Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'TBA'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

  1. ეს კოსმოსური კომბატის სიმულატორი ალბათ ყველაზე ამბიციური პროექტია უახლოეს წლებში. 2012 წელს წარმატებულად დაფინანსდა Kickstarter-ზე 2.1$ მლნ.-ით, მაგრამ თამაშის დაფინანსება დღესაც გრძელდება და 46$ მლნ.-ს არის გადაცილებული საერთო ბიუჯეტი. თამაშის დირექტორი კრის რობერტსი ცნობილია Wing Commander-ის შექმნით, რომელიც 90-იანების კოსმოსური სიმულატორია, იგი უძღვებოდა ასევე Freelancer (2003)-ის შექმნას, რომლის სულიერი გამგრძელებელიც სწორედ Star Citizen იქნება. თამაში იქმნება ძლიერად მოდიფიცირებულ CryEngine-ზე. იქნება ერთი დიდი სამყარო, რომელიც მუდმივად განვითარდება დეველოპერის მიერ. მოთამაშეები არ იქნებიან გაყოფილები სხვადასხვა სერვერებით, მატჩების ორგანიზატორი ავტომატურად დააკავშირებს მათ. გარდა კოსმოსური კომბატისა და ვაჭრობისა, თამაშში შედის კიდევ რამდენიმე ქვე-თამაში: იქნება პლანეტების გამოკვლევის შესაძლებლობები, ერთპირიანი სროლის მექანიკა, ერთპირიანი მისიები Squadron 42-ის შესახებ. თამაშის რელიზი დაგეგმილია 2016 წლისთვის, მაგრამ პროექტის მხარდაჭერებისთვის დეველოპერი უშვებს სხვადასხვა მოდულებს, რომელთაგანაც უკანასკნელი Arena Commander-ია სადაც მოთამაშეებს პირველად შეუძლიათ გამოსცადონ ხომალდები: თამაშს მხოლოდ ერთხელ იყიდით და სამუდამოთ ითამაშებთ, ანუ არც უფასო მიკროტრანზრაქციებით და არც გამოწერადი არ იქნება. ექნება Oculus Rift-ის მხარდაჭერა, გამოვა Linux-ზეც და არასდროს არ გამოვა კონსოლებზე, კრის რობერტსის თქმით, რადგან თამაშის პროცესს არ გაამარტივებენ კონტროლერებისთვის და ასევე ამჟამინდელი კონსოლების აპარატურაც ვერ აკმაყოფილებს თამაშის მოთხოვნილებებს. @RobertsSpaceIndustries
  2. ახალ სერიაში მოქმედება განვითარდება არა კუნძულზე არამედ შტატ კალიფორნიაში,თამაში შექმნილია Unreal Engine 4 ძრავაზე,თამაშს ექნება 8 კაციანი Co-Op თამაში გამოვა PC,PS4,Xbox One-ზე 2015 წლის გაზაფხულზე https://www.youtube.com/watch?v=ST262ZbNcos
  3. Epic Games-სმა თავის ახალი თამაში, სახელად Fortnite დააანონსა. შექმნის პროცესს ლი პერი უხელმძღვანელებს - Gears of War-ის ტურების და Gears of War 2-ის გეიმფლეის მთავარი დიზაინერი. პერიმ გულახდილად აღიარა, რომ სტუდია შთაგონებას ცნობილ სამშენებლო არკადა Minecraft-ში ჰპოვებდა: თამაშში რეალიზებული იქნება დღის და ღამის მონაცვლეობის დინამიური სისტემა. დღისით მოთამაშეები მათთვის ხელმისაწვდომი მასალების გროვებით, ხოლო ღამით სიცოცხლის შესანარჩუნებელ ბრძოლაში მონაწილეობით იქნებიან ჩართულნი. თამაშში არარის შეზღუდვები და მზა შენობები - "თქვენ შეგიძლიათ ააშენოთ ყველაფერი რაც მოგესურვებათ და შემდეგ დაანგრიოთ ის", - ამბობს პერი. მისმა კოლეგამ, კივ ბლეჯინსკიმ, თამაშში შესაძლო ხელოვნურად აწყობილი იარაღების და ხაფანგების სისტემის დამატებაზეც ისაუბრა, ასევე დაადასტურა პერსონაჟის განვითარების შესაძლებლობა, მიწისქვეშეთი და ბოსები. კი, ერთისმხრივ - ყველა განცხადებული ელემენტი, რაღაცით სხვა პროექტებსაც ძალიან გავს, მაგრამ განსხვავებაც აშკარად რჩება. ნუ როგორც უკვე ვახსენეთ, რესურსების მოგროვებაში თამაში Minecraft'ს გავს, მაგრამ ამასობაში მაინც ძალიან განსხვავდება მისგან, თამაშს მულტფილმის სტილის გრაფიკა აქვს, მაგრამ მისი Fortress 2 შედარებაც არაკორექტული იქნება, ღამე ზომბებისგან თავდაცვა მოგიწევთ, მაგრამ Left 4 Dead-ისგანაც შორს ვართ, სეთინგი პოსტაპოკალიპტურ სტილშია წარმოდგენილი, მაგრამ მსგავსი რამ ჩვენ არც Brink, არც Rage და არც Fallout არ გვინახავს. პროდიუსერი Tanya Jessen და დიზაინი Cliff Bleszinsk-ის მიერ, სან დიეგოში ჩატარებულ Comic-Con-ზე თამაშის ახალი დეტალები იქნა წარმოდგენილი. ვერბალურათ გადმოსაცემი სიახლეებიდან მხოლოდ რამდენიმეს გამოყოფა შეილება პირველი და საკმაოდ საინტერესო არის ის, რომ თამაში იქნება სენდბოქსის ფორმატის, კოოპერატიული გასვლის რეჟიმით. თამაშის ერთ-ერთ უმთავრეს ორიენტირად სახელდება მშენებლობა. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ, ან გაანივითაროთ, თამაშში ნაპოვნი ყველანაირი ნივთი (სახლიდან დაწყებული, იარაღებით დამთავრებული). Cliff-ის მშვენივრად შესრულებული სამუშაოს შედეგი: თამაშის ძველი, Unreal Engine 3-ზე გადაღებული სურათი ეს კი Unreal Engine 4- გადატანის შემდეგ პროექტი 2013 წელს, მხოლოდ PC-ზე გამოვა. :chups: ეს კი სადებიუტო ტრეილერი :
