Popular Post NEIRON Posted August 1, 2013 Popular Post Posted August 1, 2013 გაგიმარჯოთ ფორუმელებო! რამდენიმე კვირაა ვმუშაობ რკინოლოგის პასტაზე, დამზადების დეტალებიც გადავიღე როგორ დავამზადე ეს კალამი: უჟანგავი ლითონის მასალა მოვიმარჯვე , მილი შევადუღე და წინა ნაწილის ზომის აღება დავიწყე ქაღალდისგან, რადგან ქაღლდის შაბლონით მუშობა უფრო ადვილია და გადაკეთებაც იოლად ხდება, მეტალზე პირდაპირ აღებული ზომები კი, უზუსტობასთანაა დაკავშირებული, რაც თვიდანვე შეიძლება არ გამოჩნდეს, ამიტომ, ჯერ შაბლონი დაამზადეთ მსგავს დეტალზე. აქ ვაკეთებ "ზალკოვკების" (მოქლომის) იმიტაციას, მთლიანად მილი არის "ზაკლოვკების " იმიტაცია, გარდა ზოგი დეტალისა, რასაც აღვწერ. შედეგად ვიღებთ მსგავს იმიტაციას: სურათზე ზაკლოვკების დამზადებისას დაუკვირდით ბეტონის ლურსმანს და ტისკში ჩაკეტილ მეტალის ნაჭერს, სადაც ნახვრეტია 0,5მმ სიღრმის. ზაკლობკის იმიტაცია ხდება ხვრელის პოზიციაზე ჟეშტის დადებისას, მასზე დუბელის ლურსმნის დარტყმის შემდეგ (დუბელის ლურსმანს დაუკვირდით, თავი მახვილი არ აქვს, ბლაგვია, ეს სპეციალურად, ჟეშტი რომ არ გახიოს და ზაკლობკების ეფექტიც კარგად მისცეს). ახლა მოვრკალე ეს ფორმა და მიმაგრების ადგილის ფორმიებას ვიწყებ: ნამუშევარს თუ დაუკვირდით, შავია, არადა ახალი მეტალი ნათელი ფერის იყო, ეს იმიტომ, რომ პერიოდული გამოწვა აუცილებელია რბილი დამუშავებისთვის. საწერ კალმის "ცხვირის" შედუღება წერტილოვანი შედუღებით: ახლა მოვარგე და წერტილოვანი სვარკით მივადუღე, + გამოვჭედე ზედვე: გადაერთება ამ 2 დეტალის მოხდებოდა სვარკით, მაგრამ გამოჭედვისას ზაკლობკების იმიტაცია დაზიანდებოდა, ამიტომ, აქ ჭეშმარიტი ზაკლობკები გამოვიყენე. დამჭირდა "დალატკავება" ეფექტისთვის, ესეც წერტილოვანი შედუღებით:პასტის თავსახურის დამზადება: ჩაქუჩით შელოცვა და ქუდიც გვაქვს: პეტლების შედუღება და ქუდის დაფარება(ის რაც გამოვჭედე) შედეგი:აქ ილუმინატორს ვამზადებ: ჯერ ზომების აღება ქაღლდით მიდუღება, ისევ წერტილოვანი სვარკით: უჟანგავი ლითონი ძნელი დასამუშვებელია, მყარი მასალაა, ამიტომ, თუ დაიწყებთ, მოთმინებაც თან დააწიეთ გზაში. ლუმინატორის გამოჭრა:ვენტილის დამზადებაზე გადავედი ვინაიდან სახლში რკინის შენადნობების ჩამოსხმა არარეალურია, მომიწია მთლიანსხმული მეტალიდან ვენტილის "გამოთლა". დახვრეტა, შელოცვა, წაშამანება: დამუშავება ელ.