Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'windows 8 RT'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 1 result

  1. როგორც ცნობილია "სამაგიდო" Windows პირველად გადადის ARM პლატფორმაზე, როგორც Windows RTოპერაციული სისტემა,რომელზეც მომხმარებლებს შეეძლებათ დააყენონ მხოლოდ სენსორული აპლიკაციებიWindows Store-დან. "სამაგიდო" ვინდოუსიდან კი შემდეგი პროგრამები იქნება:Office RT და Internet Explorer 10. ამ პლატფორმით კომპანია Microsoft შეძლებს(ალბათ) დაუბრუნდეს ასპარეზს პლანშეტების ბაზარზე და გაუწიოს კონკურენცია მის კონკურენტებს. Windows 8-სთან ერთად ამ წელს გამოვა 5 პროდუქტი Windows RT-ს ბაზაზე:პლანშეტი Microsoft Surface RT და ასევე კიდევ რამოდენიმე მოწყობილობა პარტნიორ კომპანიებიდან. აპარატების პირველ ხაზში რომლებიც Windows RT-ზე იმუშავებს განსაკუთრებით ელიან თვით Microsoft-ის პროდუქტს-კომპანიამ გადაწყვიტა ყურადღება მიექცია ახალ პლატფორმაში ისეთ შესაძლებლობებზე რომლებსაც ყველა დადებითად შეაფასებდა. ეხლა კი ვარიანტები თუ რას გვთავაზობს მეგობარი კომპანიები Surface-ს ნაცვლად, ესენია: Dell XPS 10 Lenovo IdeaPad Yoga 11 ASUS Vivo Tab RT Samsung Ativ Tab მაშ ასე დავიწყოთ თითოეულის მიმოხილვა, პირველი ეს არის მაიკროსოფტის პლანშეტური კომპიუტერი Microsoft Surface RT: დიზაინი surface-ს აქვს ლამაზი,უბრალო და დახვეწილი დიზაინი, თვითონ პლანშეტი არის შავი ფერის,ხოლო კლავიატურა(Touch Cover) რომელიც ძალიან მოსახერხებელია თითქმის ყველა ფერში არის, მყიდველს შეეძლება თავისი სურვილისამებრ შეარჩიოს თუ რომელი ფერის უნდა. პლანშეტის წინა პანელზე განთავსებულია ზევითა ნაწილში ვიდეოთვალი, ქვევით კი მაიკროსოფტ ვინდოუსის ლოგო/ღილაკი. უკანა მხარეს კი საკმაოდ მოკრძალებული არის, აქვს ფოტოკამერა და ლოგო, აღჭურვილია მაგნიტური კორპუსით. გადავიდეთ დეტალებზე: წინა მხარე დაფარულია შუშითა, აქვს 10,6 დიუმიანი ეკრანი, დისპლეი არის ClearType HD მატრიცაზე, ქვემოთ როგორც ზევით ავღნიშნეთ აქვს ერთადერთი ღილაკი. პლანშეტის მარცხენა მხარეს განთავსებულია: 3.5მმ mini jack და ხმის მარეგულირებელი, მარჯვენა მხარეს კი USB 2.0 , micro HDMI პორტები და ასევე ჯეკი დასამუხტად. პროდუქტის ერთ-ერთი საინტერესო ინტერფეისის ნაწილია უკანა ხუფი რომელიც ძალიან მოსახერხებელია დასადგამად, მაგალითად ჰორიზონტალურ სიბრტყეზე დასადებად რითაც კიდევ უფრო შესაძლებელი ხდება მისი ჩანაცვლება ნეთბუქის მაგიერ. რამდენიმე სიტყვა Touch Cover-ის შესახებ : Touch Cover ეს არის მაიკროსოფტის ნაწარმი თავისივე პლანშეტისთვის, რითაც მან დიდი წვრილი შეიტანა სურფეისის პოპულიზაციაში, მისი თვით საფარის სისქეა 3მმ, რომელიც არის დამზადებული სასიამოვნო,ქსოვილის მასალისგან. ღილაკები ერთმანეთისგან ცოტათი დაცილებული არის, ასევე აქვს მულტითაჩ ტექნოლოგიაც. მისი ფასი ამერიკის ბაზრისთვის არის 119 ამერიკული დოლარი. ტექნიკური მახასიათებლები: ამჯერად კომპანია Microsoft-მა გადაწყვიტა Nvidia-სთან თანამშრომლობა, რის შედეგადაც პლანშეტს აქვს Tegra 3 ჩიპსეტი T30 მოდელის. რატომღაც პლანშეტის გამოსხვლამდე ეგონათ რომ გამოიყენებდენ Qualcomm-ის ჩიპსეტს რომელიც შედარებით უფრო წარმადობიანი არის, მაგრამ სამაგიეროდ მოწყობილობა აღიჭურვა 2გიგაბაიტის მოცულობის ოპერატიული მეხსიერებით რაც ბევრ Android-ზე მომუშავემოწყობილობას შეშურდებოდა. კიდევ ერთი საკითხი ეს არის ოპტიმიზაცია რაც ნამდვილად კარგად არის გაკეთებული, სისტემის ჩართვიდან 5-20 წამია საკმარისი რომ ნახო თუ როგორი სწრაფია ის თავის წინამორბედთან შედარებით. მწარმოებლებმა გადაწყვიტეს რომ surface RT-ში არ ჩაენერგათ 3G და LTE ქსელების მხარდაჭერა, მაგრამ აქვს Wi-Fi მოდული, ასევე მოწყობილობას აქვს bluetooth ტექნოლოგია მე-4 ვერსიის. მოკლე დახასიათება: პროცესორი- NVIDIA Tegra 3 (T30) პროცესორის ტაქტიკური სიხშირე- 1,3 GHz ოპერატიული მეხსიერება- 2 Gb შიდა მეხსიერება- 32 Gb ან 64 Gb პროგრამული აღჭურვილობა- ОС Windows RT,Office Home & Student 2013 RT ეკრანი- 10,6” ClearType HD, 1366 x 768 პიქსელი, 16:9 კამერა- ძირითადი და წინა კამერა 720p HD, 1 MP კომუნიკაცია- Wi-Fi (802.11a/b/g/n), Bluetooth 4.0, USB 2.0, microHDMI ბატარიის მუშაობის დრო- 8 სთ საშუალო რეჟიმში, 7-15 დღე Standby რეჟიმში ზომა- 275 x 172 x 10მმ წონა- 676გრ ღირებულება- $499,Touch Cover - $119 აშშ-ს ბაზრისთვის ეხლა კი გადავიდეთ და მოკლედ მიმოვიხილოთ პარტნიორი კომპანიების პლანშეტებიც Dell XPS 10 ამ მოწყობილობის შესახებ ჯერ კიდევ IFA 2012-სას გახდა ცნობილი, მოწყობილობას აქვს საკმაოდ კარგი დიზაინი, აქვს კლავიატურა რომელიც ეხსნება, რითაც შეგვიძლია გავხადოთ პლანშეტი ან თუკი პირიქით მოვხსნით გამოვიყენებთ როგორც პლანშეტს. როგორც ბევრი 10,1 დიუმიანი პლანშეტი XPS 10-იც მიიღებს სპორტულ შავ კორპუსს, მისი კლავიატურა ჰგავსAsus Transformer-ისას ღილაკების განლაგებით. კლავიატურა კომპანიის განცხადებით შევა კომპლექტაციაში. გადავიდეთ მის ჰარდზე, აქვს Qualcomm Snapdragon S4 პროცესორი, 1.5GHz ტაქტიკური სიხშირით, 10.1" HD დისპლეი 1366x768 გაფართოებით, წინა კამერა 2MP ხოლო უკანა კი 5 MP-ანი. პლანშეტს აქვს შემდეგი საკომუნიკაიო საშUალებები:Wi-Fi (802.11a/b/g/n),Bluetooth 4.0,LTE და HSPA+. გვერდითა მხარეს აქვს Micro-USB, micro-SD, micro-SIM და 3.5მმ მინი ჯეკ პორტები. ამერიკის ბაზრისთვის მისი ფასი შეადგენს 499 ამერიკულ დოლარს. Lenovo IdeaPad Yoga 11 Yoga 11-ის საწყისი ფასი იქნება $800. ამ აპარატს აქვს თავისი კლავიატურა რომლის გადაბრუნება შესაძლებელია 360 გრადუსით, ასე რომ ეს არის როგორც ულტრაბუკი ასევე პლანშეტი. ამ თანხაში მყიდველს ესეთი კონფიგურაცია ხვდება წილად:11.6 დიუმიანი დისპლეი 1366 x 768გაფართოებით,ოთხბირთვიანი Tegra 3 პროცესორი,2GB ოპერატიული მეხსიერება DDR3,64Gბ ჩაშენებული მეხსიერება,ასევე აქვს წინა კამერა 720p, HDMI და USB 2.0 პორტები. საკომუნიკაციო საშუალებებიდან მას აქვს:W-LAN 802.11 b/g/n და Bluetooth მოდული. Lenovo ჰპირდება მომხმარებლებს რომ მისი მოწყობილობას შეუძლია 13 საათამდე ავტონომიურ რეჟიმში მუშაობა. ASUS Vivo Tab RT ეს არის ტაივანური კომპანიის პირველი ნაწარმი რომელიც იმუშავებს windows RT ოპერაციულ სისტემაზე, მისი ფასი დაახლოებით $600 არის 32GB ვერსია ხოლო 64GB ვერსიის კი $700 ამერიკული ბაზრისთვის. სამწუხაროდ მას არ მოყვება ფიზიკური კლავიატურა რომელიც დამატებით ღირს $170—200. მის მონაცემბში შედის:ოთხბირთვიანი Tegra 3-ის პროცესორი,10,1 დიუმიანი IPS-მატრიცაზე მყოფი დისპლეი 1366 x 768გაფართოებით, 2GB ოპერატიული მეხსიერება, 32 Gბ შიდა მეხსიერება,ასევე 8 მეგაპიქსელიანი უკანა ხოლო წინა 2 მეგაპიქსელიანი კამერა. აქვს micro SD, HDMI USB 2.0 პორტები, ასევე ,ასევე მწარმოებლები მომხმარებლებს ჰპირდებიან 4G LTEვერსიასაც. Samsung Ativ Tab შესანიშნავი კონკურენტებისგან განსხვავებით კორეულმა კომპანია სამსუნგმა ახალი ორბირთვიანი ARM-პროცესორის Qualcomm Snapdragon S4 (APQ8060A) გამოყენება ამჯობინა რომლის ტაქტიკური სიხშირეა 1.5GHz,მოწყობილობას აქვს 10,1 დიუმიანი დისპლეი 1366x768 გაფართოებით, 2GB ოპერატიული მეხსიერება, ხოლო შIდა მეხსიერება კი 32 და 64 Gბ ექნება, ასევე მას აქვს USB, micro-HDMI, MircroSD პორტები,NFC ტექნოლოგიის მხადაჭერა, 8200mAh ბატარეა,Bluetooth 4.0 მოდულისმხარდაჭერა, 5მეგაპიქსელიანი კამერა LED განათებით, ხოლო წინა კამერა 1.9 მეგაპიქსელიანი, ასევე იქნება ხელმისაწვდომი 4G LTE ვერსიაც. მისი ფასი შეადგენს 600 ამერიკულ დოლარს.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.