Jump to content

რას შეისწავლის ელექტრო ინჟინერიის დარგი კერძოდ ტელეკომუნიკაციები. მაინტერესებს ქსელური ინჟინერიაც თუ შედის


Recommended Posts

რას შეისწავლის ელექტრო ინჟინერიის დარგი კერძოდ ტელეკომუნიკაციები. მაინტერესებს ქსელური ინჟინერიაც თუ შედის ?

Link to comment
Share on other sites

მეც მაინტერესებს :baby:

Link to comment
Share on other sites

ვინც სწავლობს ამ დარგზე იმას ეცოდინება  მეც ვაპირებ ჩაბარებას და მაინტერესებს რას შეისწავლის

Link to comment
Share on other sites

ნეტავ არავინ არ იცის ამისშესახებ არაფერი

Link to comment
Share on other sites

პროგრამის მიზანი და ამოცანები:
სპეციალისტების მომზადება გაღრმავებული, ფუნდამენტური და პროფესიული
მოთხოვნების შესაბამისი მოღვაწეობისათვის, მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო,
საწარმოო-ტექნოლოგიური, საორგანიზაციო-სამმართველო და პედაგოგიური მუშაობისათვის.
ტელეკომუნიკაციის მიმართულების ტექნიკისა და ტექნოლოგიების მაგისტრის
პროფესიული მოღვაწეობის ობიექტებს წარმოადგენს ციფრული და ანალოგური შეტყობინებების
ქსელებსა და სისტემებზე ორიენტირებული ტექნიკური საშუალებები, მოწყობილობები და
გადაცემის, დამუშავების, შენახვისა და ინფორმაციის განაწილების სისტემები;
კავშირგაბმულობის ქსელები და კომუტაციის სისტემები; მრავალარხიანი სატელეკომუნიკაციო
სისტემები; ოპტიკური დიაპაზონის სატელეკომუნიკაციო სისტემები; რადიოკავშირგაბმულობის,
თანამგზავრული კავშირისა და მობილური რადიოკავშირის სისტემები და მოწყობილობები;
რადიო და ტელესამაუწყებლო, ელექტროაკუსტიკისა და სამეტყველო ინფორმატიკის,
მულტიმედიის ტექნიკის სისტემები და მოწყობილობები; მონაცემების გადაცემის სისტემები და
მოწყობილობები; სატელეკომუნიკაციო სისტემებში ინფორმაციის დაცვის საშუალებები;
სატელეკომუნიკაციო სისტემების და ქსელების მეტროლოგიური უზრუნველყოფის საშუალებები

 

 

 

 

მოსალოდნელი შედეგები:

ტელეკომუნიკაციის სფეროში სამეცნიერო კვლევების ჩატარება; ექსპერიმენტის ჩატარების
უნარი (მონაწილეობა), დაკვირვებებისა და გაზომვების ჩატარება, დაკვირვებების პირობების
აღწერა და გაზომვების შედეგებზე დასკვნის გამოტანა სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების
მოდერნიზაციისა და ექსპლუატაციის პროცესში, სისტემების გამოცდის პროგრამისა და
მეთოდიკის შემუშავება; სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და სისტემების განვითარებისათვის
მიღებული გადაწყვეტილებების ტექნიკური დასაბუთების შედგენა; სატელეკომუნიკაციო
სისტემებისა და ქსელების მოწყობილობების ფუნქციონირების იმიტაციური და მათემატიკური
მოდელების შედგენა; სატელეკომუნიკაციო ტექნიკის მდგომარეობისა და განვითარების
პერსპექტივების ანალიზი.
საპროექტო მოღვაწეობაში:
სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების სისტემებისა და ქსელების აგების საიმედოობის,
მომსახურების ხარისხისა და ეკონომიკურობის ზრდის ამოცანების გადაწყვეტა და პროექტის
მიზნების ფორმულირება; მოქმედების ზნეობრივი ასპექტის გათვალისწინებით პრიორიტეტების
გამოვლენა; პრობლემის გადაწყვეტის განზოგადებული ვარიანტების დამუშავება, მათი ანალიზი,
შედეგების პროგნოზირება, კომპრომისული გადაწყვეტების განსაზღვრა და პროექტის
რეალიზაცია მრავალკრიტერიუმიანობისა და შემთხვევითი ფაქტორების პირობებში;
სატელეკომუნიკაციო ქსელების, სისტემებისა და მოწყობილობების დაპროექტებისას თანამედროვე
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება; დასამუშავებელი პროექტებისა და ტექნიკური
დოკუმენტაციის დავალებებთან, სტანდარტებთან, ტექნიკურ პირობებთან და სხვა ნორმატიულ
დოკუმენტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
საწარმოო-ტექნოლოგიურ მოღვაწეობაში:
ტელეკომუნიკაციის სფეროში გამოყენებული სისტემებისა და მოწყობილობების
სტანდარტული და სერტიფიკაციული გამოცდების ჩატარება, აგრეთვე მათი ექსპლუატაციაში
დანერგვა; ტელეკომუნიკაციის სფეროში ტექნიკური საშუალებებისა და სისტემების
სტანდარტიზაციის სამუშაოების ჩატარება; სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მდგომარეობის
ექსპერტიზის, კონტროლისა და აგრეთვე, ტექნიკური დოკუმენტაციის ექსპერტიზის ჩატარება.
საორგანიზაციო-სამმართველო მოღვაწეობაში:
თანამშრომელთა მუშაობის ორგანიზება და მმართველობითი გადაწყვეტილებების
განხორციელება განსხვავებული შეხედულებების პირობებში; დამუშავებული პროექტებისა და
პროგრამების განსახორციელებლად მეთოდური, ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტების,
წინადადებებისა და ღონისძიებების დამუშავება; წარმოების ეფექტურად მუშაობის
უზრუნველსაყოფად მოწინავე გამოცდილების გამოყენება და მეცნიერებისა და ტექნიკის
უახლესი მიღწევების დანერგვა.



გუგლმა ეს მომაწოდა ეხლა მაინტერესებს შედის თუ არა ქსელური ინჟინერიაც ამ სფეროში

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.