სალესზე: საბოლოო დამუშვებაა, რაც უსწორმასწორობებს მოაგლუვებს: სადღაც 4-5 საათი წაიღო მარტო ამ ვენტილმა,რადგან მეტალი არ იყო ადვილად დამუშავებადი. აქ ხრახნის მოჭრა პასტის გამოსვლის მექანიზმისთვის: პასტის ჩამომწევი მექანიზმის ნაწილი, ის რაც რეზბაზეა(დასრულებულზე ნახეთ, იოლად მიხვდებით) შიდა ხრახნის მოჭრა: დრელის გამოყენება, როგორც "სახარატო" , მსგავსად ბევრი დეტალის დამზადება შეიძლება სახლის პირობებში გადავედი ლუმინატორზე, რომელიც ანესთეთიკის კარპულისგან გავაკეთე და ჩავაწებე: ჩავაწებე : ვუმატებ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან დეტალებს, რომლებიც შეცვლიან ვიზუალს პაიკის აპარატიც ავამუშავე და გადავედი პაიკაზე: ქილაში თეთრი ფხვნილი ფლუსია, მის გარეშე ვერ მიარჩილავ. მოკლედ, აქ დავასრულე ,პოლირება და მსგავსი დეტალები კი პასტა "გოი"თი დავასრულე. საბოლოო ნამუშევარი ასე გამოიყურება: ზედაპირი კალმის სპეციალურადაა "დაჭმუჭნული" ფაქტურით, რადგან კრიალა ნამუშევარი ჩემი ხედვით, უეფექტოა, კალამს უნდა ჰქონოდა (დამზადებამდე ჩანაფიქრი) უფრო "კლდე-ღრე" გამოვლილის იმიჯი. ასეთი უკუღმართობა სად გინახიათ?! დავასრულე და მერე ვიყიდე სამუშაო ხელთათმანი , ჰოდა, ფერის სიუხვისთვის, ცოტას ფოტოზე წითელიც დავუმატე. სხვათაშორის, მეორე ვენტილიც ტრიალებს, სულ დამავიწყდა ვიდეოზე დემონსტრირება ესეც ვიდეო ვერსია: http://postimg.org/image/vpxl3bdqd/eb39e832/ რკინოვნებანი facebook-ზე -Steel ART - 15
ოთო Posted August 1, 2013 Posted August 1, 2013 დღითი დღე გვაცობ. აღფრთოვანებული ვარ. შეკვეთების მიღება რომ დაიწყო (თუ უკკვე არ იღებ) დარწმუნებული ვარ რიგი დადგება 2
NEIRON Posted August 1, 2013 Author Posted August 1, 2013 დღითი დღე გვაცობ. აღფრთოვანებული ვარ. შეკვეთების მიღება რომ დაიწყო (თუ უკკვე არ იღებ) დარწმუნებული ვარ რიგი დადგებამადლობა შეფასებისთვის! ეგ უკვე ხელმისაწვდომია ოთო
NEIRON Posted August 1, 2013 Author Posted August 1, 2013 გაიხარე ბექა!გვერდიც შევქმენი ფბ-ზეhttps://www.facebook.com/rkinovneba
nika_2 Posted August 2, 2013 Posted August 2, 2013 ყოჩაღ! კარგი ნამუშევარია, ეფეკტურია,ლამაზია პრაქტიკული თუა ისე? 1
NEIRON Posted August 2, 2013 Author Posted August 2, 2013 ყოჩაღ!კარგი ნამუშევარია, ეფეკტურია,ლამაზია პრაქტიკული თუა ისე?უჟანგავი ლითონია და ხელში არ არის მძიმე, სპილენძის რომ ყოფილიყო, წონა უფრო შეიმჩნეოდა, რაიმე მახვილი კუთხე არ აქვს ზედაპირზე, ხელში ზუსტად ისეთი სახმარია, როგორიც ჩვეულებრივი კალამი, ყოველ შემთხვევაში-ჩემთვის.ეს არ არის ყოველდღიურად სახმარი ვარიანტი, უბრალოდ მუღამი აქვს იმას, რომ შენ გაქვს ექსკლუზივი და . 1
გიაჩხეო Posted August 2, 2013 Posted August 2, 2013 მე მგონი დროა შენი ნამუშევრების შეგროვება დავიწყო, მაგარი ხარ.იმ მინიანი ფლეშკას და ამ კალამსაც სიამოვნებით შევიძენდი 1
