lomsa Posted July 7, 2012 Share Posted July 7, 2012 ტაბლეტური კომპიუტერი , ან მარტო ტაბლეტი (პლანშეტი) არის პატარა მობილური მოწყობილობა, რომელიც ზომით ტელეფონს აღემატება. ინტეგიგებული აქვს სენსორული ეკრანი. ხშირად იყენებენ ვირტუალურ კლავიატურას Stylus ან Digital დამხმარე კალმებს. ასევე შესაძლებელია კლავიატურის მიერთება იმ შემთხვევაშ თუ აქვს ტაბლეტს ა) USB პორტი ბ) Wi-Fi (უკაბელო ინტერნეტი) ან ბლუთუზი. პირველი კონცეფცია წარმოიშვა მე -19 და მე -20 საუკუნეებში, ძირითადად, როგორც პროტოტიპები Alan Kay - ს მიერ. მანვე წარმოადგინა პირველი ტაბლეტური კომპიუტერი DynaBook რომელიც გათვლილი იყო ჯარისთვის. მათ ჭირდებოდათ ისეთი რამ რაც გაუძლებდა ცუდ პირობებს,და ჩაწერილი იქნებოდა მათ სამხედრო , სარემონტო, და ოპერაციების დოკუმენტაცია. 2001 წელს Microsoft - მა შექმნა Microsoft Tablet PC რომელიც მუშაობდა Windows XP - ს ტაბლეტურ ვერსიაზე. რატომღაც ამ ტაბლეტმა ხალხის ყურადრება ვერ მიიბყრო და წარუმატებელი პროდუქტი გახდა. 2010 წელს კი კომპანია Apple - მა წარმოადგინა პლანშეტი iPad რომელიც იყენებდა იგივე ტექნოლოგიას როგორსაც მათი iPhone. ის გახდა პირველი ტაბლეტი რომელმაც მიაღწია კომერციულ წარმატებას მთელს მშოფლიოში. 2012 წელს ამერიკაში ჩატარდა გამოკითხვა ინტერნეტის საშუალებით. 31 % ამერიკელი მოქალაქეების იტყობინება რომ ისინი ტაბლეტს იყენებენ სოციალური ქსელებისთვის, ახალი ამბებისთვის და ვიდეოების საყურებლად. პლანშეტები უფრო პოპულარული გახდა იმის შემდეგ რაც მათ დაამატეს : უკაბელო ინტერნეტის, პოტენციური ზარების განხორციელების, ჯიპიესის (GPS) და ვიდეო კამერის ფუნქციები. ისინი იწონიან 400გ-1.5 კგ - მდე და ბატარიის ხანგრძლივობა 3 – 10 საათამდე. ტრადიციული (ჩვოულებრივი) ტაბლეტური კომპიუტერები დაფუძნებულები არიან x86 (x86 არის სერია კომპიუტერული მიკროპროცესორების) IBM-PC - არქიტექტურაზე. ყველაზე პოპულარული ტაბლეტებს შორის დღესდღეობით არის iPad , შემდეგ მოდის Samsung Galaxy Tab - ის სერიები და ა.შ მწარმოებლები დიდ ყურადღებას აქცევენ იმას თუ რა ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს პლანშეტი, რამდენი ხანი უნდა მის ჩატვირთვას (ჩართვას / გამორთვას) , აქვს თუ არა მაქ დამატებით USB მხარდაჭერა, აქვს თუ არა Multi – Touch ტექნოლოგია გამოყენებული ეკრანებში აქვს თუ არა ტაბლეტს იმის საშუალება რომ დაამატონ მეხსიერების ბარათი. ახლა ტაბლეტებში იშვიათათ თუ ხმარობენ Windows -სს. ისინი გადავიდნენ ისეთ ოპერაციულ სისტემებზე როგორიცაა, Android, iOS , Linux , Darwin , QNX და ა.შ ზოგიერთ პლანშეტს აქვს 3G მობილური ტელეფონის შესაძლებლობები. 2010 წლის შუიდან ტაბლეტური კომპიუტერები იწყებენ ARM არქიტეხტურის პროცესორებს რათა მათ ბატარიებს უფრო დიდხანს ემუშავათ , მაგრამ ამან შექმნა ახალი პრობლემა, ბატარიის წონა საგრძნობლად გაიზარდა. პლანშეტების უმრავლესობა აღადაა დაფუძნებული ტრადიციულ , პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურაზე. ისინი იყენებენ ონლაინ დისტრიბუციას და არა სადახლო გაყიდვებს. ეს ცნობილია როგორც Application Store (App Store). თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ერთი დაჭერით იყიდოთ / დააყენოთ / განაახლოთ აპლიკაცია App Store საშუალებით.