Search the Community
Showing results for tags 'Terminal Reality'.
-
დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი walking dead-ის FPS ჟანრის შუთერის შესახებ, რომელიც 2013 წელს იხილავს მზის სინათლეს. თამაში ამჯერად დაფუძვნებული იქნება AMC-ს TV Show-ზე. მოთამაშეებს მოუწევთ დერილის და მისი რასისტი ძმის, მერილის, როლის გათავისება, რომლებსაც დაუვიწყარი გზის გავლა მოუწევთ ატლანტაში ჩასაღწევად. მიუხედავად იმისა რომ თამაშის გამომშვები Activision-ია, მას არაფერი საერთო არ ექნება COD-თან. Survival Instinct მთავარი ხიბლი ისაა რომ მოთამაშემ უნდა აირჩიოს გადარჩენის გზა. მოგიწევთ ნაგვის ყუთებში ქექვა, ზომბების ყურადღების გასაფანტი ნივთების მოსაძებნად. ეცადეთ ნელა იმოძრაოთ რადგან ზომბებმა არ იგრძნონ თქვენი ოფლის სუნი.(ავტ: :OK:/> ) დიახ თამაშში არის სროლა და ექშენიც, თქვენ იმასაც გაიგებთ საიდან იპოვა დერილმა თავისი "საფირმო" არბალეტი, მაგრამ ძირითადად დეველოპერები TV-შოუს რეალურობის თამაშში გადმოტანას ეცდებიან. მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით რომ თამაშში არ იქნება სტელსის გამოყენების აუცილებლობა. თქვენ მოგიწევთ ჯგუფის წევრების აყვანა და მათი გაგზავნა რესურსების მოსაპოვებლად. შეგიძლიათ გაატანოთ გარკვეული აღჭურვილობა მაგრამ ნუ იქნებით დარწმუნებულნი რომ ის უკან დაბრუნდება, დიდი შანსია რომ თავისი შეიარაღება ზომბებს "ჩააბაროს". თამაში ორ ეტაპად იყოფა: ა პუნქტიდან ბ პუნტში გადაადგილება და მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა/დაცვა, რა დროსაც მარაგის შევსება მოგიწევთ. ცუდი სტრატეგიის არჩევის შემთხვევაში შეიძლება მგზავრობისას საწვავი გაგითავდეთ და მაშინ ნამდვილად ცუდად გექნებათ საქმე. მოკლედ "ქუჩების დახვეტა" და საკუთარი თავის რისკის ქვეშ დაყენება თამაშში წარმატების მიღწევის გადარჩენის საფუძველია. (ავტ: ქტო ნი რისკუიეტ ტოტ ნი პიოტ შამპანსკავა :jump:/> ) [media=]