ჯამბო Posted August 3, 2013 Posted August 3, 2013 ნიკოლოზ მე რო განახე ხო გახსოვს , ეგ რო დამიმზადო რა დაჯდება? უფრო მარტივი ფორმის რა , მოვძებნი და განახებ როგორსაც ვამბობ
vakhtang Posted August 3, 2013 Posted August 3, 2013 გაგიმარჯოთ ფორუმელებო! რამდენიმე კვირაა ვმუშაობ რკინოლოგის პასტაზე, დამზადების დეტალებიც გადავიღე როგორ დავამზადე ეს კალამი: უჟანგავი ლითონის მასალა მოვიმარჯვე , მილი შევადუღე და წინა ნაწილის ზომის აღება დავიწყე ქაღალდისგან, რადგან ქაღლდის შაბლონით მუშობა უფრო ადვილია და გადაკეთებაც იოლად ხდება, მეტალზე პირდაპირ აღებული ზომები კი, უზუსტობასთანაა დაკავშირებული, რაც თვიდანვე შეიძლება არ გამოჩნდეს, ამიტომ, ჯერ შაბლონი დაამზადეთ მსგავს დეტალზე. აქ ვაკეთებ "ზალკოვკების" (მოქლომის) იმიტაციას, მთლიანად მილი არის "ზაკლოვკების " იმიტაცია, გარდა ზოგი დეტალისა, რასაც აღვწერ. შედეგად ვიღებთ მსგავს იმიტაციას: სურათზე ზაკლოვკების დამზადებისას დაუკვირდით ბეტონის ლურსმანს და ტისკში ჩაკეტილ მეტალის ნაჭერს, სადაც ნახვრეტია 0,5მმ სიღრმის. ზაკლობკის იმიტაცია ხდება ხვრელის პოზიციაზე ჟეშტის დადებისას, მასზე დუბელის ლურსმნის დარტყმის შემდეგ (დუბელის ლურსმანს დაუკვირდით, თავი მახვილი არ აქვს, ბლაგვია, ეს სპეციალურად, ჟეშტი რომ არ გახიოს და ზაკლობკების ეფექტიც კარგად მისცეს). ახლა მოვრკალე ეს ფორმა და მიმაგრების ადგილის ფორმიებას ვიწყებ: ნამუშევარს თუ დაუკვირდით, შავია, არადა ახალი მეტალი ნათელი ფერის იყო, ეს იმიტომ, რომ პერიოდული გამოწვა აუცილებელია რბილი დამუშავებისთვის. საწერ კალმის "ცხვირის" შედუღება წერტილოვანი შედუღებით: ახლა მოვარგე და წერტილოვანი სვარკით მივადუღე, + გამოვჭედე ზედვე: გადაერთება ამ 2 დეტალის მოხდებოდა სვარკით, მაგრამ გამოჭედვისას ზაკლობკების იმიტაცია დაზიანდებოდა, ამიტომ, აქ ჭეშმარიტი ზაკლობკები გამოვიყენე. დამჭირდა "დალატკავება" ეფექტისთვის, ესეც წერტილოვანი შედუღებით:პასტის თავსახურის დამზადება: ჩაქუჩით შელოცვა და ქუდიც გვაქვს: პეტლების შედუღება და ქუდის დაფარება(ის რაც გამოვჭედე) შედეგი: აქ ლუმინატორს ვამზადებ: ჯერ ზომების აღება ქაღლდით მიდუღება, ისევ წერტილოვანი სვარკით: უჟანგავი ლითონი ძნელი დასამუშვებელია, მყარი მასალაა, ამიტომ, თუ დაიწყებთ, მოთმინებაც თან დააწიეთ გზაში. ლუმინატორის გამოჭრა: ვენტილის დამზადებაზე გადავედი ვინაიდან სახლში რკინის შენადნობების ჩამოსხმა არარეალურია, მომიწია მთლიანსხმული მეტალიდან ვენტილის "გამოთლა". დახვრეტა, შელოცვა, წაშამანება: დამუშავება ელ.