Search the Community
Showing results for tags 'Lenovo Miix 2'.
-
კომპანია Lenovo-მ CES 2014-ზე ლას-ვეგასში წარადგინა ტრანსფორმერ-პლანშეტი Miix 2 რომელიც დაფუძNებულია Intel-ის პროცესორზე. უმცროსი მოდელი Miix 2 10 აღჭურვილია 10.1 დიუმიანი დისპლეით FullHD გაფართოებით(1920x1080 პიქსელი) და Intel-ის ოთხბირთვიანი პროცესორით Atom Z3740 რომელიც მუშაობს 1,86GHz ტაქტიკური სიხშირით, ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 2Gb-ს ხოლო შიდა მეხსიერება 128Gb(ასევე შესაძლებელია გაზრდა Micro SD ბარათის საშუალებით), პლანშეტის ზომებია 260,9x173,2x9,2მმ ხოლო მასა 590გ. შედარებით უფრო ძლიერი ვერსია Miix 2 11 კი აღჭურვილია 11.6 დიუმიანი დისპლეით ესეც FullHD გაფართოებით მაგრამ განსხვავებული უფრო ძლიერი პროცესორით - intel core i5-ის მეოთხე თაობის hasswel-ით. ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 8Gb ხოლო შიდა მეხსიერება 256Gb(ასევე შესაძლებელია გაზრდა Micro SD ბარათის საშუალებით), ტრანსფორმერ-პლანშეტის ზომებია 302x190x11მმ ხოლო წონა დაახლოებით 800გ. ამასთან ერთად მოწყობილობას ბორტზე აქვს 2 და 5 მეგაპიქსელიანი კამერა, სტერეოფონული დინამიკები JBL, Bluetooth 4.0 და Wi-Fi 802.11a/b/g/n ადაპტერები, ასევე 3G ქსელის მხარდაჭერა(მომხმარებლის სურვილის მიხედვით), ბატარეა მუშაობს დაახლოებით 8საათს, მოწყობილობა იმართება Windows 8.1 ოპერაციული სისტემით. მოწყობილობისთვის ასევე იქნება წარდგენილი ცალკე დოკი რომელიც აქცევ მას ნოუთბუქად. Miix 2-ს გაყიდვა დაიწყება გაზაფხულზე მისი ფასი კი იქნება $500 და $700 აშშ-ს ბაზარზე.