  4. Guest

    Survarium

    როგორც ვიცით სტალკერი ოფიციალურად დაიხურა, თუმცა ეს არ არის ყველაფერის დასასრული. მისი შემქნელები მუშაობენ სტალკერის თემაზე დაფუძნებულ უფასო ონლაინ შუტერზე სახელად სურვარიუმი. "სურვარიუმის კონცეფცია წარმოადგენს ახალ ევოლუციას სტალკერის იდეის შემდეგ. ჩვენ ვმუშაობდით ბოლო 10 წლის განმალობაში, განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა რუსლან დიდენკომ. სურვარიუმში მოთამაშეებს მოუწევთ თავის გადარჩენა არამარტო ჩერნობილის ზონაში არამედ მის გარეთაც." Vostok Games გეგმავს თამაშის გამოცემას 2013 წლის ბოლოს. ზემოთა სურათი წარმოადგენს კონცეფციალურ სურათს ამ თამაშისა. თამაშის აღწერა მიახლოებით ესეთია: გაუვალი ტყეები, რომლებიც გარს ერტყმიან ქალაქებს, გაგიჟებული ცხოველები და ფრინველები თავს ესხმიან ინდუსტრიულ კომპლექსებს, სამხედრო კომპლექსებს, ელექტრო სადგურებს. უცნაური მცენარეები და სოკოები იზრდებიან ბეტონებზე და რკინაზე. მეცნიერები უშედეგოდ ცდილობენ თავი გაართვან ანომალიებს, რომლებიც წარმოიქმნება წამდაუწუმ საშინელი სიჩქარით. ქვეყნები ინგრევა, ანარქია გავრცელებულია ყველგან და ახლა უკვე ძალა საზღვრავს თუ ვინ გადარჩება. ეს კი წარმოადგენს სურვარიუმის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდს: http://www.facebook.com/Survarium თამაშის შემქმნელებმა გადაწყვიტეს უპასუხონ მოთამაშეებისა და პრესის კითხვებს მომავალი თამაშისთვის. აქ გთავაზობთ მათ პასუხებს: საერთო კითხვები კ. როდის იგეგმება თამაშის გამოსვლა? პ. ჩვენ ვგეგმავთ მის გამოსვლას 2013 წლის ბოლოსთვის. კ. რას ნიშნავს სურვარიუმი? პ. სურვარიუმი ნიშნავს გადარჩენის ზონას. კ. რა ტიპის თამაშია იგი? პ. სურვარიუმი არის free2play ონლაინ შუტერი დაფუძვნებული დედამიწის ახლო მომავალზე. თამაში იქნება გავრცელებული უფასოდ ინტერნეტში. მოთამაშეებს მოუწევთ გადმოწერონ კლიენტი და დააყენონ კომპიუტერში. კ. რატომ მიდიხართ MMO-მიმართულებით? პ. იმიტომ რომ ეს არის დღეს-დღეისობით ისეთი სათამაშო ფორმატი, რომელიც გვთავაზობს შემდეგ უპირატესობებს: ახალი შიგთავსის დამატება და თამაშის განვითარება, რომელიც ასე იოლი არასდროს ყოფილა. პირატებისგან დაცვა იგი სთავაზობს დეველოპერებს დაამყარონ პირდაპირი კონტაქტი მოთამაშეებთან, რომელისაც გააჩნია პოზიტიური შედეგი თამაშის განვითარებაზე. კ. მოითხოვს თუ არა თამაში მუდმივ ინტერნეტს? პ. კი. ყველანაირი თამაშის მოქმედება მოხდება სერვერზე. კ. რამდენნაირი თამაშის რეჟიმებია დაგეგმილი? პ. ჩვენ ვგეგმავთ წარმოვადგინოთ 2 ტიპის რეჟიმი: PVP (გუნდზე დაფუძვნებული ბრძლა) და PVE (კო-ოპ მისიებზე თამაში). კ. ექნება თამაშს single player რეჟიმი? პ. არა. კ. როგორი სიხშირით გამოცემთ დეველოპერების დღიურებს? პ. ჩვეულებრივი სიხშირით. მიახლოებით ერთხელ 2-3 თვეში. კ. სად და როგორ მოხდება კომუნიკაციები და დისკუსიები თამაშის იდეების შესახებ? პ. თამაშის ოფიციალურ საიტზე. ჩვენ გავუშვებთ პორტალს იდეების აღწერებით და ასევე ხმის მიცემის შესაძლებლობებით. ამ მომენტისთვის ჩვენ გვაქვს სოციალური ქსელები მათთვის ვისაც სურს დარჩნენ უახლესი ამბებით თამაშის შესახებ და ასევე კომუნიკაციებისთვის: Facebook, Twitter, vkontakte და ბლოგი Tumblr. ოფიციალური ფორუმი არის ჩვენი გეგმების სიაში, მაგრამ სავარაუდოდ გამოჩნდება თამაშის