სალესზე: საბოლოო დამუშვებაა, რაც უსწორმასწორობებს მოაგლუვებს: სადღაც 4-5 საათი წაიღო მარტო ამ ვენტილმა,რადგან მეტალი არ იყო ადვილად დამუშავებადი. აქ ხრახნის მოჭრა პასტის გამოსვლის მექანიზმისთვის: პასტის ჩამომწევი მექანიზმის ნაწილი, ის რაც რეზბაზეა(დასრულებულზე ნახეთ, იოლად მიხვდებით) შიდა ხრახნის მოჭრა: დრელის გამოყენება, როგორც "სახარატო" , მსგავსად ბევრი დეტალის დამზადება შეიძლება სახლის პირობებში გადავედი ლუმინატორზე, რომელიც ანესთეთიკის კარპულისგან გავაკეთე და ჩავაწებე: ჩავაწებე : ვუმატებ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან დეტალებს, რომლებიც შეცვლიან ვიზუალს პაიკის აპარატიც ავამუშავე და გადავედი პაიკაზე: ქილაში თეთრი ფხვნილი ფლუსია, მის გარეშე ვერ მიარჩილავ. მოკლედ, აქ დავასრულე ,პოლირება და მსგავსი დეტალები კი პასტა "გოი"თი დავასრულე. საბოლოო ნამუშევარი ასე გამოიყურება: ზედაპირი კალმის სპეციალურადაა "დაჭმუჭნული" ფაქტურით, რადგან კრიალა ნამუშევარი ჩემი ხედვით, უეფექტოა, კალამს უნდა ჰქონოდა (დამზადებამდე ჩანაფიქრი) უფრო "კლდე-ღრე" გამოვლილის იმიჯი. ასეთი უკუღმართობა სად გინახიათ?! დავასრულე და მერე ვიყიდე სამუშაო ხელთათმანი , ჰოდა, ფერის სიუხვისთვის, ცოტას ფოტოზე წითელიც დავუმატე. სხვათაშორის, მეორე ვენტილიც ტრიალებს, სულ დამავიწყდა ვიდეოზე დემონსტრირება ესეც ვიდეო ვერსია: გაგიმარჯოს, ძალიან მომეწონა შენი ნახელავი... წარმატებები უფალი გეწეოდეს... ნიჭიერ... 1
NEIRON Posted August 7, 2013 Author Posted August 7, 2013 ესეც ყუთი: რეალში სულ სხვა სილამაზე აქვს, აქ ის ეფექტი "ჩამკვდარია" 2
dushura Posted August 7, 2013 Posted August 7, 2013 ფანტაზიის უდიდესი უნარი კაი ნახელავია ძალიან უცხო და თიტქოს რაღაც არა ამქვეყნიურს გავს მეხუთე ელემენტი მართლაც ძალიან მაგარია წარმატებები... 1
გიაჩხეო Posted August 7, 2013 Posted August 7, 2013 მე მგონი დროა შენი ნამუშევრების შეგროვება დავიწყო, მაგარი ხარ.იმ მინიანი ფლეშკას და ამ კალამსაც სიამოვნებით შევიძენდი ეს წინადადება ისევ ძალაში,თუ შეელევი ფასი მომწერე.იქნებ სხვებმაც მომბაძონ
NEIRON Posted August 8, 2013 Author Posted August 8, 2013 ეს წინადადება ისევ ძალაში,თუ შეელევი ფასი მომწერე.იქნებ სხვებმაც მომბაძონ მინიანი ფლეში შეიძლება პასტაზე კი, ეს არამგონია გავყიდო (ნუ ფასზეცაა დამოკიდებული) მსგავსის ან განსხვავებული სტილის დამზადება შემიძლია როგორც ფერად, ასევე შავ ლითონში და უჟანგავისგანაც , თემის ჩადება ნამუშევარში კი, ბევრნაირის შეიძლება .
გიაჩხეო Posted August 8, 2013 Posted August 8, 2013 ნიკა დაგირეკავ ამ დღეებში,ტელეფონი ხომ არ შეგიცვლია?
NEIRON Posted August 8, 2013 Author Posted August 8, 2013 ნიკა დაგირეკავ ამ დღეებში,ტელეფონი ხომ არ შეგიცვლია? იმავე ნომერი მაქვს გია
Recommended Posts