სოსო Posted November 27, 2010 Share Posted November 27, 2010 იმის გამო რომ ძველი თემა მორალურად და ფიზიკურად მოძველდა გადავწყვიტე ახალი გაიდი დამეწერა დავიწყებ Nvidia ვიდეო დაფების აჩქარებით (რაზგონით) Nvidia ვიდეო დაფების აჩქარება ძირითადად ვინდოუსიდან ხდება და საკმაოდ ადვილია. თუმცა ბიოსიდანაც შეიძლება, ამისთვის ვიდეოს ბიოსი უნდა გადავფლეშოთ ახალ სიხშირეებზე თუმცა ეს სულ სხვა თემაა და დიდი აუცილებლობის გარეშე არ გირჩევთ. თუ როგორ ვაწვალოთ ვიდეოს ბიოსი აღწერილია ამ თემებში Nvidia-ს ვიდეოდაფის ბიოსის რედაქტირება-დაფლეშვა AMD-ATI-ს ვიდეოდაფების ბიოსის რედაქტირება-დაფლეშვა ესეც ბიოსის დაფლეშვის სახელმძღვანელო როგორ დავფლეშოთ მაზერის და ვიდეოს ბიოსი DOS-იდან ეხლა კი შევუდქეთ ვიდეოს აჩქარებას. ამისათვის შეიძლება უამრავი პროგრამის გამოყენება. მე განახებთ რამოდენიმე პროგრამის მაგალითს. პირველ რიგში მინდა გაჩვენოთ უძველესი და გამოცდილი Rivatuner რომლის ჩამოქაჩვაც შეიძლება აქედან პროგრამების ბაზა ამ ლინკზე ყველა საჭირო უტილიტა შეგიძლიათ ნახოთ რაც კი ოვერქლოქერს სჭირდება თუნდაც ამ თემაში მოყვანილი ყველა პროგრამა რაზედაც მადლობას ვუხდი kashmir-ს ან http://downloads.guru3d.com/RivaTuner-v2.09-download-163.html ალტერნატივაც არსებობს. საიტია ესეთი google.com ქვია შეიძლება გსმენიათ შეიძლება არა რომ კითხო ყველას სმენია, მაგრამ მე როგორც ვატყობ არავინ იცის როგორ გამოიყენოს ეს საიტი ჩამოვქაჩავთ პროგრამას დავაინსტალებთ და გავუშვებთ ამოაგდებს ასეთ ფანჯარას (ვეცდები მაქსიმალურად დეტალურად ავღწერო პროცესი რომ ზედმეტი შეკითხვები არ გაჩნდეს) წაიკითხეთ და თარგმნეთ და მერე დააწექით OK-ს ან პირდაპირ OK რის შემდეგაც ამოაგდებს ასეთ ფანჯარას აქ ჩვენ გვაინტერესებს დაბლითა customize და შემდეგ system settings ამის შემდეგ გამოჩნდება ახალი ფანჯარა რომელშიც უნდა მოვნიშნოთ Enable dirver-level hardware overclcoking თოლია (პწიჩკა) ამოხტება ფანჯარა სადაც ვირჩევთ detect now ღილაკს შემდეგ ჩამოვშლით ამ ფანჯარას და ვირჩევთ performance 3D-ს და ეგ არის. შემდეგი ნაბიჯი სიხშირების მომატებაა. სანამ სიხშირეებს მოვუმატებთ შეგვიძლია GPU-z პროგრამით შევამოწმოთ რა სიხშირეებზე მუშაობს ვიდეო დაფა. პროგრამის ჩამოწერა შეიძლება პროგრამების ბაზაში ასევე google.com გამოყენებით ან თუ არ იცით როგორ გამოიყენოთ ეგ საიტი მაშინ http://www.techpowerup.com/downloads/SysInfo/GPU-Z/ შეგიძლიათ პროგრამის უახლესი ვერსიები ნახოთ ამ საიტზე. პირდაპირ ლინკს არ დავდებ რადგან პროგრამის ვერსიები ხშირად იცვლება. როგორც სურათზე ვხედავთ ჩემი ვიდეო დაფა არის 8800 GTS 512 MB-იანი ვერსია რომელიც G92 core (GPU ბირთვზეა) დრაივერის ვერსია ლურჯად შემოხაზული 260.99-ია ნომინალური სიხშირეები შავად შემოხაზული Default Clock სიხშირეებია, რომლებიც მხოლოდ ვიდეოს ბიოსის დაფლეშვის შემდეგ შეიძლება შეიცვალოს ხოლო მწვანედ შემოხაზულია სამუშაო სიხშირეები, რომელბიც ვინდოუსიდან აჩქარების შემდეგ იცვლება ვნახეთ რომ ჩემი ვიდეო