Popular Post NEIRON Posted March 10, 2014 Popular Post Share Posted March 10, 2014 გაგიმარჯოთ! უმეტესობას, ვისაც ელ.სახვრეტი(დრელი) გაქვთ, ძნელია სწორად სქელი მეტალის გახვრეტა, + რაც ძალიან ცუდია, ბურღის(სვერლოს) ჩატეხვაც უფრო ხშირია , იმიტომ რომ ერთ პოზაში დაფიქსირება დრელის ძნელია ამ დღეებში მომიწია ასე 100 ნახვრეტის გაკეთება 5 მმ-იან მეტალში, დრელით რომ ვიცი რა მაზოხიზმია, გადავწყვიტე დამემზადებინა ეს სახვრეტი იმ მეტალის მეშვეობით, რაც მქონდა მთლიანობაში დამჭირდა 4 დღე ვინაიდან დამზადების დეტალური სურათებივერ გადავიღე, ვრცლად ავხსნი თუ რა და როგორ გააკეთოთ. მაღაზიაში მსგავსი ალუმინის კონსტრუქციით 200-250 ლარამდეა ელ. სახვრეტის გარეშე , ერთადერთი რაც არ მომწონს მათში ფასის მერე, გვერდითი რყევაა ასე 5-10 მმ , ამიტომ ოთკუთხა მთლიანსხმულ ღერძზე გავაკეთე და რყევაც 0,3 მმ-ს ფარგლებშია . ელექტრო სახვრეტი 600 ვატიანია, მთელი მისი სიმძლავრე არცაა საჭირო, დადგან გავრეტისას ოტიმალური ბრუნია 600 ბრ/წთ. ეს ცეპი არის სახელურზე არსებულ კბილანასთან დაკავშირებული, სახელურის ჩამოწევისას გადაადგილდება მთლიანად ზედა ნაწილი ღერძს პარალელურად. მექანიზმზე ნახეთ ოქროსფერი(სპილენძის) ფირფიტა, მიბჯენილი ღერძზე, ეს საჭიროა ხახუნის შესამცირებლად უკანა მხარესაც აქვს სპილენძის ფირფიტა, ძირზე, პნევმატური ამწევი შეკუმშვის მერე თვითონვე წევს მექანიზმს ზემოთ უკან 4 ბოლტი არის რყევის მინიმუმამდე დასაყვანი, რადგან როცა ზოგ ქარხნულ სახვრეტებზე ცვდება დეტალი, რყევა მატულობს, მე კი მხლოდ ვინტებს გადავუჭერ და პრობლემაც არაა. დაბლა პნევმატური ამწევი არის 100 ნიუტონიანი,რაც სრულიად საკმარისია ფუნქციის შესასრულებლად შეღებვას არ დავუთმე ბევრი დრო და 20 წუთში გადავღებე გრუნტით ( რაც მქონდა ) რაც მთავარია, დარეგულირებამ წაიღო 1 დღე იმ 4 დღიდან , ახლა მშვენივრად დავხვრიტე რამდენიმე დეტალი ზედმეტი ზეწოლის გარეშე . დამზადების პროცესის რამდენიმე ფოტო: ძრავის ნაწილები, ყველაფერი რისგანაც გამოვიდოდა რაიმე, გამოვწურე მაქსიმუმი მარაგებიდან ეს დრელის სამაგრი ნაწილია: დასრულებულ ფოტოზე, დრელი რაშიც მაგრდება, ეგ დეტალია შედუღების ხაზი სპეციალურად არ მოვაშორე, რადგან ამ მეტალის შრის მოცილებით, სუსტდება შედუღების სიმტკიცე (შედეგი:გატყდება და ხელახლა მოგიწევთ დამზადება) მთლიანობაში, სულ ეს იყო ჩემი 1 თვიანი დასვენების ექსპლუატაცია თუ რაიმე , მკითხეთ, გირჩევთ რა და როგორ გააკეთოთ 11 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted March 10, 2014 Share Posted March 10, 2014 მშვენიერია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
urekeli_l Posted March 10, 2014 Share Posted March 10, 2014 კაია ასეთი რაღაცეები რომ ეხერხება და იცის კაცმა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G.T.CHampioNNN Posted March 10, 2014 Share Posted March 10, 2014 საღოლ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გიაჩხეო Posted March 10, 2014 Share Posted March 10, 2014 არ მომბეზრდება ამის თქმა,ძალიან მაგარი ხარ. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Teraqt Posted March 10, 2014 Share Posted March 10, 2014 აი მესმის ხელოვნება საღოლ ძალიან მაგარია ესეთი რაღაცეები რომ გეხერხება, რასაც ჩემზე ვერ ვიტყვი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted March 11, 2014 Author Share Posted March 11, 2014 როცა გჭირდება, სხვა რა გზაა, შემოგემზადება ხელსაწყო გაიხარეთ, დიდი მადლობა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Zura3454 Posted August 31, 2015 Share Posted August 31, 2015 NEIRONგამარჯობა ზუსტად ეგეთი სამაგრი ანუ სახვრეტი-საჰობიე დანადგარი მჭირდება და ხომ არ გაყიდი ? ოღონდ დრელის გარეშე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted August 31, 2015 Author Share Posted August 31, 2015 NEIRONგამარჯობა ზუსტად ეგეთი სამაგრი ანუ სახვრეტი-საჰობიე დანადგარი მჭირდება და ხომ არ გაყიდი ? ოღონდ დრელის გარეშე გამარჯობათ ზურაარ ვყიდი სამწუხაროდ, თუმცა შემიძლია გირჩიოთ რა და როგორ ააწყოთ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.