კომპანია HIS-მა წარადგინა ახალი ვიდეო ბარათი რომელიც დაფუძნებულია Bonaire XTX
გრაფიკულ ჩიპზე - Radeon R7 260X iPower IceQ X2, 2Gb GDDR5 ტიპის მეხსიერებით. ახალი მოდელი მუშაობს 1100/6500MHz-ზე (ბირთვი/მეხსიერება). აქვს 896 შეიდერული ბლოკი, 128-ბიტიანი ინტერფეისით, 8 არხიანი (6+1+1) GPU-ს სისტემური კვება,მიკროსქემის მეხსიერება და PPL.
მოდელს აქვს საფირმო IceQ X2 ქულერი, ორი სლოტით რომელიც შედგება სამი 6მმ სპილენძის სითბური მილაკებისგან, ასევე 2x75მმ ვენტილიატორი, ამასთან ერთად აქვს CrossFireX და PCI-E Power-ის 6-პინიანი კონექტორი.
HIS R7 260X iPower IceQ X2-ის უკანა პანელზე განთავსებულია ოთხი ციფრული "ვიხოდი" (output) DL DVI-I, DL DVI-D, HDMI და DisplayPort 1.2, მაქსიმალური გაფართოებას შეადგენს 4096 x 2160პიქსელი(HDMI და DisplayPort-ისთვის) და 2560 x 1600პიქსელი( DVI-სთვის).
ახალი მოდელი უკვე არის გაყიდვაში, მისი ფასია $150.