ოფიციალური საიტის გვერდით. კ. გვექნება თუ არა რეპუტაციების სისტემა თამაშებში? არა მხოლოდ სიკვდილები არამედ სხვებისთვის დახმარების გაწევაც მაგალითად? პ. კი, რეპუტაცია იქნება თამაშში. კ. როგორი იარაღები იქნება თამაშში? დღევანდელი რეალური, თუ მომავლის გამოგონებული? პ. მთავარი ფოკუსი გვექნება გაკეთებული რეალურ იარაღებზე. კ. იქნებიან თუ არა ქალები ამ თამაშში? პ. თამაში მოგცემთ საშუალებას აარჩიოთ გმირი როგორც კაცი ასევე ქალიც. კ. როდისთვის უნდა მოველოდოთ თამაშის ტრეილერს და სქრინშოტებს? პ. იმდენად მალე, რამდენადაც მზად ვიქნებით მათ წარმოსადგენათ. ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებთ. სიუჟეტი კ. სტალკერის ბაზისი არის სიუჟეტი და გარემო. სურვარიუმის სიუჟეტი რა იქნება? ტიპიური MMO არ გვთავაზობს სიუჟეტს. პ. მისიები კო-ოპ რეჟიმში იქნება საკმაოდ ღრმა სიუჟეტზე დაფუძვნებული. კ. რა არის სურვარიუმის ძირითადი სიუჟეტი? პ. თამაში ეყრდნობა მასიურ ეკოლოგიურ კატასტროფას დედამიწაზე და მიზეზები მის უკან არის არაცხადი. გაუვალი ტყეები, რომლებიც გარს ერტყმიან ქალაქებს, გაგიჟებული ცხოველები და ფრინველები თავს ესხმიან ინდუსტრიულ კომპლექსებს, სამხედრო კომპლექსებს, ელექტრო სადგურებს. ქალაქები ერთმანეთისგან მოწყვეტილია. არ არის წ#$%თ მომარაგება, არ არის შუქი, გაზი და საკომუნიკაციო სისტემები. ქვეყნები ინგრევა, ანარქია გავრცელებულია ყველგან და ახლა უკვე ძალა საზღვრავს თუ ვინ გადარჩება. ამავდროულად მცენარეების ახალი სახეობები იზრდებიან და ანადგურებენ კაცობრიობას. ეს უცნაური მცენარეები და სოკოები იზრდებიან ბეტონებზე. მეცნიერები უშედეგოდ ცდილობენ თავი გაართვან ანომალიებს, რომლებიც წარმოიქმნება წამდაუწუმ საშინელი სიჩქარით. გეიმფლეი კ. როგორ გააგრძელებს სურვარიუმი სტალკერის ტრადიციებს? პ. სურვარიუმი წარმოგვიდგენს ისეთ დამახასიათებელ კომპონენეტებს, როგორიც არის გადარჩენა, ანომალიები, დაჯგუფებები, მუტანტები და ა.შ. და ყველა ეს კომპონენტები იქნებიან ახლები განსხვავებით მათგან, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილნი სტალკერში. კ. იქნებიან სურვარიუმში სტალკერის ფრაქციების მსგავსი დაჯგუფებები? პ. სურვარიუმი შემოგვთავაზებს მსგავს დაჯგუფებებს რაც სტალკერში იყო, თუმცა ესენი იქნებიან ახალი დაჯგუფებები. კ. რამდენი დაჯგუფება იქნება სურვარიუმში? იქნება იმის შესაძლებლობა, რომ მოთამაშეები გაწევრიანდნენ მათში? პ. ჩვენს გეგმებში არის 9 დაჯგუფება და ყველა მათგანი არ იქნება ხელმისაწვდომი მოთამაშეებისთვის. კ. იქნება იმის შესაძლებლობა თამაშში, რომ შევქმნათ საკუთარი კლანები? პ. კი თქვენ შეძლებთ თქვენი საკუთარი კლანის ფორმირებას. კ. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება რეალური ფული თამაშში? პ. არსებითად მნიშვნელოვანი არ იქნება, მაგრამ მისი საშალებით მოთამაშეებს საშუალება მიეცემათ დამატებითი შესაძლებლობების. მაგალითად სწრაფი დონეების ამაღლების პროცესი, უნიკალური აღჭურვილობა, წვდომა უფრო დეტალურ სტატისტიკებთან. ხოლო ყველა შიგთავსი რაც საჭიროა თამაშისთვის რათქმაუნდა უფასო იქნება. კ. რა არის უნარების ქულების როლი თამაშში? პ. ჩვენი რეალისტური მიდგომა არ შეცვლილა. მოთამაშის "სქილები" ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება ვიდრე თვითონ გმირის. კ. რამდენად დიდი იქნება სურვარიუმის სამყარო? პ. ნუ მოელოდებით ჩვენგან უნაკერო თამაშის სამყაროს. თამაში იქნება სესიაზე დაყრდნობილი სხვადახვა ლოკაციებით. თითოეული ლოკაციის ზომა არის ზუსტად ის რასაც ჩვენ ამ წუთას ვიკვლევთ თამაშის ბალანსირებისთვის. კ. აპირებთ თუ არა შექმნათ მთლიანი კონტინენტები სურვარიუმის "ზონაში"? პ. ჩვენი თამაშის სიუჟეტზე დაყრდნობით კატასტროფა გავრცელდა მთელს დედამიწაზე. ასე, რომ პრაქტიკულად არ დარჩა უსაფრთო ადგილები პლანეტაზე. ამიტომაც ჩცვენი ლოკაციების ზოგიერთი ნაწილები მოიცავს ევროპას, ამერიკა და აზიას. მაგრამ ეს არის