NEIRON Posted November 1, 2010 Share Posted November 1, 2010 პრინტერებში იყო გამოყენებული გამოსახულების შექმნის ისეთი მეთოდი,როგორიც კოპირების აპარატებში.კოპირების აპარატში ეს ხდებოდა ლამპის დახმარებითლაზერულ პრინტერში კი ლამპის შუქი შეცვალა ლაზერის სხივმა. ზუსტი გამოსახულების მისაღებად ლაზერი ირთვება და ითიშება მიკროკონტროლერის დახმარებით. სურათის ფორმირება ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:მუხტიექსპონირებაგამჟღვნებაგადატანაგაწმენდადამაგრება როგორ ხდება სტატიკური მუხტის შეძენა: მუხტის დაგროვება ხდება სპეციალურ წვრილ მავთულთა დახმარებით.მაღალი ძაბვის გადასვლა იწვევს მანათობელ იონიზირებულ გვრგვინს(ასე უწოდებენ მას) და ბარაბანს ანიღებს საჭირო სტატიკურ მუხტს, წინასწარი დამუხტული რეზინის ბორბლით. ექსპონირება ლაზერის სხივი პროეცირდება 6 კუთხა მანირებელ სარკეზე,სარკიდან არეკლილი სხივი გადის ლინზათა ფოკუსირებად სისემაში. არეკლილი ლაზერის სხივი სარკიდან კარტრიჯში ხვრელის დახმარებით ხვდება ფოტორეცეპტორულ ბარაბანზე. ფოტორეცეპტორული ბარაბანი წარმოადგენს ალუმინის ცილინდრს დაფარული ორგანული ფოტომგრძნობიარე ფენით. ორგანული ფენა დენგამტარი ხდება მასზე შუქის ზემოქმედებით.ის მონაკვეთები,რომლებზეც ხვდება სხივი ლაზერისხდება გამტარი და უარყოფითი მუხტი ამ ადგილებიდან ალუმინის ფენის დახმარებით მიედინება მიწაში.ლაზერის სხივი რომელიც ფოტორეცეპტორის ზედაპირზე მოძრაობს,მის ზედაპირზე ფორმირდება ფარული ელექტროსტატიკური გამოსახულება. გამჟღავნება გამჟღვნების დროს ფარული ელექტროსტატიკური გამოსახულება გარდაიქმნება ხილულად.მთავარი დეტალია გამჟღავნების ბლოკის მაგნიტური ბორბალი, ანუ გამამჟღვნებელი ბორბალი. გამომჟღავნებელ ბორბალზე მიეწოდება უარყოფითი მუხტი შერეული მუდმივ დენთან. ასეთი დამუხტვისას ტონერი გამომჟღავნებელ ბორბალზე მუდმივი დენის გავლით იძენს უარყოფით მუხტს და გადაიტანება ფოტორეცეპტორულ ბორბლზე ლაზერის სხივით განათებულ ადგილზე.შერეული მუხტიიმიტომ მიეწოდება,რომ შეამცირონ ტონერის ადჰეზიის უნარი და შეამცირონ ტონერის გადატანა ფოტორეცეპტორულ ბარაბანზე,რომელიც არაა აზერით დასხივებული. გადატანა ამ ეტაპზე ტონერთა ნაწილაკებით ფორმირებული გამოსახულება გადადის ფოტორეცეპტორული ბორბლიდან ქაღალდზე. გადამტანი ბორბლით ქაღალდს ენიჭება დადებითი მუხტი,მისი დახმარებით კი ტონერის ნაწილაკები გადაიტანება ქაღალდზე. ფოტორეცეპტორული ბორბლის მცირე ზომა და სტატიკური მუხტის "ამცლელი" ხელსაწყო საშვალებას არ აძლევს ქაღალდი ბორბალს მიეკრას. გაწმენდა გამწმენდი პირის დახმარებით ხდება ტონერის ნარჩენებისგან გაწმენდა ფოტორეცეპტორული ბარაბნის. დამაგრება(ფიქსირება) ამ ეტაპზე ფორმირებული გამოსახულება ფიქსირდება ქაღალდზე.ქაღალდი გადის ფიქსატორ ბორბლებს შორის,რომლებშიც თერმოელემენტია(იგი აცხელებს ბორბალს) და მწნეხავი ბორბალი.ზეწოლის და მექანიკური ზემოქმედების დახმარებით ტონერის შეზელვა ხდება ქაღალდში.თერმოელემენტის ტემპერატურას თერმოკონტროლერი აკონტროლებს. 4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.