Barca Posted February 19, 2014 Share Posted February 19, 2014 ჩვენ უკვე ვიხილეთ Nvidia ს ახალ 28 ნმ GM107 Maxwell არქიტეტურაზე დაფუძნებული პირველი ვიდეო ბარათი ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ GTX 750 , ამჯერად კომპანია Asus ისგან. როგორც ხვდებით ეს ვერსია ჩამორჩება Ti მოდელს და შესაბამისად უფრო იაფიც ღირს , GTX 750 ქარხნული ვერსიის ფასი 120 , ხოლო ჩვენს მიერ განსახილველი Asus ის OC ვერსიის ფასი 140 ამერიკული დოლარია. მოდით განვიხილოთ ამ ვიდეო ბარათის მოანცემები : მას გააჩნია 512 ერთეული CUDA ბირთვი ( იგივე Shader ) , 1.87 მილიარდი ერთეული ტრანზისტორი , 128 - bit ინტერფესის მქონე 1GB GDDR5 ტიპის მეხსიერება ,1059 MHz+ ბირთვის ( ქარხნული ვერსიის 1020 ) და 1253 MHz მეხსიერების სიხშირე. ვიდეო ბარათის შეფუთვაში შედის ვიდეო ბარათი და დრაივერების დისკი + დოკუმენტაცია. უფრო ახლოდან ვნახოთ ვიდეო ბარათი. ის აღჭურვილია მხოლდო ერთი ცალი ქულერით , რომლის ქვემოთ მოთავსებულია გაგრილების Fin ები. რაც შეეხება პორტებს მას აქვს VGA , DVI და HDMI პორტები. ისევე როგორც 750 Ti ეს მოდელიც არ საჭიროებს დამატებით კვების კონექტორს და ის ენერგიას იღებს პირდაპირ PCI-Express სლოტიდან , ენრგო მოხმარება კი შეადგენს 75 ვატს. PCB ს წინა და უკანა მხარე . GDDR5 მეხსიერების ჩიპი დამზადებულია Hynix ის მიერ . GM 107 გრაფიკული პროცესორი კი კვლავ ტაივანში. ახლა კი გადავიდეთ ტესტებზე და ვნახოთ რა შეუძლია ამ ვიდეო ბარათს . სატესტო სისტემა : ენერგო მოხმარება სხვადასხვა რეჟიმში. Fan იხ ხმაურიანობა . ეფექტურობა ყველა რეზოლუციაზე . ახლა კი ვნახოთ Overclocking ის შედეგი. ტემპერატურა ახლა კი შევაჯამოთ შედეგები , ჯერ ვნახოთ ვიდეო ბარათის დადებითი და უატყოფითი მხარეები : დადებითი ვიდეო ბარათი არის საკმაოდ ჩუმი სიხშირე მომატებული აქვს ქარხნულად აქვს ნორმალური დონის Overclocking პოტენციალი არ საჭიროებს დამატებით კვების კონექტორს აქვს დაბალი ტემპერატურა და ენერგო მოხმარება გააჩნია CUDA/PhysX , Direct X 11.1 ტექნოლოგიები უარყოფითი მიუხედავად ყველაფრისა არ აქვს ოპტიმალური ფასი მეხსიერების სიხშირე არაა ქარხნულად მომატებული ვიდეო ბარათი თავისუფლად არის შესაძლებელი ყოფილიყო ერთ სლოტიანი არ აქვს SLI ტქენოლოგიის მხარდაჭერა ვიდეო ბარათის შედარება სხვა მოდელებთან > საბოლოო დასკვნა : Nvidia/Asus ის GeForce GTX 750 OC ვიდეო ბარათი წარმოდგენს საშუალო სეგმენტის პროდუქტს , რომლის ღირებულება გახლავთ 140 დოლარი , იგი ახლოს დგას AMD ს R7 260X თან , 8% ით სწრაფია წინა თაობის HD 7790 თან და GTX 650 Ti სთან შედარებით .Asus GTX 750 OC 14 % ით ჩამორჩება GTX 750 Ti ს , 23 % ით GTX 650 Ti Boost ს და მთელი 31 % ით კონკურენტ AMD R7 265 ს . აქედან გამომდინარე შეძლება ითქვას რომ ისევე როგორც GTX 750 Ti არც GTX 750 არ არის ოპტიმალური ვარიანტი შედარებით დაბალაფასიან სეგმენტში მიუხედავად ვიდეო ბარათის ახალი არქიტეტურისა რის წყალობითაც ის საკმაოდ გრილი , ჩუმი და ეკონომიურია. 140 $ 7 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
პითონი Posted February 19, 2014 Share Posted February 19, 2014 ძვირია მაინც Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted February 19, 2014 Author Share Posted February 19, 2014 R7 265 მაგარი რამე გამოვიდა 150 დოლარში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L3onidas Posted February 19, 2014 Share Posted February 19, 2014 R7 265 მაგარი რამე გამოვიდა 150 დოლარში ეგ უნდა დამეწერა ახლა :დ კაია მართლა სამსახურში მაგრა გამისწორდებოდა ახლა ასეთი მაგრამ 140 მწვანე ძვირია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted February 19, 2014 Author Share Posted February 19, 2014 კარგი ჰა აბა რაღაა მისაღები ფასი ? აი 265 ში 150 დოლარი მაგარი ფასია ძალიან 100 დოლარში 250X იქნება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted February 20, 2014 Author Share Posted February 20, 2014 Gigabyte ს ვერსია > http://www.techpowerup.com/198014/gigabyte-unveils-geforce-gtx-750-series-oc-edition-graphics-cards.html ესეც EVGA ს ვერსიები > http://www.techpowerup.com/198007/evga-announces-its-geforce-gtx-750-series-graphics-cards.html Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted March 5, 2014 Author Share Posted March 5, 2014 MSI ის ვერსია > http://www.guru3d.com/articles_pages/msi_geforce_gtx_750_and_750_ti_gaming_review,1.html Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
AlphaStigma Posted March 31, 2018 Share Posted March 31, 2018 თუ კვება გიყენია ძველი ეს კარგი ვარიანტია,55 w მოიხმარს და 10 ლარიან კვებაზეც იმუშავებს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.