Jump to content

Dell ნოუთბუქების ხაზის Alienware განახლებისთვის ემზადება


Recommended Posts

Dell-Alienware-M17x-DAM17XI84081000RB-1.jpg

ქსელში გამოჩნდა მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიას Dell თავისი სათამასო ნოუთბუქების Alienware ხაზის სამი ახალი მოდელით: M14X R2, M17x R4 და M18X R2 განახლება აქვს დაგეგმილი. ეს ინფორმაცია Eric G. в საკუთარ ბლოგში განათავსა ინჟინერ-პროგრამისტმა Eric G., სადაც არაერთხელ ყოფილა გამოქვეყნებული საიმედო ინფორმაცია, რომელიც ოფიციალურ ანონსებს უსწრებდა წინ.

ამ ნოუთბუქების წინა თაობის, Alienware M14x, M17x R3 და M18x ეკრანთა დიაგონალები იყო შესაბამისად 14″, 17,3″ და 18,4″ და აღჭურვილნი იყვნენ 2- და 4-ბირთვიანი პროცესორებით Intel Sandy Bridge, აგრეთვე ამაჩქარებლებით AMD-ს ან NVIDIA-გან. ვფიქრობთ, ახალ მოდელებში ბევრი არაფერი შეიცვლება დიზაინის მხრივ. აპარატულ ნაწილში კი განახლებას უნდა ველოდეთ.

alienware-m15x-lunar-shadow-portable-gaming-alienware.jpg

ახალი მონაცემები მიგვანიშნებენ, რომ კომპიუტერში M14X R2 დედა პლატაზე დარჩილული გრაფიკული ამაჩქარებელი იქნება 1 ან 2 გბაიტი მეხსიერებით. GPU მოდელების სახელები უცნობია. კორპუსის ფერის ორი ვარიანტი იქნება ხელმისაწვდომი: შავი და წითელი.

alienware-m15x-portable-gaming-colors-back.jpg

Alienware M17x R4-ის მყიდველებს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლიათ ამოირჩიონ შემდეგი ვიდეოკარტებიდან ერთ-ერთი: AMD Radeon HD 7970M, NVIDIA GeForce GTX 660M ან GTX 675M.

უფროსი და უფრო დიდი ზომის მოდელის M18X R2 შესახებ ჯერჯერობით ისაა ცნობილი, რომ გარე დიზაინი იქნება როგორც შავი, ისე წითელი. Alieware M11x-თან დაკავშირებით კი, რომელსაც რევიზიის ნომერი R4 ექნება, არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. ეს 11,6″ სათამაშო მობილური პერსონალური კომპიუტერი დაახლოებით ორი წლის წინათ გამოვიდა.

medium_2452373201_04d75ac2ca_o.jpg

ამას გარდა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი და ამ წელს გამომავალი მოდელები Alienware აღიჭურვებიან პროცესორებით Ivy Bridge, ამიტომაც მათი გაშვება Intel-ის ახალი თაობის CPU-თან ერთად შედგება.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.