ვიდეო ბარათების მწარმოებელი კომპანიის Sapphire-ს ფართო ასორტიმენტს კიდევ ერთი ახალი წარმომადგენელი შეემატა Toxic R9 280X რომელიც დაფუძნებულია AMD Tahiti XTL ჩიპზე (2048 შეიდერული ბლოკი, 384-ბიტიანი ინტერფეისი). ის აღჭურვილია ახალი ქულერით და მას შეუძლია დაიტრაბახოს თავისი 10 არხიანი სისტემური კვების ფაზით მყარი/მაგარი კონდენსატორებით რომლებიც გახანგრძლივებული სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევიან.Radeon R9 280X Toxic-ის ნომინალური სიხშირე წარმოადგენს 1100(1150)/6400MHz-ს ხოლო მეხსიერების მოცულობა 3Gb GDDR5 ტიპის. მისი ფიზიკური ზომებია 308 x 113 x 41მმ.
ქულერს გააჩნია გამორჩეული კონსტრუქცია 10 მილიმეტრიანი სპილენძის სითბური მილეკბით, გაგრილებაზე ასევე ზრუანვს სამი ვენტილიატორი( 92მმ კუთხეში მყოფი ხოლო 80მმ შუაში მყოფი ვენტილიატორი). გააჩნია CrossFireX ტექნოლოგიის მხარდაჭერა, შეუძლია ერთდროულად ხუთ მონიტორზე გამოსახულების გამოტანა აქვს Dual-Link DVI-I, Single-Link DVI-D, HDMI 1.4a და წყვილი Mini DisplayPort 1.2 პორტები. კომპლექტში მოჰყვება Mini DP — DP ადაპტერი,CrossFireX-ის "ხიდი", HDMI 1.4a კაბელი.