Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'mining'.



More search options

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor

Found 7 results

  1. დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია Ethereum-ისა და Zcash-ის მაინინგი, ასევე პოპულარული და მომგებიანია Ethereum Classic-იც. GPU მაინინგისთვის, სახელიდან გამომდინარე, ყველა მნიშნველოვანი ვიდეო ბარათებია, თავისთავად, თუმცა სხვა ნაწილებსაც სწორად უნდა შერჩევა, რათა არ დავხარჯოთ ზედმეტი ფული და მაქსიმალურად ეფექტური მაინინგ რიგი მივიღოთ. აღსანიშნავია, რომ Ethereum-ის მაინინგისთვის საჭიროა ვიდეო დაფა 3 გბ და მეტი ოპერატიული მეხსიერებით. თუ ახლა აწყობთ რიგს და ვიდეო დაფები უნდა შეიძინოთ, გირჩევდით, რომ 4 გბ+ ვიდეო დაფები იყიდოთ. ვიდეო დაფა უმეტესობა თანამედროვე საშუალო და ზედა კლასის ვიდეო დაფა გამოსადეგია მაინინგისთვის. NVIDIA: GTX 1050 Ti, GTX 1060, GTX 1070, GTX 1080 (არა Ethereum-ისთვის), GTX 1080 Ti AMD: R9 290(X) სერია, R9 390(X) სერია, RX 460, 470, 480, RX 560, 570, 580 კონკრეტული კრიპტოვალუტის მაინინგისთვის ჰეშრეიტები და საუკეთესო ვიდეო დაფის შესარჩევად დამატებით იკითხეთ აღნიშნული კრიპტოვალუტის ან ამავე ტოპიკში. დედა დაფა დედა დაფის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ბევრი PCI-Express და M.2 სლოტები (ვიყენებთ M.2 to PCI-Express გადამყვანებს დამატებითი სლოტების რეალიზაციისთვის). იდეაში, თუ გაქვთ, ძველ, LGA 775-ის დროინდელ დედა დაფაზეც კი შეგიძლიათ ააწყოთ რიგი. რამდენიმე კარგი დედა დაფა: ASUS PRIME H270-PLUS - 6 PCI-E + 2 M.2 სლოტი (როგორც წესი, განბაჟების ზღვარს ქვემოთაა ფასი - 105-120$, ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია) ASUS PRIME Z270-A - 7 PCI-E + 2 M.2 სლოტი MSI Z170A Gaming Pro Carbon - 7 PCI-E + 1 M.2 სლოტი GIGABYTE GA-Z270P-D3 - 6 PCI-E + 1 M.2 სლოტი (ფასი განბაჟების ზღვარს ქვემოთაა) Asrock H110 Pro BTC+ - 13 PCI-E + 1 M.2 სლოტი (სპეციალურად მაინინგისთვის შექმნილი მობო) Biostar Motherboard TB250-BTC PRO - 12 PCI-E სლოტი (სპეციალურად მაინინგისთვის შექმნილი მობო) გარდა ამისა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ბევრი სხვა დედა დაფაც გამოიყენოთ, როგორც იაფიანი, ასევე ტოპ-მოდელიც. პროცესორი პროცესორის სიმძლავრე GPU მაინინგისთვის უმნიშნვნელოა, შესაბამისად, უპრობლემოდ იმუშავებს ნებისმიერი, მაგალითად, Celeron-ებიც. Intel Celeron G3930 - 40-45$ ოპერატიული მეხსიერება 4 GB და ზემოთ, არაფერი განსაკუთრებული კვების ბლოკი ეს საკითხი ძალიან მნიშნვნელოვანია. ეცადეთ იყიდოთ 80 Plus Gold კვების ბლოკი მაინც, კარგი რეგულაციით, ეფექტური ენერგომოხმარებისთვის. მაგალითად, ერთ-ერთი კარგი