დაფის სიხშირეებია GPU Clock - 650 MHz, Memory Clock - 972 MHz ხოლო Shader სიხშირეებია 1625 MHz. AMD-ATI-ს ვიდეო დაფებსაც აქვთ შეიდერები თუმცა ისინი GPU სიხშირის ტოლია და მასთან ერთად აჩქარდება, ამიტომ AMD-ATI ვიდეო დაფების შემთხვევაში Shader clock-ს ცალკე ვერ გაზრდით (ასევე ცალკე არ აჩქარდება შეიდერები Nvidia-ს ვიდეო დაფებზე 8000 სერიის ქვევით). სანამ აჩქარებას დაიწყებთ უმჯობესია გაზარდოთ ვიდეო დაფის ქულერის ბრუნები (თუ რა თქმა უნდა ვიდეო დაფას აქვს ვენტილატორი - FAN). თუ თქვენი დაფა ე.წ. silent ვერსიაა შესაბამისად ვერაფერსაც გაზრდით . ვენტილატორის ბრუნვის კონტროლი შეიძლება ამ მენიუდან ვირჩევთ FAN, შემდეგ Direct control და შემდეგ უბრალოდ ვზრდით performance 3D ბრუნვის სიხშირეს და ვაწვებით Apply ღილაკს აქ მე მაგალითად გავზარდე 100%-მდე (ამ დროს ვიდეო დაფის ვენტილატორი ხმა მკვეთრად მატულობს). თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ ის სიხშირე რომელზეც ვიდეო არც ძალიან ცხელდება და არც ხმაური გაწუხებთ ზედმეტად. მოკლედ ვნახეთ სიხშირეები, დავაყენეთ ვენტილატორი (რომლის ბრუნვის სიხშირე შემდგომშიც შეგვიძლია შევცვალოთ თუ საჭიროა) და ვიწყებთ აჩქარებას RivaTuner პროგრამით. სიხშირეს ვუმატებთ 10-10 ერთეულით. Apply overclocking at windows startup ღილაკით შეგიძლიათ ავტომატური აჩქარება ჩართოთ ვინდოუსის ჩართვისთანავე რასაც არ გირჩევთ, თუმცა ნება თქვენია და შეგიძლიათ ჩართოთ როცა დარწმუნებული ხართ რომ ვიდეო დაფა თქვენს მიერ მითითებულ სიხშირებზე აბსოლუტურად სტაბილურია. ამ ღილაკს თუ არ მონიშნავთ ვინდოუსის ყოველ რესტარტზე ხელახლა მოგიწევთ სიხშირეების და FAN-ის ბრუნვის სიჩქარის დაყენება. უმჯობესია ცალცალკე მოვუმატოთ ყველა სიხშირეს თუ თოლია (პწიჩკა) Link Clock-ს მოვხსნით GPU და Shader-ების ცალ-ცალკე მომატების საშუალება გვექნება. მოვუმატებთ სიტყვაზე GPU სიხშირეს, ვაწვებით apply ღილაკს და შემდეგ გავუშვებთ პროგრამას ATItool, რომლის მოძებნა შეიძლება როგორც ზემოთ ნახსენებ საიტ google.com-ზე ასევე შეგიძლიათ ჩამოწეროთ ამ საიტიდან http://www.techpowerup.com/downloads/436/ATITool_0.26.html მოკლედ მოვუმატეთ მხოლოდ GPU სიხშირე, Apply და გავუშვით პროგრამა ATItool და ვაწვებთ ღილაკს scan for artifacts ამოხტება ახალი ფანჯარა რაც ნიშნავს რომ რეალურად პროგრამა ვიდეო დაფას ტვირთავს და ტესტავს სტაბილურობაზე მარცხენა ფანჯარა ბუსუსებიანი სურათით სწორედ ტესტია. Abort ღილაკით ჩვენ შეგვიძლია გამოვრთოთ ეს ტესტი სურათზე 53oC ნიშნავს რომ ჩემი ვიდეო დაფა ტესტის დროს ამ ტემპერატურამდე გაცხელდა. ასევე ტემპერატურის დიაგრამა მოცემულია სურათზე ზევით. ხოლო მარცხნივ დაბლა No errors ნიშნავს რომ შეცდომები ტესტირებისას არ მომხდარა. მოკლედ პრინციპი მარტივია ვუმატებთ ერთ კომპონენტზე სიხშირეს 10-20ერთეულით გავუშვებთ scan for artifacts ერთ-ორი წუთით ვაკვირდებით ტემპერატურას და შეცდომების არარსებობისას თუ ყველაფერი მოგვწონს Abort ღილაკი. შევდივართ ისევ RivaTuner პროგრამაში