Popular Post L1nux Posted January 3, 2012 Popular Post Share Posted January 3, 2012 მომივიდა იდეა,რომ ეს ჩვენს ფორუმს აკლდა,ასე რომ გადავწყვიტე შემექმნა ეს თემა და როგორც თქვეს თუ აქტოვობა დიდი იქნება ცალკე განყოფლებაც გვექნება.შევუდგეთ საქმეს. მოდით დავიწყოთ კითხვებით: რაში გვჭირდება? ქალაქში თუ განსაკუთრებით სოფელში ,ყველგან შეგვიძლია მისი წაღება და გამოყენება დიდი წარმატებით,დაიჭერს ყველგან!(რა თქმა უნდა თუ წინ წინაღOბა არ ექნება შენობების სახით) ხარისხიანია. იაფია მისი მეშვეობით შეგვიძლია "დავიჭიროთ" მსოფლიოს ყველაზე პოპულარული არხები კაპიკების ფასად (უფრო დეტალურად მოგვიანებით) და არსებობს ასევე უამრავი არხი,ც სრულიად უფასოდ მიმდინარეობს. რისგან შედგება კომპლექტი? 1)სატელიტური თეფში გამოიყენება სატელიტური თანამგზავრის სიგნალის ასარეკლად 2)"გალოვკა"-თავაკი-LBNF (კონკრეტული PAUXIS-ს ფირმისაა და ღირს 10 ლარი ) ის გამოგვადგება უმეტესი სატელიტური თანამგზავრებისათვის,მაგრამ მაგალითად NTV+ პაკეტისათვის საჭირო არის მსგვასი,ოღონდ წრფივი პოლარიზაციის თავაკი გამოიყენება სიგნალის უშუალოდ მიღებისათვის და receiver-ისთვის მისაწოდებლად. 3)მიმღები-receiver (კონკრეტული dreambox DM500 ,ეს ცნობილი და კარგი მოდელია თუმცა არსებობენ უფრო იაფფასიანი მიმღებებიც (კლონები) რომელთა ფასი დაახლოებით 60 ლარია და უმეთესობა ქართული ბაზრისა გლობოს კლონია თუ არ ვცდები) გამოიყენება მიღებული სიგნალის დეკოდირებისათვის,გამოსახულებისსა და ხმის მოსაცემად შერჩეული მეთოდით(ეს იქნება AV "წულპანები" თუ HDMI) 4)diseq (optional-საჭიროებისამებრ) გამოიყენება რამდენიმე თავაკის შემთხვევაში მათ გასაერთიანებლად.მიმღების კონფიგურაციისას აუცილებლად მითითებული უნდა იყოს თუ დისეკის რომელ შესასვლელზე რომელი თანამგზავრი "ჯდება". როგორ გავასწორო თეფში?საით მივატრიალო? ამ საქმეში დაგეხმარებათ ეს საიტი : http://www.dishpointer.com/ სად ვნახო რომელ თანამგზავრზე რა არხია? მსგავსი ინფორმაციის მისაღებად საუკეთესო ვარიანტებია: 1)http://www.lyngsat.com/ 2)www.flysat.com/ აქ შეგიძლიათ ნახოთ სატელიტური თანამგზავრების ჩამონათვალი,არხები,პაკეტები და ა.შ. მთავარი,რის გამოც სატელიტური ტელევიზია უნდა გვქონდეს სახლში და ქალაქში ეს არის ქარდშეარინგი.ყველას გვინდა კარგი გადაცემების და არხები ყურება,ბევრი თქვენგანი საკმაოდ დიდ თანხასაც იხდის ალბათ ამისთვის(15 ლარი საკმაოდ დიდია ამ საქმეში!35ზე და მეტზე რომ არაფერი ვთქვათ)ბევრს "საკაბელო" ც ექნება. კარდშეარინგის მეშვეობით კი თქვენს ნაცვლად 67სა,ნაცვლად 99ისა მიიღებთ ასობით არხს და ისიც არა 15ად,არა 35,არა 35,არამედ მაქსიმუმ 4$ად (მე შევიძინე 4$იანი ნტვ+ პაკეთი რომელშიც 317 არხი შედის) ასე მუშაობს კარდ შარინგი დრიმბოქსის ethernet პორტიან რესივერებზე. რატომ ასე იაფი და როგორ მუშაობს? სინამდვილეში ასეთი სიკარგის და ყველგან მიღწევადობის გამო მთლად იაფი არ ღირს ეს ქარდები (მგონი ერთი 900 რუბლიც ღირდა)და სწორედ აქ დგება ქარდ შეარინგის იეა თავის როლში.