Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'btc'.



More search options

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor

Found 3 results

  1. Bitcoint-ისა და ალტკოინების განაღდებისათვის უამრავი სერვისი არსებობს. განსხვავება ძირითიდად არის მათ მომსახურების საკომისიებსა და ლიმიტებში. ქართული სერვისებიდან BTC-ს განაღდებისა და შესყიდვის სერვისი აქვს Emoney-სა და UniPay-ს. ორივეს აქვს საკმაოდ ცუდი კურსი და დიდი მარჟა. გარდა ამისა, Emoney-სთან დაკავშირებით, როგორც ამბობენ, პრობლემაა საპორტიც და თანხის ასახვისთვის საჭირო დროც, რომელიც ხშირად საკმაოდ აღემატება ბლოკის დადასტურების დროს. UniPay-ზე ჯერჯერობით ბევრი ინფორმაცია არაა ხელმისაწვდომი. შედარებით უკეთეს პირობებსა და დაბალ მარჟას გვთავაზობენ უცხოური სერვისები და ბირჟები. უცხოური სერვისებიდან ქართველი მომხმარებლების მიერ გატესტილია Xapo და CEX.IO. Xapo გთავაზობთ პლასტიკური ბარათის მიღების ოპციას, რისი საშუალებითაც შეძლებთ ანგარიშიდან Bitcoin-ის გამოტანას. სერვისის გამოსაყენებლად საჭიროა პერსონალური ინფორმაციის ვალიდაცია და ბარათის შეკვეთა. CEX.IO არის როგორც BTC-ს (ასევე Ethereum-ის) შესყიდვისა და განაღდების საშუალება, ასევე ბირჟაც. აქაც საჭიროა პერსონალური ინფორმაციის ვალიდაცია და თქვენი საბანკო ბარათის მიბმა, რომელზეც მოხდება თანხის დარიცხვა კრიპტოვალუტის განაღდების შემდეგ. გარდა ამისა, კარგი რეპუტაციის მქონე ბირჟებია Poloniex, Bitfinex, Bittrex, CoinBase... დამატებითი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ CryptoCompare.com-ზე უსაფრთხოების მიზნით, ნებისმიერ სერვისზე რეკომედირებულია, ჩართოთ დაცვის ყველა შესაძლო სისტემა, როგორიცაა გადარიცხვების ვალიდაცია, ორფაქტორიანი ავტორიზაცია და ა.შ.
  2. დღესდღეობით Bitcoin-ის მაინინგი ხდება სპეციალური მოწყობილობებით, ASIC-ებით, რომლებიც ძალიან ეფექტურია ამ საქმეში. ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური ASIC Miner არის BITMAIN AntMiner S9, რომლის ჰეშრეიტიც 13.5 TH/s-ია და თუ არ ჩავთვლით ელ. ენერგიის მოხმარებას, დღეში 11-12$-ის ექვივალენტ BTC-ს გამოიმუშავებს. ამ მაინერს სჭირდება კვების ბლოკიც, რომელიც შეგიძლიათ იყიდოთ მწარმოებლის საიტზევე, ან იყიდოთ სხვაგან. Bitcoin მაინინგის მოგების გამოსათვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ კალკულატორები, მაგ: CryptoCompare. გარდა ამისა, მაინინგის დასაწყებად დაგჭირდებათ ბირკოინის საფულე (ზოგიერთი მათგანის შედარება შეგიძლიათ ნახოთ აქ), მაინინგ პროგრამა და მაინინგის პულში გაწევრიანება. მაინინგ პულების სია და მათი შედარება შეგიძლიათ ნახოთ Bitcoin Wiki-ზე. ასევე გირჩევთ გაეცნოთ მაინინგ პულების შესახებ ამ პოსტს, BitcoinTalk ფორუმზე. ბიტკოინის მაინინგისას, მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ ალგორითმის სირთულის ზრდის ტემპი და თქვენი შესაძლო მოგება ამის მიხედვით გამოთვალოთ. რეკომენდირებულია, რომ ASIC-ები გამოსვლისთანავე იყიდოთ, რადგან, როგორც წესი, ისინი ძალიან სწრაფად ქრებიან (ძალიან ბევრი ადამიანი და კომპანია ყიდულობს) და ეშვებიან მაინინგში, რასაც სირთულის კიდევ უფრო დიდი ზრდა მოყვება და რეალურად, გარკვეული დროის შემდეგ, ჩვენი ახალი მოდელის მაინერი მომგებიანი აღარაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოტკოინის მაინინგი პროფესიონალურ დონეზე საქართველოში უკვე რამდენიმე წელია რაც მიმდინარეობს Bitfury Group-ის მიერ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო მაინინგ კომპანიაა. მათ საქართველოში ააშენეს ორი მაინინგ დატაცენტრი, ერთი გორში, ხოლო მეორე - გლდანში. ქართული დატაცენტრის მშენებლობის თაიმლაპს ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე ნახოთ. დამატებითი განმარტებები ბიტკოინის მაინინგზე და ვიზუალური ინფოგრაფიკა ქვედა პოსტშია მოცემული.
  3. Bitcoin (BTC) - კრიპტოვალუტების დოლარია, ყველაზე მარადმწვანე კრიპტოვალუტა. ბიტკოინი 2009 წელს შექმნა Satoshi Nakamoto-მ. სისტემა peer-to-peer ტექნოლოგიას იყენებს და ტრანზაქციები ხდება პირდაპირ მომხმარებლებს შორის, შუამავლის გარეშე. ტრანზაქციები მომწმდება ბიტკოინის ქსელის მონაწილეების (მაინერების) მიერ და ხდება მათი ჩაწერა "საჯარო რეესტრში", რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება. იმის გამო, რომ სისტემა მუშაობს ყოველგვარი "ცენტრალური ბანკის" გარეშე, ბიტკოინი ცნობილია, როგორც პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა. ბიტკოინის გამომუშავება/შექმნა ხდება მაინინგის საშუალებით, თუმცა იგი ასევე ივაჭრება ბირჟებზე და მისი საშუალებით თანხის გადახდა უკვე უამრავ ადგილასაა შესაძლებელი. Bitcoin-ის დაგროვება შესაძლებელია როგორც საფულეში, ასევე ბირჟების ანგარიშებზე (რაც არ არის რეკომენდირებული). ოფიციალური საფულეა Bitcoin Core, რომლის გადმოწერაც აქედან შეგიძლიათ. Bitcoin-ის ყიდვა/გაყიდვა შეიძლება ბირჟებზე, როგორიცაა მაგალითად, poloniex.com, bitfinex.com, cex.io და ა.შ. დღეისათვის 1 ბიტკოინის ფასი 2500$-ს უტოლდება, ხოლო მიმოქცევაში 16 მილიონი ბიტკოინია (BTC-ს ალგორითმში ჩადებულია შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც მაქსიმუმ 21 მილიონი ბიტკოინი შეიძლება იყოს მიმოქცევაში. დღევანდელი გათვლით, ამ რიცხვს 2140 წელს მივაღწევთ).
×
×
  • Create New...