Jump to content

Facebook-ი ქმნის საკუთარ სმარტფონს


Recommended Posts

2 წლის განმავლობაში დადის ჭორები იმის შესახებ, რომ Facebook-ი ცდილობს საკუთარი სმარტფონი შექმნას. თუ დავუჯერებთ The New York Times Facebook-ი სამუშაოზე იყვანს Apple-ის ძველ ინჟინრებს რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ iPad-ისა და iPhone-ის შექმნაში. ახალი ძალებით ალბათ შეძლებს Facebook-ი შეასხას ხორცი თავის იდეას.

Facebook-მა უკვე დაიქირავა ნახევარზე მეტი ინჟინრები. ერთ-ერთი ინჟინერი რომელიც ადრე მუშაობდა Apple-ში შეხვდა Facebook-ის შემქმნელს, მარკ ცუკერბერგს. მათ ისაუბრეს ყველა დეტალზე , თუ რა შემადგენლობა ქონდა ამ პროდუქტებს, რომელ ჩიპებს იყენებდნენ და ა.შ. მარკი ძალიან დაინტერესებული იყო ყველა დეტალით.

Facebook-ის სმარტფონის კოდური სახელი არის “Buffy,” რომელიც არის გულუბრყვილო ადამიანის სახელი ერთ სატელევიზიო შოუში რომელიც შექმნა "შურისმაძიებლების" დირექტორმა Joss Whedon-მა.

თუ დავუჯერებთ New York Times , ორ წელზე მეტი დასჭირდა Facebook-ს განევითარებინა საკუთარი სმარტფონი, რომელიც კვლავაც იმავე გზას ადგას. ამდენი დრო იმიტომ დასჭირდათ, რომ ისინი ფიქრობდნენ საკუთარი ძალებით გაუმკლავდებოდნენ წარმოქმნილ პრობლემებს და შეძლებდნენ განეხორციელებინათ ეს იდეა,მაგრამ სამწუხაროდ შეცდნენ და დასჭირდათ Apple-ის ინჟინრების დახმარება.როგოც New York Times -ი წერს მარკმა დაიწყო Apple-ის ინჟინრების "კარებზე კაკუნი".

Facebook-ს ყოველთვის ეკავა საპატიო ადგილი iOS-ის სისტემაში. iPhone/iPad არიან აღჭურვილნი Facebook-ის აპლიკაციით. ასევე მათ შექმნეს Facebook Messenger და Facebook Camera აიფონისათვის. ასევე Facebook-მა 1 მილიარდ დოლარად შეიძინა Instagram-ი , რომელიც გახლავთ პირველი iPhone photography-ი აპლიკაცია.

Apple-მა დაამატა Twitter-ი თავის iOS 5- ში და თამაშგარე მდგომარეობაში დატოვაFacebook-ი. მარკ ცუკერბერგი და სტივ ჯობსი არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს.თუ დავუჯერებთ განცხადებას ეს ორი კომპანია ვერ შეთანხმდა iOS 5-ში შემცველობებზე,შევიდოდა თუ არა Facebook-ი ახალ სისტემაში.

თუ Facebook-ი შექმნის თავის სმარტს ის ვერ დაუპირისპირდება iPhone-s მაგრამ Google-is ანდროიდს კი.Facebook-ის მიზანი არის ნათელი. ასეთი კომპანიისათვის საჭიროა შემოსავლის მაღალი წყარო, სწორედ ამიტომ ცდილობს შექმნას საკუთარი სმარტფონი. ამ სმარტის ინფორმაცია არის გასაიდუმლოებული და იუწყებიან, რომ არ იქნება ცნობები დადებული ოფიციალურ საიტზე მისი განვითარების პროცესისა.

რამდენად შესაძლებელია ახალი სმარტის შექმნა დამოკიდებულია მათ მონდომებაზე. Hewlett-Packard-მა ვერ შექმნა სმარტი და ვერც Dell-მა, ხოლო Sony არასდროს იყო კარგი სმარტების მწარმოებელი.

ის ფაქტი, რომ მათ უკვე შექმნეს ოპერაციული სისტემა, კალენდარი, მესიჯები, კონტაქტები და ვიდეო ასევე მათ აქვთ მილიარდი დოლარის ღირებულების კამერა და ასევე ათასობით აპლიკაცია, იმედს აძლევს Facebook-ის მომუშავე პერსონალს, რომ შეძლებენ დაასრულონ სმარტი. თუ Facebook-ს არ გამოუვა საკუთარი სმარტფონის შექმნა მაშინ ის მარტივად შეისყიდის რომელიმე მობილურის კომპანიას და დაიწყებს მის განვითარებას. HTC-ი რომელიც არის განრისხებული იმით, რომ Google-მა შეიძინა Motorola. ამჟამინდელი ფასი HTC-ის გახლავთ 11.8 მილიარდი დოლარი და დღითი-დღე კლებულობს. თუ ორივე გიგანტი (Facebook&Google) შეასხავს ხორცს თავიანთ იდეებს, ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ და საჭირო დროს სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ თუ რომელი სმარტი ავარჩიოთ.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

არა რას ვაკოპირებ :D :D :D :D უბრალოდ სწრაფად ვწერ 2 ნოთე მაქ ინფორმაციებით ჩატვირთული და მე-3-ში კიდე ნათარგმნს,ქართულად გააზროვნებულს და გადმოცემულს ვწერ :D :D ღმერთმა დამიფაროს დაკოპირება :spiteful:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.