არის ერთი ადამიანი,რომელიც ყიდულობს ერთ ბარათს და სპეციალური ქარდ რიდერით ან დრიმის რისივერით ქმნის სერვერს,ჩვენს ვირჩევთ მის მიერ შექმნილ პაკეტს და ვყიდულობთ კაპიკებად,რის შედგეაც ვიღებ პარამეტრებს კონფიგურაციისათვის.ჩვენ ჩვეულებრივად მოვმართავთ ანტენას სასურველ თანამგზავრზე.ვუკავშირებთ რისივერს კომპუტერს (თუ არაერთხელ ნახსენები ინტერნეტ პორტით აღჭურვილი ფუფუნება არ გვაქვს).ვირჩევთ სასურველ არხს და ვუყურებთ ჩვეულებრივად, კომპიუტერი მინიმალური სისტემური დანახარჯებით (რადენიმე კბ) გადაცემს რისივერს გასაღებებს და ვოლია ძვირად ღირებული მაღალ ხარისხიანი არხები კაპიკებად! პირადად ჯერ არ გამიტესტია,მარა ვისაც უნახავ აქებს ამას http://billing.zargacum.net/ ასევე კარგი ვარიანტი card sharing RU ყურადღება!ჩვენ/მე არ მოგიწოდებთ იქონიოთ ან არ იქონიოთ კარდშარინგი,უბრალოდ გაწვდით ინფორმაციას ამ "ტერმინის" არსებობის შესახებ... ////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////// updated+added transpodner info მეტი თეორია განვმარტოთ რამდენიმე მთავარი ცნება,რომელიც დაგვეხმარება გავიგოთ,რა არის სატელიტური ტელევიზია,როგორ ამოვირჩიოთ და ა.შ. სატელიტური თანამგზავრი - კოსმიური აპარატი,რომელიც იმყოფება დედამიწის გეოსტაცინარულ ორბიტაზე და აგზავნის სატელევიზიო სიგნალს დედამიწის გარკვეულ ტერიტორიაზე "ტრანსპორდერის" მეშვეობით.ისინი იმყოფებიან ერთსა და იმავე განედზე,მაგრამ სხვადასხვა გრძედზე.სახელწოდებას სთან ერთად მათ აბრივიატურაში გვხვდება მათი განედიც.მაგალითად EUTELSAT 36E,ეს ნიშნავს,რომ თანამგზავრის სახელია eutelsat,მაგრამ ის იმყოფება 36 გრადუსზე აღმოსავლეთის განედზე. იმის გათვალისწინებით,რომ რომ თანამგზავრები იმყოფებიან მუდამ ერთ ადგილად ორბიტაზე,მათ შესაბამისად აქვთ დედამიწაზე დაფარვის გარკვეული ზონაც. "ტრანსპონდერი"-- ეს არის მიღებ,გადამცემი,რომელიც აყენია სატელიტურ თანამგზავრზე.მისი მახასითებლებია სხივის მიმართულება და სამუშაო სიხშირე.მაუწყებლობა ხორციელდება ორი ძირითადი სტანდარტით - C და Ku.C(4გიგაჰერცი)-ს გამოყენებით უმეტესად მაუყობლობენ ამერიკული და რუსული თანამაგზავრები,ხოლო Ku(10.700-12.750 გიგაჰერცი) ევროპული თანამგზავრები.ამასთან სიგნალის გადაცემა ხდება ორი ტიპით : წრფიული და წრიული პოლარიზაციით,რომლებიც თავის მხრივ,კიდევ იყოფიან ვერტიკალურ(V) და ჰორიზონტალურ(H),ხოლო წრიულის შემთხვევაში მარცხენა (L) და მარჯვენა ®.მაგალითად,როცა ამბობენ "ტრანსპონდერის სიგნალი 11766H" გულისხმობენ,რომ ის მაუწყობლეობს 11766 სიხშირეზე ჰორიზონტალური პოლარიზაციით,მსგავსი შემთხვევაა 11766L-ზე და ა.შ. ტრანსპორნდერები თანამგზავზე რამდენიმე ათეულიც შეიძლება იყოს... მუშაობის მაგალითი ჰორიზონტალური პოლარიზაცია: ვერტიკალური: მარჯვენა პოლარიზაცია: მარცხენა პოლარიზაცია: სატელიტური თეფში - მთავარი ელემენტი აბონენტის სატელიტური სისტემისა სიგნალის მისაღებად.