Jump to content

Recommended Posts

Lenovo-ThinkPad-X1-Carbon-1.jpg

2011 წლის შემოდგომაზე კომპანია Lenovo-მ მთელი რიგი სხვადასხვა ულტრაბუკების მოდელები გამოუშვა ასევე სხვადასხვა მომხმარებლების კატეგორიისთვის, რითაც საბოლოო ჯამში კომპანიამ ძალიან კარგი სამუშაო გააკეთა და კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა კლიენტების თვალში მაგრამ ამაზე არ შეჩერდა და თავის ულტრაბუკების ხაზს კიდევ ერთი მიუმატა >Lenovo ThinkPad X1 Carbon.

მას უწოდებენ "კარბონის ულტრაბუკს" და ეს არის წინა წელს შემოთავაზებული მოდელის გაგრძელება Х1, მაგრამ ეს წავიდა უფრო შორს და ბევრი პლიუსი დაიწერა წინაპართან შედარებით:14დიუმიანი ეკრანი, Intel Core i5 პროცესორი,128 Gb SSD, 4Gb ოპერატიული მეხსიერება ეს არის მისი ბაზური კონფიგურაცია.

  • აღჭურვილობა და დიზაინი

ThinkPad X1 Carbon ერთი შეხედვით ცოტათი ჰგავს კომპანია APPLE-ს პროდუქტს «MacBook Air-» მაგრამ ამ ულტაბუკს მასთან შედარებით კუთხეები უფრო მომრგვალებული აქვს.

აღსანიშნავია რომ კარბონის მატერიალი საკმაოდ კომფორტული და ძლიერი აღმოჩნდა.

კომპანიის თქმით კარბონის მატერიალი იმიტომ არის გამოყენებული რომ ის გაცილებით მსუბუქია ვიდრე მეტალი,X1 Carbon-ის მასა არის 1.36კგ ხოლო სისქე 0.74 დიუმი ყველაზე სქელ ადგილას. Lenovo-ს წარმომადგენლები ამბობენ რომ მოწყობილობა ადვილად გადის სხვადსახვა ტესეტებს გამძელობასა და ექსტრემალურ ტემპერატურაზე.

მარჯვენა მხარეს აქვს Mini DisplayPort(რომელიც ანაცვლებს HDMI და Ethernet პორტებს),SD სლოტი,3.5 მილიმეტრიანი ჯეკი ყურსასმენებისთვის და USB 3.0 პორტი. მარცხენა მხარეს კი აქვს USB 2.0 პორტი, კვების ადაპტერი და SIM კარტის ჩასადები სლოტი(მაგრამ ეს ბაზურ კომპლეკტში არ მოყვება)

Lenovo-ThinkPad-X1-Carbon-6.jpg

  • დისპლეი

ეკრანის გაფართოება შეადგენს 1600X900 პიქსელს, როგორც ვეცრ სხვა თანამედროვე ულტრაბუკს ამასაც ჰორიზონტალური კუთხის ხედვა აქვს შესანიშნავი, ასევე ძალიან მოსახერხებელი და თუ თქვენ მაგალითად გინდათ უყუროთ ეკრანს ზევით ან ქვევით მაშინ ფერები ინვერტირდება ანუ მაშინაც კი ფერები თითქმის იგივე რჩება.

  • კლავიატურა და თაჩპედი

კლავიატურის დიზაინი გვახსენებს Lenovo U310 მოდელს, კლავიშების განათების მეშვეობით რომელიც უბრალოდ რეგულირდება «FN» და «spaces» მეშვეობით ძალიან მოსახერხებელია ღამითაც კი.

მის თაჩპედზე კი იმის თქმა შემიძლია რომ არის ძალიან კომფორტული და სწრაფად რეაგირებს.

  • შიგთავში(hardware)

Lenovo ThinkPad X1 Carbon დაფუძნებულია Ivy Bridge პროცესორის ბაზაზე,მისი უმცროსი მოდელი აქვს Intel Core i5-3317U CPU 1.7GHz ტაქტიკური სიხშირის, 128Gb SSD,4Gb ოპერატიული მეხსიერება,ასევე აქვს 3G ქსელის მხარდაჭერა.

1499 ამერიკულ დოლარად შესაძლებელია ყიდვა შემდეგი კონფიგურაციით:Core i5,1.8GHz ტაქტიკური სიხშირით,128Gb SSD.

$1649 იგივე პროცესორით მაგრამ SSD-ს მოცულობა გაორმაგებულია 256Gb.

ხოლო 1849 დოლარად Intel Core i7 პროცესორით 2.0 ტაქტიკური სიხშირით.

Benchmarks

PCMark Vantage: 12,339

Memories: 6973

TV and Movies: 5176

Gaming: 7494

Music: 15,796

Communications: 12,348

Productivity: 17,371

HDD: 38,071

Windows Experience Index:

Processor: 7.1

RAM: 5.9

Graphics (for Aero): 5.9

Gaming Graphics: 6.4

HDD: 7.9

დადებითი(ავტორის აზრით)

  • ვიზუალურად გამოიყურება ძალიან კარგად
  • არის მოსახერხებელი
  • აქვს ნორმალური მონაცემები ულტრაბუკის კვალობაზე

უარყოფითი

  • აქვს ზედმეტად მაღალი ფასი მონაცემების მიხედვით
  • (ჩემი აზრით) არაპროპორციულად არის განაწილებული ფასები სხვადასხვა ვერსიები.

ფოტოები

Lenovo-ThinkPad-X1-Carbon-3.jpg

Lenovo-ThinkPad-X1-Carbon-2.jpg

Lenovo-ThinkPad-X1-Carbon-5.jpg

Lenovo-ThinkPad-X1-Carbon-4.jpg

x1carbon_guts.jpg

ესეც მისი ვიდეო მიმოხილვა

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.