Search the Community
Showing results for tags 'PPC'.
-
მოგესალმებით! სულ რამდენიმე დღეა რაც გაიხსნა ეს განყოფილება და ჯერ კიდევ არ არის აქ რესურსი საკმარისი რო ვიხელმძღვანელოთ თუ როგორ ვიშოვოთ ფული ინეტრნეტში, მე შ ე ვ ე ცდები მოკლედ და მარტივად დავწერო გამოსადეგი ცნობები თუ როგორ და რითი დაიწყოთ, განვმარტოთ ტერმინები და ასე შემდეგ, მოკლედ დავიწყოთ(სანამ დავიწყებ ვიტყვი რომ აქ არ დავდებ რაიმე კონკრეტულ მეთოდს, იქნება ზოგადად განხილული!): პირველ რიგში ვისაუბრებ იმაზე თუ რამდენად რეალურია ინტერნეტში ფულის შოვნა, ამაზე მოკლედ გეტყვით რომ 100% რეალურია როდესაც ინტერნეტმა შემოაღწია ჩვენს ცხოვრებაში და მნიშვნელოვანი ადგილიც დაიკავა ლოგიკურია ამან გამოიწვია ელექტრონული კომერციის წარმოშობაც, დღესდღეობით უამრავი საშუალებაა იმისთვის რო გამოიმუშავოთ ფული თქვენი ცოდნის და შესაძლებლობის მიხედვით ეს შეიძლება იყოს $1(დღეში)/ $2 /$5 / $10 / $100 / $1000... რითი დავიწყო? პირველ რიგში ავირჩიოთ თუ რა მეთოდით ვაპირებთ მუშაობას, მე დავწერ რამდენიმე ვარიანტს, ეს არის CPV, CPA, PPC , CPC , AdSense. CPV - Cost Per View(/Visitor) სახელიდან მივხვდებით თუ რას წარმოადგესნ PPV მარკეტინგი, იხდის ვიზიტორებზე/ნახვებზე, ძირითადად ხდება pop-up ან pop-under ბანერების მიხედვით, მაგალითად, გაქვთ საიტი განათავსებთ ბანერს დამკვეთი კომპანიის რომელსაც თავისი გადახდის სისტემა და ფასები აქვს, ამის შემდეგ კი იწყება ათვლა თითო მომხმარებლის კლიკზე იხდის შესაბამის თანხას. CPA - Cost Per Action ფასი მოქმედებისთვის, ერთ-ერთი ტიპი გადახდის როდესაც მომხმარებელს უხდიან კონკრეტულ მოქმედებაზე, ეს შეიძლება იყოს: საიტების მონახულება, მთლიანი საიტის მონახულება და კლიკი ბანერზე, ფაილის ჩამოტვირთვა, ვიდეო-რგოლის ყურება, ტესტებისა და სხვადასხვა ფორმების შევსება. PPC - Pey Per Click ეს არის მეთოდი რომლის მეშვეობით რეკლამის დამკვეთი ფულს გიხდით თითო კლიკში რომელსაც ასრულებთ თქვენ ბანერზე დაკლიკებითა და გადასვლით. CPC - Cost Per Click ეს კი თვითონ საფასური რომელსაც რეკლამის დამკვეთი უხდის საძიებო სისტემას ან სხვა ინტერნეტ რესურს. AdSense ბევრისთვის უკვე ეს სისტემა ცნობილი იქნება ვინც არ იცის იმათთვის ვიტყვი რომ ეს არის გუგლის სერვისი, თუ თქვენ დართავთ ნებას გუგლი განათავსებს რეკლამას თქვენს ვებ-საიტზე თითო კლიკში კი თქვენ დაგერიცხებათ შესაბამისი თანხა, უფრო დაწვრელიბით > ამათ გარდა არის კიდევ ბევრი საშუალება ფულის გამომუშავების, მაგალითისთვის მიმოხილვების დაწერა, მომხმარებლის ლინკზე გადაყვანით გამომუშავება და ასე შემდეგ. როგორ გადავიტანო თანხა? ძირთად უცხოურ საიტებს აქვთ paypal, payza, neteller მხარდაჭერა ამრიგად საჭიროა დარეგისტრირდეთ რომელიმე მათგანზე რომ თანხა გადაიტანოთ, ამასთან ერთად უმეტესს საქართველოს საფორთი არ აქვს ამიტომაც სხვადასხვა გზით მოგიწევთ თანხის განაღდება ან პლასტიკურ ბარათზე გადატანა, მაგალითისთვის: გაქვთ payza-ზე თანხა მაქედან შეგიძლიათ გადაიტანოტ რუსულ ელექტრონულ საფულეზე webmoney-ზე აქედან თუკი ქართულ ბარათზე ან სხვა მომსახურებაზე გინდათ გადატანა გამოიყენეთ საიტი mm.ge რჩევები ნუ ენდობით ნაკლებად ცნობილ საიტებს; დაივიწყეთ ისეთი საიტები რომლებიც კლიკში $0.5/$1/$2-ს იხდიან, არცერთი bux საიტი არ იხდის კლიკში დაახლოებით $0.05-ზე მეტს; თუკი იპოვით ახალ საინტერესო საიტს სანამ მუშაობას დაიწყებთ გადაათვალიერეთ გუგლში მის სანდოობასთან დაკავშირებით( მაგ. ჩაწერეთ საიტი და მიაწერეთ scam ან review გადაათავლიერეთ იუზერების ჩანაწერები ამის შემდეგ მიხვდებით ბლეფია თუ არა) Shopen OverClockers.GE P.S თუკი რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ დაპოსტეთ აქ