და გატესტილია EVGA Supernova სერია. მათ შორის, 850 ვატიანების ყიდვა შეიძლება განბაჟების ზღვარს ქვემოთაც. რამდენიმე კვების ბლოკის სინქრონში მუშაობისთვის სასურველია (არა სავალდებულო, მაგრამ საკმაოდ სასურველი) შეიძინოთ Add2Psu მოწყობილობა: http://www.add2psu.com/store/ გარდა ამისა, საკმაოდ პოპულარული და იაფია სერვერებისთვის განკუთვნილი მეორადი კვების ბლოკის გამოყენება მაინინგისთვის. ამ საკითხზე შეგიძლიათ გაეცნოთ ტოპიკს ამავე განყოფილებაში: სერვერული კვების (HP DPS-1200FB) გადაკეთება მაინინგისათვის რაიზერები რაიზერი ე.წ. PCI-Express სლოტის დამაგრძელებელია. საუკეთესო ვარიანტია 006C ტიპის რაიზერები, 6-პინიანი კვების კაბელით. რაიზერის კომპლექტი 4 ნაწილისგან შედგება: PCI-E x1 ნაწილი, რომელიც დედა დაფაზე ჯდება, PCI-E x16 ნაწილი, რომელიც ვიდეო დაფას უერთდება, USB 3.0 კაბელი, რომელიც x1 და x16 ნაწილს აკავშირებს ერთმანეთთან (აღსანიშნავია, რომ კავშირის პროტოკოლი USB 3.0 არ არის), კვების კაბელი. 006C ვერსიის რაიზერი Amazon-ზე M.2 სლოტის PCI-Express-ზე გადამყვანი M.2 რეალურად PCI-Express-ია, უბრალოდ სხვა ფორმის. შესაბამისად, მისთვის არსებობს გადამყვანებიც, რომლებსაც ვაერთებთ M.2-ში და ვიღებთ სრულად ფუნქციონალურ PCI-Express სლოტს. KNACRO PCI-E 4X(64Pin) To NGFF(M.2) Key M Adapter (გატესტილი და მუშა ადაპტერი) აღსანიშნავია, რომ თუ ამ ადაპტერში რაიზერს ვაერთებთ, M.2 ადაპტერის კვების კაბელის შეერთება საჭირო არაა. სასარგებლო რჩევები ვიდეო დაფები საკმაოდ ბევრ ენერგიას მოიხმარენ PCI-Express სლოტიდან და შესაბამისად, რაიზერებიდან. აქედან გამომდინარე, თუ რაიზერების გამოსაკვებად იყენებთ SATA/Molex კვების კაბელებს, თითოეულ კაბელების ჯაჭვზე (კვების ბლოკიდან გამომავალ სატა/მოლექს კაბელიც კონექტორების ნაკრებზე) არ დააერთოთ 2 რაიზერზე მეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ სიტუაციას, როდესაც კაბელები გაცხელდება და შეიძლება დაიწვას კიდეც. ოვერქლოქინგისას, როდესაც მაინერს გათიშავთ და სიხშირეს მოუმატებთ/დააკლებთ GPU-ებს, სისტემა დაარესტარტეთ. ხშირად DAG ფაილი არ იწმინდება ვიდეო დაფის მეხსიერებიდან, მაინერის ხელახალი გაშვებისას შეცდომები ვარდება და არასწორად გგონიათ, რომ ოვერქლოქი არასტაბილურია. ამიტომ, მოუმატეთ/დააკლეთ სიხშირე, დაარესტარტეთ, გაუშვით მაინერი და არასწორი შეარები (Incorrect Shares) აკონტროლეთ. არასწორი შეარები არასტაბილური ოვერქლოქის პირველი მაჩვენებელია. რაიზერები ყველა ჩინური ნაწარმია და ხშირად ხარისხის პრობლემაა. ხანდახან X1 სლოტის ნაწილი თხელია და სლოტში მყარად არ ჯდება, ხანდახან კაბელი არ ვარგა, ხანდახან თვითონ რაიზერი ბრაკია... ამიტომ, რაიზერები ყოველთვის ზედმეტობით იყიდეთ ხოლმე, თუ უცხოეთიდან ყიდულობთ.
