Jump to content

მრავალფუნქციური პრინტერის პრობლემა


Recommended Posts

გამარჯობა ფორუმელებო

HP LaserJet Pro M1132 Multifunction Printer (CE847A)

ზემოთ დასახელებულ მრავალფუნქციურ პრინტერთან დაკავშირებით მაქვს პატარა პრობლემა.

usb კაბელი არ მოყვებოდა საკუთარი და მაღაზიაში შაბათს როცა შევიძინე, 4.5მ usb კაბელიც ავიღე, რათქმაუნდა პრინტერისათვის რომელიც არის განკუთვნილი.

დავაყენე დრაივერი, შევუერთე კომპიუტერს usb პორტში და დავიწყე შემოწმება ყველა ფუნქციის.

ფურცელს დასაბეჭდად ვუშვებდი და დაახლოებით 10 წამი დასჭირდა ამობეჭდვა რომ დაეწყო, მოსულიყო ანუ პრინტერი მოქმედებაში.

ასევე Start >>> Devices and Printers განყოფილებაში პრინტერზე არსებული მწვანე "პტიჩკის" გამოსახულება დასაბეჭდად როცა ვუშვებდი დოკუმენტს იცვლებოდა ყვითელ ძახილისნიშნიან გამოსახულებაში. დაახლოებით 10 წამში კი მწვანდებოდა კვლავ და იწყებდა ამობეჭდვას.

შემდეგ დოკუმენტის დასკანერება მსურდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. დასკანირებას როცა ვაძლევდი მიგდებდა ფანჯარას და შიგნით წარწერით Busy და მწვანედ შესავსებ ჩასატვირთ ველში თითქოს იწყებდა სკანირებას და შემდეგ ჩერდებოდა. სკანერს როცა ვხსნიდი, ფურცლის ნახევრამდეც კი არ იყო მისული ნათურა, ანუ ჩერდებოდა.

დრაივერები საიტიდანაც ჩამოვტვირთე, დისკზე არსებულიც დავაყენე მაგრამ არაფერი ეშველა. ოპერაციული სისტემა Windows 7 Ultimate x32 არის დაყენებული კომპიუტერზე და მრავალფუნქციურმა პრინტერმა უპრობლემოდ უნდა იმუშაოს.

მე ვფიქრობ ეს პრობლემა გამოწვეულია usb კაბელის გამო. 4.5მ სიგრძის კაბელი შეიძლება არ იყოს რეკომენდირებული და სიგნალს ვერ აწვდიდეს ნორმალურად და დროულად.

HP საიტზე გუშინ წავაწყდი სკანერთან დაკავშირებით, რომ რეკომენდირებულია usb კაბელის სიგრძე 2მ არ აღემატებოდეს და იყოს მაღალსიჩქარიანი.

ვინც გარკვეულია და შეუძლია დამეხმაროს, მითხარით რა გავაკეთო და როგორ გამოვასწორო ეს პრობლემა. :sleep:

Link to comment
Share on other sites

usb კაბელის გამო იყო ეს პრობლემა, 1.8მ usb კაბელზე მუშაობს ყველა ფუნქცია მშვენივრად.

მოდერს ვთხოვ დახუროს თემა.

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.