Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'Kaveri'.



More search options

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop

Found 2 results

  1. კომპანია AMD-მ როგორც იქნა საბოლოოდ წარადგინდა მეოთხე თაობის A-სერიის პროცესორები რომელიც ცნობილია Kaveri კოდური სახელწოდებით. მწარმოებლები ახალი ჩიპის შესახებ აცხადებენ რომ ეს არის ყველაზე მოწინავე ჰიბრიდული პროდუქცია. ისინი აერთიანებენ Steamroller თაობის გამომთვლელ ბირთვსა და გრაფიკულ ბლოკს Graphics Core Next 2.0 არქიტექტურაზე ასევე 512 ნაკადიანი პროცესორს. Kaveri-ს აქვს DirectX 11.2 და OpenGL 4.3-ის მხარდაჭერა, ასევე შეუძლია ერთდროულად 4 მონიტორზე გამოსახულების გამოტანა და UHD გაფართოების(3840x2160 პიქსელი) ჩვენება. ის დაფუძნებულია 28 ნანომეტრიულ ტექნოლოგიაზე. ერთ-ერთი მთავარი ღირსება ახალი პროცესირს არის AMD hUMA(Heterogeneous Unified Memory Access) ტექნოლოგია რომელიც ასე ვთქვათ შლის ზღვარს მეხსიერებას შორის ცენტრალური გამომთვლელ ბირთვისა და ვიდეოადაპტერისთვის. Kaveri გათვლილია FM2+ სოკეტისთვის. ჯერ-ჯერობით წარდგენილია 3 სამაგიდო პროცესორი A10-7850K, A10-7700K და A8-7600 სამივე მათგანს აქვს 4 გამომთვლელი ბირთვი და 4Mb მე-2 დონის ქეშ მეხსიერება. ფლაგმანური ჩიპი A10-7850K მუშაობს 3,7GHz ტაქტიუკურ სიხშირეზე(Turbo Core 3.0 რეჟიმში 4.0GHz-მდე), მასში ასევე განთავსებულია ვიდეოადაპტერი 512 ნაკადიანი პროცესორით, 8 ROP ერთეულითა და 32 ტექსტურული ბლოკით(GCN-ის 8 მოდული). A10-7700K მუშაობს 3.4GHz სიხშირეზე(Turbo Core 3.0 რეჟიმში 3.8GHz-მდე) აქვს 384 ნაკადიანი GPU, 6 ROT ერთეული და 24 ტექსტურული ბლოკი(GCN-ს 6 მოდულით). მაქსიმალური ენერგომოხმარება ამ პროდუქტების არის 95W. მოდელი A8-7600 მუშაობს 3.3GHz-დან 3.8GHz სიხშირემდე და მასაც აქვს 384 ნაკადიანი GPU.
  2. შესავალი როგორც იქნა დადგა ნანატრი მომენტი როდესაც კომპანია AMD-მ წარადგინა ახალი თაობის პროცესორები კოდური სახელწოდებით Kaveri. ეს ნამდვილად ახალი წინგადადგმული ნაბიჯია AMD-ს მხრიდან, დადგა ის დრო როდესაც კლასიკური პროცესორების ბირთვი სხვა პრინციპით მუშაობს გრაფიკასთან ხოლო ჰიბრიდული cpu სხვა უფრო მაღალ ევოლუციის ეტაპზე გადადის. რა არის Kaveri? რათქმაუნდა ეს არის პირველ რიგში APU. მათი სიტყვებით ეს არ არის მხოლოდ პროცესორი და ჰიბრიდული გამომთვლელი სისტემა. როგორც მოგეხსენებათ პირველი APU იყო LIano რომელმაც არც თუ ისე დიდი განცვიფრება გამოიწვია,მის შედმეგ იყო Trinity რომლის გამოჩენის შემდეგ რომლის შემდეგადაც გამოჩნდა ძალიან დიდი ასორტიმენტი მოწყობილობების, ამის შედმეგ დაიწყეს ასევე შეცდომების გამოსწორება და გაჩნდა ახალი თაობა Richland რომელშიც ასე თუ ისე დაძლიეს