მომავალში გასაკეთებელი საქმეები. კ. რა გეგმები გაქვთ ამ წუთას ლოკაციებისთვის? თუ ისინი დაფუძვნებული იქნება რეალურ ლოკაციებზე, ექნებათ თუ არა მათ მათივე რეალური სახელები თამაშში? პ. ჩვენ მიგვაჩნია რომ ლოკაციები დავტოვოთ რეალურად სადაც ასევე მათ შევუნარჩუნებთ მათ რეალურ სახელებსაც. კ. იქნება თუ არა თამაშში ტრანსპორტი? პ. ჯერ-ჯერობით ჩვენს გეგმებში არ შედის ასეთი რამ. კ. ექნება თუ არა თამაშს RPG ელემენტები? პ. კი. კ. Is it possible to implement the A-Life system in Survarium? პ. არა ხმები კ. რა ტიპის მუსიკა იქნება თამაშში? პ. დარქ ემბიენტი ტექნიკური კითხვები კ. ტექნიკურად რამდენად ახალი იქნება თამაშის ძრავი? პ. ძრავი იქნება თამანედროვე, რომელსაც ექნება მხარდაჭერა Direct X 11-ის. კ. მიახლოებით რამხელა ინტერნეტ სიჩქარე იქნება საჭირო თამაშისთვის? პ. ჩვენ ვუმიზნებთ 64კბ ჩამოწერის, და 32კბ აქაჩვის სიჩქარე. კ. თუ გეგმავთ ამ თამაშის კონსოლების პლაფტორმებისთვისაც გამოცემას? პ. ამ ეტაპზე არა. მოდები კ. იქნება შესაძლებელი მოდების შექმნა თამაშისთვის? პ. სურვარიუმს ექნება მხარდაჭერა მოდებისთვის, ოღონდ მხოლოდ იმათი, რომლებიც არ მოახდენენ ეფექტს თამაშის ბალანსზე. მაგალითად თამაშის ინტერფეისის შეცვლას. ჩვენ განვიხილავთ იდეას თამაშის-შიდა ბრაუზერის მოდის შექმნაზე. ინფორმაცია ამორებულია ოფიციალური წყაროდან ხოლო თარგმანზე თქვენთვის იწვალა vepar-მა პ.ს. როგორც ჩანს ძალიან საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს. განსაკუთრებით თვალში მომხვდა თამაშის მუსიკა იქნება დარქ ემბიენტი. როგორც მოგეხსენებათ დიდი ხანია ვუსმენ ამ მიმდინარეობას და მისთვის ცალკე საიტიც კი მაქვს შექმნილი: www.darkambient.ge. რაც შეეხევა თვითონ თამაშს, თუ ყველაფერი ხუთიანზე გააკეთეს ერთ-ერთი წარმატებული პროექტი გამოვა. ამაშ ეჭვი არ მეპარება. თუმცა მთავარი შესრულებაა (გრაფიკა, ხმები...). ვუსურვოთ წამრატება მათ ამაში
  5. Prey 2 removes Tommy as the main character and lets you step into the shoes of Killian Samuels, a sheriff and a prison guard. You may have already seen him in the live-action trailer Bethesda released last week. The game kicks off with you playing the first level from the original Prey, but only as Killian, not Tommy. Human Head said the game has been in development for three years, with Xbox 360 being the lead platform. 3D, Move and Kinect support won’t be featured. There’s to be no multiplayer, but there will be DLC after release. “Who would pick the MP mode of Prey 2 ahead of the one in, for example, Halo Reach? We’d rather to a really good SP adventure,” said the studio to the mag. The game will have an open structure. Said the mag: “Go wherever you want, talk to whoever you want, do the missions you want.” You’ll also be able to use your surroundings and shadows to sneak up on enemies. The game’s producer said the sequel will take its inspirations from Mass Effect, Riddick and Blade Runner, with another key inspiration being DICE’s Mirror’s Edge. This will be shown in-game with parkour moments. The magazine notes that Killian is “as flexible and limber as Faith of ME, leaping over hights, hanging by arms from pipes, balancing on thin boards and jumping like a cat upwards structures,” adding it has “the moving scheme from Mirror’s Edge, the freedom of Mass Effect and the fire fights of Killzone 2.” Release Date: 2012 TBA Platforms:PC, PlayStation 3, Xbox 360 Publisher: Bethesda Softworks Developer: Human Head Studios Genres: Action, Shooter ESRB: NA http://www.youtube.com/watch?v=Nm9hpRhOwxs