და ვზრდით ისევ 10-20 ერთეულით. და ვაგრძელებთ ასე სანამ არ ვიპოვით სიხშირეს რომელზეც გაჩნდება შეცდომები, მაგალითად ასეთ სურათს თვალსაჩინოებისთვის ჩემს სურათზე ვიდეო კარტა შეცდომების ზღვარს გასცდა. გირჩევთ ისეთი სურათი მიიღოთ რომელზეც ერთი წერტილიც კი არ არის ასეთი ხარვეზების. მას შემდეგ რაც ვიპოვით მაქსიმალურ GPU სიხშირეს გადავდივართ შეიდერებზე და ვიმეორებთ იგივეს. ვუმატებთ 10-20 ერთეულით ვაწვებით apply ღილაკს Rivatuner პროგრამაში და ვამოწმებთ Atitool პროგრამით. ზოგიერთ ვიდეო დაფაზე მქონია შემთხვევა როცა GPU და Shader-ებს ცალცალკე ვარაზგონებ მცირე აჩქარებაზეც ვიღებ შეცდომებს, ამიტომ ზოგჯერ შეიძლება ჯობია GPU და Shader სინქრონულად ავაჩქაროთ Link Clock მონიშნული ღილაკით და მხოლოდ შემდეგ განვაცალკევოთ, სულ ბოლოსკენ, თუ ვიდეო დაფის ბოლომდე გაწურვა გვინდა. როცა მოვრჩებით ვიდეო დაფის GPU ნაწილს შეგვიძლია ვიდეო მეხსიერებაზე გადავიდეთ - Memory აქაც ზუსტად იგივეა ვუმატებთ 10-20 ერთეულით ვაწვებით apply ღილაკს Rivatuner პროგრამაში და ვამოწმებთ Atitool პროგრამით. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ მაქსიმალურად სტაბილურ სიხშირეებს რომლებზეც ვიდეო დაფა შეცდომებს არ აგდებს ასე 2-3 წუთის განმავლობაში როგორც ხედავთ ჩემი ვიდეო აჩქარებულია ასე GPU - 756MHz Memory - 1058MHz Shader - 1890MHz ხოლო პროგრამა AtiTool შეცდომებს არ აგდებს Default სიხშირეები არ შეცვლილა და როგორც გითხარით ისინი მხოლოდ ვიდეოს ბიოსის დაფლეშვის შემდეგ იცვლება. შემდგომში ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ ვიდეო სტაბილურობაზე პროგრამით Furmark რომელიც ადვილად იძებნება საიტ Google.com-ზე ან მისი ჩამოტვირთვა შეიძლება ამ საიტიდან http://downloads.guru3d.com/FurMark-1.8.2-download-2523.html ასევე ვიდეოს სიხშირეების სტაბილურობის შესამოწმებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ რომელიმე თამაში, თუ თამაშისას სისტემა გახდა არასტაბილური შეგვიძლია სიხშირეები კიდევ დავუკლოთ. აჩქარების, გართობის, ბენჩირების და სხვა პერიპეტიების შემდეგ თუ ჩვენ გვინდა რომ ვიდეო დაფა ისევ ნომინალურ ანუ ქარხნულ ანუ ვიდეო ბიოსის სიხშირეებზე ჩამოვიყვანოთ პროგრამაში RivaTuner ვაწვებით ღილაკს Defaults ასე და ამგვარად აჩქარდება და ჩამოჩქარდება ვიდეო დაფა პროგრამით Rivatuner. მინდა გითხრათ რომ Nvidia-ს GTX400 სერიის და შესაბამისად GTX500 სერიის ვიდეო დაფები ამ პროგრამით არ აჩქარდება!!! და ალბათ მოგვიწევს ახალი ვერსიის ლოდინი. როგორც გითხარით არსებობს უამრავი ალტერნატივა უფრო მარტივი ინტერფეისით და იგივე შესაძლებლობებით. მაგალითად Evga precision, რომელიც ოფიციალურ საიტზე ვრცელდება უფასოდ http://www.evga.com/precision/ თუმცა ჩამოწერისთვის რეგისტრაციაა საჭირო. არსებობს ალტერნატივაც Google.com ან მაგალითად ეს საიტი http://downloads.guru3d.com/eVGA-Precision-2.0.0_d2611.html ჩამოვწერთ დავაინსტალებთ გავუშვებთ პროგრამის ინტერფეისი ძალიან მარტივია Apply at windows