ენერგომოხმარების პრობლემა და წარმატებით გამოიყენეს ნოუთბუქების სეგმენტში. APU Kaveri-შიც ასევე მრავალი გაუმჯობესება მოხდა მათ შორის ენერგოეფექტურობაც გაუმჯობესდა, ჩაისახა სრულიად ახალი ტექნოლოგიები როგორებიც არის HSA,hUMA, True Audio. ყოველივე ამის შემდეგ ალბათ ადვილი მისახვედრია თუ რატომ არქმევს საკუთარ პროდუქტს AMD ევოლუციურს და არა რევოლუციურს). პირველი გაცნობა თუკი სტატისტიკას გადავხედავთ ვნახავთ რომ საგრძნობლად გაიზარდა APU-ს წილი ბაზარზე და დღესდღეობით ფაქტიურად პროცესორს ინტეგრირებული გრაფიკის გარეშე ვერ შევხვდებით განსაკუთრებით კი მობილურ სეგმენტში(ნოუთბუქებში თუნდაც). მართლაც რო დააკვირდეთ ნახავთ რომ კლასიკური პროცესორი წარმოუდგენელია უკვე ინტეგრირებული ვიდეო ბარათის გარეშე რომლის ბოლო მოდელები და თაობა არც თუ ისე ცუდია და ხშირად სრულიად საკმარისიც არის საოფისე პროგრამებისთვის, ვიდეოს ინტეგრაცია პროცესორში თავისთავად წევს მის თვითღირებულებას შედეგად ჩვენ ვიღებთ პროცესორს რომელსაც ასე ვთქვათ საჩუქრად მოყვება ჩაშენებული ვიდეო ამაჩქარებელი ანუ ჩვენ ვზოგავთ ფულს ვიდეო ბარათში(თუკი რათქმაუნდა არ გინდათ გეიმინგისთვის კომპიუტერი). როგორც მოსალოდნელი იყო APU-მ თავისი საქმე გააკეთა და AMD-ს შეუძლია დაკვეხნოს კიდეც გაყიდვებით A10 სერიის პროცესორების. ეს წარმატება მარტივად აიხსნება იმითი რომ ამ ხაზში წარდგენილი იყო სამი სხვადასხვა APU მოდელი სხვადასხვა სითბური პაკეტებით: 45ვტ(A10-6700T), 65ვტ (A10-6700) და 100ვტ (A10-6800K). ამასთან ერთად ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ახალი თაობაც რომელმაც უფრო კარგი წარმადობა აჩვენა, უფრო კარგი ინტეგრირებული ბირთვი მიიღო. რათქმაუნდა აქ მთავარ როლს GCN(Graphics Core Next) გრაფიკული არქიტექტურა თამაშობს რომელსაც მხარდაჭერა აქვს C++ AMP და OpenCL პროგრამირების ენების. სწორედ ამ ორი ელემენტის დაყრდნობით AMD-მ გაამართლა ჰეტეროგენურ გამოთვლებში. ბევრ მკითხველს ალბათ ყურადღება გამახვილებული ექნება მის დიდ ციფრებზე კერძოდ 865 GFLOPS-ზე და 12-გამომთვლელ ბირთვზე. საქმე იმაშია რომ აქ არ არის რაიმე თაღლითობა უბრალოდ პატარა ხრიკი. მითითებული შედეგი მიღწეულია ოთხი CPU ბირთვისა და რვა GPU ბლოკით, ამიტომაც არის მაჩვენებელში 12 ბირთვი. შემდეგ სურათზე სქემატურად ნაჩვენებია პროცესორის ბირთვი Steamroller და ერთ-ერთი GCN-ის რვა ბლოკი. აქ კარგად ჩანს რომ პროცესორის მხარე დიდად არ არის შეცვლილი, აქ ჯერ კიდევ იყენებს ორ ორბირთვიან ბლოკს, სამაგიეროდ ეხლა თითო ბლოკში არის ორი დეკოდერი ერთის ნაცვლად რაც საშუალებას იძლევა შეასრულოს ოთხი x86 ინსტრუქცია ტაქტში. გარდა ამისა გაიზარდა პირველი დონის ქეშ მეხსიერება 64კილობაიტიდან 96კილობაიტამდე,დანარჩენი