Jump to content

აპლიკაციების დეველოპერული კომპანია iOS/Android


toka123

Recommended Posts

მოგესალმებით ყველას.

პირველ რიგში მინდა ცოტა რამ მოგახსენოთ ჩემს შესახებ:

მე მქვია თორნიკე, ვარ 22 წლის და ვსწავლობ ილიას უნივერსიტეტში ბიზნეს მენეჯმენტზე. მყავს ცოლი და სამსახური smile.gif

ამ ბოლო დროს გამიტაცა სათაურში უკვე გაჟღერებულმა (და ალბათ ფორუმზე უკვე 1000–ჯერ დაპოსტილმა) იდეამ, თუმცა ჩემს შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა.

ესეიგი საკმაოდ სერიოზულად ვფიკქრობ ამ თემაზე, მაქვს უკვე რამდენიმე პროექტი (ვიდეო თამაშის) რომლის განხორციელებაც მარტოს არ შემიძლია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე შევქმნა კომპანიასავით (ჯერ–ჯერობით) პატარა დაწესებულება, რომელიც შექმნის პროგრამებსა და თამაშებს.

ბიზნესის წამოწყებისათვის მაქვს რესურსები (ფართი, ფინანსები, გარკვეული ცოდნა მოცემულ სიტუაციაში და ა.შ) თუმცა რის ნაკლებობასაც განვიცდი ესაა თანამოაზრეებისა და ამ სფეროში კომპეტენტური ადამიანების მხარდაჭერას. თან, რატომგაც (ფორუმს გადავხედე) ყველა სკეპტიკურად არის განწყობილი ამგვარი საქმის წამოწყებაზე.

ესეიგი ჩემი შეკითხვა, და ამ თემის არსი მდგომარეობს შემდეგში: რამდენად რეალურია ამ ბიზნესის წამოწყება, რა არის ხელის შემშლელი გარემოებები, და რატომ არ, ან – უნდა წამოვიწყო ეს ბიზნესი.

გმადლობთ ყურადღებისათვის smile.gif

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

გაუმარჯოს!

მშვენიერი აზრია. ბევრს აქვს ალბათ მაგ საკითხზე ნაფიქრი და მათ შორის მეც. პირველრიგში საჭიროა მოტივირებული ხალხი და ამასთანავე კომპეტენტურები ამ საკითხში. როგორც შენ თვითონ აღნიშნე ხალხი სკეტიკურად უყურებს ამ საკითხს მაგრამ ვიღაცამ უნდა დაიწყოს. კონკრეტულად რა ცოდნას ფლობ და რომელ საკითხში? მე და ჩემი რამდენიმე მეგობარიც ვაპირებთ/ვაპირებდით მსგავსი ტიპის სტუდიის დაარსებას მაგრამ ძირითადად დროის უქონლობის გამო არ ხერხდება ჯერჯერობით. შენ თუ რამე კონკრეტული ხედვა გაქვს დაგაკავშირებ ერთ ადამიანთან რომელსაც ქონდა მსგავსი იდეა და დაილაპარაკეთ. სხვათაშორის ისიც ილიას უნივერსიტეტში მუშაობს. შეძლებისდაგვარად თუ რაიმე კონკრეტული გამოიკვეთება ჩემი დროის სიმცირის გათვალისწინებით გვერდით დაგიდგებით. (ასე თუ ისე მეც ვერკვევი თამაშების საკითხებში). ყოველშემთხვევაში შეხვედრა და დალაპარაკება შეიძლება. თუ დაინტერესდები PM-ში მომწერე და დავილაარაკოთ.

Link to comment
Share on other sites

ერთი სიტყვით რთულია მაგრამ თუ მოინდომებ შეუძლებელი არაფერია :D

ასევე გჭირდება ამ საქმეში ჩახედული ადამიანები, ასევე უნდა აირჩიო ჯერ პროგრამების შექმნა გინდა თუ თამაშების , ორივე დიდ ცოდნას მოითხოვს, უნდა იცოდე პროგრამირება (რომელი ენებიც არის საჭირო).