ის მარტივად რომ ვთქვათ ირეკლავს თანამგზავრიდან მიღებულ სუსტ სიგნალს ზედაპირით და მის ერთ წერტილში ფოკუსირებას ახდენს,სადაც კონვერტორი("გალოვკა","თავაკი") ყენდება.თეფშების ყველაზე გავრცლებული სახეებია ცენტრფოკუსური და ოფსეტური.მათ შორის განსხვავებაა ის ,რომ პირველნი წარმოადგენენ პარაბოლურ სარკეს,ფოკუსით გეომეტრიულ ცენტრში,ხოლო ოფსეტურებს ფოკუსი გეომეტრიულ ცენტრზე ცოტა ქვემოთ აქვთ,სურათზე მოცემულია მათი შედარება ა)ცენტრ პირდაპირ ფოკუსიანი(ცენტრფოკუსიანი როგორც გაგიხარდებათ) ბ)ოფსეტური. Uploaded with ImageShack.us შესაბამისად,ცენტრფოკუსიან თეფშზე კონვერტორი აყენია ცენტრში,ხოლო ოფსეტურებზე - უფრო ქვემოთ.მომხმარებლების უმეტესობას ოფსეტური აქვს,რადგან მათი დაყენება-გამართვა გაცილებით მარტივია და ფასითაც უფრო იაფი ღირს.ანტენები მზადდება სხვადასხვა მეტალისგან,სხვადასხვა დიამეტრის.მატერიალი ,როგორც წესი ალუმინი ან ფოლადია.არსებობენ უძრავი (მტკიცედ დამაგრებული) და მოძრავი (მოტორიზებული) ანტენები.ამძრავი ატრიალებს ანტენას,რაც იძლევა ბევრი თანამგზავრის დაჭერის საშუალებას,თუმცა უკანასკნელის დაყენება-გამართვა არც თუ ისე ადვილია დამწყებისათვის.თეფშის დიამეტრი ირჩევა ინდივიდუალურად,იმის და მიხედვით,თუ რა სიმძლავრის სიგნალი არის საჭირო სიგანლის წარმატებით მისაღებად დაახლოებით 60% სიგნალის სიძლიერე უკვე ნორმალურია).ანტენა გარკვეული "დანაზოგით" (უფრო გრძელი დიამეტრი) უნდა შევიძინოთ,რადგან ნალექიანი ამინდი (ძლიერი წვიმა,ღრუბლიანობა,თოვლი)სერიოზულ ხარვეზებს უქმნის ხარვეზებს უქმნის სატელიტურ სიგნალს.ეს განსაკუთრებით Ku დიაპაზონის სიგნალს ეხება.მაგრამ არ არის საჭირო გადამეტება,როდესაც 90 სანტიმეტრიანი თეფში სავსებით საკმარისია და არ არის აუცილებელი 1.5მეტრიანის ყიდვა,ის უფრო ძვირიცაა და მეტ ადგილს იკავებს და ქარის მსხვერპლიც უფრო ადვილად ხდება. კონვერტორი(იგივე გალოვკა,თავაკი)-მოწყობილობა,რომელიც განკუთვნილია სატელიტური თეფშის მიერ არეკლილი სიგნალის მისაღებად და დამონტაჟებულია სპეციალურ დამჭერზე თეფშის "ფოკუსში".კონვერტორის მთავარი დანიშნულება არის გარდაქმნას მიღებული სიგნალის ისე,რომ მისი სიმძლავრის დანაკარგი კაბელში რაც შეიძლება ნაკლები იყოს.იმის გათვალისწინებით,რომ თანამგზავრიდან გამოგზავნილი სიგნალი საკმაოდ სუსტია,კონვერტორის მეორე მთავარი მიზანი-დანიშნულება არის გაძლიერება სიგნალისა რისივერის "მისაღებ" დონემდე.ნებისმიერ კონვერტორს სიგნალში შეაქვს გარკვეული წილი "ხმაური"-სა,მაგრამ ეს კონვერტორები არიან "დაბალ ხმაურიანები"-LNB(low noise block).კონვერტორები გამოიყენებიან წრფივისა და წრიული პოლარიზაციის სიგნალებთან,მათ ვარჩევთ იმის მიხედვით,რომელი პოლარიზაციის ტრანსპონდერით მაუწყებლობს თანამგზავრი.(მაგალითად,ჩვენთვის ასე საყვარელი და სასურველი ნტვ+ პაკეტი მდებარეობს eutelsat 36E-ზე,რომელიც წრიული პოლარიზაციით მაუწყებლობს და აქ არანაირი წრიული პოლარიზაცის გალოვკა არ გიშველით გინდაც უნივერსალური ეწეროს,არის მეთოდები, ცხელ წყალში ჩადების და შემდეგ თავში პატარა თხელი ამრეკლი ნივთის ჩAდების,მარა საწვალებელია,და უმეტეს შემთხვევაში ამლე გაფუჭდება,ასე რომ რეკომდენირებულია შესაბამისის გალოვკა,კონვერტორი).