გაუმჯობესებები ფურო კოსმეტიკურია მაგრამ მიუხედავად ამისა პერფორმანსში სხვაობა აქაც არის. კარდინალური ცვლილებები მოხდა გრაფიკულ ნაწილში რომელიც საბოლოოდ გადავიდა GCN არქიტექტურაზე რომელსაც ჯერ კიდევ Trinity-ში ელოდნენ. ეს ლოგიკური ნაბიჯიც არის რადგან AMD-ს ყველა გრაფიკული პროცესორი მას შედმეგ მასზეა დაფუძნებული, ცოტაც დავუმატოთ HSA(Heterogeneous System Architecture) ტექნოლოგიის შესახებ თუ რას წარმოადგენს ის. როგორც ჩანს ეს არის ინსტუმენტი რომელიც ირჩევს გადაწყვეტილებას დავალებების შესახებ თუ რომელი უფრო კარგად ერგება ამა თუ იმ აპლიკაციას. ახდენს გავლენას წარმადობაზე? სისტემის ჰეტეროგენული არქიტექტურა(HSA) - ინტელექტუალური კომპიუტერული არქიტექტურა რომლის მეშვეობით ცენტრალური,გრაფიკული და სხვა პროცესორები ერთად ჰარმონიულად მუშაობს ერთ სილიკონის მიკროსქემაზე, უპრობლემოდ ამისამართებს ელემენტებს იმასთან ვისაც უფრო კარგად შეეფერება ის. HSA არქიტექტურა სოფტვეარ დეველოპერებს საშუალებას აძლევეს ადვილად დანერგონ ახალი ინოვაციები, გახსნან ახალი დონე პერფორმანსში და ფუნქციონალურობაში ყველა თანამედროვე მოწყობილობაში ხოლო მომხმარებელი მიიღებს ისეთ უპირატესობას როგორიც არის უნაკლო გრაფიკა და ინტუიციური ინტერაქტივობა. -აჰა გასაგებია რა არის მაგრამ როგორ მუშაობს? - ადრე რომელიღაც სოფტის დავალების შესრულებაში გამოიყენებოდა როგორც CPU ასევე GPU შედმეგი სახით მარტივად რო ვთქვათ ჯერ აპლიკაცია მუშავდებოდა CPU-ში და გრძელი ჯაჭვის შემდეგ გადაეცემოდა ინსტრუქცია ვიდეოჩიპს ეხლა კი სურათი კარდინალურად შეიცვალა CPU და GPU ერთდროუალდ ამუშავებს ინფორმაციას და ეხმარებიან ერთმანეთს. თვითნ არქიტექტურა HSA დაფუძნებულია ორ ტექნოლოგიაზე ეს არის hUMA და hQ hUMA (Heterogeneous Uniform Memory Access) შეუძლია გააერთიანოს ყველა ხელმისაწვდომი სისტემური მეხსიერება როგორც პროცესორისთვის ასევე ვიდეობირთვისთვის. ეს იმას ნიშნავს რომ ნებისმიერ 12 გამომთვლელ მოდულს აქვს პირდაპირი კავშირი მეხსიერებასთან. ასევე დიდ როლს თამაშობს hQ(Heterogeneous Queuing) ტექნოლოგია სწორედ მისი წყალობით პროგრამას შეუძლია GPU-სთან პირდაპირი კავშირი ცენტრალურ პროცესორზე გვერდის ავლით, ეს კი იმას ნიშნავს რომ APU გახდა ნამდვილად ჰეტეროგენური! სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ასეთ სოფტის დეველოპმენტი მიმდინარეობს და მალევე შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი მათი წყალობით კი წარმადობაც გაიზრდება. ძირითადად ეს ეხება ისეთ პროგრამებს რომლებიც იყენებს OpenCL-ს. არ ღირს იმის დავიწყებაც რომ ახალ APU-ს ექნება უფრო ძლიერი გრაფიკული ნაწილი, მისი დამხმარე მოდულებზე მიმდინარეობს მუშაობა, კერძოდ იცვლება მულტიმედიური ამაჩქარებელი