startup ღილაკს თუ მოვნიშნავთ სიხშირეები ავტომატურად მოიმატებს ვინდოუსის ჩართვისთანავე. თუ არადა ყოველ რესტარტზე ხელახლა მოგიწევთ ვიდეო დაფის აჩქარება. Link ღილაკით თქვენ შეგიძლიათ ერთად ან ცალცალკე დააჩქაროთ GPU და Shader სიხშირეები. Auto ღილაკის ჩართვა გამორთვით შეგიძლიათ ხელიT მიუთითოთ ვიდეო დაფის FAN-ის ბრუნვის სიხშირე. Sync ღილაკი gამოიყენება ორი ან მეტი ვიდეო დაფის შემთხვევაში, როცა გვინდა ცალცალკე ან ერთად ავაჩქაროთ ვიდეო დაფები. ამ შემთხვევაში ერთი ვიდეო დაფა მაქვს. და არის მხოლდო GPU 1 ორი ვიდეო დაფის შემTხვევაში იქნება GPU 1 2 და ა.შ. შემდგომში ტაქტიკა იგივეა ვუმატებთ სიხშირეებს ვაწვებით ღილაკს Apply და ვტესტავთ პროგრამით AtiTool Reset all ღილაკით ყველაფერი განულდება. არსებობს ასევე პროგარამა MSI Afterburner რომელიც ასევე უფასოდ ვრცელდება ოფიციალურ საიტზე http://event.msi.com/vga/afterburner/download.htm ჩამოწერთ დააინსტალებთ და გაუშვებთ აქაც ინტერფეისი ძალიან მარტივია გვაქვს Link ღილაკი GPU და Shader სიხშირეების ცალცალკე ან ერთად სამართავად User Define ღილაკი Fan Speed სამართავად ასევე Apply Overclocking at system startup ღილაკი იცით რისთვისაც აქ ასევე არის Core voltage ვიდეო დაფის ძაბვის სამართავად და მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ ციფრული ფაზებით ვიდეო დაფების შემთხვევაში. ასეთი დაფებია ჯერჯერობით AMD-ATI 5000 და 6000 სერიის დაფები და Nvidia GTX400 და GTX500 სერიის დაფები. იმისთვის რომ ძაბვის მართვა შესძლოთ უნდა გაააქტიუროთ ეს ფუნქცია შეხვალთ setting-ებში და იქ General განყოფილებაში მონიშნავთ სამ თოლიას (პწიჩკას) რომლებიც სურათზე წითელ ჩარჩოშია ჩასმული. AMD-ATI AMD-ATI დაფების შემთხვევაში RivaTuner და MSI Afterburner პროგრამები მუშაობენ უპრობლემოდ. EVGA არ მუშაობს. ასევე AMD-ATI დაფების აჩქარება Catalyst Control Center-ით და AtiTool პროგარმითაც შეიძლება. მინდა ავღნიშნო რომ პირადად Nvidia-ს მომხამრებელი უფრო ვარ თუმცა ძალიან დიდ პატივს ვცემ ATI-ს ვიდეო დაფებს. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ხელში ჩამივარდა Power_Vano-ს HD4850. საერთოდ ატის HD4000 და მით უმეტეს HD5000 და HD6000 სერიის ვიდეო დაფები იმის დასტურია რომ კომპანია ვიდეო დაფების სერიოზული მწარმოებელია და რომ არა დრაივერების პრობლემა Nvidia ძალიან შორს იქნებოდა ATI-ს წარმადობისგან (ჩათვალეთ ჩემი სუბიექტური აზრია ). რაც შეეხება აჩქარებას, პირადად მცირე გამოცდილება მაქვს მაგრამ მაინც ვეცდები დეტალურად ავხსნა. AMD-ATI ვიდეო დაფების აჩქარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი RivaTuner რჩება. როგორც გითხარით ამ დაფების აჩქარება შეიძლება MSI Afterburner და Catalyst Control Center-ითაც მაგრამ გირჩევთ არც გაუშვათ ეს პროგრამები სანავ RivaTuner-ით არ ცდით და ამას შემდგომში ნახავთ რატომაც. როგორც გითხარით RivaTuner ძველი პროგრამაა და ბოლო ვერსია 2009 წლის თებერვალში გამოვიდა ამის გამო პროგრამას აქვს მაქსიმუმ HD4870-ის მხარდაჭერა. იმისათვის რომ პროგრამამ მაგალითად HD4770 და HD4890 ან HD5000 სერიის დაფები აღიქვას უნდა შევძვრეთ დირექტორიაში სადაც დაინსტალებულია Rivatuner-ი. ჩემთან მაგალითად ეს დირექტორია არის C:\Program Files\RivaTuner v2.24 ამ დირექტორიაში უნდა მოვძებნოთ ფაილი RivaTuner.cfg რომელიც უნდა გავხსნათ Notepad-ით ამ ფაილში ვეძებთ ნაწილს [GPU_1002] აქ ბოლოში ვხედავთ ტექსტს RV770 = 9440h-9443h,944Ch სწორედ ამ ტექსტს უნდა დავუმატოთ რამოდენიმე სიმბოლო 6896h,68B8h,68bEh,6899h საბოლოო ჯამში ფაილი ასე უნდა გამოიყურებოდეს და სულ ეგ არის. თუ 4770 და 4890 ვიდეო დაფების შემთხვევაში ამან არ იმუშავა დაუმატეთ ბოლოში ტექსტი 94B3h მძიმის შემდეგ , - მძიმე ანუ სასვენი ნიშანი პროგრამა უკვე აღიქვამს ახალ ვიდეო დაფებსაც. ამ ფოკუსის არსი იმაში მდგომარეობს რომ ყველა ეს ვიდეო დაფა ერთ არქიტექტურაზეა აგებული და სამწუხაროდ არ ვიცი მუშაობს თუ არა ეს ფოკუსი HD6000 სერიაზე. სავარაუდოდ არ უნდა იმუშაოს მაგრამ ვნახოთ რა გამოჩნდება მომავალში მოკლედ ახალი ვიდეო დაფების შემთხვევასი მოვახდენთ ფაილის RivaTuner.cfg მოდიფიკაციას შევინახავთ და ეგ არის. თუ თქვენი ვიდეო დაფა 4870 ან უფრო ძველია შეგიძლიათ არ იწვალოთ. ამის შემდეგ ვიწყებთ აჩქარებას. AMD-ATI შემთხვევაში RivaTuner-ით აჩქარება იგივე პრინციპით მიდის მცირედი განსხვავებით როგორც ხედავთ აქ მარტო ერთი Costumize ღილაკია და იქ ვირჩევთ Low-level system settings და მოვნიშნავთ ღილაკს Enable Low-level Hardware overclocking როგორც ხედავთ აქ შეიდერები არა გვაქვს ისევე როგორც GPU-z სურათში. შემდგომში პრინციპი იგივეა ვუმატებთ სიხშირეს მცირედ მხოლოდ ერთ კომპონენტზე Apply ღილაკი და შემდეგ ვტესტავთ AtiTool პროგრამით ზუსტად ისევე როგორც Nvidia ვიდეო დაფების შემთხვევაში. აქაც შეგვიძლია FAN-ის ბრუნის კონტროლი თუმცა სურათი მცირედ განსხვავდება Enable Low-level FAN Control შემდეგ მოვნიშნავთ Fixed თოლიას, ვუმატებთ სასურველ სიხშირემდე ბრუნებს და ბოლოს Apply. აქაც გვაქვს Default მნიშვნელობებზე ჩამოყრის ფუნქცია და Apply overclocking at windows startup ფუნქცია (ეს ღილაკი Overclocking ნაწილშია მაგრამ მიხვდით ამას როგორმე ) მოკლედ ამ პროგრამით ვიდეოს აჩქარების პრინციპი იგივეა. ეხლა განახებთ შედეგეს ეხლა რატომ განახეთ ეს შედეგი?! როგორც გახსოვთ ტავიდანვე ავღნიშნე რომ RivaTuner აჩქარებისთვის უმჯობესია. სამწუხაროდ AMD-ATI ტავის ვიდეო დაფებს უბლოკავს ბიოსს რათა ჩვენ ვერ შევძლოთ ვიდეოს აჩქარება იმაზე მეტად ვიდრე ეს მწარმოებელს სურს. RivaTuner-ს შეუძლია ამ ბლოკისთვის გვერდის ავლა, არსებობს საშუალებები თუ როგორ მოვხსნათ ბლოკი და სხვადასხვა მოდელზე სხვადასხვა შეიძლება იყოს გზა. ერთ-ერთი უმარტივესია სხვა ბიოსით დაფლეშვა. თუმცა შეგვიძლია დაფლეშვის გარეშე ვცადოთ RivaTuner პროგრამით. როგორც ხედავთ სურათზე GPU სიხშირე დაყენებული მაქვს 758MHz-ზე რასაც ადასტურებს GPU-z სურათიც. ეხლა ვნახოთ MSI Afterburner პროგრამა. როგორც ხედავთ ზღვარი