თუ კონვერტორი უნივერსალურია,მაშინ ის გადაერთვება რისივერის მიერ მიწოდებულ 13-18 ვოლტზე(13-ვერტიკალურ პოლარიზაციაზე,18-ჰორიზონტალურზე.კიდევ ერთი ნიუანსი:კონვერტორები არის 1 გამოსასვლელით,2,3 და ა.შ. იმის მიხედვით,თუ რამდენ დამოუკიდებელ ადგილას გვინდა სხვადასხვა გადაცემის ყურება,კონვერტორების გამოსასვლელები დამოუკიდებელია. მულტიფიდი - დამჭერი დამატებითი კონვერტორისთვის.იმის გამო,რომ თანამგზავრები განთავსებულნი არიან გეოსტაციონარულ ორბიტაზე,ერთმანეთთან შედარებით ახლოს მდებარეობენ და ამიტომ შესაძლებელია მულტიფიდის მეშვეობით,ერთი თეფშით და მულტიფიდით(რამდენიმე კონვერტორი) რამდენიმე ახლოს მდებარე თანამგზავრის ერთდროულად დაჭერა.ყველაზე კლასიკური ,ნაცნობი მაგალითი არის 3 თანამგზავრის (Hotbird 13E, Astra 4A 4.8E, Amos 4W) მულტიფიდი.ამ შემთხვევაში მთავარ დამჭერზე,ფოკუსზე ყენდება კონვერტერი astraსთვის,პირვბველ მულიფიდზე ყენდება Hotbird 13E,მეორეზე- Amos 4W. in progress რაზეც შემეძლება გაგცემთ პასუხს და დადეხმარებით აბა +ები და პოპულარობა ტოპიკს ახალი განყოფილების შესაქმნელად ამისთვის ©ბუბა მამფორია იგივე თქვენი მონა მორჩილი L1nux :) 15 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Guest Posted January 3, 2012 Share Posted January 3, 2012 ანტენებში კარგად ერკვევი რაღაც რომ გკითხო? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted January 3, 2012 Share Posted January 3, 2012 რა ღირს თეფში რა განსხვავებაა "გალოვკებში" რა განსხვავებაა რისივერებშივესტმა იცის კიდე მგონი რაღაცები ფორუმჯიზე ვნახე ადრე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L1nux Posted January 3, 2012 Author Share Posted January 3, 2012 ანტენებში კარგად ერკვევი რაღაც რომ გკითხო? მთლად კარგად ვერა,მარა შენ დაწერე კითხვა და ვიპოვნი თუ არდა სხვა გაგცემს პოსუხს. რა ღირს თეფში რა განსხვავებაა "გალოვკებში" რა განსხვავებაა რისივერებში მთლიანი "ნაკრები" დაახლოებით 100 ლარი ჯდება. რა განსხვავებაა რიცივერებში-:ძვირფას რისივერებს შეუძლიათ HD არხების კარგად ჩვენება,მაშინ როდესაც იაფფასიან კლონებს ეს ზრდილობის გულისთვის აქვთ ანუ უფრო SD ხარისხზე არიან ორიენტირებულნი.სისწრაფე და რა თქმა უნდა ethernet პორტის არსებობა.კარდ შარინგისას საჭიროა კომპთან მიერთება რისივერის,ხოლო თუ ეს ინეტ პორტი გვაქს,მაში რისივერთან უბრალოდ მიგვყავს კაბელი და ვუალა. თეფში სადღაც 20 ლარი ღირს თუ არ ვცდები. და გალოვკებს შორის სხვაობა მუშაობის სიხშირეებია როგორც ვიცი... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Guest Posted January 3, 2012 Share Posted January 3, 2012 რა მაინეტრესებს და, tv-tuner მაქვს კომპში ჩაყენებული და ანტენა ვუყიდე, რაღაც იაფიანი, 7 ლარი ღირდა მგონი. ხოდა ძალიან ცუდად იჭერს, ძლივს აჩვენებს, ეგ ანტენა ტელევიზორში რომ შევაერთე უკეთესად აჩვენა აშკარად. და საკაბელო რიცივერი რომ შეავერთე კომპში მაშინაც კარგად აჩვენა. და რისი ბრალია, ტვ ტუნერი არ ვარგა თუ ანტენა, თუ საერთოდ ადგილის ბრალიც შეიძლება იყოს? ანუ მოკლედ რომ გკითხო, ანტენას გააჩნია როგორს ვიყიდი, რამე განსხვავება არის ჩვენების ხარისხში თუ ანტენა ყველა ერთნაირია? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted January 3, 2012 Share Posted January 3, 2012 მთლად კარგად ვერა,მარა შენ დაწერე კითხვა და ვიპოვნი თუ არდა სხვა გაგცემს პოსუხს. მთლიანი "ნაკრები" დაახლოებით 100 ლარი ჯდება. რა განსხვავებაა რიცივერებში-:ძვირფას რისივერებს შეუძლიათ HD არხების კარგად ჩვენება,მაშინ როდესაც იაფფასიან კლონებს ეს ზრდილობის გულისთვის აქვთ ანუ უფრო SD ხარისხზე არიან ორიენტირებულნი.სისწრაფე და რა თქმა უნდა ethernet პორტის არსებობა.კარდ შარინგისას საჭიროა კომპთან მიერთება რისივერის,ხოლო თუ ეს ინეტ პორტი გვაქს,მაში რისივერთან უბრალოდ მიგვყავს კაბელი და ვუალა. თეფში სადღაც 20 ლარი ღირს თუ არ ვცდები. და გალოვკებს შორის სხვაობა მუშაობის სიხშირეებია როგორც ვიცი... ეგ ნორმალური რისივერ რა ღირს და ინტერნეტზე თუ მიაერთებ საიდან გაიზიარებს ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
დათო Posted January 3, 2012 Share Posted January 3, 2012 მეც მაქვს კითხვა. შეარინგი რომ გავაკეთო რა დამიჯდება სატელიტზე ცნობილი არხები რომ მქონდეს? მაგალითად მთვ დისქავერი და ასეთები. :rolleyes: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L1nux Posted January 3, 2012 Author Share Posted January 3, 2012 რა მაინეტრესებს და, tv-tuner მაქვს კომპში ჩაყენებული და ანტენა ვუყიდე, რაღაც იაფიანი, 7 ლარი ღირდა მგონი. ხოდა ძალიან ცუდად იჭერს, ძლივს აჩვენებს, ეგ ანტენა ტელევიზორში რომ შევაერთე უკეთესად აჩვენა აშკარად. და საკაბელო რიცივერი რომ შეავერთე კომპში მაშინაც კარგად აჩვენა. და რისი ბრალია, ტვ ტუნერი არ ვარგა თუ ანტენა, თუ საერთოდ ადგილის ბრალიც შეიძლება იყოს? ანუ მოკლედ რომ გკითხო, ანტენას გააჩნია როგორს ვიყიდი, რამე განსხვავება არის ჩვენების ხარისხში თუ ანტენა ყველა ერთნაირია? არასატელიტურ ანტენაზე ამბობ? სატელიტურზე თითოეულ გრადუსსაც მნიშვნელობა აქვს,1 გრადუსი და ან უკვე იკარგება ხარისხი თუ მთლიანად სიგნალი არა.ანტენა როგორ ვიცი (სატელიტური) ორი ტიპისაა ოფსეტური და პარაბოლური.გნსხვავება დახრის კუთხეშია და "დაჭერის პრინციპებში" ეგ ნორმალური რისივერ რა ღირს და ინტერნეტზე თუ მიაერთებ საიდან გაიზიარებს ? იდეაში ეს კლონებიც ნორმალურია რა HD არხები თუ არ გინდა მაშინ კლონებიც კარგად წავა და რაც შეეხება ehternetიან რისივერებს 150ლარამდე ჯდება ისინი.შარინგ ნაყიდი უნდა გქონდეს და პარამეტრებს მოგცემენ,(კაპიკები ჯდება ეგენი. მეც მაქვს კითხვა. შეარინგი რომ გავაკეთო რა დამიჯდება სატელიტზე ცნობილი არხები რომ მქონდეს? მაგალითად მთვ დისქავერი და ასეთები. მაგალითად მე ვაკეთებ ახლა(მეროე ანტენას ველოდები) 4$ თვეში და მთელი ნტვ+ პაკეტი ჩემია რომელშიც 3xx ძლიან მაგარი არხები შედის,აქედან ზოგი უფასოცაა... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Guest Posted January 3, 2012 Share Posted January 3, 2012 ხო არასატელიტურზე ვამბობ. ჩველებრივი, ჯოხებიანი როა მაგათ ააქვთ რამე მნიშვნელობა? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L1nux Posted January 3, 2012 Author Share Posted January 3, 2012 ხო არასატელიტურზე ვამბობ. ჩველებრივი, ჯოხებიანი როა მაგათ ააქვთ რამე მნიშვნელობა? რავი ხარისხი მაგათაც ხო უნდათ სატელევიზიო ანძასთან კავშირი ისინი იქიდან იღებენ სიგნალს :unsure: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Guest Posted January 3, 2012 Share Posted January 3, 2012 და ის მაინეტრესებს ეგენი არის რომელიმე მაგალითად კარგი ხარისხის რომელიც უკეთ დაიჭერს და უკეთეს ჩვენებას მომცემს თუ ყველა ერთნაირია და ერთნაირი ძალა აქვთ სიგნალის დაჭერის? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted January 3, 2012 Share Posted January 3, 2012 და ის მაინეტრესებს ეგენი არის რომელიმე მაგალითად კარგი ხარისხის რომელიც უკეთ დაიჭერს და უკეთეს ჩვენებას მომცემს თუ ყველა ერთნაირია და ერთნაირი ძალა აქვთ სიგნალის დაჭერის? ყველა ერთი რომ იყოს აღარ გამოუშვებდნენ სხვას :givi: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L1nux Posted January 3, 2012 Author Share Posted January 3, 2012 და ის მაინეტრესებს ეგენი არის რომელიმე მაგალითად კარგი ხარისხის რომელიც უკეთ დაიჭერს და უკეთეს ჩვენებას მომცემს თუ ყველა ერთნაირია და ერთნაირი ძალა აქვთ სიგნალის დაჭერის? ადრე ელეიავაზე იყიდებოდა "სეტკიანები" ელექტრო გამაძილერებლით იყო და უკეთესად იჭერდა (ჩვეულებრივ ანტენაზე ვამბობ) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Guest Posted January 3, 2012 Share Posted January 3, 2012 :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L1nux Posted January 3, 2012 Author Share Posted January 3, 2012 აი ახლა ვიყიდე დიდი დიღმისთვის, ნტვ+ პაკეტისთვის ისეთ აივანზე უნდა დავაყენეომრომ ან ეს უნდა დავაყენო,ან უნდე შევეგუო რომ მალე აღარ მექნება თეფში ეს მეორე პირელი იამალ 90Eზე მაქვს მიმართული Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Guest Posted January 3, 2012 Share Posted January 3, 2012 ოკ, გასგებია, ესეიგი მაინც არი მაგეებშიც ხარისხიანი და უხარისხო. ეს რაც მაქვს მაგარი საცოდავობაა. ძლივს იჭერს :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
My..ABASHA Posted January 3, 2012 Share Posted January 3, 2012 მეც ვაყენებ ჯიმა თებშებს ციფრული ძან მაგრია 80 ვრეკავ სიგნალს პროსტა ფასინების გატეხვა ვერ ვისწავლე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zekota Posted January 3, 2012 Share Posted January 3, 2012 მეც ვაყენებ ჯიმა თებშებს ციფრული ძან მაგრია 80 ვრეკავ სიგნალს პროსტა ფასინების გატეხვა ვერ ვისწავლე და არამარტო შენ აყენებ ჯიმა,,,მეც მიგულე ამ საქმეში,,, :dabolili: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
