NEIRON Posted November 1, 2010 Share Posted November 1, 2010 LED მონიტორი(მანათობელი ნახევარგამტარებისგან შემდგარი მონიტორი) შედგება 2 ნაწილისგან:მანათობელ ნახევარგამტართაგან და მართვის სისტემისგან. მართვის სისტემა შემდეგი ელემენტებისგან შედგება:კომპიუტერი,მმართველი კარტა,ინფორმაციის გადამცემი ტექნოლოგია. მთავარ ელემენტს სისტემაში მანათობელი ნახევარგამტარი წარმოადგენს,ფერთა გამის აღსაბეჭდათ,ისევე როგორც lsd dდა სხვა მონიტორებში 3მანათობელი ნახევარგამტარი გამოიყენება: წითელი, ცისფერი, მწვანე.რამოდენიმე ფერთა შერწყმით ვიღებთ პიქსელს,ამგვარ ნახევარგამტარებისგან შედგება მოდული ანუ მარტრიცა,რომელიც რამოდენიმე ასეთი პუკსელებისაგან შედგება.მოდულთა გაერთიანებით ბლოკი მიიღება,ბლოკებიოსაგან კი ხდება მანათობელი ნახევარგამტარებისაგან შემდგარი ეკრანი. მანათობელი ნახევარგამტარიყველაზე ეკონომიური და ეფექტური განათების საშვალებაა,განათების სიმძლავრის მიხედვით იგი 5 ჯერ უფრო უკეთ ანათებს,ვიდრე ჩვეულებრივი „ვოლფრამის მაფთულმქონე“ ნათურები. შუქდიოდიLED (Light Emitted Diod) ნახევარგამტარი ხელსაწყოა,სინათლის წყაროა,რომელიც ელექტროენერგიას სინათლედ გარდაქმნის.შუქდიოდი შედგება 1 ან რამოდენიმე კრისტალისგან რომელიც გვაძლევს ნათებას.მისი განათება დამოკიდებულია კრისტალის შემადგენლობაზე,რომელიც რეფლექტორიდან ირეკლება,გაივლის ლინზას და სხეულს,რის საშვალებითაც იძლევა ოპტიკურ გა მოსხივებას,რომელსაც აღიქვამს ადამიანის თვალი. SMD ტექნოლოგია არის შუქდიოდის დამზადება(ჩასმა) მეტალის კორპუსში და შ უშის ლინზით . LED ტექნოლოგია არის ნახევარგამტარის პლასტმასია კორპუსში ჩასმა. მისი ნათების ძალა იზომება კანდელებში( Kd).შუქდიოდთა უმეტესობა ანათებს 103კანდელი/მ2 სიმძლავრით.საუკეთესო ნიმუშები კი 105 კანდელი/მ2. დღესდღეობით შუქდიოდთაგან მზადდება მონიტორები,რომლებიც მონოქრომულ გარკვეული სიგრჩის შუქს ასხივებენ .ლურჯი 515-530 ნმ,წითელი 630-670ნმ,ცისფერი 430-470ნმ. პიქსელი( picture element-გამოსახულების ელემენტი),იგი წარმოადგენს შუქდიოდთა მონიტორის ელემენტარუს ფერად წერტილს,რომელთა შერწყმა ქმნის გამოსახულებას. ფიზიკური პიქსელი 3 სხვადასხვანათებისმქონე შუქდიოდთაგან შემდგარი ნაწილია.მას აქვს სხვადასხვა ზომა და დამოკიდებულია იმაზე თუ რა შუქდიოდს და მათ რა ოდენობით გამოიყენებენ.შუქდიოდთაგან შემდგარ მონიტორზზე გასათვალისწინებელია:პიქსელის ზომა,პიქსელის შაგი(დაშორება) პიქსელთა კამასუტრის რამოდენიმე კონფიგურაცია არსებობს: ვირტუალური პიქსელი(დამატებითი პიქსელი) ფორმირდება პროგრამულ-აპარატული მეთოდის დახმარებით გარკვეულ შუქდიოდთაგან,რომლებიც განლაგებულია მეზობელ ფიზიკურ პიქსელებში.იგი იძლევა მონიტორის გარჩევადობის გაზრდას,რის გამოც მატულობს გამოსხულების ხარისხი,განსაკუთრებით დინამიურ რეჟიმში. ვირტუალური პიქსელს დადებითი მხარეების გარდა აქვს უარყოფითიც:გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია ზოგიერთ შემთხვევაში,როცა „გადის“ ვიდეოინფორმაცია ან „მონაკვეთი“ ფერთა „ტალღისებური“ გადასვლით. შუქდიოდთა მოდული(მატრიცა) შუქდიოდთა მატრიცა -განსაზღვრული შუქდიოდთა რაოდენობა მონიტორის გარკვეულ ზედაპირზე.მას იყენებენ დიდ მონიტორთა დამზადებაში,მონიტორის ქუჩაში დამონტაჟებისას გააჩნია წყალმედეგობის ფუნქციაც. ბლოკი-მეტალის კონსტრუქცია,რომელზეც მონტაჟდება მატრიცა,კვების ბლოკი,მართვის პლატა.ბლოკებისგან შედგება ეკრანი,მისი ასეთი განლაგება საშვალებას იძლევა დამზადდეს მონიტორი ნებისმიერი ზომის,+ ამას შეინარჩუნოს მობილურობა და აადვილადშეკეთების უნარი. ლედ მონიტორის დამზადების ტექნოლოგია: საინტერესოა: Organic Light-Emitting Diode მონიტორი 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.