ახლანდელი ტაბლეტები აღჭურვილები არიან შემდეგი მახასიათებლებით : აქსელერომეტრის სენსორით : აქსელერომეტრის სენსორი აფიქსირებს ფიზიკურ მოძრაობას. მაგალითად იყენებენ თამაშებში პროგრამებში და ა.შ (მაგ: კომპასი)შედარებით უფრო დიდი ზომის პლანშეტები იყენებენ ისეთივე მეხსიერების ბარათებს როგორსაც ლეპტოპები (იგულისხმება Solid State Drive , SSD ) ხოლო შედარებით პატარა ზომის პლანშეტები ისეთივეს როგორსაც MP3 ფლეიერი. (იგულისხმება Micro Sd ბარათები)უკაბელობა : რადგან პლანშეტები არიან პორტატული კომპიუტერები და ისინი მუდამ მოძრაობაში არიან , რათქმაუნდა მოუხერხებელია ინტერნეტის კაბელი მოძრაობა თუნდაც სახლში, ამიტომ დაამატეს უკაბელო ინტერნეტის მხარდაჭერა (Wi-Fi ). ბლუთუზიც უკაბელო კავშირს უზრუნველყოფს მაგრამ უფრო ხშირად გამოიყენება ფაილების გასაცვლელად ერთმანეთში ,Bluetooth ყურსასმენებისთვის და Bluetooth კლავიატურისთვის.3D : ასევე შესაძლებელია 3D გამოსახულების ნახვა ტაბლეტში ლურკ-წითელი სათვალეებით, და ასევე თქვენ გაქვთ საშუალება გადაიღოთ 3D სურათები / ვიდეოები ზოგიერთი პლანშეტით.Dock Station : ახალ ტაბლეტებს გააჩნიათ docking station , სრული მხარდაჭერით QWERTY კლავიატურის, USB პორტების, და ზოგჯერ დისკ - წამკითხველითაც კი არის აღჭურვილი.ასევე აქვს დამატებითი სინათლის სენსორი რომელიც აღიქვავს გარემოს განათებულობას და იმის მიხედვით აკონტროლებს ტაბლეტს. აუწევს ან დაუწევს ეკრანის სიკაშკაშეს. სისტემის არქიტექტურა : აქ არის ორი მთავარი არქიტექტურა გამოკვეთილი, x86(ამაში შედის x64 - იც). და ARM. ასევე არის არა - პერსონალურ კომპიუტერულ არქიტექტურაზე აგებული ტაბლეტები , როგორიცაა JooJoo. ყველაზე პოპულარული ოპერაციული სიტემები პლანშტზე არის : GooGle Android, iOS, Linux, Windows , Chrome OS, Maemo , Darwin , QNX. სხვადასხვა მწარმოებლის პლანშეტები : Microsoft : Microsoft Tablet PC - გამოვიდა 2001 წელს, X86 არქიტექტურაზე. მუშაობდა Windows XP Tablet PC Editon - ოპერაციულ სისტემაზე. მაიკროსოფტმა ახლახანს დაანონსა Windows 8 რომელსაც ექნება შესაძლებლობა იყოს ორივე ARM და PC (პერსონალური კომპიუტერის) არქიტექტურაზე. ისინი აპირებენ გამოუშვან ტაბლეტური კომპიუტერი Windows 8 - ს მხარდაჭერით. Linux : მათი ტაბლეტი არის ProGear, რომელიც იყენებდა Transmeta - ჩიპს, და გამოვიდა Slackware Linux ოპერაციულ სისტემაზე. ცოტა ხნის მერე ეს სისტემა შეცვალა Windows 98 მა რადგან ეს კომპიუტერები გათვლილი იყო IBM PC -ზე. ასევე ლინუქსის პროდუქტია Maemo, რომელმაც შემდეგ სახელი გადაირქვა და MeeGoo გახდა. ეს ოპერაციული სისტემა გამოყენებული იქნა Nokia Internet ტაბლეტებში (770, N800, N810 & N900). Intel და Nokia Nokia ტაბლეტების სამყაროს შეუერთდა Nokia 770 - ით , რომელიც მუშაობდა MeeGoo - ზე. პროდუქტის ხაზი გაგრძელდა N900 - მდე , რომელსაც დამატებული ჰქონდა ტელეფონის ფუნქციები. MeeGoo დაფუძნებული არი ლინუქსზე და გამოუშვა Nokia