როგორც ცნობილია ჩვენთვის კომპანია MSI-მ CeBIT 2013-ზე წარადგინა ახალი მონობლოკი MSI WindTop AG2712 სპეციალურად გეიმერებისთვის რომელიც უკვე ევროპაისა და რუსეთის ბაზარზეც გამოჩნდა.
Wind Top AG2712-ის შემადგენლობაში შედის FHD გაფართების 27 ინჩიანი დისპელია(1920x1080 პიქსელი) LED განათებით და მომხმარებელს შეუძლია ერთდროულად 10 თითის გამოყენებით შეასრულოს საჭირო მოქმედება. მონობლოკის "გული" არის ოთხბირთვიანი პროცესორი Intel Core i7-3630QM (2,4/3,4 MHz), აქვს 16 (4x4) Gb ოპერატიული მეხსიერება SO-DIMM DDR3-1333.
ამასთან ერთად AG2712-ს აქვს 1Tb მყარი დისკი(7200 ბრუნი/წუთში), GeForce GTX 670MX ვიდეო ბარათი 3 Gb GDDR5 მეხსიერებით, ქსელის ადაპტერი Wi-Fi(802.11 b/g/n სტანდარტის) და Gigabit Ethernet. DVD-დისკწამყვანი და ასევე მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით 128GB მოცულობის SSD-ს დამატება. მონობლოკს გააჩნია USB 3.0 (2x),USB 2.0 (2x),HDMI და D-Sub პორტები. 2Mp კამერა, ასევე SD/MMC/MS ქარდრიდერი.
მონობლოკი მუშაობს Windows 8 ოპერაციულ სისტემაზე. დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიტ ოფ. საიტს.