უკაცრიებლობისა, მასზე არიან სხვა ადამიანებიც და თან ცოცხლები და მათთან შეხვედრა იქნება ისეთივე დაძაბული როგორც უცხოსთან. ყოველჯერზე არასათამაშო პერსონაჟი გეიმერებს დაუყენებს წინ მორალურ დილემმას, იმიტომ, რომ არ რჩება არაფერი, თუ როგორ უნდა თანაუგრძნოთ მათ".
 
Alien: Isolation-ის რელიზი შედგება 7 ოქტომბერს. თამაში გამოვა PC, PlayStation 3, PlayStation 4, Xbox 360 და Xbox One.
Posted

აუ კაი რაღაც ჩანს ძაან ) ცოცხალ ადამიანებთან შეხვედრამ ვაბშე გაასწორა. OUTLAST-ზე საშიში უნდა იყოს ჩემი აზრით ეს

Posted

არც ფილმების და არც თამაშიც ფრენჩაიზი მევასება არ მოწომწონს ესეც.

  • 2 weeks later...
Posted

 

უტუბზე ისე მალე 48 და 60ფპს საპორტი დაემატებაო http://www.guru3d.com/news_story/60fps_coming_to_youtube.html გეიმინგ ვიდეობისთვისაც კარგი იქნება ეგ ფიშკა

Posted

c96d5bd23e1b.png


78bdbcb3482e.png

Posted
Creative Assembly-მ უარი თქვა Alien: Isolation-ში ვირტუალური რეალობის სათვალეების დამატების იდეისგან. შემქმნელებმა აღნიშნეს, რომ არ აპირებენ თამაშის სრული ვერსია გამოუშვან ვირტუალური სათვალეების მხარდაჭერით.
 
"ჩვენ არ ვქმნით Oculus Rift-ის მხარდაჭერას სრული თამაშისთვის. ის რაც ჩვენ გვაქვს მოცემულ მომენტში - პროტოტიპია. თქვენ ვერ გაივლით თამაშს მთლიანად Oculus-ში", - შეგვატყობინეს შემქმნელებმა ტვიტერში.
 
36.jpg
 
Alien: Isolation-ის მცირე დემონსტრაცია ვირტუალური სათვალეების მხარდაჭერით მიიტანეს E3 2014-ზე. შემქმნელების სიტყვების მიხედვით, ისინი იკვლევდნენ ახალი ტექნოლოგიის შესაძლებლობებს და თავიდანვე არ პირდებოდნენ "უცხოს" სერიის ფანებს სრული ფუნქციონალის რეალიზაციას.
 
Alien: Isolation-ის რელიზი დაგეგმილია PlayStation 3-ზე, Xbox 360-ზე, PlayStation 4-ზე, Xbox One-ზე და PC-ზე 2014 წლის 7 ოქტომბერს.
Posted

The Creative Assembly-ს გუნდმა გამოაქვეყნა Alien: Isolation-ის ახალი თრეილერი. შემქმნელებმა გადაწყვიტეს საყვარელი პერსონაჟების დემონსტრირება "უცხოს" ორიგინალი ფილმიდან, რომლებიც იქნებიან თამაშში.

 

c4d3b663dcdc.jpg

 

რიპლი თავის მეგობრებთან ერთად დაბრუნდება თამაშში DLC-ით, ის დაგვაბრუნებს 1979 წელში, როდესაც "უცხო" გამოვიდა კინოთეატრების ეკრანებზე. დამატებას მიიღებთ ბონუსის სახით თუკი თამაშს წინასწარ შეუკვეთავთ.
 
თამაში ემზადება გამოსასვლელად Xbox 360-ზე, PlayStation 3-ზე, Xbox One-ზე, PlayStation 4-ზე და PC-ზე 7 ოქტომბერს.
 
  • 2 weeks later...
Posted

გამოქვეყნდა ALIEN: ISOLATION-ის ახალი ვიდეორგოლი

 

მსახიობების ჯგუფი, რომლებიც 1979 წელს გამოშვებულ ორიგინალ "უცხოს" ფილმში თამაშობდნენ კვლავ წარსდგნენ Alien: Isolation-ის ახალ რგოლში. ძველი მეგობრები გაერთიანდნენ, რომ ეჩუქებინათ სიცოცხლე თავიანთი პერსონაჟებისთვის ვირტუალურ მსოფლიოში და კვლავ გაეხსენებინათ სერიის ისტორიის ის პატარა ნაწილი.