ვიდეოს ბიოსში ამ ვიდეო დაფაზე არის 750MHz რომლის ზევით პროგრამა MSI Afterburner აჩქარების საშუალებას არ მაძლევს თუმცა დაფას როგორც ვნახეთ მეტიც შეუძლია. მოკლედ ასეთი ვარიანტია ცადეთ RivaTuner ან დაფლეშეთ ბიოსი სხვა ვერსიით რათა შეძლოთ ზღვარის გადალახვა. აჩქარების პრინციპი MSI Afterburner პროგრამაში ზუსტად იგივეა როგორც Nvidia დაფების შემთხვევაში. ასევე აქაც ვხედავთ რომ Shader-ებს ცალკე ვერ ავაჩქარებთ. აქაც ძაბვის მატებისთვის საჭიროა ვიდეო დაფა ციფრული კვების ფაზებით (HD5000 ან HD6000 სერიის დაფები) და რათქმა უნდა Settings განყოფილებაში უნდა მოვნიშნოთ სამი თოლია (პწიჩკა) Unlock voltage Control Unlock voltage Monitoring Force Constat voltage სინამდვილეში მხოლოდ პირველია საჭირო მაგრამ ბოლო ორიც არ არის ურიგო თუნდაც ძაბვის მონიტორინგისთვის. იგივე პრინციპით ხდება აჩქარება Catalyst Control Center-ით. Ati overdrive განყოფილებაში დააკლიკეთ ერთ ღილაკს რომელზეც სურათს აწერია Locked და ეგ არის თქვენ RivaTuner-ით შორს ვეღარ წახვალთ სამაგიეროდ Catalyst Control Center-ით შესძლებთ ბიოსის ზღვრამდე ჩემს შემთხვევაში GPU - 750MHz სიხშირემდე ხოლო Memory - 1150MHz სიხშირემდე აჩქარებას (თქვენს ვიდეო დაფაზე იგივე ციფრები არ იქნება და მაქსიმალური ციფრები დამოკიდებულია ვიდეო დაფის მოდელზე). აქაც გვაქვს ქულერის ბრუნის სიხშირის კონტროლის საშუალება, ამისათვის Enable manual FAN control შემდეგ ცვლით სიხშირეებს Apply და ბოლოს ტესტავთ AtiTool პროგრამით. დატსეტვა შეგიძლიათ ასევე Furmark პროგრამით ან ნებისმიერი თამაშით და ბენჩმარკით. ვიდეოს დაფის აჩქარებისთვის სხვა პროგრამებიც არსებობს თუმცა პრინციპი ყველგან ერთია და აჩქარებისთვის რომელ პროგრამას აირჩევთ ეს უკვე თქვენს ნებაზე და გემოვნებაზეა. წარმატებულ ვიდეო აჩქარებას გისურვებთ. სოსო ექიმი :) 8 Link to comment Share on other sites More sharing options...
sauron Posted November 27, 2010 Share Posted November 27, 2010 საღოლ სოსო, მაგარია მაგრამ ჩემთან ფანის კონტროლი არ აქ, არც გრადუსებს ანახებს არცერთი პროგრამა Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted November 27, 2010 Author Share Posted November 27, 2010 საღოლ სოსო, მაგარია მაგრამ ჩემთან ფანის კონტროლი არ აქ, არც გრადუსებს ანახებს არცერთი პროგრამა silent ვერსია გექნება ვიდეო დაფის ან იმდენად ძველია რომ არ კონტროლდება ბრუნვის სიხშირე ასევე ძველ ვიდეო დაფებზე არ არის ტემპერატურის სენსორი (მგონი Nvidia-ს 6000 სერიის მერე გაჩნდა) რის გამოც პროგრამა ტემპერატურას GPU-ზე არ გაჩვენებს. ახალ დაფებს უკლებლივს ყველას აქვს ტემპერატურის სენსორი ზუსტად ვიცი რომ ATI 3000 სერიის და ნვიდია 8000 სერიის ვიდეო დაფებიდან მოყოლებული ყველას აქვს ტემპერატურის სენსორი (უფრო ძველებს რომლებს აქვთ არ ვიცი ნამდვილად) ხოლო ვენტილატორის ბრუნვის სიხშირე თუ FAN არა აქვს რა თაობაც არ უნდა იყოს ვერ დარეგულირდება :) Link to comment Share on other sites More sharing options...