My..ABASHA Posted January 3, 2012 Share Posted January 3, 2012 ( L1nux) ფასიანი კანალების გატეხვა მასწავლე zekota ხოხ ფუ ეშმაკს მირექ წი სი(ვინ ხარ ბიჯო შენ) :ugly004: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zekota Posted January 3, 2012 Share Posted January 3, 2012 მაგალითად მე ვაკეთებ ახლა(მეროე ანტენას ველოდები) 4$ თვეში და მთელი ნტვ+ პაკეტი ჩემია რომელშიც 3xx ძლიან მაგარი არხები შედის,აქედან ზოგი უფასოცაა... და ეგ პაკეტი რამდენხან გიქაჩავს...? ნუთუ არ იბლოკებახოლმე..? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L1nux Posted January 3, 2012 Author Share Posted January 3, 2012 პრიველი პოსტი ჩასწორდა ( L1nux) ფასიანი კანალების გატეხვა მასწავლე zekota ხოხ ფუ ეშმაკს მირექ წი სი(ვინ ხარ ბიჯო შენ) მიგებლოკება ასეც და ისეც და რათ გინდა?4$ ნუ გენანება 1$იანებიც არის დაჟე და რადუგა 2.5 ღIრს და ეგ პაკეტი რამდენხან გიქაჩავს...? ნუთუ არ იბლოკებახოლმე..? 1 თვე არის 4$usb to rs232 მინდა ვდა ვერ ვიშOვე :( Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted January 3, 2012 Share Posted January 3, 2012 აჰა გავერკვიე მგონი კარგად რისივერის გარდა გალოვკები და გადამყვანები ჯდება 100 ლარი ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L1nux Posted January 3, 2012 Author Share Posted January 3, 2012 აჰა გავერკვიე მგონი კარგად რისივერის გარდა გალოვკები და გადამყვანები ჯდება 100 ლარი ? არა ჯამში მთლიანი ნაკრები თავაკი + თეფში თავის აქსესუარებთან ერთად (სამაგრი,ჭანჭიკები..) + DisEq + receiver კაბელის ფასი შენზე მომინდვია მარა კარგი კაბელი უნდა მაგ საქმეს ხო იცით :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted January 3, 2012 Share Posted January 3, 2012 არა ჯამში მთლიანი ნაკრები თავაკი + თეფში თავის აქსესუარებთან ერთად (სამაგრი,ჭანჭიკები..) + DisEq + receiver კაბელის ფასი შენზე მომინდვია მარა კარგი კაბელი უნდა მაგ საქმეს ხო იცით და რისივერი უბრალო ხო ? პარამეტრებს ვინ გაძლევს ? კომპი სულ ჩართული უნდა იყოს ? საიდან უნდა გაუწერო პარამეტრები Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L1nux Posted January 3, 2012 Author Share Posted January 3, 2012 და რისივერი უბრალო ხო ? პარამეტრებს ვინ გაძლევს ? კომპი სულ ჩართული უნდა იყოს ? საიდან უნდა გაუწერო პარამეტრები რისივერი ნებსმიერი წავა თუ HD ტელევიზორი არ გაქვს და უმაღლესი ხარისხი არ გინდა. პარამეტრებს გაძლევს თვითონ ის ვისგანაც ყიდულობ შარინგს. კომპი აძლევს გასაღებებს რისივერს რეალურ დროში,ანუ თუ ფასიან არხს უყურებ გინდა გასაღები ანუ ან კომპი ან ინეტი(პორტი თუ გაქვს) პარამეტრებს კომპის შემთხვევაში უწერ პროგრამიდან,რომელიც კომპზეა დაყენებული და მინიმალური რესურსი მიაქვს(newcamd ან მსგავსი) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.