  6. 2K Games ოფიციალურად რამოდენიმე დღის წინ ტვიტერის საშუალებით დაანონსა მაფია 3 ჯერ ინფორმაცია არავითარი ინფორმაცია არ არის როდის გამოვა და რა პლატფორმებზე ასევე თამაშის სიუჟეტიც (იტალიური მაფია აღარ იქნება თამაში როგორც სურათის მიხედვით ივარაუდენ ) არაა ცნობილი ყველაფერი ეს და თამაშის ტრეილერი 5 აგვისტოს 4 საათზე გახდება ცნობილი ასე რომ დაველოდოთ ოფიციალური საიტი: https://mafiagame.com/
  7. ეს თამაში წინა წელს VGX 2013-ზე დაანონსდა: იგი იქმნება Hello Games-ის მიერ, რომელიც შედგება ოთხი პერსონალისგან (მაგრამ ამ პროექტისთვის კიდევ რამდენიმე დეველოპერი დაიქირავეს). თამაშის სამყარო გენერირდება პროცედურულად, ანუ იგი თავისით იქმნება და არა დეველოპერის მიერ. მოთამაშეებს შეუძლიათ გამოიკვლიონ სამყაროები, პლანეტები, ქმნილებები და გაუზიარონ სხვებს. თამაში პირველად PS4-ზე გამოვა და მოგვიანებით სავარაუდოდ PC-ზეც, დეველოპერის თქმით. E3 2014-ის ვიდეო: @HelloGames
  8. ბევრი ლოდინისა და სპეკულაციების შემდეგ ახალი თაობის Mirror's Edge დღეს დაანონსდა, Electronic Arts-ის E3 2013 პრეს-კონფერენციაზე; თამაშის პროდიუსერმა სარა ჯენსონმა (Sara Jansson) განაცხადა რომ თამაში, პირველი პირის სათავგადასვლო-მოქმედებითია, რომლის მთავარი გმირიც Faith არის და შეინარჩუნებს იმ გეიმფლეის, რომელიც ორიგინალ თამაშს ჰქონდა; Mirror's Edge გამოვა PC, Xbox One და PS4 პლათფორმაზე; "თამაში ჯერ კიდევ შექმნის ადრეულ სტადიაშია და არ გვსურს ვიჩქაროთ," დაამატა მან. "ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ რომ თამაში მოლოდინს გაამართლებს და გამოიყენებს ახალი თაობის სისტემების სრულ შესაძლებლობებს"; DICE იკვლევს "საუკეთესო გზას რომ Faith-ის დაბრუნება ისეთივე დასახსომებელი იყოს, როგორც ორიგინალი თამაში," თქვა ჯენსონმა; ორიგინალი Mirror's Edge გამოვიდა 2009 წელს PlayStation 3, Xbox 360 და PC პლათოფრმაზე. თამაშის სცენარი, Tomb Raider-ის სცენარისტმა, რიანა პრაჩეტმა (Rhianna Prachett) დაწერა. წინა წელს, EA Labels-ის პრეზიდენტმა ფრანკ ჟიბიომ (Frank Gibeau) განაცხადა რომ Mirror's Edge-ის გაგრძლება იმ პროექტების "სიაში" იყო, რომლის შექმნაც სტუდიას სურდა. Mirror's Edge 2-ის დახმარების გვერდი წინა თვეს გამოჩნდა ოფიციალურ EA-ს საიტზე, რომელიც მოგვიანებით წაშლილი იქნა. Mirror's Edge 2 გამოვა "როცა მზად იქნება." @Polygon
  9. დღეს ოფიციალურად დაანონსდა ეს თამაში. როგორც მოგეხსენებათ, THQ-ს გაკოტრების შემდეგ, Homefront-ზე უფლებები Deep Silver-მა მოიპოვა. თამაშს ქმნის Crytek UK, გამოვა PC, PS4, Xbox One, Mac და Linux პლათფორმებზე 2015 წელს. მოქმედება ვითარდება ფილადელფიაში, ჩრდილოეთ კორეის მიერ ა.შ.შ.-ს დაპყრობიდან ოთხი წლის შემდეგ. თამაშის მთავარი მახასიათებლებია: გამოიკვლიეთ თამაშის ცოცხალი და ღია სამყარო - განიცადეთ ნამდვილი ღია სამყაროს თამაშის პროცესი პირველი პირში, გაცოცხლებული CRYENGINE-ის შთამბეჭდავი ვიზუალით;პარტიზანული ომი - შეისწავლეთ პარტიზანული ომის ხელოვნება, მოაწყვეთ თავდასხმები, ინფილტრაცია, შეტევისა და გაქცევის ტაქტიკები მოწინააღმდეგებზე;შექმენით წინააღმდეგობა - შეკრიბეთ რევოლუციონერები, შექმენით ბაზები, თავშესაფრები, შეცვალეთ არსენალი და ა.შ.;მოაწყვეთ რევოლუცია - დათრგუნული მოქალაქიდან, რევოლუციურ ლიდერამდე, ეპიკური ერთპირიანი კამპანია მოგვითხრობს ა.შ.შ.-ს მეორე ომს დამოუკიდებლობისათვის. დინამიური სამყარო ვითარდება თქვენი მოქმედებების მიხედვით;ონლაინ-კოოპერატივი - ითამაშეთ მეგობრებთან ერთად ქსელში და მოიპოვეთ რევოლუციის გმირის რეპუტაცია;სურათები: @VG247
  10. George

    Doom