VCE... და UDF... მათი ფუნქციონალურობა კიდევ გაიზრდება მათ დანამატში ამჟამად არის ტექნოლოგია True Audio პროცესორში უკვე უკვე არის ჩადგმული სპეციალური ბლოკი რომელიც დაკავებული იქნება აუდიონაკადის კოდირებაში და სხვადასხვა ხმის ეფექტების დამუშავებაში. აი ასე გამოიყურება True Audio-ს სქემა აი ჩვენც ვნახეთ ძირითადი ინოვაციები, ეხლა კი უშუალოდ AMD-ს ახალ მოდელებზე გადავიდეთ და ვნახოთ როგორ მუშაობს ისინი, ესეც ახალი 3 მოდელი სატესტო სტენდი სიტემა AMD FM2+ ბაზაზე დედა პლატა: ASUS A88XM-PLUS, BIOS 1002 ვერსია; პროცესორები: AMD A10-6800K (4100 МГц); AMD A10-7850K (3700 МГц); ქულერი: Zalman CNPS7X; თერმოპასტა: Gelid GC-Extreme; მეხსიერება: 2 x 8Gb DDR3 2400, G.Skill F3-2400C10Q-32GTX; SSD: Corsair Performance PRO 256Gb; საინფორმაციო პანელი: Zalman ZM-MFC3; კვების ბლოკი: OCZ OCZZX1000, 1000Wt. სისტემა Intel LGA 1150-ის ბაზაზე დედა პლატა: ASUS Z87-Plus, BIOS 1602 ვერსია; პროცესორი: Intel Core i7-4770K (3500MHz); ქულერი: Noctua NH-D14; თერმოპასტა: Gelid GC-Extreme; მეხსიერება: 2 x 8Gb DDR3 1333, Samsung M378B1G73BH0-CH9; SSD: Plextor M5 PRO 256 Гбайт; საინფორმაციო პანელი: Zalman ZM-MFC3; კვების ბლოკი: OCZ OCZZX1000, 1000Wt. პროცესორი მუშაობაში,TDP, ენერგომოთხოვნილება და ოვერქლოქინგი მოდით ვნახოთ ჯერ თუ როგორ გამოიყურება თვითონ კრისტალი კარგია თუ ცუდი მისი ფორმა ფაქტიურად კვადრატულია. როგორც წესი სითბოს გამბნევი ხუფი დაკეტილია. სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა მისი დემონტაჟი რის შედეგადაც უფრო სწრაფი გახდება(Intel-ის შემთხვევაშიც თერმოპასტიც ნაცვლად მგონი სარეცხ სითხეს უსვამენ). გასატესტად როგორც მოგეხსენებათ ემზადება 7850K, სხვაობის სადემონსტრაციოდ ავიღოთ A8-6600K ეხლა კი ვნახოთ სურათი სადაც ვნახავთ ევოლუციას LIano-დან Kaveri-მდე დასაწყისისთვის ვნახოთ სტანდარტულ რეჟიმში მუშაობა APU AMD A10-7850K-ის. როგორც სხვა APU-ებშ აქაც AMD-მ შემოგვთავაზა სხვადასხვა მუშაობის რეჟიმი. ამ მოდელის სტანდარტული სიხშირე გახლავთ როგორც უწერია მას 3,7GHz ხოლო დატვირთვაზე კი 4.0GHz. შემდეგ როდესაც კონკრეტული დავალება შესრულდება ტაქტიკური სიხშირე 1.7GHz-მდე ეცემა ეს არც არის გასაკვირი თითქმის ყველა თანამედროვე პროცესორი ასე მუშაობს, ეხლა გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ნაწილზე რაზგონზე. სადაც ჯერ-ჯერობით არც თუ ისე კარგ შედეგს აჩვენებს, აქვს ბაგები ცოტა რაც პროცესორის ბრალი ნამდვილად არ არის უბრალოდ არ არის გამოსული ახალი BIOS-ის ვერსიები ჯერ-ჯერობით, მან შეძლო 4.4GHz-მდე ასვლა ხოლო GPU-მ 900MHz-მდე. ეხლა კი შევხედოთ ტემპერატურას რა თქმა უნდა აქ წარდგენილია მთლიანი