sauron Posted November 27, 2010 Share Posted November 27, 2010 ლოლ დეფაულტზედ ერორებს ყრის ის ვიცი რომ ქულერი არ მივარგა და მაგის ბრალი იქნება ხო სხვა არაფრის? Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted November 27, 2010 Author Share Posted November 27, 2010 ლოლ დეფაულტზედ ერორებს ყრის ის ვიცი რომ ქულერი არ მივარგა და მაგის ბრალი იქნება ხო სხვა არაფრის? დეფოლტებზეც ვერ ქაჩავს? საღოლ ეტყობა დაზიანებულია GPU :) Link to comment Share on other sites More sharing options...
sauron Posted November 27, 2010 Share Posted November 27, 2010 არა რა Gpu, დაზეთვა ჭირდება ხოლმე ქულერს და კაი 3-4 თვეა არ დამიზეთია, ზამთარი მოვიდა და მაგ პონტში გამიხეთქე გული რა :xelitavi: Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted November 27, 2010 Author Share Posted November 27, 2010 არა რა Gpu, დაზეთვა ჭირდება და ხოლმე ქულერს და კაი 3-4 თვეა არ დამიზეთია, ზამთარი მოვიდა და მაგ პონტში გამიხეთქე გული რა კი როცა ცხელდება მაშინაც ყრის ერორებს კაი გაგრილებით უფრო მაღალ სიხშირეზე რაზგონდება ძაბვის მატების გარეშე Link to comment Share on other sites More sharing options...
sauron Posted December 26, 2010 Share Posted December 26, 2010 ცორე ქლოქ რომ ვუმატებ ასე მიწერს მაგის ქვემოთ ტესტ რომ წერია მაგას ვატარებ და თავისით აყენებს 627 ზე, ამის მაღლა აღარ მიაქვს ხოლო მემორი ქლოქ კიდე ადგილიდან არ იძვრი, უფრო სწორად ვუმატებ მერე ისევ ესე მიწერს ტესტს ვატარებ დაბლა და დეფაულტზე აყენებს, ნეტა რატო? თვითონ ჩემი ვიდეო არარეფერნს მოდელია, კარგა გვარიანი ქარხნული რაზგონი აქვს Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted December 26, 2010 Author Share Posted December 26, 2010 ატი რადეონზე იცის მასეთები დაცვა აქვთ ხოლმე ჩართული რადეონის ვიდეო კარტებს ცადე აბა catalyst control პანელიდან დარაზგონება Link to comment Share on other sites More sharing options...
sauron Posted December 26, 2010 Share Posted December 26, 2010 ატი ოვერდრაივ არ აქვს 10.2 ვერსია მიყენია დრაივერის, მეტი არც მიდის Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted December 26, 2010 Author Share Posted December 26, 2010 მაშინ ati tools სცადე ძველ კარტებს მაგითიც ვარაზგონებდი Link to comment Share on other sites More sharing options...
Vako™ Posted December 26, 2010 Share Posted December 26, 2010 მაგარი სტატიააა სოსო. გამომადგება ჩემი ვიდეოს დასარაზგონებლად ) Link to comment Share on other sites More sharing options...
sauron Posted December 26, 2010 Share Posted December 26, 2010 ქულერი მიშლის ხელს, გაფუჭებულია, აი ესეთი კარტა მაქვს, საილენტ ვერსია და როგორ გავაგრილო? რადიატორი რომ მოვხსნა ამის ზომას ვერაფერს ვერ ვნახავ მსგავსს? ან სხვა გზა არესებობს? Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted December 26, 2010 Author Share Posted December 26, 2010 არსებობს სხვა ქულერები ცალკე იყიდება და უნდა ნახო შენს კარტას თუ ერგება და შეგიძლია ის დაუყენო Link to comment Share on other sites More sharing options...