 

0e48467d25e8.jpg

 

 

მსახიობების სიტყვების მიხედვით The Creative Assembly-ს გუნდი უმზადებს მოთამაშეებს ნამდვილ და ტრადიციულ ჰორორს. ცნობილებმა აღნიშნეს, რომ მოთამაშეების წარმოსახვა ხატავს უფრო საშიშ სურათებს, ვიდრე ყველაზე ნიჭიერი დიზაინერები მოიფიქრებდნენ.
 
Alien: Isolation გამოსასვლელად ემზადება Xbox 360-ზე, PlayStation 3-ზე, Xbox One-ზე, PlayStation 4-ზე და PC-ზე 2014 წლის 7 ოქტომბერს.
 
  • 3 weeks later...
Posted

Posted

გამოქვეყნდა ALIEN: ISOLATION-ის ახალი თრეილერი

 

132168.jpg

 

კომპანია SEGA-მ გამოუშვა Alien: Isolation-ის ახალი თრეილერი. ამანდა რიპლის მოუწევს მუდმივად მოძებნოს სასარგებლო მასალები, რომლებიც დაეხმარებიან მას გადარჩეს ქსენომორფთან შეხვედრის დროს.
 
შემქმნელების სიტყვების მიხედვით, მოთამაშეებს არ ექნებათ შესაძლებლობა წინააღმდეგობა გაუწიონ ქსენომორფს. ამასთან ერთად, სასიკვდილოდ სახიფათო უცხოპლანეტელის გარდა კოსმოსურ სადგურზე გეიმერები შეხვდებიან სხვა საშიშროებასაც, მათ შორის გაგიჟებულ გადარჩენილ თანამშრომლებს.
 
Alien: Isolation-ის რელიზი დაგეგმილია 2014 წლის 7 ოქტობმერს. თამაში გამოვა PC, PlayStation 3, PlayStation 4, Xbox 360 და Xbox One.
 
  • 2 weeks later...
Posted

ესეც ამ თამაშის პრევიუ რუსულათ http://www.3dnews.ru/900413

  • 2 weeks later...
Posted

ნეტა წინა ნაწილივით სულელობა არ გამოვიდეს

მარა მგონია ეს ბევრად უკეთესი იქნება

  • 2 weeks later...
Posted

გამოქვეყნდა ALIEN: ISOLATION-ის სისტემური მოთხოვნილებები

 

132450.jpg

 

SEGA-მ და The Creative Assembly-მ გამოაქვეყნეს Alien: Isolation-ის PC ვერსიის სისტემური მოთხოვნილებები. მოთამაშეებს დასჭირდებათ ორბირთვიანი პროცესორი, 4GB ოპერატიული მეხსიერება და Windows 7, რომ ჩართონ თამაში მინიმალურ გრაფიკაზე.
 
მინიმალური სისტემური მოთხოვნები:
►ოპ. სისტემა: Windows 7 (32-ბიტიანი)
►პროცესორი: 3.16 GHz Intel Core 2 Duo E8500
►ოპერატიული მეხსიერება: 4GB
►ვიდეო კარტა: 1GB DirectX 11-ის მხარდაჭერით (AMD Radeon HD 5550 ან Nvidia GeForce GT 430)
►ადგილი მყარ დისკზე: 35GB
 
რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნები:
►ოპ. სისტემა:Windows 7 (64-ბიტიანი)
►პროცესორი: ოთხბირთვიანი MD Phenom II X4 955 3.2 GHz ან Intel Core 2 Quad Q9650 3.0 GHz
►ოპერატიული მეხსიერება: 8GB
►ვიდეო კარტა:2GB DirectX 11-ის მხარდაჭერით (AMD Radeon R9 200 Series ან Nvidia GeForce GTX660)
►ადგილი მყარ დისკზე: 35GB
 
Alien: Isolation-ის მოქმედებები მიმდინარეობს 2137 წელში, "უცხოს" ორიგინალი ფილმის შემდეგ გავიდა 15 წელი. ამანდა რიპლი დაინტერესებულია დედამისის - ელენ რიპლის გაქრობით და მიემგზავრება სადგურ "სევასტოპოლზე", რომ იპოვოს კოსმოსურ ხომალდ ნოსტრომოს საბორტო რეგისტრატორი.
 
Alien: Isolation-ის რელიზი შედგება Xbox 360, PlayStation 3, Xbox One, PlayStation 4 და РС 7 ოქტომბერს.
Posted

მშვენიერი მოთხოვნილებები აქვს,ალბათ კარგი ოპტიმიზაცია ექნება

  • 2 weeks later...
Posted

ამ თამაშის დასახურათ 12-15 საათი დაგჭირდებათო http://www.overclockers.ru/softnews/63951/Na_prohozhdenie_Alien_Isolation_ujdet_poryadka_12_15_chasov.html

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.