  2. ღირს თუ არა მაინინგარი მეროადი კარტის ყიდვა ?
  3. https://hashflare.io/ დავიწყებ იმით რომ რღუბლოვანი მაინინგი დამწყებთათვის ისეთი როგორიც მე ვარ საკმაოდ კარგია. არ მჭირდება სპეციალური ცოდნა ან დიდი თანხა მაინინგის დასაწყებად მაგრამ აქვს უარყოფითი მხარეებიც. ის ნაკლებად სანდოა ვიდრე ტრადიციული მაინინგი და ორჯერ ნაკლებ შემოსავალს იღებ. დაახლოებით ორი კვირაა ვსარგებლობ ამ საიტით. და თუ რამე ინფო იყო გუგლში ყველაფერი წავიკითხე და მგონი ჩვენ ფორუმზეც იმსახურებს ეს საიტი ქონდეს ცალკე თემა. ჩემი ძალიან დიდი ნდობა მოიპოვა hashflare_მ იმ ასობით პოზიტიური შეფასების შემდეგ რაც წავიკითხე. არიან უკმაყოფილო მომხმარებლებიც მაგრამ მათი პრობლემები ძირითადად მათივე დაუკვირვებლობამ შექმნა და ასეთები კი ძალიან ცოტა არიან. ზოგადად რღუბლოვანი მაინინგი ნაკლებად სანდოა ინვესტიციის ჩასადებად და ჯერ ჯერობით მეც თავს ვიკავებ დავეყრდნო რღულოვან მაინინგს მაგრამ დრო გვიჩვენებს ყველაფერს. საიტი აბსოლიტურად გამართულად მუშაობს , მიმდინარეობს სისტემატიური განახლებები და ცვლილებები რაც უფრო სწრაფს და მოსახერხებელს ხდის საიტით სარგებლობას. დაწერეთ ამ თემაში თუ რაიმე შეხება გქონია hashcoins თან და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება. https://www.instagram.com/hashcoins/ https://www.facebook.com/HashFlare/ https://twitter.com/hashflare?lang=en
  4. გაუმარჯოს ბიჭებო. მაინერზე აყენია Linux 3.8.13 #22 SMP სისტემის საინსალაციო ფაილი არის tar.gz არქივის ფორმატით. ამ არქივში არის ერთ ერთი ფაილი რომელის ფორმატია .bin.sd და ამ ფაილში შესვლა მინდა... cgminerკონფიგი მინდა შევცვალო მე პირადად არ მაქ საერთოდ შეხება ლინუქსთან 3 დღეა ვწვალობ ვერაფერი გავაკეთე და ვერ დამეხმარებით? https://mega.nz/#!ylJX0LCQ!8JWryI0jDhgMvPdH2mrOvybkXCtrpYtQpxu0akdxU1s აჰა ლინკიც რა ფაილზეც მაქვს საუბარი. და ეს ყველაფერი იმიტომ დამჭირდა , რომ ეს არის შეცვლილი სისტემა რომელიც ყოველ 2 საათსი ერთხელ ავტომატურად რთავს დეველოპერის პულზე მაინერს 2 წუთით და დღეში ერთი საათი რეალურად სხვისთვის მუშაობს მაინერი... ის პული დავბლოკე სადაც რთავდა მაგრამ 2 წუთიანი წყვეტა ხომ მაინც მაქვს მაინერი ცდილობს პულთანდაკავშირებას.... აი ეგ მინდა რომ ამოვიღო ამ პრაშივკიდან....
  5. დღესდღეობით Bitcoin-ის მაინინგი ხდება სპეციალური მოწყობილობებით, ASIC-ებით, რომლებიც ძალიან ეფექტურია ამ საქმეში. ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური ASIC Miner არის BITMAIN AntMiner S9, რომლის ჰეშრეიტიც 13.5 TH/s-ია და თუ არ ჩავთვლით ელ. ენერგიის მოხმარებას, დღეში 11-12$-ის ექვივალენტ BTC-ს გამოიმუშავებს. ამ მაინერს სჭირდება კვების ბლოკიც, რომელიც შეგიძლიათ იყიდოთ მწარმოებლის საიტზევე, ან იყიდოთ სხვაგან. Bitcoin მაინინგის მოგების გამოსათვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ კალკულატორები, მაგ: CryptoCompare. გარდა ამისა, მაინინგის დასაწყებად დაგჭირდებათ ბირკოინის საფულე (ზოგიერთი მათგანის შედარება შეგიძლიათ ნახოთ აქ), მაინინგ პროგრამა და მაინინგის პულში გაწევრიანება. მაინინგ პულების სია და მათი შედარება შეგიძლიათ ნახოთ Bitcoin Wiki-ზე. ასევე გირჩევთ გაეცნოთ მაინინგ პულების შესახებ ამ პოსტს, BitcoinTalk ფორუმზე. ბიტკოინის მაინინგისას, მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ ალგორითმის სირთულის ზრდის ტემპი და თქვენი შესაძლო მოგება ამის მიხედვით გამოთვალოთ. რეკომენდირებულია, რომ ASIC-ები გამოსვლისთანავე იყიდოთ, რადგან, როგორც წესი, ისინი ძალიან სწრაფად ქრებიან (ძალიან ბევრი ადამიანი და კომპანია ყიდულობს) და ეშვებიან მაინინგში, რასაც სირთულის კიდევ უფრო დიდი ზრდა მოყვება და რეალურად, გარკვეული დროის შემდეგ, ჩვენი ახალი მოდელის მაინერი მომგებიანი აღარაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოტკოინის მაინინგი პროფესიონალურ დონეზე საქართველოში უკვე რამდენიმე წელია რაც მიმდინარეობს Bitfury Group-ის მიერ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო მაინინგ კომპანიაა. მათ საქართველოში ააშენეს ორი მაინინგ დატაცენტრი, ერთი გორში, ხოლო მეორე - გლდანში. ქართული დატაცენტრის მშენებლობის თაიმლაპს ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე ნახოთ. დამატებითი განმარტებები ბიტკოინის მაინინგზე და ვიზუალური ინფოგრაფიკა ქვედა პოსტშია მოცემული.
  6. ქლაუდ მაინინგში მინდა ბედი ვცადო, ახლა ვიწყებ და არსად მეჩქარება არც ფულს ვსესხულობ და არც დაკარგვის მეშინია, უბრალოდ არმინდა უაზროდ გადავყარო ფული. რას ფიქრობთ ქლაუდ მაინინგზე ? თავისთავად იმის ნახევარ მოგებასაც არ დატოვებს რაც ჩვეულებრივი მაინინგი მაგრამ რაღაც მოგება ხომ დამრჩება ? https://hashing24.com/?rid=53616c7465645f5f2314bbc5e3c676d0e49abc04504d5073 ეს კომპანია საკმაოდ ნორმალურია როგორც ვიცი და რას ფიქრობთ ? და ზოგადად იყოს ეს თემაც გახსნილი პირველი არ ვიქნები ვინც ამ საკითხით დაინტერესდა
  7. რას იტყვით ახალ ASIC-ზე? დღევანდელი გამოთვლებით ყველაზე მომგებიანი რიგია სამაინინგოდ. კალკულატორს თუ დავუჯერებთ 2 თვეც კი არ ჭირდება რო მოგებაზე გახვიდე. მარა რათქმაუნდა მასიურად რო მიუვა ხალხს დივაისი სიტუაცია შეიცვლება. თქვენი აზრით რამდენად გართულდება ლაითკოინის მოპოვება და ღირს თუ არა ეხლა L3+ის ყიდვა?
×
×
  • Create New...