Jump to content

Fujitsu-ს ახალი პროდუქტები Windows 8-ის ბაზაზე


Recommended Posts

თითქმის ყველა დიდმა კომპანიამ უკვე გამოუშვა ან უშვებს პროდუქტებს ახალი ოპერაციულ სისტემაზე Windows 8-ზე. მათ არც კომპანია Fujitsu არ ჩამორჩა და წარადგინა ახალი პროდუქტები რომლებიც გამოირჩევიან იმით რომ ისინი არიან Windows 8-ის ბაზაზე. მოკლედ დავიწყოთ და მოკლედ მიმოვიხილოთ ისინი :spiteful: ,

დავიწყოთ პლანშეტებით:

  • პლანშეტ-ტრანსფორმერი Fujitsu Stylistic QH77

Fujitsu-ს პრესს-სამსახურმა განაცხადა Stylistic QH77 პლანშეტის გამოშვებაზე რომელიც Windows 8-ის ბაზაზე იქნება, მას უერთდება ასევე დოკ სადგური რის შედეგადაც ის ტრანსფორმირდება როგორც ულტრაბუკი.

Fujitsu_Stylistic_QH77.jpg

მისი გაბარიტებია 302 x 203 x 26,1მმ , მასა 1,7კგ(დოკ სადგურით), პლანშეტი არის Intel Core i5-3427U პროცესორზე , მისი ტაქტიკური სიხშირეა 1,80MHz , აქვს 11,6 დიუმიანი სენსორული იდსპლეი 1366 x 768 გაფართოებით. ასევე მას აქვს:

  • 4 გიგაბიაიტი ოპერატიული მეხსიერება
  • 64 გიგაბაიტი შედა მეხსიერება
  • Gigabit Ethernet-ის ქსელის კარტა
  • Wi-F 802.11b/g/n და Bluetooth მოდულები
  • მულტიფორმატული ქარდრიდერი
  • USB 3.0, HDMI და D-Sub პორტები
  • მუშაობს 4,8სთ შეუსვენებლივ მდგომარეობაში.

დოკ სადგურს ასევე აქვს USB 2.0, RJ45, და D-Sub პორტები, მას აქვს თავისი ბატარეა რომლის მეშვეობითაც ავტონომიურ რეჟიმში შეუძლია 10,7 საათამდე მუშაობა.

გაყიდვა დაიწყება 26 ოქტომბერს მისი ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია.

  • Fujitsu Arrows Tab Wi-Fi QH55

Fujitsu_Arrows_Tab_Wi-Fi_QH55.jpg

Arrows Tab Wi-Fi QH55 მოდელი იწონის 574 გრამს, აქვს შავი თხელი კორპუსი, მისი გაბარიტებია: 264,4 x 169,4 x 9,9მმ. ის აღჭურვილია 10,1 დიუმიანი დისპლეი 1366 x 768 გაფართოებით, უდგას ორბირთვიანი Intel Atom Z2760 პროცესორი 1,50GHz ტაქტიკური სიხშIრით, არსენალში ასევე შედის:

  • 2GB ოპერატიული მეხსიერება
  • 64Gბ შიდა მეხსიერება
  • 2 ინტეგრირებული კამერა(უკანა 8მეგაპიქსელიანი წინა 2 მეგაპიქსელიანი)
  • microSD/SDHC/SDXC სლოტი მეხსიერების ბარათისთვის
  • Ethernet LAN ქსელის კარტა
  • Wi-Fi 802.11b/g/n და Bluetooth 4.0 მოდული
  • GPS-მიმღები
  • აქსელომეტრი და ჰირომეტრი
  • Micro USB პორტი

ამის გაყიდვაც 26 ოქტომბერს დაიწყება და მისი ფასი უცნობია.

  • ნოუთბუქები-

Fujitsu_Lifebook_SH_Lifebook_UH_Lifebook_AH_Series.jpg

Lifebook SH Series-ის ხაზში შევიდნენ 13,3 დიუმიანი ეკრანით აღჭურვილი მოდელები,რომლებიც არის Core i5-3210M და Core i3-3110M-ზე კომპანია Intel-ისგან. მისი გაბარიტებია 316 x 226 x 13,5-19,9მმ ,აქვს 8GB ოპერატიული მეხსიერება,128 გიგაბაიტიანი SSD და 500GB-იანი HDD.

Lifebook UH Series ხაზში არის გაერთიანებული ანოდიროვანული ალუმინის კორპუსის მქონე, დახვეწილი დიზაინის ულტრაბუკი, Intel Core i5-3427U პროცესორი ,13,3 დიუმიანი დისპლეი, კომპანია გვთავაზობს როგორც SSD- ასევე HDD-ს მეხსიერებას.

ხოლო Lifebook AH Series ხაზში შედის Full HD 15,6 დიუმიანი და უფრო დიდი ეკრანის მქონე ნოუთბუქი, მას აქვს ოთხბირთვიანი Intel Core i7-3632QM პროცესორი, 8GB ოპერატიული მეხსიერება, 1ტერაბაიტიანი HDD,Gigabit Ethernet ქსელის კარტა, Wi-Fi 802.11b/g/n მოდული ,TV ტუნერი და ასევე USB 3.0 პორტები.

  • მონობლოკები და დესკტოპ PC

Fujitsu_Esprimo_FH_Esprimo_DH_Esprimo_EH_Series.jpg

Esprimo FH Series ხაზში შედის FH98 და FH56 მოდელები, რომელთაც აქვთ სენსორული Full HD ეკრანი 23" და 21,5" დიაგონალის მქონე,რომელთაც აქვთ IPS-პანელი შუქდიოდური განათEბით. ამ კომპიუტერებს რომელთაც"ყველაფერი ერთში"(ALL IN ONE) უწოდებენ აქვთ ოთხბირთვიანი Intel Core i7-3630QM პროცესორი, 8GB ოპერატიული მეხსიერება, 3TB შიდა მეხსიერება HDD-ს სახით,ოპტიკური დისკწამყვანი BDXL ტექნოლოგიის მხადაჭერით და ასევე TV ტუნერი.

შემდეგი რიგშია Esprimo DH Series დესკტოპ კომპიუტერი-ოთბირთვიანი Intel Core i7-3770 პროცესორი 3.4GHz ტაქტიკური სიხშირით,8GB ოერატიული მეხსიერება,4TB შიდა მეხსიერება HDD-ს სახით და ასევე ოპტიკური დისკწამყვანი BDXL ტექნოლოგიის მხადაჭერით.

შემდეგი განეკუთვნები დამწყებით საფეხურს Esprimo EH Series-დან რომელსაც აქვს 20 დიუმიანი ეკრანი 1600 x 900 გაფართოებით, ამ უკანასკნელს აქვს AMD E-1200 პროცესორი,4 GB ოპერატიული მეხსიერება, 1TB HDD, Wi-Fi 802.11b/g/n და Bluetooth 4.0 მოდული,Gigabit Ethernet ქსელის კარტა და ჩადგმული მულტიფორმატული ქარდრიდერი.

ესენიც გაყიდვაში როგორც სხვა ჩაეშვება 26 ოქტომბერს და ამათი ფასიც უცნობია.

სულ ეს იყო :chups: For OC.GE by Shopen.

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.