და Intel - მა. MeeGoo იყენებენ , ნეთბუქებში, სმარტფონებში, ტაბლეტებში. პირველი ტაბლეტი რომელიც იყენებდა MeeGoo იყო Neofonie WeTab რომელიც წარმოებულ იქნა 2010 წელს გერმანიაში. Ipad : iPad იყენებს iOS -სს რომელიც თავდაპირველად შექმნილი იყო iPHone და iPod Touch ისთვის. iOS აგებული არის ARM არქიტექტურაზე , რომელიც იყენებს ნაკლებ ენერგიას და აძლევს ბატარიას მეტ სიცოცხლისუნარიანობას. BlackBerry : BlackBerry PlayBook არის ტაბლეტური კომპიუტერი რომელიც გამოვიდა 2010 წელს და მუშაობს BlackBerry Tablet OS - ოპერაციულ სისტემაზე. ოპერაციული სისტემა დაფუძნებულია QNX - ზე. Android : ანდროიდი არის გუგლის ლინუქსის ბაზაზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემა , რომელიც გამოყენებულ იქნა ტაბლეტებში და სმარტფონებში. მწარმოებლები , როგორებიცაა Motorola და Lenovo , დააყოვნეს მათი ტაბლეტების გამოშვება 2011 წლამდე, რადგან ანდროიდი მუშაობდა Android 3.0 (Honeycomb-ზე) , რათა უკეთესი ოპტიმიზაცია მიეღო დიდი ფართობის ეკრანებზე. ტაბლეტების 99% -ს , რომებიც მუშაობენ ანდროიდზე, წვდომა აქვთ Application Store , Android Market - თთან, რომლის სახელიც შემდეგ შეიცვალა Google Play -თ. HP : TouchPad ტაბლეტი გამოვიდა 2011 წელს,იგი მუშაობდა webOS 3.0 ოპერაციულ სისტემაზე. 2011 წლის 18 აგვისტოს HP - მ შეწყვიტა მათი წარმოება ცუდი გაყიდვების გამო. . HP - განაცხადა რომ ისინი გამოუშვებენ WebOS - ს როგორც ღია კოდს. © Overclockers.ge Lomsa - ლევან ლომსაძე 6 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
c.a.y.z.y Posted July 7, 2012 Share Posted July 7, 2012 ou shit ძაან მაგარი თემაა საღოლ!!! საღამოს ჩავუჯდები გადავიკითხავ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted July 7, 2012 Author Share Posted July 7, 2012 ou shit ძაან მაგარი თემაა საღოლ!!! საღამოს ჩავუჯდები გადავიკითხავ Thnx :bis: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
c.a.y.z.y Posted July 7, 2012 Share Posted July 7, 2012 ისე ამდენი რომ დაწერე გეტყობა მაგარი გამოცდილება გაქ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted July 7, 2012 Author Share Posted July 7, 2012 ისე ამდენი რომ დაწერე გეტყობა მაგარი გამოცდილება გაქ ტყუილად კი არ ვარ ნიუს ჰანთერებში. + ამ ფორუმმა მასწავლა ბევრი რამ მიახლოვებით 4-5 წელია ამ ფორუმზე ვარ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
c.a.y.z.y Posted July 7, 2012 Share Posted July 7, 2012 ტყუილად კი არ ვარ ნიუს ჰანთერებში. + ამ ფორუმმა მასწავლა ბევრი რამ მიახლოვებით 4-5 წელია ამ ფორუმზე ვარ შენ ვიპი არ იყავი? ისე ამ ფორუმმა მეც მასწავლა რაღაც რუღაცეეები და კიდე მასწავლის არა overclocker.ge? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted July 7, 2012 Author Share Posted July 7, 2012 შენ ვიპი არ იყავი? ისე ამ ფორუმმა მეც მასწავლა რაღაც რუღაცეეები და კიდე მასწავლის არა overclocker.ge? ჯერ ჰანთერი მერე ვიპი ეხლა ჰანთერი ვარ კიდე :დ ესე ჭირდება საქმეს :დ თუ ჩაუჯდები აქ ბევრ რამეს ისწავლი . წაიკითხე მიკიპედია http://www.overclockers.ge/news/?page_id=51 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
