Jump to content

კომპი მიჭედავს, რომელი დეტალი გამოვცვალო?


Recommended Posts

ბიჭებს გაუმარჯოს

ესეიგი რა პრობლემა მაქვს, კომპი ვიყიდე დაახლოებით 6 წლის წინ და მას მერე პროცესორის ქულერის გარდა არაფერი გამომიცვლია, ისიც საჭირო არ იყო მაგრამ შემთხვევით ახალი ხელში ჩამივარდა.. 

ადრეც ჭედავდა ხოლმე კომპი მაგრამ ხან ოვერქლოქით ხან სხვა რამეებით ვარეგულირებდი ხოლმე, 

მაგრამ ახლა ოპერათი იუთუბზე ვიდეოს ყურებისასაც კი საკმაოდ მაგრად ჭედავს, უბრალოდ ვერ ვახერხებ ნორმალურად ვიდეოს ყურებას, ინტერნეტის ბრალი არ არის 10მბ თი მოაქვს ხოლმე.(1100 კბ/წ)

ისე თამაშები მიაქვს ასე თუ ისე, COD MW3 კარგად მიაქვს დაახლოებით საშუალო ნასტროიკებზე სხვა, ამაზე მაღალი, დონის თამაში ბოლო ხანებში არ მიცდია მაგრამ ამ თამაშს ახლაც უშვებს ნორმალურად.

და მაინტერესებს რისი შეცვლა გამოასწორებს ამ პრობლემას?

CPU: Intel Pentium 4 (3.00 Ghz) ..(ვიცი.. ვიცი..);

GPU: Nvidia 8600GT. 512 mb-ა ზუსტად ვიცი, მაგრამ წინ7 ზე 1267mb-ს აწერს;

RAM: 2GB;

HDD: ~230GB;

Mo-Bo Asus P5AD2-E ალტერნატიული სახელი არ ვიცი, ვერსად ვნახე, ალბათ არც აქვს :|.

Link to comment
Share on other sites


1მბ თი მოაქვს ხოლმე

hd  ვიდეოს ყურება გაგიჭირდება მაინც მაგ ინტერნეტზე და გაჭედავს აბა რას იზავს, დაუწიე გაფართოებას ან გაუშვი მაინც და მერე ჩართე ჩამოტვირთვა რომ გაასწრებს ,  თუ მაინც გაჭედა ვირუსებზეც შეამოწმე , მაგ კონფიგურაციამ ვიდეო უნდა გაყურებინოს თუ ინტერნეტი ნორმალურია და პროცესორიც სელერონი არაა ...

Link to comment
Share on other sites

1 მბ არა 10მბ, და შევსებულზეც მიჭედავს, 360პ ზე.. 720 და 1080 რო არაფერი ვთქვა :|

Link to comment
Share on other sites

ხოო ეგ კარგი აზრია, ახლავე ვნახავ.

ვინდოუსი გუშინ გადავაყენე, ჰარდი სრულად დავაფორმატე..

Link to comment
Share on other sites

პირველ რიგში პროცესორია გამოსაცვლელი მაგრამ მაგ მაზერს რამდენადაც ვიცი 775-ის ორბირთვიანი პროცესორების მხარდაჭერა არცა აქვს , ესე რომ თუ პროცესორი ინტელ-პენტიუმია და სელერონი  არაა რაც არ უნდა ჩასვა მხოლოდ 0,6  -ით გაზარდო პროცესორის სიჩქარე მაქსიმუმ ასე რომ აზრი არა აქვს გამოცვლას .ნახე ტემპერეტურა ყოველ შემთხვევაში ქულერი ცუდად ხომ არ აყენია ან თერმოპასტა ხომ არ გამოშრა  

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ხოო 10 მბ. არ უნდა გაჭედოს მაშინ ინტენეტი გამორიცხე რახან ვინდოუსიც ახალი დაყენებულია ტემპერატურებით დაიწყე და კვებაც არაა გამოსარიცხი , საკმაოდ დიდი ხნის კვება გამოდის და თუ ნორმალური ბრენდისა არ იყო წარმადობა საკმაოდ მოაკლდებოდა ეგეც გასათვალისწინებელია

Link to comment
Share on other sites

19gio71

ანუ გამოცვლით თითქმის ყველაფერი გამოსაცვლელია ხო? 

ტემპერატურები კიი მაგრამ ქოდ-ს რაღატო უშვებს ეგრე კარგად .

ტემპერატურებზე რა ვქნა?  ჩემი ვიდეოკარტის ქულერის ბრუნს ვერ ვუმატებ პროგრამებით, რაღაც ერრორს აგდებს როცა ვცდილობ.