სისტემის სიძლიერის მოთხოვნა, რომელშიც პროცესორის გარდა შედის SSD-ს ვენტილიატორი,დედა დაფა. აღსანიშნავია ისიც რომ როდესაც ტემპერატურა 60Co-ს მიაღწევს ირთვება თერმოდამცავისმაგვარი სისტემა და სისტემა თავისით ითიშება. ტესტირების შედეგები სატესტო კონფიგი იყო Corsair Graphite 600T ქეისში, ოთახის ტემპერატურაზე 25Co. მონაწილეები: • AMD A10-6800K (4100MHz), მეხსიერება 1333 MHz, ტაიმინგი 9-9-9-24-1Т, Radeon HD 8670D, დრაივერის ვერსია Catalyst 13.2; • AMD A10-6800K @ 4900 MHz, მეხსიერება 2400 MHz, ტაიმინგი 10-12-12-31-2Т, Radeon HD 8670D @ 1086 МГц, დრაივერის ვერსია Catalyst 13.2; • AMD A10-7850K (3700 MHz), მეხსიერება 1333 MHz, ტაიმინგი 9-9-9-24-1Т, Radeon R7, დრაივერის ვერსია Catalyst 13.30 Beta; • AMD A10-7850K @ 4400 MHz, მეხსიერება 2400 MHz, ტაიმინგი 10-12-12-31-2Т, Radeon HD 8670D @ 900 МГц, დრაივერის ვერსია Catalyst 13.30 Beta; • Intel Core i7 4770K (3500 MHz), მეხსიერება 1333 MHz, ტაიმინგი 9-9-9-24-1Т, Intel 4600; ოპერაციული სისტემა - Windows 7 x64 SP1, ტესტები გატარდა 5-ჯერ და ამოირასაშუალო შედეგი აქ აკლია თამაშების ტესტები დრაივერის გამო რადგან ჯერ-ჯერობით არ არის გამოსული ახალი დრაივერი(უკვე შეიძება გამოვიდა) რომელსაც Dual Graphic-ის მხარდაჭერა ექნება რომ R7 250-თან ერთად გაიტესტოს. დასკვნა სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით რთულია წინასწარი დასკვენბის გამოტანა როდესაც პროდუქტი ორიენტირებულია განვითარების პერსპექტივაზე, მისი მთავარი გასარები არის პროგრამული მხარე მაინც რადგან კარგად რომ იმუშავებს HSA-მ, True Audio-მ და Mantle-მ სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა სოფტის მხრივ რო 100% გამართული იყოს. ჩვენ გვპირდებიან ძირეულ და დამატებით განვითარებას არსებული ტექნოლოგიების. არის სრულფასოვანი ინსტრუმენტები SDK-ში და ახსნილია PI Mantle-ს მუშაობის მექანიზმი. ჯერ-ჯერობით ცოტა რთული დასაჯერებელია რომ ყველა დავალების სრულფასოვანი რეალიზება მოხდება, ერთადერთი რაზეც შეიძლება არ ინერვიულო ეს არის გრაფიკული ნაწილი და პორტატული კონსოლის თამაშები. ეს იმით აიხსნება რომ მეორე უდიდესი მოთამაშე ბაზარზე კონსოლიც იყენებს GCN არქიტექტურას თავის ბოლო კონსოლებში, ჰიბრიდულ პროცესორებს კი მხოლოდ AMD აწვდის მათ რაც ნდობის საფუძველს აჩენს რომ გაიზრდება OpenCL-ზე დაწერილი აპლიკაციების რიცხვი სადაც ახალ პროცესორებს შეეძლებათ მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი პოტენციალი და აჩვენონ მაქსიმალური პერფორმანსი წარმადობასა და გრაფიკაში. სულ ეს იყო პატივისცემით Shopen ჩვენში დარჩეს და მაგარი დამღლელი და შრომატევადია რევიუების წერა
×
×
  • Create New...