Jump to content

ვინჩესტერის პრობლემა (სავარაუდოდ)


Recommended Posts

სალამი ყველას,

 

ხო ვერ მოვიშორე ეს საძმო-სამეზობლოს კომპები :D

 

მოკლედ, ასეთი პრობლემაა :

 

გუშინ ძმაკაცი მირეკავს, კომპი აღარ მერთვეებაო, მე როგორც კომპეტენტური პირი ჩავედი გასაკეთებლად :D გავხსენით, ძალიან ჭუჭყიანი იყო ვიდეო კარტა, რამოდენიმე წლის გაუწმენდელი. ვიფიქრე ხომ არ ხურდება მეთქი, გავწმინდე ქულერიან ყველაფრიანა, მაგრამ მაინც არ ჩაირთო, შემდეგ ვიფიქრე დაიწვა მეთქი, მაგრამ ჩემს კომპზე რომ დავაყენა დაწერა "9500 GT Detected"-ო.

 

ანუ ვიდეო ჯანზეა, გამორიცხვის მეთოდით მივყვები. კომპიუტერს როდესაც რთავს, ასეთ რაღაცას აკეთებს, ჯერ ირთვება პროცესორი (ღმუილი + ქულერი), შემდეგ 2 წამში რესტარტდება და აგრძელებს მუშაობას (ღმუილი + ქულერი) მაგრამ მონიტორზე არაფერს აჩვენებს (ამიტომ მეგონა ვიდეოს ბრალი).

 

ეხლა ვინჩესტერის ბრალი მეგონა და ჩემს კომპზე შევაერთე წეღან, როდესაც ირთვება კომპი მონიტორზე მიგდებს Windows normal start-up და Windows Repair, ჩვეულებრივ სტარტს რომ ვირჩევ იმას აკეთებს რაც ზემოთ დავწერე (რესტარტი)... ვინჩესტერიც გამოირიცხა, რახან ჩაირთო და ვინდოუსი აღიქვა, ზნაჩიტ გაფუჭებული არაა...

 

რახან არ ჩართო ვინდოუსი, გავუშვი Windows repair მაგრამ როგორც ყოველთვის ბევრი იბოდიალა, დიაგნოზები, ტესტები, მაგრამ მაინც მთხლიშა ვერ გავაკეთეთ System repair-იო.

 

ხოდა ეხლა მაინტერესებს, მარტივი ვინდოუსის გადაყენება თუ უშველის ? ან ეს სისთემ რიფეირს რატომ მთხოვს, დისკი დაზიანდა თუ ვინჩოს დაერხა საბოლოოდ (რაც ნაკლებად სავარაუდოა) ?

 

იქნებ მიშველოთ :user:

 

ხო კიდე, ამ ვინჩოს წეღან ხელი რომ დავადე სასტიკად გახურებული იყო, იმაზე მეტად ყოველ შემთხვევაში, რა დონეზეც უნდა ყოფილიყო.

 

რას მეტყვით, რა ვუყო, რისი ბრალია?

 

Link to comment
Share on other sites

სცადე ჯერ გადაყენება, შეიძლება დაერხა კიდეც ვინტს, რომ აღიქვავს კომპი ეგ არ ნიშნავს რო ჯანზეა, შეიძლება ბედები ქონდეს



და პროცესორის ტემპერატურა ნახე კიდე

Link to comment
Share on other sites

სცადე ჯერ გადაყენება, შეიძლება დაერხა კიდეც ვინტს, რომ აღიქვავს კომპი ეგ არ ნიშნავს რო ჯანზეა, შეიძლება ბედები ქონდეს

და პროცესორის ტემპერატურა ნახე კიდე

 

რას ნიშნავს ბედები, შეგიძლია მითხრა?

 

დავწერ, უშველის თუ არა.

Link to comment
Share on other sites

ესე იგი, სათითაოდ შევამოწმე ყველა ნაწილი, ოპერატიული, ვიდეო კარტა და ვინჩესტერი გადავიტანე ჩემს კომპიუტერზე, ყველაფერი მუშაობს.

 

ერთი ვინჩესტერზე წერს ისევ იმას, რაც ზემოთ ვახსენე. ვინდოუსს არ უშვებს.

 

ვინდოუსის გადაყენება მინდოდა და არ დაბუთა, უფრო სწორად ფლეშკა და CD გამოაჩინა მაგრამ Enter-ის მერე ისევ რესტარტს აკეთებს.

 

სავარაუდოდ ვინჩესტერი ატრაკებს, ხო ?

 

როგორ გავიგო, საბოლოოდ რა ჭირს, ან როგორ დავტესტო ვინჩესტერი.

 

ჩემ კომპზე როცა გადმომაქვს ის ვინჩესტერი ვინდოუსს მაინც უშვებს, იქითა კომპზე საერთოდ არაფერს წერს სრაზუ არესტარტებს და ეკრანზეც არაფერი ჩანს ჩემისგან განსხვავებით.

 

ვერ გავერკვიე, რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Link to comment
Share on other sites

შენ კომპზე დააყენე ეგ ვინჩო და შეეცადე ვინდი დააყენო აბა ნახე რას იზავს  :)  თუ არადა ახალი იყიდოს რა

Link to comment
Share on other sites

შენ კომპზე დააყენე ეგ ვინჩო და შეეცადე ვინდი დააყენო აბა ნახე რას იზავს   :)  თუ არადა ახალი იყიდოს რა

ჩემ კომპზე ვცადე ზუსტად, ბუთავს, ანახებს მოწყობილობებს მაგრამ არ აყენებს, არესტარტებს...

 

ვინჩესტერიც გამოვუცვალე, ჩემი ჩავუყენე იმის კომპს, მარა იგივე ქნა.

 

ესეთი არაფერი მინახავს :D

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.