Link to comment
Share on other sites

პროცესორის ტემპერატურა მაინცდამაინც  მაღალი  არაა მეც მქონდა ადრე 640 -ები   90 ნანომეტრიული ტექნოლოგიაა მგონი და საკმაოდ მაღალი ტემპერატურებით გამოირჩევიან თუმცა შეიძლება დაბლა დაწევა კიდევ უფრო, თერმო პასტა თუ არ შეგიცვლია კარგა ხანია შეცვალე რამე ნორმალურით ოღონდ, ეგრეა ვიდეოს საქმეც მე მგონი ეგ  დაუტვირთავზე საკმაოდ მაღალია , მაგასაც არ აწყენდა თერმოპასტა და მანამდე ფანის ბრუნვა თუ ავტომატურზე გიყენია მაქსიმალურზე დაააყენე ხმაური კი შეგაწუხებს ცოტა მაგრამ გაუძელი

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

temo2Ginal,


10მბ თი მოაქვს ხოლმე.(1100 კბ/წ)

1100 kb 1mb არის და არა 10

შეცვლას რაც შეეხება აზრი არ აქვს, ყველაფერი შესაცვლელია 

Link to comment
Share on other sites

1 mb ინტერნეტი რო მქონდა მოჰქონდა 100 კბ/წ ით, ახლა მაქ 10 მბ და მოაქვს 1100 +-;

თუარ ვცდები როცა ნეტის სიჩქარეზე ამბობ რამეს სხვანაირად ითვლება რა მეგაბიტი თუ რაღაც ეგეთია.. იტოგში არ უნდა გაჭედოს რა ამ ინტერნეტზე არანაირმა ვიდეომ, ადრე  რამდენიმე საათიან ფილნმებს ვუყურებდი ჰდ ში.

19gio71

ზევით სურათი ნახე რა როცა შეძლებ. შესაძლებელია რამდენაირად Auto რო შევცვალო?

Link to comment
Share on other sites

ბაიტებს და ბიტებს ურევთ :) 

ინეტის ბრალი არაა, საკმაო აქვს

Link to comment
Share on other sites

1 mb ინტერნეტი რო მქონდა მოჰქონდა 100 კბ/წ ით, ახლა მაქ 10 მბ და მოაქვს 1100 +-;

თუარ ვცდები როცა ნეტის სიჩქარეზე ამბობ რამეს სხვანაირად ითვლება რა მეგაბიტი თუ რაღაც ეგეთია.. იტოგში არ უნდა გაჭედოს რა ამ ინტერნეტზე არანაირმა ვიდეომ, ადრე  რამდენიმე საათიან ფილნმებს ვუყურებდი ჰდ ში.

19gio71

ზევით სურათი ნახე რა როცა შეძლებ. შესაძლებელია რამდენაირად Auto რო შევცვალო?

ხო ეგრეა, 10მბ როცა გაქ მოაქ 1მბ-თი, ფანს რაც შეეხება ალბათ ბიოსიდან არის დაბლოკილი

Link to comment
Share on other sites

david_888

ბიოსში ვიდეოკარტის ფენის ამბებიც თუ ირკვეოდა პირველად გავიგე.. არ იცი როგორ მოვხსნა ბლოკი?

Link to comment
Share on other sites

david_888

ბიოსში ვიდეოკარტის ფენის ამბებიც თუ ირკვეოდა პირველად გავიგე.. არ იცი როგორ მოვხსნა ბლოკი?

 

მაზერის ბიოსზე არაა ლაპარაკი, ვიდეოს თავისი ბიოსი აქ

Link to comment
Share on other sites


 შესაძლებელია რამდენაირად Auto რო შევცვალო?

წესით უნდა შეცვალო მანდედან,  რავი რატომ არ იცვლება შემოვა უფრო საქმეში გარკვეული (ეს ფორუმი ეგეთების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის) და დაგაკვალიანებს ,აქ ვიდეოს ბიოსი ახსენეს რაც არ ვიცი ვერ გეტყვი არასოდეს მქონია შეხება ვიდეოს ბიოსთან..

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

თერმოპასტის შემოწმება მინდოდა ვიდეოკარტაზე და რო დავხედე მტვერი ისე სქლად ედო გამიკვირდა საერთოდ როგორ ირთვებოდა, პროცესორზეც იგივე სანახაობა იყო.

მოკლედ გავწმინდე, თერმოპასტა ასე თუ ისე აქვს, გამოსაცვლელი არარის მგონი.

იუთუბიზე ვიდეოს ბევრად უკეთ ვუყურებ მაგრამ 100% გამართულად მაინც ვერ მუშაობს, თუმცა სხვაობა აშკარაა.

 მადლობთ დახმარებისათვის.

დახურეთ თემა.

Link to comment
Share on other sites

1 მბ არა 10მბ, და შევსებულზეც მიჭედავს, 360პ ზე.. 720 და 1080 რო არაფერი ვთქვა :|

შევსებულზე გაგიჭედავს თავისთავად როცა 3.0 Intel Pentium-ის პროცესორი გაქვს. მითუმეტეს ოპერათი, აბა ქრომით ცადე.. მაგ კომპს უკვე აღარაფერი ეშველება, ძველია ძალიან. ყველაზე კარგი ვარიანტია ახალი კონფიგის აწყობა )) 1155 სოკეტზე. 

Link to comment
Share on other sites


მოკლედ გავწმინდე, თერმოპასტა ასე თუ ისე აქვს, გამოსაცვლელი არარის მგონი.

ეგრე გაგიჭირდება თერმოპასტის ვარგისიანობის განსაზღვრა მაგრამ თუ არ გამოგიცვლია და არც იცი როგორ გააკეთო განსაკუთრებით ვიდეოზე დაანებე თავი ამ ეტაპზე და აკონტროლე მაინც ტემპერატურაა , გვერდსაც თუ მოხსნი კეისს ვენტილაცია უკეთესი იქნება... წარმატებები

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.