სადღაც ადრე ვნახე ფორუმ.ჯიზე თუ აქ არ მახსოვს მსგავსი თემა თამაშების შექმნაზე და იქაც სკეპტიკურად იყვნენ განწლობილნი.

მქონია შენახული გვერდი კომპში ეს ერთ-ერთი იუზერის დაწერილია

short answer -არ ასწავლიან. Long one - თამაშის შექმნა რამდენიმე სრულიად განსხვავებული სპეციალობის ერთობლივი მუშაობის შედეგია. საჭირო თამაშის კონცეპტუალური დამუშავება - თამაშის საერთო დიზაინის, გეიმპლეის (როგორ ითამაშება თამაში, "სროლებია", "გონკები" და ა.შ) და სცენარის მოფიქრება. ამაზე როგორც წესი გეიმდიზაინერები და სცენარისტები მუშაობენ. არაკატასტროფულ შემთხვევაში ინდივიდები რომლებსაც ძალიან ბევრი თამაში აქვთ ნათამაშები, და ედიტორებთან/თამაშის ძრავებთანაც გამოცდილება აქვთ. ამის შესასწავლად საჭიროა უბრალოდ ბევრი თამაში და სხვა გეიმ დიზაინერების ლექციების, სტატიების წაკითხვა. ასევე კარგია ედიტორებთან ან მარტივ თამაშის ძრავებთან მუშაობა. ასევე საჭირო ვიზუალური დამუშავება - რომელსაც ორგანზომილებიანი და სამგანზომილებიანი გრაფიკის სპეციალისტები აკეთებენ. მხატვრული განათლების გარდა საჭიროა შესაბამისი პროგრამების ცოდნაც. (Photoshop, 3ds Max, Maya და ა.შ) ამ პროგრამების შემსწავლელი ცენტრები არსებობს რამდენადაც ვიცი. საჭიროა ანიმაციები - რომელზეც როგორც ვიზუალზე მუშაობენ ანიმატორები შესაბამის პროგრამებში. ანიმატორობას თუ ასწავლიან აქ არ ვიცი. საჭიროა თვითონ თამაშის მექანიკის და ცალკეული ტურების ლოგიკის აწყობა გამართვა. პირველს თამაშის ძრავის შექმნა/გადაკეთება ჭირდება და პროგრამისტების საქმეა, მეორეს შექმნილი მექანიკის და ვიზუალის გამოყენება სათამაშო ტურების ასაწყობად და დასაბალანსებლად სასიამოვნო გეიმპლეის მისაღებად. ამისთვის Level Designer -ებია საჭირო. ტექნიკური და კრეატიული ნიჭით/ცოდნით დაჯილდოვებული ინდივიდუალები რომლებსაც უკეთეს შემთხვევაში ბევრი თამაშები აქვთ ნათამაშები. ასევე საჭიროა Sound სპეციალისტები, რომლებიც თამაშის ხმოვან ეფექტებზე და მუსიკაზე მუშაობენ. არც ამის კურსებზე გამიგია რამე. ანუ საერთო ჯამში "თამაშის შექმნა" ერთ ადამიანს რომ შეეძლოს, (ასე თუ ისე რაღაც თანამედროვე ხარისხის და ნორმალური მაშტაბის თამაშისთვის) უნდა ქონდეს ნათამაშები ძალიან ბევრი თამაში, კარგად ესმოდეს არჩეული ჟანრის (როგორ თამაშის გაკეთებასაც აპირებს) სპეციფიკა, მექანიკა, უნდა იცოდეს 2d,3d პროგრამებთან მუშაობა მოდელინგი, ტექსტურების ხატვა, ანიმაციების კეთება, ვიზუალური ეფექტების კეთება, უნდა იცოდეს პროგრამირება ან მინიმუმ მისი საწყისები მაინც, თუ მზა სათამაშო ძრავის გამოყენებას აპირებს, ასევე უნდა შეეძლოს ხმასთან მუშაობა, ხმოვანი ეფექტების და მუსიკის შექმნა/დამუშავება. ამ ყველაფრის კარგად ათვისებას ალბათ 10~15 წელი ჭირდება და მრავალმხრივი ნიჭი. თუ Game/Level Design-რის კუთხით გიზიდავს თამაშის კეთება, შემიძლია გირჩიო რითი დაიწყო და შენით ისწავლო ტექსტური/ვიდეო ტუტორიალებით. თუ სხვა პროფესია გაინეტერესებს შესაბამის განყოფილებაში შეგიძლია იკითხო სასწავლო კურსების შესახებ.

Link to comment
Share on other sites

makasara სიამოვნებით, მაგრამ 2 კაციც არ ეყოფა მაგ ამბავს, მითუმეტეს მე პროგრამირება არ ვიცი, ასე რომ საჭიროა შეიკრას რამდენიმე ადამიანი რომელიც თავიდან უხელფასოდ მუშაობას დათანხმდება და ეგ რთულია :D პრინციპში ერთ ორ თვეში პირველი თამაშის გაყიდვა რეალურია და ხელფასებსაც გასცემ რო დაინტერესება იყოს :)

ის ბიჭი ვიზეც შენ მითხარი პროგრამისტია? მე ერთმა ტიპმა მითხრა ფორუმზე რომ მოდელებს დაგიმზადებ ყველაფერსო.

Link to comment
Share on other sites

makasara სიამოვნებით, მაგრამ 2 კაციც არ ეყოფა მაგ ამბავს, მითუმეტეს მე პროგრამირება არ ვიცი, ასე რომ საჭიროა შეიკრას რამდენიმე ადამიანი რომელიც თავიდან უხელფასოდ მუშაობას დათანხმდება და ეგ რთულია :D პრინციპში ერთ ორ თვეში პირველი თამაშის გაყიდვა რეალურია და ხელფასებსაც გასცემ რო დაინტერესება იყოს :)

ის ბიჭი ვიზეც შენ მითხარი პროგრამისტია? მე ერთმა ტიპმა მითხრა ფორუმზე რომ მოდელებს დაგიმზადებ ყველაფერსო.

ეგრე ძალიან ძნელია.

სჯობს ჯერ გაეცნო თუ როგორ მზადდება თამაშები, ამას 4 და 5 კაცი თავს ვერ გაართმევს+ არამგონია საქართველოში ბევრი იყოს ეგეთი მცოდნე.

მოდელირება,დიზაინი,სიუეტის დაწერა ეგ კიდევ არაფერი რაც არის იმასთან შედარებით. მითუმეტეს თუ პროგრამირება არ იცი, არ ფლობ სპეციალურ განათლებას ძალიან ძნელია

  • Upvote 1
  • Downvote 1
Link to comment
Share on other sites

ეგრე ძალიან ძნელია.

სჯობს ჯერ გაეცნო თუ როგორ მზადდება თამაშები, ამას 4 და 5 კაცი თავს ვერ გაართმევს+ არამგონია საქართველოში ბევრი იყოს ეგეთი მცოდნე.

მოდელირება,დიზაინი,სიუეტის დაწერა ეგ კიდევ არაფერი რაც არის იმასთან შედარებით. მითუმეტეს თუ პროგრამირება არ იცი, არ ფლობ სპეციალურ განათლებას ძალიან ძნელია

ბოდიში ამ ფორუმზე გამოცდილი არ ვარ და შემთხვევით -1 მოგეცი :D

მართალი ხარ ყველაფერში, მაგრამ მე არ ვიძახი რომ დავჯდები და თამაშს შევკმნი თქო, მე უბრალოდ ვიძახი, რომ შევქმნი პირობებს, სადაც ადამიანები იმუშავებენ, და ვიზრუნებ თამაშის ფაბლიშზე. თან 3 აპლიკაციის (2 თამაში) პროექტი უკვე გაკეთებული მაქ:)

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.