სოსო Posted November 9, 2012 Share Posted November 9, 2012 კომპანია AMD კვლავ კარგავს პოზიციებს x86 პროცესორების ბაზარზე. სულ რაღაც ერთი წლის წინ მისი წილი შეადგენდა 18.8%-ს ხოლო ამა წლის მესამე კვარტალში ის უკვე 16.1%-ს შეადგენს. რაც საკმაოდ სწრაფი ვარდნაა და შეშფოთების მიზეზი ნამდვილად გვაქვს. ამასთან კომპანიის მთავარმა კონკურენტმა Intel-მა გააუმჯობესა ეს მაჩვენებელი 80.6%-იდან 83.3%-მდე, დანარჩენი 0.6% ეკუთვნის კომპანიას VIA. ანალიტიკოსების აზრით (Mercury Research) ეკონომიური პრობლემების გამო x86 პროცესორების საერთო რიცხვის შემცირება პირველ რიგში AMD-სთვის იყო დიდი დარტყმა, ვიდრე მისი კონკურენტებისთვის. მნიშვნელოვნად შემცირდა მობილური სეგმენტის პროცესორების რიცხვი როგორც AMD ასევე Intel-ის წარმოების. ამის მიზეზი ARM არქიტექტურის პროცესორების წილის მნიშვნელოვანი ზრდა გახდა, რომლებიც უკვე ხშირად გამოიყენება ნოუთბუკებში და ნეთბუკებში. Mercury Research კვლევის მიხედვით მზა პერსონალური კომპიუტერების (მათ შორის ნოუთბუკების და ნეთბუკების) წილი შემცირდა მთლიანობაში 8.6%-ით. სწორედ ამის გამო დაზარალდა პირველ რიგში AMD, რომელიც ჯერ კიდევ კონკურენტუნარიანია ამ სეგმენტში. ხოლო სამაგიდო კომპიუტერების სეგმენტში Intel-ის პოზიციები ტრადიციულად ძლიერია, ასევე აგრესიული ფასების პოლიტიკის გატარებით Intel-მა შეძლო კიდევ უფრო გაეზარდა უპირატესობა კონკურენტთან შედარებით. თუმცა ანალიტიკოსების აზრით Microsoft Windows 8 გამოსვლამ შესაძლოა კვლავ გაზარდოს მზა პერსონალური კომპიუტერების და ნოუთბუქების მიმართ მოთხოვნა, და შესაძლოა AMD-ს კიდევ ექნება შანსი გაიუმჯობესოს პოზიციები ბაზარზე. 4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted November 9, 2012 Share Posted November 9, 2012 expected? for sure Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
geomaster1 Posted November 10, 2012 Share Posted November 10, 2012 აუ ეხლა ამან რაიმე ძაან მაგარი უნდა გამოუშვას თორე დაერხა, და ენვიდიას კიდე კონკურენტი ჭირდება ნამდვილად Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted November 10, 2012 Share Posted November 10, 2012 აუ ეხლა ამან რაიმე ძაან მაგარი უნდა გამოუშვას თორე დაერხა, და ენვიდიას კიდე კონკურენტი ჭირდება ნამდვილად თავიდანვე ესე იყო და უნდა გააგრძელოს დაბალი ფასები თავის პროდუქტზე ამით იყო AMD კარგი, ეხლაც საგრძნობლად დაუწია ისე ფასებს 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
IkaMac Posted November 10, 2012 Share Posted November 10, 2012 APU-ებით ნელ-ნელა ავა ზევით ნახეთ თუ არა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.