Search the Community
Showing results for tags 'Ultra Slim'.
-
კომპანია Gigabyte მ წარმოადგინა ახალი 14 ინჩიანი ულტრა თხელი ნოუთბუქი ,მოდელი P34G , რომელიც განკუთვნილია Gaming ისთვის. ეს ნოუბუქი დაფუძნებულია კომპანია Intel ის უახლესი მე-4 თაობის Haswell არქიტეტურაზე , სწორედ ამიტომ ნოუთბუქის ნებისმიერ კონფიგურაციაში შედის i7-4700HQ 2.4-3.4GHz პროცესორი. მისი 14 ინჩიანი AHVA LCD ტექნოლოგიის მქონე ეკრანის რეზოლუციაა Full HD 1920X1080 პიქსელი. ნოუთბუქს გააჩნია 2 ცალი სლოტი ოპერატიული მეხსიერებისთვის , რომლის გაზრდაც შეიძლება მაქსიმუმ 16GB მდე , მასში თავსდება DDRIIIL ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოდულები , რომელთა სიხშირეა 1600 MHz. Gigabyte ს ეს შესანიშნავი ნოუთბუქი Intel ის ინტეგრირებულ HD 4600 თან ერთად აღჭურვილია კომპანია Nvidia ს ერთ-ერთი უახლესი და მძლავრი მობილური ვიდეო ბარათ GeForce GTX 760M ით , რომლის მეხსიერებაა GDDR5 2GB , მას ასევე გააჩნია NVIDIA® Optimus™ ტექნოლოგია რაც უზრუნველყოფს ენერგო დაზოგვას . აღნიშნული ვიდეო ბარათის შედეგი 3DMark Vantage ტესტში არის P16,525 რაც შეეხება მყარ დისკს , აქ მომხმარებელს საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს HDD სა და SSD ტიპის მეხსიერებას შორის , უფრო ზუსტად კი Dual-Storage ტიპის კონფიგურაციაზე : 128/256GB mSATA SSD 128GB/256GB mSATA SSD + 500GB/750GB/1TB 2.5" 9.5mm SSHD (Hybrid HDD) 5400rpm 128GB/256GB mSATA SSD + 500GB/750GB/1TB 2.5" 9.5mm HDD 5400rpm 500GB/750GB/1TB 2.5" 9.5mm SSHD (Hybrid HDD) 5400rpm რაც შეეხება პორტებს , ამ ნოუთბუქს აქვს : ორ-ორი USB 2.0 და 3.0 , თითო-თითო D-sub, HDMI, RJ45, Headphone-out jack პორტები და Card Reader . მას არ გააჩნია ოპტიკური დისკის წამკითხველი . მას რა თქმა უნდა აქვს : LAN: 10/100/1000Mbps Ethernet , Wireless LAN: 802.11b/g/n , Bluetooth V4.0 კავშირები. ნოუთბუქში ჩაშენებულია 2 ცალი 1.5 Watt იანი სპიკერები , 1.3 MP იანი კამერა. მისი ბატარეის ტიპია Li-polymer, 11.1V 47.73Wh , წონა 1.67/1.76 კილოგრამი , სისქმე კი სულ რაღაც 21 მილიმეტრი.