c.a.y.z.y Posted July 7, 2012 Share Posted July 7, 2012 ჯერ ჰანთერი მერე ვიპი ეხლა ჰანთერი ვარ კიდე :დ ესე ჭირდება საქმეს :დ თუ ჩაუჯდები აქ ბევრ რამეს ისწავლი . წაიკითხე მიკიპედია http://www.overclock...ews/?page_id=51 მიკიპედიაში ბევრი რამ მაქ წაკითხული და კიდევბევრს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted July 7, 2012 Share Posted July 7, 2012 ერთობ საინტერესო თემაა P.S. ვერ ვიტან "ვაშლის" პროდუქციას. 2XP.S.ეს ორი თუმანი რო ღირს ის თემაა? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted July 7, 2012 Author Share Posted July 7, 2012 ერთობ საინტერესო თემაა P.S. ვერ ვიტან "ვაშლის" პროდუქციას. 2XP.S.ეს ორი თუმანი რო ღირს ის თემაა? aha :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
c.a.y.z.y Posted July 7, 2012 Share Posted July 7, 2012 aha აუ რამე იდეა არ მომდის თავში რა რაზე დავწერო თორე 2 თუმანი არ მაწყენდა რა ნეონბები მაქ საყიდი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted July 7, 2012 Author Share Posted July 7, 2012 აუ რამე იდეა არ მომდის თავში რა რაზე დავწერო თორე 2 თუმანი არ მაწყენდა რა ნეონბები მაქ საყიდი მ ო ი ფ ი ქ რ ე :დ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
c.a.y.z.y Posted July 7, 2012 Share Posted July 7, 2012 მ ო ი ფ ი ქ რ ე :დ მარასვიზავ კაცო ახლა გადავიკითხე და რაც ვიცოდი რაღაცეები ეწერა და რაც არ ვიცოდი გავიგე, და ამ ყველაფრისთვის მადლობა ლომსას :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted July 7, 2012 Author Share Posted July 7, 2012 მარასვიზავ კაცო ახლა გადავიკითხე და რაც ვიცოდი რაღაცეები ეწერა და რაც არ ვიცოდი გავიგე, და ამ ყველაფრისთვის მადლობა ლომსას რამე ისეთI აირჩიე ვიკიპედიაზე რო არ ეწეროს ქართულად ხელით უნდა დაწერო საკუთარი აზრებით და ა.შ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gajaviki Posted July 7, 2012 Share Posted July 7, 2012 ყოჩაღ ლევან Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted July 7, 2012 Author Share Posted July 7, 2012 ყოჩაღ ლევან Thnx gaj Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted July 7, 2012 Share Posted July 7, 2012 კარგი თემა სგ. დღეს ჩავუჯდები კიდე: :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Razer Posted July 7, 2012 Share Posted July 7, 2012 მიეცით ამ ბავშვს 20 ლარი თორე დაძვრა თითები და თვალები :lollol: 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gajaviki Posted July 7, 2012 Share Posted July 7, 2012 მიეცით ამ ბავშვს 20 ლარი თორე დაძვრა თითები და თვალები აღარ დარჩა ძალა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted July 7, 2012 Author Share Posted July 7, 2012 მიეცით ამ ბავშვს 20 ლარი თორე დაძვრა თითები და თვალები გიგროვებ ფულს ხო ცირასთვის რაიყო მაცალე :დ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.