    ID Software-მა ოფიციალურათ დაიწყო მუშაობა Doom 4-ზე, იმედია ამჟამათ უფრო ძლიერი თამაში გამოუვა ვიდრე Doom 3-ი იყო, აი ინფოც ამის შესახებ http://www.3dnews.ru/software-news/anonsirovana_igra_doom_4/ www.gamesradar.com-მა განიხილა თუ რა უნდა დაამატოს და რა ცვლილებები გააკეთოს დეველოპერმა ამ თამასში http://www.3dnews.ru/software-news/chetire...ki_dlya_doom_4/ E3-ზე იქნება ეს თამაში, აი ინფოც ამის შესახებ http://www.gamemag.ru/news/27112/ ახალი ინფო ამ თამაშის შესახებ http://www.gametech.ru/cgi-bin/show.pl?opt...ews&id=3537 ახალი ინფო ამ თამაშის შესახებ http://www.gametech.ru/cgi-bin/show.pl?opt...ews&id=3768 ეს თამაში Doom 3-ის გაგრძელება არ იქნება, აი ინფოც ამის შესახებ http://www.3dnews.ru/software-news/doom_4_...ikvelom_doom_3/, მესამე არ მომეწონა და არც მითამასია და მაგიტომ საინტერესო ფაქტია რომ მესამე სერიას ნაკლებათ ეხება ეს თამაში ამ თამაშის სცენარისტი http://www.gamemag.ru/news/34484/ ახალი ინფო ამ თამაშის შესახებ http://www.gametech.ru/cgi-bin/show.pl?opt...ews&id=6025 მოკლეთ თუ როდისთვის გამოვა ეს თამაში დღემდე უცნობი რჩება
  11. გუშინ ღამე Spike TV PS4_ზე ოფიციალურად Naughty Dog_მა დაანონსა ეპიკური ექსკლუზივის შემდეგი სერია Playstation4_ისთვის დეტალები ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის
  12. თამაში დაანონსდა 2013 წლის E3 ზე, დეველოპერი Remedy Entertainment გამომცემი Microsoft Studios ძრავი Northlight Engine პლატფორმა Xbox One ჟანრი Action ფორმა Single-player ეს კი გეიმფლეის სქრინები თამაში არის Xbox Oneის ექსკლუზივი. როგორც VGX 2013 ზე განაცხადეს თამაში არის Max Payn ის და Alan Wakeს მიქსი ჟანრობრივად.
  13. Draugen ეს არის First person Horror ჟანრის თამაში რომელიც 2015 წელს გამოვა ახალი თაობის კონსოლებზე და პერსონალურ კომპიუტერებზე, ეს ყველაფერი კი Unreal engine 4-ის ძრავაზე მზადდება. ისტორია მოგვითხრობს ამერიკელ მეცნიერზე რომელიც 1920 წელს გაემგზავრება ნორვეგიის ერთ-ერთ ზღვისპირა სოფელში რომლის მოსახლეობაც უგზოუკვლოდ გაუჩინარდა. მთავარ გმირს მოუწევს გაერკვეს ამ მოვლენებში. თვითონ სიტყვა Draugen სკანნდინავიის და ვიკინგების მითებში ასოცირდება როგორც მოჩვენება, რომელიც ბინადრობს ზღვისა და ტბების ფსკერებზე, ეს არის არსება რომელსაც გააჩნია როგორც მატერიალური ისევე არამატერიალური სხეული. Trailer
  14. ახაი ნექსთჯენ Dungeon crawl ტიპის RPG ქაფქომისგან (Capcom Online Games SCE Japan Studios). თამაში ექსკლუზიურად PS4-ისთვის იქნება და სავარაუდოდ 2015 წელს გამოვა, ამჟამად რელიზის ზუსტი თარიღი უცნობია. სიუჟეტი 2094 წელს ნიუ იორკში იწყება სადაც მთავარი გმირი მაგიურ არტეფაქტს პოულობს და მასთან შეხების შემდეგ ტელეპორტირდება შორს წარსულში სადაც ციხესიმაგრეთა გამოკვლევა და მონსტრებთან გამკლავება უწევს, რაც დიაბლოს ტიპის სისტემას წააგავს. მოთამაშეს უწევს სხვადასხვა არტეფაქტების შეგროვება, შეუძლია სხვადასხვა იარაღის, მაგიის გამოყენება. თამაში Single-player-ის გარადა ექნება Multiplayer რეჟიმიც, რომელიც Dark soul-ის ანალოგი იქნება. ოფიციალური გვერდი: http://www.d-down.jp/pc/ ინტერვიუ & გეიმფლეი
  15. Sony-მ დაანონსა ახალი თამაში სახელწოდებით Hollowpoint. მოთამაშეებს სთავაზობენ კო-ოპერატიულ ექშენს შესაძლებლობით, რომ უთავოთ, აიყვანოთ და გაწრთვნათ პოლიციელები. შემქმნელების სიტყვების მიხედვით თამაშში იქნება ბევრი ტაქტიკური შესაძლებლობა და გეიმფლეი ორგანზომილებიანი პლათფორმერის ელემენტებით და სამგანზომილებიანი შუთერით. გეიმერები მთავარი მიზანი იქნება შექმნან ყველაზე სახიფათო და საპატივცემულო ორგანიზაცია 22-ე საუკუნეში. თამაშში ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა მისიების მთელი ჩამონათვალი, სქილების სისტემა, იარაღების დიდი არსენალი და მოწყობილობები. ყველა მისია გენერირდება შემთხვევით, რაც საშუალებას იძლევა გეიმფლეის გამრავალფეროვნებისა როგორც სხვადასხვა ლოკაციებით, ასევე დავალებების კომბინაციებით. შექმნით დაკავებულია სტუდია Ruffian Games, რომელმაც ადრე შექმნა Crackdown 2. გამომცემელი იქნება კომპანია Paradox Interactive, რომელიც თამაშს გამოუშვებს ჯერ PS4-ზე და მერე სხვა პლათფორმებზე.
