Jump to content

USB Flash


Recommended Posts

გაუმარჯოს ბიჭებო! მოკლედ, Silicon Power-ის ფლეშკა მაქვს 16GB-იანი, USB 3.0, ხოდა საქმე ისაა, რომ ინფორმაცია, რაც მქონდა

ყველაფერი ალბათ წაიშალა. "ალბათ" იმიტომ, რომ როცა ვაერთებ კომპიუტერში კომპიუტერი მიჩვენებს, რომ მეხსიერების რაღაც ნაწილი დაკავებულია,

ზუსტად იმდენი, რამდენიც წაშლამდე, უფრო სწორად, გაქრობამდე იყო. თან კიდევ კომპიუტერში რომ ვაერთებ კასპერსკი იწყებს ფლეშკის სკანირებას და ზუსტად იმ

ფაილებს ასკანირებს რაებიც მეწერა.

პრობლემა ისაა, რომ ამ ფაილებს უბრალოდ არ აჩვენებს, გაქრა, მაგრამ მოცულობა მაინც დაკავებული აქვს... შეიძლება ამ ინფორმაციის აღდგენა? ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის... :)

P.S ფლეშკა დავირუსებული არაა.

იქნებ რამე მირჩიოთ. :)

Link to comment
Share on other sites

იქნებ ეს გეცადა, შედი control panel-ში და ნახე Folder options შემდეგ გადადი View-ზე და აქ რაც არის მონიშნული ეგ მონიშნე

53294341136724792688.jpg

მემგონი უჩინარი გახადა ფაილები რაიმე ვირუსმა ან პროგრამამ და ვეღარ ხედავდი მაგიტომ, თუ ეგრეა ეს უშველის

Link to comment
Share on other sites

გავაკეთე ეხლა ეგრე და არაფერი ქნა, ისევ ისეა. :(

ვერაფერს ვუშველი?? რაღაც აღსადგენი პროგრამა ან რამე ეგეთი არსებობს??

აუ არადა გავგიჟდები რაა... 5 წლის მასალა მაქვს ჩაწერილი...

Link to comment
Share on other sites

ეს გადაწერე და გაატარე ფლეშზე http://www.filehippo.com/download_recuva/download/538dee0c339f04561301a77744a5fc60/

Link to comment
Share on other sites

ბაზარი არაა გავატარებ, მაგრამ რამე ხომ არ დაემართება?

ძაანაც არ ვაწვალებ... მეშინია არ გავაუარესო მდგომარეობა...

Link to comment
Share on other sites

ნამდვილად არაა დავირუსებული? ტვინი წაიღეს მაგ ვირუსით უნივერსიტეტში :D ეგრე მალავს ფაილებს ფლეშკაზე და მერე ხელით უნდა გადაყარო სხვა პაპკაში ..

ხოსიტომ რომ დაგიდო სურათი , რაც მოგინიშნა იმის ქვევით მესამეს მოუხსენი "თოლია" და თუ ის ვირუსია მე რაზეც ვთქვი , მაშინ გამოჩნდება (ნუ შეიძლება ვირუსი უკვე წაშლილი იყოს მარა პაპკები მაინც ეგრე რჩება ხოლმე)

Link to comment
Share on other sites

ვქენი ეგრე ჯამბო, მარა ძვრა არ აქვს...

ხო უნივერსიტეტში ძაან გავრცელებულია ეს პრობლემა, თან პრეზენტაციები მაქვს და ამის გამო რას აღარ ვაკეთებ, დავიტანჯე... :D

მოკლედ, თავიდან იდეალურად მუშაობდა ფლეშკა, მაგრამ ერთს ვათხოვე და იმის მერე რასაც ქვია დაენძრა... რომ მომცა შევაერთე კომპში და

კასპერამ ეგრევე ვირუსები ამოაგდო ძალიან ბევრი, მერე დაასკანირა და აი მაგის მერეა, რომ გაქრა ინფორმაცია, არადა მოცულობა ზუსტად იგივეა, რაც აქამდე ქონდა...

Link to comment
Share on other sites

მაშინ აღმდგენი პროგრამით ცადე ..

recuva-ს ლინქი დაგიდო ზემოთ ხოსიტომ , მე recovery my files ვიყენებ ხოლმე მსგავს შემთხვევებში

Link to comment
Share on other sites

კაი მაშინ ერთ კითხვას დაგისვამ: როგორ ფიქრობ, მეთვითონ ვცადო პროგრამებით ინფორმაციის აღდგენა, თუ წავიღო პროგრამისტებთან და იმათ ვანახო (მთლად რომ არ გავაუარესო სიტუაცია)?

Link to comment
Share on other sites

რა ქენი იცი? მარჯვენა კლიკი და დაარქივე გადმოიტანე დესკტოპზე მერე ამოაარქივე ერთ ფოლდერში ფლეშკა დააფორმატე და ისევვ გადაყარე ფლეშკაზე

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.