მოგესალმებით ფორუმელნო
დღეს ცოტა დრო გამოვნახე და გადავწყვიტე დამემზადებინა ჩემი ბნელი კლავიატურისათვის განათება, თავად ღილაკებში ვერ ჩავამაგრებდი, ამიტომ მომიწია კომპიუტერის მაგიდის ქვედა მხარეს დამაგრება.
დასამზადებლად შემდეგი მასალები დამჭირდა:
5 ცალი შუქდიოდი
1 ცალი 2 წვერიანი კაბელი
1 ცალი ცამრთველი
1 ცალი მობილურის დამტენი
და ორგანული მინის პატარა ნაჭერი.
პირველ რიგში გავზომე მაგიდის ის ადგილი, სადაც განათების ჩამაგრებას ვაპირებდი.
შემდეგ ორგანულ მინას მოვაჭერი საჭირო ზომის ნაწილი.
მოჭრილი ნაწილი დავხვრიტე 5 ადგილას, სადაც შუქდიოდები ჩაჯდებოდა, ასევე ორივე მხარეს ერთჯერადი წებოთი დავაწებე, 2 პატარა ორგმინის ნაჭერი რადგან ნათურის უკანა მხარე მაგიდას არ შეხებოდა.
შემდეგ ჩავამაგრე ნათურები.
ჩამრთველი ღილაკი მქონდა შემდეგი ტიპის, (მხოლოდ მაშინ იქმნება წრედი, როდესაც დაწოლას განიცდის) ამიტომ მაგიდასთან ისე დავამაგრე ხელით ოდნავ მიწოლისას იჭედება და სინათლე ირთვება, ოდნავ ქვევით ჩამოწევისას კვლავ ქვრება სინათლე.
იმედია თავი არ შეგაწყინეთ კიდევ ერთი უაზრო თემით და ვიმედოვნებ რამეში გამოგადგებათ :)