  16. Inside წარმოადგენს, დამოუკიდებელი დეველოპერის, Playdead-ის ახალ თამაშს, რომელმაც შექმნა ცნობილი შავ-თეთრი 2D პლათფორმერი Limbo. თამაში გამოვა 2015 წლის პირველ კვარტალში, პირველად Xbox One-ზე. მოგვიანებით სავარაუდოდ PC-ზე და სხვა პლატფორმებზეც. E3 2014-ის ტრეილერი: @Playdead
  17. კომპანია Crytek-მა კიდევ ერთი ახალი თამაში დაანონსა სახელად Hunt: Horrors of the Gilded Age. ახალი პროექტი წარმოადგენს კო-ოპერატიულ ექშენს მესამე პირიდან, რომლის მნიშვნელოვანი ელემენტები გახდება ბრძოლა ბოსებთან. მოთამაშეებს შეეძლებათ გაერთიანდნენ 4 კაციან გუნდში და გაემგზავრონ ბნელ სამყაროში, რომელიც სავსეა მითებით და ზღაპრებით. მოთამაშეები შიეტყობენ, თუ რამდენად მართალია ლეგენდები და შეეჩეხებიან საშინელ ბოროტებას. "Hunt: Horrors of the Gilded Age-ში მოთამაშეებს მოუწევთ დათვალონ ყოველი ტყვია და გამოიყონენ ყოველი დახმარება ღრმა ბნელ სამყაროში, რომელიც ჩვენ შევქმენით. თავდაპირველად ჩვენ $#^#(|ადეთ მთელი ჩვენი ფანტაზია წარმოგვეჩინა, რომ გვესიამოვნებინა Hunt-ის ყოველი მოთამაშე გეიმპლეის ახალი, საინტერესო და მდიდარი შესაძლებლობებით", - განაცხადა დევიდ ადამსმა, Crytek USA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. მოქმედება მიმდინარეობს 19-ე საუკუნეში, სადაც ყოველი ზღაპარი და ლეგენდა ეფუძნება რეალურ ფაქტს. მოთამაშეებს მოუწევთ მოირგონ შეიარაღებული მონადირის როლი, რომ გაემგზავრონ სასიკვდილო ტერიტორიაზე და შეხვდნენ იდუმალ არსებებს. შემქმნელები შეგვპირდნენ, რომ დაამატებენ კონტენტის გენერაციის სპეციალურ სისტემას, რაც თამაშში შეიტანს წარმუდგენელ მრავალფეროვნებას. Hunt: Horrors of the Gilded Age-ში ყოველი მონსტრი და ყოველი ლოკაცია იქნება უნიკალური. Hunt: Horrors of the Gilded Age-ის რელიზი იგეგმება Xbox One-ზე, PlayStation 4-ზე და РС-ზე. შემქმნელები გეგმავენ დაიწყონ დახურული ბეტა-ტესტირება უკვე მიმდინარე წელს და სთავაზობენ მსურველებს, რომ დატოვონ განცხადება ოფიციალურ საიტზე. კომპანია ასევე აპირებს, რომ თამაში მიიტანოს E3-ის გამოფენაზე.
  18. ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოვა თამაში სახელად Left 4 Dead: Survivors ან Left 4 Dead Project Z, რომელიც გათვლილი იქნება იაპონელ მოთამაშეებზე. ჯერ-ჯერობით იმაზე ინფორმაცია არ არის იქნება ეს ახალი Left 4 Dead -ი, თუ Left 4 Dead 2 -ის რაიმე მოდიფიკაცია.
  19. CCP Games-მა დაანონსა ახალი თამაში სახელწოდებით Project Legion, რომელიც დაკავშირებულია EVE Online-ის სამყაროსთან. ახალი სენდბოქს შუთერის შექმნით დაკავდებიან DUST 514-ის შემქმნელები. Project Legion-ი გამოვა ექსკლუზიურად PC-ზე და დაფუძნებული იქნება Dust 514-ის ზოგიერთ ელემენტებზე, რომელიც გამოვიდა 2013 წელს PlayStation 3-ზე. ძირითად კონცეფციად იქცევა EVE Online-ის ღია სამყაროს მოდელი, რომელშიც მოთამაშეებს შეეძლებათ გარკვეული რაიონების ან მთელი სამყაროს დაპყრობა. თამაშის დიზაინერმა აღნიშნა, რომ CCP-ს უნდა "დაუბრუნდეს წყაროებს" და შექმნას ისეთი თამაში, როგორიც "უნდა ყოფილიყო Dust 514". შემქმნელებს ასევე სურთ, რომ თამაში იყოს უფრო ფართო აუდიტორიისთვის. "თამაში იქნება უფრო ხელმისაწვდომი. პირველ რიგში ის იქნება დაფუძნებული უფასო მოდელის თამაშებზე, სადაც არანაირი ბარიერები არ იქნება ახალბედებისთვის. გეიმპლეი იქნება აბსოლუტურად ახალი - ადრე ასეთი არ ყოფილა. ჩვენ გვსურს შევთავაზოთ მომხმარებელს რაიმე ახალი", - აღნიშნა თამაშის დიზაინერმა ჟულიენ ბურბონემ. CCP-ს გუნდი აქტიურად კონსულტირებს სერიის ფანებთან. Project Legion-ის რელიზის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.
