xllasha Posted July 13, 2013 Share Posted July 13, 2013 გამარჯობათ! მემგონი ყველაფერი სათაურში დავწერე რაც მაინტერესებს Link to comment Share on other sites More sharing options...
MaKaSaRa Posted July 13, 2013 Share Posted July 13, 2013 Router (ქართულად მარშ(რ)უტიზატორი არის პასუხისმგებელი ინტერნეტთან წვდომაზე. მისი საშუალებით ხდება Ip მისამართების გაწერა და ასე შემდეგ. ანუ წარმოადგენს გასასვლელს ინტერნეტში. ნუ არსებობს კომბინირებული როუტერებიც რომლებიც switch-ის ფუნქციასაც ითავსებენ მაგრამ როუტერის ხსენებისას ასოციაცია ინტერნეტთან გაკავშირებს. თუ უბრალოდ ლოკალური ქსელია იქ როუტერის არსებობა საჭირო არაა და აქ უკვე გამოიყენება switch ნუ hub-იც. მათ შორის ის განსხვავებაა რომ hub კვე მოძველებული სტანდარტია და აღარც გამოდის. switch თანამედროვეა. გარდა ამისა მათ შორის ის განსხვავებაა რომ switch ქსელში გადასაცემ იმფორმაციას ცალკეულ რომელიმე კონკრეტულ პორტზე ანაწილებს (mac მისამართების სიის საშუალებით) , ანუ პაკეტს აგზავნის კონკრეტულად იმ პორტზე რომელზედაც მიერთებულია ის კომპიუტერი რომლისთვისაც განკუთვნილია ეს ინფორმაცია. hub-ის შემთხვევაში ასე არ ხდება. ინფორმაცია ყველა პორტზე და შესაბამისად კომპიუტერზე იგზავნება რომელიც მასზეა მიერთებული. მერე კომპიუტერი თვითონ არკვევს მას ეკუთვნის თუ არა ეს ინფორმაცია. ფიზიკურად switch და hub-ი ერთნაირად გამოიყურება. უბრალოდ მაღაზიაში რომ მიხვიდე ამ უკანასკნელს ვერც იშოვი იმიტომ რომ როგორც ავღნიშნე მოძველებული სტანდარტია. modems რაც შეეხება მისი ფუნქია სიგნალის გარდაქმნაა. მაგალითად ანალოგური სიგნალი გარდაქმნას ციფრულად და პირიქით ციფრული ანალოგურად. კიდევ ბევრი მახასიათებლის დაწერა შეიძლება მაგრამ მოკლედ ასე შეიძლება დაახასიათო (ალბათ ) 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
xllasha Posted July 13, 2013 Author Share Posted July 13, 2013 კარგად ახსენი ყველაფერი მაგრამ რაღაც-რაღაცეები მაინც არ მესმის (ჯერჯერობით) mac მისამართები რისთვის გამოიყენება და რას წარმოადგენს ? IP და MAC სხვადასხვაა ხო ? Link to comment Share on other sites More sharing options...
MaKaSaRa Posted July 13, 2013 Share Posted July 13, 2013 mac მისამართი არის კომპიუტერის ფიზიკური მისამართი. ყველა კომპიუტერისთვის წესით სხვადასხვა უნდა იყოს. მაგრამ დღესდღეობით მაგის შეცვლაც შეიძლება. როგორ გითხრა.. ეგ მისამართი არის ქსელის კარტის მისამართი რომელიც თავიდანვე, ქარხანაშივე ჩაუწერეს. თუ კომპიუტერს ქსელის კარტას შეუცვლი ეს მისამართიც შეიცვლება. წარმოიდგინე რომ ესაა კომპიუტერის სახელი რომლის საშუალებითაც ხდება ერთ ლოკალურ ქსელში ჩართული კომპიუტერების ერთმანეთისგან განსხვავება. შესაბამისად ერთ ლოკალურ ქსელში ჩართულ კომპიუტერებს არ შეიძლება ქონდეს ერთიდაიგივე mac მისამართი. ნუ რათქმაუნდა IP მისამართი და MAC მისამართი სხვადასხვაა. სხვებიც შემოვლენ და დაწერენ ალბათ ზუსტად თუ არადა მოგვიანებით შემოვალ და დავწერ ზოგადად IP რას აკეთებს. Link to comment Share on other sites More sharing options...
system 32 Posted July 16, 2013 Share Posted July 16, 2013 ქსელის კარტის ფიზიკური მისამართია რა Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts