Jump to content

MSI-ის ყველა Intel P67/H67 ჩიპსეტის დედა დაფას ექნება UEFI


Recommended Posts

დედა დაფების მწარმოებლები დიდი ხანია გვპირდებიან რომ BIOS-ს ეკრანი სამუდამოს შეიცვლება UEFI ინტერფეისით, მაგრამ მხოლოდ Sandy Bridge პლატფორმაზე გადასვლის შემდეგ მიეცა ამ ტენდენციას სერიოზული იმპულსი. ასევე გასათვალისწინებელია რომ მხოლოდ 2010-2011 წლების გასაყარზე გამოჩნდა 3TB-იანი ვინჩესტერები, რომლებსაც სწორედ EFI/UEFI ესაჭიროებათ. კომპანია MSI გვპირდება რომ სწორედ Sandy Bridge პროცესორებზე გათვლილი დედა დაფები იქნება აღჭურვილი UEFI-ით და არა BIOS-ით. ხოლო სამი წლის შემდეგ BIOS საერთოდ დავიწყებას მიეცემა.

4kgncbt6zxuhalco6v6d.jpg

UEFI არა მარტო ოპერაციული სისტემის სწრაფად ჩატვირთვის საშუალებას გვაძლევს, არამედ მისი საშუალები შესაძლებელია დამატებით OS-ის გარეშე ინფორმაციის რეზერვული კომპირება, მეხსიერების ტესტირება, კომპიუტერის დისტანციური მართვა და ა.შ. განსაკუთრებით საინტერესოა ახალი უფრო მდიდარი ინტერფეისი ხელწრუწუნას (mouse) და სხვადასხვა ენების მხარდაჭერით. MSI მაგალითად გვპირდება 18 სხვადასხვა ენის მხარდაჭერას. როგორც გაცნობეთ ყველა დედა დაფა MSI წარმოებით Intel P67 და H67 ჩიპსეტებზე აღწურვილი იქნება UEFI-ით.

ამ დედა დაფებს ასევე ექნებათ მობილური მოწყობილობების დატენვის ფუნქცია მაშინაც კი როცა კომპიუტერი გამორთულია, თუმცა სისტემა ქსელის დენში შეერთებული უნდა იყოს თავის თავად :). დედა დაფის კეისში დასამაგრებლად გამოყენებული იქნება მეტალის ჭანჭიკები რაც ხელს შეუწყობს დედა დაფის გაგრილებას. MSI წარმოების ყველა დედა დაფას P67 სერიიდან (გამონაკლისი ბიუჯეტური მოდელები იქნება) ექნება მინიმუმ 4 ცალი USB 3.0 პორტი ხოლო ზოგიერთს 4 ცალი SATA 600 პორტიც კი. Intel H67 ჩიპსეტის დედა დაფებს ექნებათ ერთდროულად D-Sub, DVI და HDMI პორტები უაკანა პანელზე (აღსანიშნავია რომ AMD-ს ბევრ დედა დაფას უკვე დიდი ხანია ასეთი პორტები აქვთ უკანა პანელზე).

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

P67/H67 1155 ბუდე არის ხო სოსო ?!

ნუ იმედია ძვირი არ ეღირება

Link to comment
Share on other sites

ვაა საინტერესოა ამაზე მახსოვს სტატია იყო დიდი ხნის წინ აგერ მიშასაც დაუწერია თურმე მაგრამ ეგ არ მქონდა ნანახი ერთი უნდა გადავიკითხო დეტალურად...

დედა დაფის კეისში დასამაგრებლად გამოყენებული იქნება მეტალის ჭანჭიკები რაც ხელს შეუწყობს დედა დაფის გაგრილებას

დაა დღეს რითი მაგრდება მაზერი? :xeli:

Link to comment
Share on other sites

ვაა საინტერესოა ამაზე მახსოვს სტატია იყო დიდი ხნის წინ აგერ მიშასაც დაუწერია თურმე მაგრამ ეგ არ მქონდა ნანახი ერთი უნდა გადავიკითხო დეტალურად...

დაა დღეს რითი მაგრდება მაზერი? :xeli:

მეტალის ჭანჭიკებით :xelitavi:

რა ვიცი რაც ეწერა ის ვთარგმნე :D

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.