  20. Campo Santo-მ გამოაქვეყნა თავისი ახალი თამაშის - Firewatch-ის 9 წუთიანი გეიმფლეი. თამაში წარმოადგენს სათავგადასავლო თავსატეხ თამაშს, რომლის მთავარი გმირიც არის მეხანძრე ჰენრი. მოვლენები განვითარდება ვაიომინის ტყეებში 1989 წლის ზაფხულში. შემქმნელებს სურთ მოუყვნენ გეიმერებს "დეტექტიური ისტორია" ღია მსოფლიოს და მოვლენების ბევრი სხვადასხვანაირი ვარიანტების განვითარების საშუალებით. გუნდის სიტყვების მიხედვით, მოთამაშეების მოქმედებებს მოყვებათ შედეგები და თითოეული ნივთი შეიძლება გახდეს ინფორმაციის მთავარი წყარო. ჰენრის ერთადერთი კავშირი გარე სამყაროსთან წარმოადგენს რაცია და მისი უფროსი დელაილა. როგორც შემქმნელებმა აღნიშნეს, ინფორმაციების დიდ ნაწილს გეიმერები მიიღებენ მათი საუბრისას. ამავდროულად მოთამაშეებს ექნებათ შესაძლებლობები, რომ ესაუბრონ თავიანთ უფროსს. Firewatch-ის რელიზი დაგეგმილია PC-ზე, Mac-ზე და Linux-ზე. თამაში 2015 წელს გამოვა.
  21. free to play თამაში APB დაანონსდა ახალი თაობის კონსოლებზე PS4 სა და XBOX ONE ზე. კონსოლებზე APB -ს პორტირება დაიწყება 2015 წლის მეორე ნახევრიდან და ის შეინარჩუნებს PC ვერსიის პლიუსებს. XBOX ის მომახრებლებს დაგჭირდებათ Xbox Live Gold ის გამოწერა ხოლო PS4 ის მომხარებლებს უბრალოდ ტამაშის დატესტვა. ახალი თაობის კონსოლებზე პორტირებაზე მუშაობს Workshop Entertainment -ი რომელსაც მხოლოდ ეს პროექტი არ აქვს გეგმაში ისინი ქმნიან The Evil Within და Borderlands 2 expansion -ს APB: All Points Bulletin ორიგინალური ვესია PC ზე იქნა გაშვებული 2010 წელს და ან არც თუ ცუდი პოპულარობა მოიპოვა პერსონალური კომპიუტერის მომხარებლებში. შემქნელებს სწორედ ეს აიმედებთ, რომ მათი ახალი თაობის კონსოლური ვერსიაც წარმატებული იქნება. APB ს მოვლენები ვიტარდება არცთუშორ მომავალში ქალაქ San Paro ში სადაც ქუჩის ბანდები ერთმანეთს ებრძვიან ძალაუფლების მოპოვებაში. თამაშში შესაძლებელია 50 კაციანი ბანდა 50 კაციანი ბანდას დაუპირისპირდეს და სრული საგიჟეთი გამართონ ქალაქის გუჩებში (ეს ყველაფერი კი ონლაინში ხდება რაც თამასს ორმაგ ხიბლს ძენს) გთავაზობთ თამაშის თრეილერს
  22. უბისოფტმა გუშინდელ პრეს კონფერენციაზე დაანონსა Nextgen MMO OPEN WORLD მესამე პირის შუთერი RPG-ს ელემენტებით თამაში განვითარდება ნიუ იორკში ვირუსის გავრცელებიდან 3 კვირის შემდეგ...ქალაქი მოექცევა ქაოსში და აქედან იწყება დივიზიის საქმიანობა ისინი არიან კარგად გაწრთვნილი საიდმლო ჯგუფი რომელთაც უნდა დაამყარონ წესრიგი ქალაქში თამაში გამოირჩევა საოცარი ვიზუალით გამოვა 2014 წელს მხოლოდ PS4 & XBOX ONE-ზე
  23. გამოსვლის სავარაუდო თარიღი 2015 წლის დასაწყისი მეტ ინფორმაციას შემდეგ დაწერენ პლატფორმებიც არაა ჯერ ოფიციალურად ცნობილი
  24. ეს თამაში E3 2014-ზე დაანონსდა და ოფიციალურად გახდა ცნობილი რომ Rainbow 6: Patriots გაუქმდა, რადგან Ubisoft-ის თქმით, იგი ახალი თაობის კონსოლების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. @GameSpot Siege კი ორიენტირებულია 5v5 რეჟიმზე, სადაც სპეცრაზმმა უნდა გაათავისუფლოს მძევალი ბანდიტებისგან. თამაში გამოირჩევა ნგრევადი გარემოთი. თამაშს ექნება ერთპირიანი კამპანია, მაგრამ უცნობია თუ როგორ იქნება იგი იმპლიმენტირებული. @Ubisoft
  25. Avalanche Studios-მა ოფიციალურად დაანონსა Just Cause 3, თამაშის მთავარი გმირი ისევ აგენტი რიკო როდრიგესი იქნება რომელსაც აგზავნიან სახელწიფო მედიჩიში რომელსაც სათავეში უდგას დიქტატორი გენერალ დი რაველო და რიკოს მისი ლიკვიდირება მოუწევს, თამაშს არ ექნება მულტიპლეერის მხარდაჭერა, თამაში 2015 წელს გამოვა ზუსტი თარიღი უცნობია თამაში გამოვა ახალი თაობის კონსოლებზე და PC-ზე,ასევე არ არის ვიდეო თუმცა სტუდიამ განაცხადა რომ ის მალე გამოჩნდება ინტერნეტში გაჟონილი სქრინები
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.