bekuna Posted December 26, 2010 Share Posted December 26, 2010 რა საცოდაობაა პ.ს. ფრეპსი ჩართეთ და ისე გატესტეთ აბა ატიტულში გაგისკდებათ გული :D Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted December 27, 2010 Share Posted December 27, 2010 egeti shecdomebi gamocveulia koveltvis zedmeti shader an memory sixshirit GPU ubralod gachedavda Link to comment Share on other sites More sharing options...
love_gaming Posted January 8, 2011 Share Posted January 8, 2011 ეს ატიტული მაგიჯებს 3 ვიდეო ვცადე და 3 ემ დეაფულტ ში ერორები ამოაგდო.მიშველეეეეეთ:) Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted January 10, 2011 Author Share Posted January 10, 2011 30-მდე ვიდეო კარტა დამირაზგონებია და დეფოლტებზე არასდროს ყრიდა ერორებს თუ დეფოლტებზე ერორებს ყრის გამოდის ვიდეო კარტაა გაფუჭებული მაგრამ ასე სამივე როგორ გაფუჭდა? ვერ გავიგე მეორე ვარიანტია კვების ბლოკი არ ყოფნიდეს მაგრამ შენ რაც ვიდეოები ჩამოთვალე ზოგს საერთოდ არ უნდა ბევრი სიმძლავრე მოკლედ შესაძLოა რამე პროგრამული პრობლემაა ფურმარკითაც შეგიძლია დატესტო ვიდეო სტაბილურობაზე Link to comment Share on other sites More sharing options...
love_gaming Posted January 10, 2011 Share Posted January 10, 2011 სოსო ფურმარკითაც დავტესტე და მსი კამბუსტერიტაც..ძაბვა ახალი მაკ 400 იანი..და იმენა ატიტული ხან ყრის ხან არა ერორებს...და მომენტ თუ გაფუჟებულია გარანტიით მაქ და დავაბრუნო?რას მირჩევ?ერორებს აგდებს 2 წერტილს მარტო ყვიტელს Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted January 10, 2011 Author Share Posted January 10, 2011 furmark მაგ პროგრამითაც დატესტე ორ წერტილს თუ აგდებს ეგ რა ერორია მე მეგონა გაგავსო არტეფაქტებით თამაშები გაუშვბი ბენჩMარკები და ნახე რას იზავს როცა ვერ ქაჩავს რაზგონს ეკრანს დაგიფრიზავს ან თამაშს გაგიჭედავს Link to comment Share on other sites More sharing options...
love_gaming Posted January 10, 2011 Share Posted January 10, 2011 :D აუ მე მეგონა 2 წერტილს ან წერტილს რო აგდებდა უკვე ერორები იყო...ფურმარკიტ დავტესსტე და 9800 ის გპუ 690 ზე ავიდა shader 1650 da memory 1000 ..ანუ ნორალულია ხო??????ფურმარკიტ არანაირი ხარვეზი არ ამოაგდო ამ სიხშირეებზე.ტამაშებს კიდე just cause 2 yvelafers vumateb da dzalian magra miaq.xarvezi ar damifiqsirebia .anu kaia ara?? Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted January 10, 2011 Author Share Posted January 10, 2011 კი თუ მიაქვს და თამაშს არ ჭედავს რა გინდა მეტი? ორი კვადრატი არაფერს ნიშნავს Link to comment Share on other sites More sharing options...
love_gaming Posted January 10, 2011 Share Posted January 10, 2011 აა ეხლა გავიგე ყველაფერი..როცა ატიტულით ვტესტავ ძალიან პატარა ხარვეზი თვითონ ევგაშიც ჩანს.ანუ ეგ არაფერია ....კაი სპასიბა სოსო გაიხარე Link to comment Share on other sites More sharing options...
soro_tm Posted May 16, 2011 Share Posted May 16, 2011 (edited) გამარჯობათ გთხოვთ დამეხმაროთ, წინასწარ დიდი მადლობა, მაინტერესებს ღირს თუ არა აი ამ მონაცემების მქონე კომპის დარაზგონება? Edited May 16, 2011 by soro_tm Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted May 17, 2011 Author Share Posted May 17, 2011 კი ღირს საკაიფო კომპია და რაზგონზეც იქნება შესამჩნეი სხვაობა თუმცა აი მაზერის რა გითხრა სახელი საეჭვოდ გრძელია და შეიძლება რაზგონის ფუნქციები არ იყოს ბიოსში Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts