Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'Google'.



More search options

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop

Found 10 results

  1. მოგესალმებით! ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპერაციული სისტემის მფლობელებს ხშირად ექმნებათ პრობლემა Play store-დან აპლიკაციების გადმოწერის და ინსტალაციის რეგიონალური შეზღუდვის გამო, დღეს გაგაცნობთ ერთ-ერთ მეთოდს რითაც მოვაგვარებთ ამ პრობლემას. ამისათვის გვჭირდება VPN კლიენტი და მოდიფიცირებული Google Play. სანამ უშუალოდ ინსტალაციას განვიხილავთ ვთქვათ რამდენიმე სიტყვა მუშაობს პრინციპზე, VPN(Virtual Private Network) - კერძო ვირტუალური ქსელი ტექნოლოგია რომლის მეშვეობით ხდება ერთის ან რამდენიმე ქსელის დაკავშირება ერთმანეთთან, როგორც წესი ამ ტექნლოგიას იყენებენ უნივერსიტეტებში, სკოლებში, კომპანიებში მაგრამ ჩვენ შემთხვევაშიც ძალიან გამოსადეგია, მისი მეშვეობით შევიცვლით IP მისამართს(მაგალითად მივიღებთ აშშ-ს აიპს გუგლიც აღიქვამს ამერიკის მოქალაქედ და ნებას დაგვრთავს გადმოვიწეროთ აპლიკაცია). პირველ რიგში გადმოვიწეროთ VPN კლიენტი მაგალითად Hotspot Shield შემდეგ მოდიფიცირებული ფლეი სთორი Vending. გადავიტანოთ ორივე app ტელეფონში შემდეგ: შევიდეთ Settings > Application manager დაინსტალირებულ აპლიკაციებში ვნახოთ Google Play Store და Google Play Services წავშალოთ ორივე დავაინსტალიროთ Hotspot shield და ჩავრთოთ VPN-ს ჩართვის შემდეგ დააინსტალირეთ Vending სულ ეს არის ამის შემდეგ გავხსნით Play store-ს და გადმოვიწერთ სასურველ აპლიკაციას. დამატებითი ინფორმაცია: გადმოსაწერი ლინკები საჭიროა დარუთული გქონდეთ ტელეფონი შედეგი ასევე გამოიყენეთ Hola VPN მარკეტისთვის ან სხვა ალტერნატიული VPN კლიენტი გადმოიწერეთ VPN Client შემდეგ შედით Setting > app > google play service დაასტოპეთ და გაასუფთავეთ მისი cache/data ჩართეთ VPN შემდეგ კი Play store სულ ეს არის Sh/ OC.GE
  2. თუ ხართ მოწყენილი, ხართ მიმსხდარი კომპებთან და არ იცით რა გააკეთოთ მაშინ თქვენ გეტყვით Shopen-ი:ფორუმელებო ამა ქვეყნისა მოდით ან დავარაზგონოთ ჩვენი კონფიგები აან გავერთოთ ცოტათი მაინც გუგლის დახმარებით! პირველ რიგში გვჭირდება ინტერნეტი(ბუნებრივია თქვენ გაქვთ ინტერნეტი რადგანაც ამას კითხულობთ) ბრაუზერი(ნებისმიერი)(ესეც გექნებათ) ბეჭდვის ან კოპირების უნარი მაუსი(ნებსიმიერი ესეც) დავიწყოთ! 1.გუგლის საძიებო სისტემაში ვწერთ:Googl’а: Google Gravity ამის შემდეგ პირველ ან მეორე ბმულზე გადავდივართ და ვხედავთ რომ გუგლი ჩამოვარდა ამის შემდეგ პატარა მისი კუბიკები შეგვიძლია იქეთ-აქეთ წავიღოთ. 2.გავხსნათ შემდეგი ბმული(ლინკი)- http://www.google.com/logos/2011/lespaul.html ამის შემდეგ შეგვიძლიათ დავუკრათ გიტარაზე(ასევე ჩავწეროთ ეს ჩვენი "ნამუშევარი" და შემდეგ მოვუსმინოთ 3.გახსნათ შემდეგი ბმული http://www.google.com.hk/intl/zh-CN/landing/shuixia/ ამის შემდეგ გუგლი აღმოჩნდება ოკეანეში ზვიგენებთან ერთად 4.Google საძიებო ფანჯარაში ვწერთ Zerg Rush ამის შემდეგ თქვენ მოგიწევთ გაუმკლავდეთ O-ებს მაუსის კურსორის გამოყენებით 5. გადავდივართ შემდეგ ბმულზე https://www.google.com/doodles/30th-anniversary-of-pac-man ამის შემდეგ შეგვეძლება ვითამაშოთ PAC-MAN(მოძრაობა ხდება კლავიატურის ისრებით) სულ ეს იყო იმედია მოგეწონათ
  3. Google-მ გადაწყვიტა ცოტა რამ მოეყოლა თუ როგორ მუშაობს Project Loon. გუგლის ახალი პროექტის დანიშნულებაა მიიტანოს ინტერნეტი იქ სადაც ჯერ არ ყოფილა. მათი თქმით თითო საჰაერო ბურთი შედგება ერთი რადიოგადამცემით რომლებსაც მათ უწოდებენ "რადიოაქტიურ ელემენტებს" და დისკის ფორმის რეფლექტორებისგან. ამ რეფლექტებს უნდა ჰქონდეთ მომრგვალებული ფორმა რათა გაიზარდოს ანტენების კუთხის მგრძნობელობა რაც საბოლოოდ გაუადვილებს მიიღოს სიგნალი სხვა მოძრავი ინტერნეტ-მატარარებელ სადგურებიდან. ამჟამად კომპანია მუშაობს პერფორმანსის/წარმადობის გაუმჯობესებაზე project loon-ის შემდეგი ვერსიისთვის. უფრო დაწვრილებით google-ს ინჟინრები ოფიციალურ ვიდეოში საუბრობენ:
  4. ალბათ ბევრს გეცნობათ ეს სახელი, იცით რომ AdSense-ის საშუალებით საკუთარი საიტებით ხალხი ფულს შოულობს. ვინც არ იცით, AdSense არის გუგლის სარეკლამო სერვისი, რომლის საშუალებითაც საიტების მფლობელებს საიტებზე შეუძლიათ რეკლამები განათავსონ, რომლებიც საიტის კონტენტის რელევანტური, ანუ თავსებადი იქნება (რეკლამების კონტენტთან თავსებადობას გუგლი თავისივე საძიებო სისტემის დახმარებით უზრუნველყოფს). რაც მთავარია, თითოეულ რეკლამაზე დაწკაპუნებისას (ან რეკლამის 1000 ჩვენებაში) გუგლი გიხდით გარკვეულ თანხას. ეს თანხა სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით გამოითვლება და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. AdSense მთლიანად დაფუძნებულია AdWords სერვისზე. ეს არის სერვისი, რომლის დახმარებითაც ხალხი ანთავსებს რეკლამას AdSense-ში გაწევრიანებულ საიტებზე. რეკლამის განმათავსებელი აწესებს სარეკლამო ბიუჯეტს და იმ მაქსიმალურ თანხას, რისი გადახდაც სურს ერთ წკაპზე (ეს თანხა განისაზღვრება 0.05$-დან 100$-მდე). მაგალითად, მომხმარებელმა შექმნა საკუთარი საიტის რეკლამა (დაწერა სათაური და აღწერა), სარეკლამო ბიუჯეტად დააწესა 1000$, ხოლო მაქსიმალური თანხა ერთ წკაპზე დააწესა 1$. ამის შემდეგ უკვე Google განსაზღვრავს თუ რომელ საიტებზე გამოჩნდება კონკრეტული რეკლამა და რა თანხა ჩამოიჭრება (მაქს. 1$ ჩვენს მაგალითში) მომხმარებლის სარეკლამო ბიუჯეტიდან თითოეულ წკაპზე. ყოველი წკაპიდან გუგლი გარკვეულ თანხას თავისთვის იტოვებს, დანარჩენს კი საიტის მეპატრონეს უხდის. მაგრამ ამ თანხების ოდენობა გუგლის საიდუმლოა. The New York Times-მა განაცხადა, რომ გუგლი 1 წკაპიდან თანხის 78,5%-ს საიტის მეპატრონეს უხდის, დანარჩენს კი თავისთვის იტოვებს, თუმცა ეს ინფორმაცია დაუდასტურებელია. ახლა უკვე იცით, როგორ მუშაობს AdSense და შეგიძლიათ შემდეგ ეტაპზე, ანუ რეგისტრაციაზე გადახვიდეთ. ექაუნთის რეგისტრაციისთვის უნდა შეცუნცულდეთ აი ამ მისამართზე: http://www.google.com/adsense და დააჭირეთ ღილაკს Click Here to Apply. გაიხსნება სარეგისტრაციო გვერდი, სადაც პირადი ინფორმაცია უნდა შეიყვანოთ. აქ რამდენიმე დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას: Account Type-ში უნდა აირჩიოთ რა სახის ექაუნთის შექმნა გსურთ, Individual (კონკრეტული ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის) ან Business (ორგანიზაციისთვის). Website URL-ში მიუთითეთ თქვენი საიტის მისამართი. მაგ: http://www.domain.com. აქ მხოლოდ ერთი საიტის მისამართის ჩაწერა შეგიძლიათ და ეს ნუ გაგიკვირდებათ თუ თქვენ ერთზე მეტი საიტი გაქვთ. რეკლამის ჩასმას იმდენ საიტზე შესძლებთ, რამდენზეც მოისურვებთ, აქ უბრალოდ თქვენი უდიდესი საიტის მისამართი ჩაწერეთ. Website Language-ში უნდა აირჩიოთ საიტის ენა. სამწუხაროდ აქ ქართული არ არის, ანუ ქართულენოვანი საიტით რეგისტრაციას ვერ გაივლით, თუმცა რეგისტრაციას უპრობლემოდ გაივლით იმ ენოვანი საიტით, რომელიც სიაშია. Payee Name-ში ჩაწერეთ იმ პიროვნების სახელი და გვარი, ვის სახელზეც ფული გამოიგზავნება. ეს პიროვნება უნდა იყოს 18 წლის, ან მეტის. ყურადღება მიაქციეთ მისამართის სწორად ჩაწერას. იგი ინგლისურად (თუმცა შეიძლება ქართულმაც გაამართლოს, არსებობს ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ ჯობია თავი დაიზღვიოთ) უნდა ჩაიწეროს, ამიტომ აქვე დაგიწერთ მაგალითებს: რუსთაველის პროსპექტი #80 – Rustaveli Ave#80, ფალიაშვილის ქუჩა #28 – Paliashvili str#28, პირველი მ/რ – 1-st Micro, მე-9 კორპუსი – Building #9, ბინა #18 – Apt#18. ამ მაგალითების მიხედვით არ გაგიჭირდებათ საკუთარი მისამართის სწორად დაწერა, თუმცა აქვე მეორე გარემოებას ვახსენებ. სინამდვილეში თქვენი მისამართის ინგლისურ ენაზე დაწერა მხოლოდ თქვენი ინგლისურის ცოდნას ამჟღავნებს, მაგრამ გაითვალისწინეთ შემდეგი გარემოება, Google ცხოვრებაში თქვენ არ ჩამოგაკითხავთ, მისამართი საჭიროა წერილების და კორესპონდენციის გამოსაგზავნად. შესაბამისად, წერილს მიიღებს ჩვენი ფოსტალიონი, ახლა მითხარით როგორი წარმოდგენა გაქვთ ჩვენს ფოსტალიონებზე? ინგლისური მაგრად იციან? პასუხი გასაგებია, პირადად ორი დაკვეთა დავკარგე ჩემი ინგლისური ცოდნის გამომჟღავნებისას, ამიტომ იმ შემთხვევების შემდეგ მივმართავ მეორე მეთოდს, ინგლისური ასოებით ვწერ ქართულ მისამართს, მაგალითად: rusTavelis pr. #80, paliashvilis q. #28, pirveli micro raioni, korp. #9 bina 18, ასეთ მისამართს Google, მიიღებს კორექტულად, ჩვენი ფოსტალიონები კი თავის კომბალს მოიფხანენ და წერილს 99% შემთხვევაში უპრობლემოდ მიიტანენ ადრესატამდე. Zip or postcode-ში უნდა ჩაწეროთ თქვენი საფოსტო ინდექსი. თუ არ იცით 09-ში დარეკეთ და გეტყვიან ეს არის ოთხნიშნა კოდი, თუ 09-ში ვერ რეკავთ ჩაწერეთ სათაო ფოსტის კოდი 0179, თუმცა ამ შემთხვევაში წერილი კიდევ რამდენიმე დღე დააგვიანებს რადგან ქართულ განყოფილებებს შორის იბოდიალებს წერილი. Phone-ში უნდა ჩაწეროთ თქვენი ტელეფონის ნომერი. მაგ, თუ თქვენი ნომერია 642931 აქ უნდა ჩაწეროთ შემდეგი სახით: +99532642931. Product Selection-ში და Policies-ში ყველაფერი მონიშნეთ (დანარჩენ ველებს იმედია თვითონ შეავსებთ) და დააჭირეთ Submit Information-ს. მაქს. 2 დღის შემდეგ E-Mail-ზე მოგივათ შეტყობინება გუგლისგან. თუ ყველაფერი სწორად შეავსეთ და თქვენი პირადი ინფორმაცია არ ეწინააღმდეგება გუგლის წესებს, თქვენ AdSense-ის მომხმარებელი გახდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელმეორედ სცადეთ რეგისტრაცია წესების დაცვით. ახლა კი უნდა გავეცნოთ გუგლის წესებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია. თუ იმოქმედებთ წესების ფარგლებში, ბედნიერი იქნებით თქვენც და გუგლიც. თუ დაარღვევთ წესებს, გააბრაზებთ ბიძია გუგლს. ისიც საპასუხოდ სამუდამოდ დაგბლოკავთ თქვენც და თქვენს საიტებსაც AdSense-დან. პლიუს ამას, თქვენი ცუდი ქცევით რეპუტაციას შეულახავთ თქვენს სამშობლოს, რასაც მომავალში შეიძლება მისი ქვეყნების სიიდან ამოშლა მოყვეს. წესები განთავსებულია აქ: http://www.google.com/adsense/policies და აქ: http://www.google.com/adsense/localized-terms?hl=en_GB. წესებს მოკლედ აქაც ჩამოვთვლი, მაგრამ თქვენ მაინც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ გუგლის ოფიციალური წესები და პირობები. წესების მოკლე აღწერა: დაუშვებელია რეკლამების განთავსება პორნოგრაფიულ, ძალადობის, რასიზმისა და რელიგიური შუღლის მქადაგებელ, 18+, კაზინოების და უცენზურო საიტებზე. საიტებზე, რომლებიც პოპულარიზაციას უწევენ/ყიდიან ალკოჰოლურ სასმელებს, თამბაქოს, ნარკოტიკებს და იარაღს. დაუშვებელია რეკლამების განთავსება ისეთ საიტებზე, სადაც უკვე არის სხვა ისეთი სპონსორების რეკლამები, რომლებიც რეკლამების კონტექსტუალიზაციას ახდენენ გუგლის მსგავსად (მაგ: Yahoo! Publishers Network). დაუშვებელია რეკლამის განთავსება Pop-up და Pop-under ფანჯრებში, გვერდებზე, სადაც არ არის კონტენტი. დაუშვებელია რეკლამებზე რაიმე ზემოქმედების მოხდენა და რეკლამის კოდის შეცვლა. დაუშვებელია საკუთარ რეკლამებზე დაწკაპუნება, პროქსი სერვერების გამოყენება და მათი მეშვეობით რეკლამებზე დაწკაპუნება, საიტის მომხმარებისთვის რეკლამებზე დაწკაპუნების თხოვნა (დასაშვები ფრაზებია მხოლოდ Sponsored Links და Advertisements). ესაა ის ძირითადი წესები, რომლის დარღვევითაც გამოირჩევიან ახალბედა მომხმარებლები (და არა მარტო ახალბედები). ნუ იფიქრებთ, რომ გუგლს მოატყუებთ. ვინც ასე იფიქრა სამუდამო Ban-იც აიკიდა. ზოგიერთმა 1000$-მდეც კი დაკარგა წესების დარღვევის გამო. ახლა კი გადავიდეთ თვითონ რეკლამებზე. სულ რეკლამების 3 ტიპი სახეობა არსებობს: 1) AdSense for Content – აქ შედის სხვადასხვა ფორმის, ზომისა და სტილის კონტექსტუალიზებული ტექსტური და გრაფიკული რეკლამები. 2) AdSense for Search – ამის საშუალებით საიტზე გუგლის Search Box-ს განათავსებთ. 3) Referrals – ეს არის რეფერალური პროგრამა. რეკლამების ყველა ტიპი შეგიძლიათ ნახოთ ამ მისამართზე: https://www.google.com/adsense/adformats. დეტალებისგან თავს შევიკავებ, რადგან მათი ახსნა ძალიან შორს წაგვიყვანს. დანარჩენი თვითონ ან იმ წიგნის დახმარებით გაარკვიეთ, რომელსაც სტატიის ბოლოს გაჩუქებთ. გაითვალისწინეთ, რეკლამის კოდის უბრალოდ საიტზე განთავსება დიდ შედეგს არ მოგცემთ. თქვენ შეგიძლიათ რეკლამების ფერები და სტილები აკონტროლოთ, ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს. ასევე, უნდა ეცადოთ, რეკლამები ისეთ ადგილებში ჩასვათ, რომ მომხმარებლებს მათზე დაწკაპუნების სურვილი გაუჩნდეთ. ალბათ გაინტერესებთ, როგორ ითვლის გუგლი ერთ წკაპებზე გადახდილი თანხის რაოდენობას, გაინტერესებთ რა ფაქტორებზეა ეს დამოკიდებული. სანამ ამ საკითხზე გადავიდოდე, რამდენიმე ტერმინს განგიმარტავთ: Page Impressions - გაჩვენებთ იმას, თუ რამდენჯერ იქნა ნაჩვენები თქვენს საიტზე გუგლის რეკლამა. Page CTR – ეს მაჩვენებელი პროცენტულად აღნიშნავს დაწკაპუნების შეფარდებას Page Impressions-თან. Page eCPM – ეს მაჩვენებელი აღნიშნავს რა ღირს თქვენს საიტზე რეკლამის 1000-ჯერ ჩვენება. მაგალითად, თუ თქვენი შემოსავალია 100$ და Page Impressions არის 20000, მაშინ თქვენი eCPM იქნება 100/20=5$ გუგლის მიერ ერთ წკაპზე გადახდილი თანხა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: 1) თქვენი საიტის ენა. გუგლი გაცილებით მეტს უხდის ინგლისურენოვან საიტებს ქართულენოვანი საიტებისგან განსხვავებით. 2) საიტის ტრაფიკი. ტრაფიკში მარტო ვიზიტორების რაოდენობა არ იგულისხმება. აქ იგულისხმება ისიც, თუ საიდან მოდიან თქვენი ვიზიტორები. მაგალითად, გუგლი ესპანელი ვიზიტორის წკაპში უფრო მეტს იხდის, ვიდრე ქართველი ვიზიტორის წკაპში. 3) ჰოსტის ადგილმდებარეობა. გუგლი გაცილებით მეტს უხდის ისეთ საიტებს რომლებიც ევროპულ და ამერიკულ სერვერებზეა განთავსებული, ქართული აქაც დაჩაგრულია. 4) საიტის კონტენტი (შიგთავსი), Keyword-ების დამთხვევა კონტენტთან და PageRank-ი. გუგლი გაცილებით მეტს უხდის მაგალითად ბიზნეს საიტებს ვიდრე გასართობ საიტებს. ასევე დიდი ყურადღება ექცევა კონტენტისა და Keyword-ების დამთხვევას და თქვენი საიტის PageRank-ს გუგლის საძიებო სისტემაში. 5) Smart Pricing – ეს მაჩვენებელი AdSense-ის ყოველი ექაუნთისთვის განსხვავებულია. იგი თქვენი საიტებიდან გამომდინარე გამოითვლება. Smart Pricing-ი ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ამიტომაც საჭიროა ზუსტად და დეტალურად იცოდეთ მისი არსი და მუშაობის პრინციპები. ამ ინფორმაციას წიგნში იპოვნით. მივედით ბოლო ეტაპზე – ფულის გადმორიცხვაზე. ფულის მიღების 3 სახე არსებობს: 1) Electronic Funds Transfer – გადმორიცხვა პირდაპირ ბანკის ანგარიშზე, ან საკრედიტო ბარათზე. 2) Cheque – Standard Delivery – ფულის გამოგზავნა ჩეკით ჩვეულებრივი ფოსტის საშუალებით. ჩეკის გამოგზავნა უფასოა, მაგრამ საქართველოს პირობებში მისი მიღების ვადა 1-დან 2 თვემდეა და ვერავინ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ჩეკი თქვენამდე მოაღწევს. 3) Cheque – Secured Express Delivery (USD 24.00 Processing Fee) – ფულის გადმოგზავნა ჩეკით ექსპრეს ფოსტის საშუალებით. ჩეკის მიღების ვადაა 3-7 დღე და არის აბსოლუტურად უსაფრთხო, მაგრამ ფასიანია და ღირს 24$, რომელიც თქვენი ექაუნთის ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ. Electronic Funds Transfer მხოლოდ აშშ-სთვის და ევროპის რამდენიმე ქვეყნისთვისაა. ასე რომ, თუ თქვენ საქართველოში ცხოვრობთ, ფულს მხოლოდ ჩეკის საშუალებით მიიღებთ. გირჩევთ აირჩიოთ ჩეკის გადმოგზავნა ექსპრეს ფოსტით, რადგან მისი ჩვეულებრივი ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მას ან მიიღებთ, ან ვერა. თანხის ჩეკით გამოგზავნის უფლება მოგეცემათ მხოლოდ მას შემდეგ, როცა ექაუნთში შეიყვანთ PIN კოდს. PIN კოდი სტანდარტულად ჩვეულებრივი ფოსტით იგზავნება და ჩამოსვლის ვადა 2 კვირიდან 3 თვემდეა საქართველოს პირობებში. თუ კოდი არ ჩამოვიდა, შეგიძლიათ იგი თავიდან გამოაგზავნოთ (შეგიძლიათ გუგლს მისწეროთ მეილი რომ გსურთ პინის მიღება ექსპრეს ფოსტით. კოდს მიიღებთ 3-7 დღეში მაგრამ ეს სიამოვნება დაგიჯდებათ 60 მარადმწვანე). PIN კოდის გამოგზავნის უფლება მხოლოდ მას შემდეგ გექნებათ, როცა თქვენი შემოსავალი 50 დოლარს მიაღწევს. კოდის შეყვანის შემდეგ თანხა ყოველთვიურად გამოგეგზავნებათ, მაგრამ თუ თვეში 300+$-ს ვერ შოულობთ ამას აზრი არ აქვს (რატომ მოგვიანებით აგიხსნით). ამიტომ უნდა შეხვიდეთ My Account => Account Settings => Payment Holding და მონიშნეთ Hold Payment. როცა სასურველი ოდენობის თანხას დააგროვებთ, გააუქმებთ Hold Payment-ს და ფული გამოიგზავნება. როდესაც ჩეკი ჩამოგივათ საჭიროა მისი განაღდება. ამის ერთადერთი საშუალებაა მისი ბანკში მიტანა. კონკრეტული ბანკის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რეკლამაში რომ არ ჩამომერთვას. თითქმის ყველა ქართულ ბანკს ერთნაირი პირობები აქვს. ჩეკს ანაღდებენ 1 თვის ვადაში და საკომისიოს იტოვებენ 50$-ს (ზოგი ბანკი დამატებით მცირე 1-3%-ს იღებს თანხიდან). სწორედ ამიტომ არ ღირს ჩეკის გამოგზავნა, რომლის ღირებულებაც 200-300$ არაა. უბრალოდ, თქვენ ძალიან მცირე რაოდენობის თანხა დაგრჩებათ. კიდევ ერთი: გამოიყენეთ Blogger.com. ბლოგით დაწყება ძალიან ადვილია და არ მოითხოვს ვებ-პროგრამირებაში განსაკუთრებულ ცოდნას. შექმენით რამდენიმე ბლოგი სხვადასხვა თემებზე და ჩასვით AdSense-ის რეკლამები ყოველ მათგანზე. გაითვალისწინეთ, რომ Blogger.com ბიძია გუგლის საკუთრებაა, რამდენს ნიშნავს ეს თქვენი რეკლამებისთვის ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. დასკვნა ეს იყო ის ძირითადი ინფორმაცია, რაც უნდა გცოდნოდათ Google AdSense სისტემის შესახებ. მაგრამ მხოლოდ ამ ინფორმაციით შორს ვერ წახვალთ. საჭიროა ყველაფერი დეტალურად შეისწავლოთ და რაც მთავარია იშრომოთ. გახსოვდეთ, თუ საკუთარ საიტებზე მუშაობას დაიზარებთ, მხოლოდ ცენტებს იშოვნით. მაგრამ თუ არ იზარმაცებთ, საკუთარი შემოსავლის თვეში 30000-მდე (და ეს ზღვარი არაა, თუმცა ქართულენოვან საიტებში ასეთ თანხებს ვერ იშოვით) გაზრდაც კი შეიძლება. ამის დასტურს სურათზე ხედავთ. ახლა კი შეპირებული საჩუქარი: ამ არქივში ორი წიგნია მოთავსებული AdSense-ის შესახებ. წიგნებში დეტალურადაა განმარტებული ყველაფერი ის, რაც მე მოკლედ მიმოვიხილე (და არა მარტო ეს). ისწავლით როგორ მოახდინოთ საიტისა და რეკლამების ოპტიმიზაცია, გაეცნობით დამხმარე პროგრამებს და ა.შ. მოკლედ რომ გითხრათ, ეს წიგნები + თქვენი მონდომება დიდი ფულის წყარო შეიძლება გახდეს. ესეც წიგნები: http://downloads.wow-info.net/adsense-books.rar წყარო: CompInfo.ge შენიშვნა: სტატია დავწერე 2007 წელს. მას შემდეგ ედსენსში, რა თქმა უნდა, ბევრი რამე შეიცვალა, თუმცა, ძირითადი პრინციპები იგივე დარჩა და ზოგად სახელმძღვანელოდ გამოდგება ისევ.
  5. კომპანია გუგლი სწრაფად გაცდა საძიებო სისტემას და გახდა ერთ-ერთი გიგანტი კომპანია, მისი პროდუქცია გარდა ვებ-სერვისისა არის ასევე სმარტფონებში,პლანშეტებში,“ჭკვიან საათებში“ და ტელევიზორებშიც კი, არც ის არის უცნობი ფაქტი რომ გუგლი აგროვებს ყველანაერ ინფორმაციას დაწყებული საძიებო ფრაზების ლოგებიდან პაროლებითა და მეილებით დამთავრებული რომლებიც მათ ბაზაში წლობით ინახება რათქმაუნდა ბევრისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს რადგანაც ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი არ აქვს ვებ-რესურსში რომ ინკოგნიტო გახადოს მაგრამ არის კატეგორია რომელიც პრივატულობას წინა პლანზე აყენებს ან თუნდაც პრინციპულად არ სურს მის პირადში ვინმემ „იძრომიალოს“ თუკი თქვენ ამ კატეგორიას მიეკუთვნებით და გაქვთ Adnroid დევაისი მაშინ ეს პატარა guide სწორედ თქვენთვისაა თუკი პირველად ნახსენებს განეკუთვნებით იმედია ახალს გაიგებთ(თუნდაც GAPPS,ინტეგრირებული app-ების წაშლაზე და სხვა) შესავალი ყველასთვის ცნობილია რომ Android-ზე დაფუძნებული მოწყობილობა შედგება არამხოლოდ AOSP-სგან შემდგარი კომპონენტებისგან ასევე გუგლის სხვა მნიშვნელოვანი app-ებისგან როგორებიც არის Hangouts,Maps,Gmail და სხვა(dialer,კიტკეტში დამატებული კამერის app-ები...). ამ ყველა აპლიკაციის არათუ კოდი არამედ არც ახსნა/პრინციპი არ არის თუ როგორ მუშაობს ისინი, ბევრი მათგანი იმისთვის არის რომ მოგროვებული ინფორმაცია გადააგზავნოს გუგლის სერვერზე მაგალითად აპლიკაცია GoogleBackupTranstport განკუთვნილია ჩაწერილი app-ების,პაროლების და სხვა ინფორმაციის სინქრონიზაციის პასუხზე, GoogleContactsSynchAdapter სინქრონიზაციას ახდენს კონტაქტების,ChromebookmarksSynchAdapter ეს კი ბუქმარკებისა და ძიების ისტორიის სინქრონიზაცია ევალება. ზოგადად სინქრონიზაციაში ცუდი არაფერი არ არის პირიქით ძალიან კარგი მექანიზმია რომლითაც ახალ დაყენებულ სისტემას წუთებში დატვიკავთ და ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას დააბრუნებთ რაც ადრე გქონდათ(ან factor reset-ის გაკეთების შემდეგ დაკარგულის) უბრალოდ პრობლემა იმაშია რომ ეს აკნინებს ჩვენს კონფიდენციალურობას(რომელიც როგორც ჩანს არც ისე მაღალ დონეზეა[რაც სნოუდენმაც გვიჩვენა]) როგორც სხვა დანარჩენი კომპანიები რომლებიც ამოფარებულები არიან და ამბობენ „ჩვენ არ ვართ ბოროტები, ფუმფულა მეცენატები ვართ“[dafuq] ამ ყველაფრის შემდეგ იქნებ არ გვინდა ჩვენ გუგლი და თავისი app-ები? ავიღოთ უბრალოდ Android რომელიც არ იქნები მიჯაჭვული google-ს!(ამისთვის კი მადლობა open source-ს და ნუ გუგლს რა ;დ). რა არის Google APPS(GAPPS) ბოლო ვერსიაში KitKat-ში ქასთომ რომი საშუალოდ 200Mb-ს იწონის ამასთან ერთად თუკი დაგიყენებიათ Custom rom ასევე მოგიწევდათ დამატებითი არქივის დაფლეშვა GAPPS სახელით რომელიც დაახლოებით 150-170Mb არის სწორედ ამის დაყენების შემდეგ მივიღებთ სრულფასოვან სისტემას როგორიც Nexus დევაისებზე არის, მასში იქნება ინტეგრირებული Google Now რომლის წაშლაც არ ხდება,Google Play, Google Books და სხვა მრავალი აპლიკაცია. სწორედ ეს არის GAPPS(გუგლის აპლიკაციები) რომლებიც როგორც ზევით ავღნიშნე დახურული სოფტებია და მისი შეცვლა არ შეიძლება(ამიტომაც არის ამოღებული ის CyanogenMod-ის რომებში), როგორც წესი Android-ზე რომ გამოუშვა დევაისი რომელსაც ექნება ბორტზე gapps საჭიროა მწარმოებელმა გააგზავნოს სერთიფიცირებაზე გუგლში რომელიც შეაფასებს ხარისხს და წარმადობას რის შემდეგადაც მოხდება მოწყობილობის წარმოება(ნუ ეს ჩინურ non-brand მოწყობილობებს არ ეხება მათ საერთოდ არ აქვთ კავშირი Google-სთან) სწორედ ასე ხდება google apps სმარტფონში რომელიც ან უკვე ხვდება მომხმარებელს ან თვითონ აყენებს, შემდეგ წერს პაროლს, მეილს და იწყება სინქრონიზაცია. რომ გავარკვიოთ როგორ ხდება ეს ყველაფერი ამოვაარქივოთ ჩვენი gapps არქივი და ვნახოთ /system/app და /system/priv-app ჩაწერისას ეს ფაილები ზუსტად იმავე დირექტორიაში გადადის სმარტფონში, მეორე კატალოგი არის KitKat-ისთვის მათი ნახვა კი მხოლოდ მფლობელს(ადმინისტრატორს) შეუძლია ხოლო სხვა იუზერებისთვის კი დამალულია(გაეცანით ) /system/app დირექტორიაში იპოვით ბევრ გუგლის აპლიკაციას სხვადასხვა სახელით Chrome.apk,Gmail2.apk და სხვა. ყველა მათგანი სხვადასხვა გზით იღებს ინფორმაციას რაც სრულიად ნორმალურია(დიახ, გუგლმა უნდა იცოდეს რომ შენ კითხულობ პაულო კოელიოს მატი აპლიკაციის მეშვეობით!), შედარებით უფრო საფრთხეს წარმოადგენს GoogleContactsSynchAdapter.apk რომლის მისიაა გააგზავნოს სერვერზე კონტაქტების სია, ვიწერთ ამ app-ის სახელს ბლოკნოტში და ვაგრძელებთ. /system/priv-app/ კატალოგის უმეტესი აპლიკაციების ნაწილი არის ფრეიმვორკები და სერვისები რომლებიც უზრონველყოს ამ ყველა მექანიზმის და სინქრონიზაციის ჩართვა: • GoogleBackupTransport.apk - ევალება დაინსტალირებული აპლიკაციების შესახებ ინფორმაციის,Wi-Fi პაროლებისა და სხვა ტვიკების სინქრონიზაცია. • GoogleLoginService.apk - დევაისს აკავშირებს გუგლის ექაუნთთან. • GooglePartnerSetup.apk – 3dr party აპლიკაციებს საშუალებას აძლევს მიიღოს წვდომა გუგლის სერვისებთან. • GoogleServiceFramework.apk - ფრეიმვორკი სხვადასხვა ფუნქციონალურობით. • Phonesky.apk – Play Store(რაც არ უნდა გასაკვირი იყოს). • PrebuiltGmsCore.apk – Google Services, როგორც ჩანს ეს არის gapps-ის კერნელი. • Velvet.apk – Google-ს საძიებო სისტემა რომელიც შედგება Google Now-ისგან და ჰოუმ სქრინზე მყოფი ვიჯეტისგან. ეს არის ის აპლიკაციები რომლებიც იღებს ინფორმაციას, ეხლა კი გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს. • #მეთოდი N1-> ვრთავთ პარამეტრებიდან(Setting-ებიდან) ყველაზე უბრალო და მარტივი გზაა, ეს მეთოდი გამოადგებათ მათ ვისაც არ აქვთ დარუთული სმარტფონი/პლანშეტი, არ აქვთ ჩაწერილი ქასთომ რომი და ქასთომ რექავერი. ამის გაკეთება ყველა სტოკ რომზეა შესაძლებელი ექაუნთთან წვდომის გარეშე მაგრამ ეს მეთოდი ეფექტურობით ვერ გამოირჩევა რადგანაც სრულიად ვერ გამორთავს gapps ეს. ძირითადი ლოკაცია სადაც სინქრონიზაციის პარამეტრებია: Setting ->Accaunt ->Google -> [email protected] აქ შეიძლება გამორთოთ კონტაქტების სინქრონიზაცია,Gmail,Play Music, App cache, Google Keep და სხვა. ამ ყველაფრის გაკეთება მარტივია >საჭიროა უბრალოდ მოაშოროთ „თოლია“ შემდეგ გადავდივართ Backup&Restore კატეგორიაში(privacy>backup & restore შეიძლება ასე იყოს) აქ კი ვაშორებთ თოლიას Automatic Restore-ს და Back up my data-ს. ამის გარდა სხვა ბევრი აპლიკაცია არის gapps-ში უმრავლესობა ამ გზით რაც შეიძლება გამოირთოს არის Google-ს ექაუნთის პარამეტრებში, სასურველია გამორთოთ GPS მიმღებზე ადგილმდებარეობის ისტორიის შენახვა ასევე გამორთოთ Google Now. თუკი თქვენ საერთოდ არ იყენებთ გუგლის ექაუნთს(არამგონია იყვნენ ამ კატეგორიის ადამიანები[ან ძალიან ცოტა თუ იქნება]) და უბრალოდ გაქვთ გავლილი ავტორიზაცია უმჯობესია წაშალოთ Setting -> Accaunt -> Google -> [email protected] -> „Menu“ ღილაკი -> Delete Accaunt. • #მეთოდი N2-> ოფიციალური ROM-ის გასუფთავება იმ შემთხვევაში როდესაც სტოკ რომი(ოფიციალური/“ქარხნული“ სისტემა) გიყენიათ და ამასთან ერთად დევაისი დარუთული გაქვთ შეიძლება Google Apps-ის მოშორება მარტივად - წაშლა მისი მოწყობილობიდან. როგორც ზევით დავწერეთ ისინი ინახება /system/app და /system/priv-app დირექტორიებში. მაგალითად კიტკეტში Google-აპლიკაციები ასე გამოიყურება: • Books.apk – Google-ს წიგნები; • CalendarGoogle.apk – Google კალენდარი; • Chrome.apk – Google Chrome; • CloudPrint.apk - ღრუბლობანი ბეჭდვის სისტემა; • Drive.apk – Google Drive; • GenieWidget.apk - სიახლეების და ამინდის ვიჯეტი; • Gmail2.apk – Gmail; • GoogleContactSynchAdapter.apk - კონტაქტების სინქრონიზაცია; • GoogleEars.apk – Google Ears(Shazam-ის ანალოგი); • GoogleHome.apk – home screen ინტეგრირებული Google Now-ით; • GoogleTTS.apk - მეტყველების სინთეზის სისტემა; • Hangouts.apk – Google Hangouts; • Keep.apk – Google Keep; • LatinImeGoogle.apk - კლავიატურა ჟესტური წერის მხარდაჭერით; • Magazines.apk – Google ჟურნალები; • Maps.apk – Google-ს რუკები; • Music2.apk – Google მუსიკა; • PlayGames.apk – Google Play Games; • PlusOne.apk – Google+; • QuickOffice.apk – Quick Office; • Street.apk – Google Street; • Videos.apk – Google-ს ფილმები; • Youtube.apk – Youtube /System/priv-app-ში ასევე ასევე ინახება ისეთი ფაილები როგორებიცაა: • CalendarProvider.apk - ინახავს კალენდარის ინფორმაციას; • GoogleFeedback.apk - აგზავნის ანგარიშს Google Play-ს გამოყენების შესახებ; • SetupWizard.apk - პირველი ჩართვისას პარამეტრების დაყენების უტილიტი თუ შეიძლება ასე ვუწოდით; • Wallet.apk – Google საფულე; ესეც არ არის სრული ჩამონათვალი ამასთან ერთად Google Apps დამოკიდებულია რამდენიმე ფრეიმვორკზე რომლებიც მდებარეობს /system/framework-ში ეს ფაილებია com.google.android.maps.jar , com.google.android.media.effects.jar და com.google.widevine.software.drm.jar. კიდევ არის ბიბლიოთეკები /system/lib კატალოგში რომელსაც იხილავთ სურათზე მათი წაშლა არ არის აუცილებელი უბრალოდ შეგიძლიათ როგორც ზედმეტი ნაგავი თავიდან მოიშოროთ. თუკი პრობლემა შეგექმნებათ გაუკეთეთ დევაის factor reset გადმოიწერეთ თქვენი მოდელისთვის და ანდორიდის ვერსიისთვის შესაბამისი gapps( www.goo.im საიტიდან) და დაფლეშეთ რექავერიდან. • #მეთოდი N3-> Custom rom Gapps-ის გარეშე ამ მეთოდის განხორციელება შეიძლება მაშინ როდესაც დევაისი დარუთულია და გაქვთ დაყენებული ქასთომ რექავერი(CWM ან TWRP), ამ შემთხვევაში სმარტფონში/პლანშეტში იქნება სუფთა გუგლის გარეშე Android OS, მას არ ექნება Google Play და სხვა გუგლის სერვისები(გიღირთ თუ არა ეგ სხვა საკითხია კონფიდენციალობისთვის ამის გაკეთება) მაგრამ ესეც არ წარმაოდგენს პრობლემას და ამასთან დაკავშირებით ქვემოთ წაიკითხავთ. • #მეთოდი N4-> Google Play და სხვა არაფერი ვინც აქტიურად იყენებს გუგლის აპლიკაციების მარკეტს მაშინ ცოტა შემაფერხებელი იქნება მესამე მეთოდი სადაც გუგლ ფლეი ამოღებული არის ამ მეთოდით კი შეგვიძლია ჩავწეროთ ეს უკანასკნელი სხვა გუგლის app-ები კი მოვიშოროთ რაც ბუნებირვია დაზოგავს ჩვენს ოპერატიულ მეხსიერებასაც. მარტივია ვაყენებთ თქვენს მიერ არჩეულ Custom ROM-ს შემდეგ კი gapps-ის მოდიფიცირებულ პაკეტს სადაც იქნება მხოლოდ Google Play ერთ-ერთია BaNkS Gapps( www.goo.gl/7wLv5 )სადაც ფაილის სახელზე არის „თვე-რიცხვი_Gapps_core_4.4.2_signed.zip“ ეს მუშაობს ყველა სმარტფონზე აქვს ART რანთაიმის საფორთი და მასში მოთავსებულია მხოლოდ ძირითადი ფაილები გუგლის აპლიკაციების. დამატებითი ინფორმაცია • 3dr-party მარკეტები მეორე და მესამე მეთოდებში ვემშვიდობებით გუგლის აპლიკაციებს მათ შორის Google Play-საც ამიტომაც ჩვენ უნდა ვიპოვოთ სხვა გზა აპლიკაციების გადმოსაწერად რომ არ ვიყოთ მიჯაჭვული კომპიუტერს და USB კაბელს. ამ მომენტში არის სამი ძირითადი შემცვლელი/ალტერნატიული Google Play ესენია: Amazon AppStore, Yandex.Store და 1Mobile market რომლებსაც აქვთ თავიანთი დადებითი და უარყოფით მხარეები: • Amazon AppStore - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მარკეტი ფლეი სთორის შემდეგ სადაც 75 000-მდე აპლიკაციაა (შესადარებლად GP-ში დაახლოებით 800 000 არის) რომლებიც როგორც IOS ოპერაციულ სისტემაში კერძოდ iTunes-ში ხელით მოწმდება თითოეული app. აპლიკაციის ყიდვა შესაძლებელია როგორცპლასტიკური ბარათით ასევე ამაზონის მონეტებით(Amazon Coins). ერთ-ერთი საინტერესო მხარე ამ მარკეტის არის ის რომ ყოველ დღე ერთი რომელიღაც ფასიანი აპლიკაცია უფასოდ არის. • Yandex.Store - მაღაზია ცნობილი რუსული ვებ-კომპანიისა სადაც განთავსებულაი 85 000 -მდე აპლიკაცია რომლებიც მოწმდება Kaspersky-ს ანტივირუსით. • 1Mobile Market - ერთ-ერთი უმსხვილესი Android მარკეტი სადაც დაახლოებით 500 000-მდე აპლიკაციაა განთავსებული, არ საჭიროებს რეგისტრაციას და ანონიმურობა დაცულია. აპლიკაციები სამივე მარკეტში განთავსებულია თვითონ დეველოპერების მიერ ამიტომაც არანერ პრობლემას არ წარმოადგენს და ეს სამი მარკეტი ერთმანეთში კონფლიქტში არ შედის, შეიძლება ერთი მარკეტიდან დაინსტალირებული აპლიკაციის განახლება მაგალითად მეორე მარკეტის მეშვეობით. • ვცვლით საძიებო სისტემას სინქრონიზაციის გამორთვის შემდეგადაც კი ჰოუმ სქრინზე რჩება ჩაშენებული გუგლის საძიებო გრაფა. ზოგიერთი მწარმოებლის(Samsung-ზე მაგალითად) სტოკ რომზე ეს უბრალო ვიჯეტია და მისი წაშლაც მარტივია ხოლო „სუფთა“ ანდროიდში ის ინტეგრირებულია მისი გამორთვა შეიძლება > Setting > Applications > all > Google Search > Disable ან უნდა დააყენოთ launcher,გამორთვის შემდეგ შეგიძლიათ მარკეტიდან გადმოწიეროთ აპლიკაცია DuckDuckGo და მისი ვიჯეტი დაამატოთ home Screen-ზე. • Open Source მარკეტი სტატიაში აღწერილი მეთოდებისა და მარკეტების გარდა ქსელში შეიძლება იპოვოთ კიდევ ერთი კარგი მარკეტი რომელიც ჩამოთვლილებს სჯობს ეს არის F-Droid (www.f-droid.org) ის სრულიად ანონიმურია და მასში არის მხოლოდ თავისუფალი სოფტები ლიცენზიებიტ გავრცელებული FSF ფონდის მიერ. აპლიკაციების რაოდენობა f-droid-ში შეადგენს მხოლოდ და მხოლოდ ათასს მაგრამ სამაგიეროდ არცერთერთი მათგანი არ შეიცავს ბექდორს და სხვა მავნე „არსებას“ დასკვნა კომპანია Google-სთვის Android თავისი აპლიკაციების ნაკრების გარეშე ფაქტიურად გამოუსადეგარია ამიტომაც არაა გასაკვირი თუ რატომ მალავს ასე და ტოვებს ჩაკეტილს ამ აპლიკაციებს მაგრამ ამ სტატიით ნაჩვენებიარომ gapps-ის გარეშეც შესაძლებელია android ისე რომ იყოს მოსახერხებელი სინრქონიზაციისა და სხვა მექანიზმების გარეშეც. არჩევანი თქვენზეა. Thread: “Хакер” 03/182/2014[64x-mobile] Translated By Shopen OverClocekrs.Ge
  6. ვყიდი Google Nexus S ეკრანს. ეკრანი არის ძალიან კარგ მდგომარეობაში. მოვაყოლებ ელემენტს, USBს, ჩასადებს და "უკანა თავსახურს". ან ვიყიდი იგივე მოდელის დედაპლატას.
  7. დღევანდელ მიმოხილვაში მინდა წარმოგიდგინოთ კომპანია LG ს და Google ს მორიგი ერთობლივი სმარტფონი Nexus 5 , რომელიც გამოირჩევა თავისი კარგი მონაცემებით ფასთან მიმართებაში და რაც მთავარია წარმოადგენს კომპანია Google ს ოპერაციული სისტემა Android ის უახლეს ვერსია 4.4 ს კოდური სახელით Kitkat , გარდა ამისა ეს სმარტფონი მომავალში ყველაზე სწრაფად მიიღებს სისტემურ განახლებებს , რაც Google ტელეფონების დიდი უპირატესობაა. თავდაპირველად გავეცნოთ სმარტფონის ტექნიკურ მახასიათებლებს , რომელიც ასე გამოიყურება : ეკრანი : 4.95 ინჩიანი True HD IPS+ , რეზოლუცია 1080P Full HD 1920X1080 პიქსელი ( 445 PPI თითოეულ ინჩზე ) , Corning Gorilla Glass 3 დამცავით. მეხსიერება : 2GB ოპერატიული , შიდა მეხსიერება 16/32 GB ( შესაბამისად განსხვავდება ფასიც ) , არ ედება Micro SD ბარათი კამერა : უკანა 1080P , 8MP რეზოლუციით 3264 x 2448 + ავტო ფოკუსი და სტაბილიზაცია , წინა კამერა 1.3MP ჩიპსეტი : Qualcomm MSM8974 Snapdragon 800 , ამის შესაბამისად მას აქვს 4 ბირთვიანი 2.3 GHz Krait 400 პროცესორი და ვიდეო ჩიპი Adreno 330 სხვა მახასიათებლები : ბატარეა > Li-Po 2300 mAh , Wi-Fi 802.11 a/b/g/n/ac , BlueTooth 4.0 , წონა 130 გრამი ოპერაციული სისტემა : რა თქმა უნდა უახლესი Android 4.4 KitKat სმარტფონის მთავარ მინუსად ითვლება მისი არც ისე დიდი ტევადობის ბატარეა , მასში არ მიდის დამატებით მეხსიერების ბარათი. მისი ღილაკები დამზადებულია კერამიკისგან. ქვემოთ განთავსებულია 2 ცალი დინამიკი მანადე სანამ ვნახავდეთ მის შესაძლებლობებს ტესტებში , ვიხილოთ ბატრეის ტესტი , რომელიც მომზადებულია საიტ GSMarena ს მიერ და მასში Nexus 5 ს ასეთი შედეგი აქვს > როგორც ვხედავთ სმარტფონის 2300 მილი-მაპერი ბატარეა არაა მთლად კარგი მახასიათებელი. მისი ეკრანის კონსტრასტულობა კი შემდეგანერი მაჩვენებლით ხასიათდება > ახლა კი ვნახოთ სხვა ტესტები , ჯერ CPU > GPU ტესტები > ბრაუზერის ტესტი > ახლა კი ცოტა რამ ახალ Android 4.4 KitKat ზე > LockScreen საკმაოდ სადა და ლამაზია HomeScreen შიდა მენიუ და Recent Apps ამ ვერსიაში თქვენ კვლავ იხილავთ Google Now ს , რომელიც წარმოადგენს Apple ს Siri ს კონკურენტს ამ სისტემაში PhoneBook , Massiging და Kayboard სურათების გალერეა და Editing Tools Music Player Nexus 5 ის კამერა მისით გადაღებული 1080P ხარისხის ვიდეო ბრაუზერი და ტაბებს შორის გადასვლა მისი ორგანაიზერი ზოგადად Play Store ესეც ინტერფეისის და სმარტფონის ვიდეო მიმოხილვა საბოლოო შეფასება : ისევე როგორც Google ს წინა Android ტელეფონები , Nexus 5 იც , რომელიც შექმნილია კომპანია LG ს მიერ გამოირჩევა თავისი დაბალი ფასით , აღნიშნული სმარტფონის 16GB ვერსიის ღირებულება შეადგენს 349 , ხოლო 32GB იანის 399 დოლარს ,რაც ამ დონის სმარტფონისთვის ძალიან კარგი ფასია. კიდევ ერთხელ გეტყვით ,რომ მასში გამოყენებულია Google ს უახლესი მობილური ოპერაციული სისტემა Android ის ბოლო 4.4 KitKat ვერსია , გარდა ამისა ეს სმარტფონი ყველაზე სწრაფად მიიღებს განახლებებს Google სგან , რაც ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს მის მომხმარებელს .
  8. გამარჯობა! დღეს მოკლედ და მარტივად გეტყვით თუ როგორ გადმოვიწეროთ Google Play-დან აპლიკაციები პირდაპირ კომპიუტერში. ამისათვის არსებობს ორი გზა: დამხმარე პროგრამის მეშვეობით; ბრაუზერის extension-ის დახმარებით; დავიწყოთ პირველით: ვიწერთ Real APK Leecher-ს ვიწერთ Java-ს(თუკი უკვე დაყენებული გაქვთ აღარ გინდათ) ამოვაარქივოთ ფაილები ფოლდერში და გავუშვათ RealApkLeecher.exe ​ ვწერთ Gmail-ს; Gmail-ის პაროლს; როგორც წერია device id-ს; ქვეყანას და ენას; ვირჩევთ ფოლდერს სადაც შეინახავს გადმოწერილ ფაილებს; ვირჩევთ ფოლდერს სადაც დაასკანერებს აპლიკაციის ვერსიას; save; ​ამის შემდეგ ჩაირთვება თვითონ პროგრამა სადაც მოვძებნით და გადმოვიწერთ სასურველ APP-ს, მარტივი ინტერფეისი აქვს ძალიან სულ ესაა გადავიდეთ მეორე ვარიანტზე ვიწერთ APK Downloader-ს(განკუთვნილია google chrome-სათვის) ვაყენებთ extensions-ს დაყენების შემდეგ გადაგვიყვანს გვერდზე სადაც იქნება ესეთი ფანჯარა მიხვდებით რაც უნდა ჩაწეროთ, მაგრამ დავწერ მაინც თქვენი Gmail; Gmail-ის პაროლი; Device ID; სულ ესაა ამის შედმეგ შევალს google play-ზე სასურველ აპლიაკციაზე გადავალთ search bar-ის გასწვრივ გამოჩნდება APK Downloader-ის icon დააჭერთ და დაიწყებს გადმოწერას . შენიშვნები: საფრთხე იმისა რო თქვენს გუგლის ექაუნთს რამე მოუვა არის ამიტომაც თემის ავტორი ან დეველოპერები პასუხს არ აგებს!(მაგრამ დიდი ხანია მეც ვიყენებ და მსგავსი არაფერი არ ყოფილა); თუკი არ იცით როგორ გაიგოთ Device ID: ტელეფონში აკრიფეთ *#*#8255#*#*( 8255 = TALK ) გამოჩნდება “GTalk Service Monitor” იპოვეთ JID-ზე დაწყებული ველი და Device ID. არის მეორე გზაც გადმოიწერეთ აპლიკაცია Device ID. სულ ეს იყო მადლობა ყურადღებისთვის. Shopen OverClockers.GE
  9. რა არის ანდროიდი? ანდროიდი არის ოპერაციული სისტემა სმარტფონებისთვის,კომუნიკატორებისთვის, პლანშეტებისთვის და ნეთბუქებისთვის. კომპანია გუგლმა(google) 2005 წლის ივლისში შეიძინა Android inc. ოპერაციული სისტემა android დაფუძნებულია და მოდიფიცირებულია ლინუქსის(Linux) ბირთვზე. შემდგომ გუგლი(google) და სხვა მონაწილეები Open Headset Alliance-დან ერთობლივად თანამშრომლობდნენ და მუშაობდნენ რათა შეექმნათ ეს ახალი ოპერაციული სისტემა. ისტორია კომპანია Android inc. დაარსებულია 2003 წლის ოქტომბერში პალო ალტოში,კალიფორნიის შტატში,მისი დამფუძნებლები არიან ენდი რაბინი(Andy Rubin, Danger-ის დამფუძნებელი ),რიჩ მაინერი(Rich Miner, დამფუძნებელი Wildfire),ნიკ სირსი(Nick Sears,ყოფილი ვიცე პრეზიდენტი T-Mobile) და კრის უაიტი(Chris White,ერთ-ერთი პირველი ინჟინერიWebTV-ს) 2005 წლის აგვისტოში კომპანია გუგლმა(google) იყიდა Android inc. ,ამის შემდეგ Android inc. გახდა გუგლის შვილობილი კომაპნია. მას შემდეგ რაც შეიძინა გუგლმა ეს კომპანია ენდი რაბინი,რიჩ მაინერი და კრის უაიტი დარჩნენ სამუშაოდ Android inc-ში.ამის შემდეგ გაჩნდა ხმები რომ გუგლს სურდა გასულიყო მობილურ ბაზარზე და დაემკვიდრებინა საკუთარი ადგილი.მიიღო თუ არა გუგლის მხარდაჭერა ამ კომპანიამ ენდი რაბინმა დაიწყო მუშაობა kernel Linux-ის სისტემის ბირთვზე,2006 წელს კი გავრცელდა ხმები რომ გუგლი აპირებდა ამოეშვა სმარტფონი სახელწოდებიტ “გუგლფონი”(google phone). ყველა ეს ჭორი “დაამსხვრია” ერიკ შმიდტმა( EricSchmidt) რომელმაც განაცხადა რომ მათ ჰქონდათ უფრო ამბიციური გეგმები ვიდრე იყო თავისი(გუგლის) ბრენდის სმარტფონების წარმოება მან თქვა :” ჩვენი შეხედულება მდგომარეობს იმაში რომ ამ ძლიერმა პლატფორმამ უნდა გამოსცადოს თავისი ძალა ათასობით სხვადასხვა მოდელის ტელეფონზე”. ამ სიტყვების შემდეგ 2007 წლის 5 ნოემბერს იყო წარდგენილი Open Headset Alliance - კონსორციუმი ბევრი კომპანიის,რომლებშიც შევიდნენ ისეთი გიგანტები როგორებიც იყვნენ : Broadcom Corporation, Google, HTC, Intel, LG, Marvell Technology Group, Motorola, Nvidia, Qualcomm, Samsung Electronics, Sprint Nextel, T-Mobile, Texas Instruments და სხვა. სახელწოდება ყოველი მომდევნო ვერსიის ანდროიდისა იყო რომელიღაცა დესერტის ,ანბანის მიხედვით . განვითარება 2005 წელი · ივლისი- კომპანია გუგლმა იყიდა Android Inc. 2007 წელი · 12 ნოემბერი-წარდგენილი და შემოთავაზებული იყო პირველი ვერსია გადმოწერისათვის ანდროიდის დეველოპერებისგან Android «Early Look» SDK. 2008 წელი · 18 აგვისტო- გამოვიდა ახალი ვერისა SDK 0.9 beta 2009 წელი ·30 აპრილი-გამოვიდა ოფიციალური განახლება ანდროიდის Android 1.5 (Cupcake). ·15 სექტემბერი- გამოვიდა ახალი ვერისა 1.6 (Donut). ·26 ოქტომბერი- გამოვიდა ახალი ვერსია 2.0 (Eclair). ·3 დეკემბერი- გამოვიდა Android 2.0.1. 2010 წელი ·12 იანვარი- გამოვიდა Android 2.1.ზოგიერთი წყაროს მიხედვით მას ერქვა “Flan” რომელიც “Eclair-ის” წინა ვერსია იყო. ·მაისი-გამოვიდა Android 2.2 (FroYo) ·დეკემბერი- გამოვიდა Android 2.3 (Gingerbread) 2011 წელი · 22 თებერვალი- გამოვიდა Android 3.0 (Honeycomb) ·15 აგვისტო- გუგლი შეთანხმდა Motorola Mobility-ის დირექტორთან ,მობილური ტელეკომუნიკაციების ყიდვის შესახებ 12.5 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ. · 9 სექტემბერი-იყო ჭორები Android 5.0 Jelly Bean-ის შესახებ · 19 ოქტომბერი-გამოვიდა Android 4.0 Ice Cream Sandwich. 2012 წელი · 27 ივლისი-გამოდის ახალი ვერსია Android 4.1 Jelly Bean. ლიცენზირება 2008 წლის 21 ოქტომბრიდან Android OS-ის კოდი გახდა თავისუფლად ხელმისაწვდომი. გუგლმა გამოაქვეყნა კოდი Apache-ს ლიცენზიის ქვეშ, ეს კი იმას ნიშნავს რომ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს ეს კოდი ოპერაციულ სისტემაში,მაგრამ მაინც აქვს გარკვეული შეზღუდვები. Android სასაქონლო ნიშანი არ უნდა იქნას გამოყენებული იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა არ შეესაბამება გარკვეული კრიტერიუმებს გუგლისთან თავსებადობის. მოწყობილობა პირველი მოწყობილობა რომელიც მუშაობდა ანდროიდის ოპერაციული სისტემის ქვეშ ეს იყო HTC -ს სმარტფონი სახელწოდებით Mobile G1 რომლის პრეზენტაციაც შედგა 2008 წლის 23 სექტემბერს, ასევე მალევე დაანონსდა სხვადასხვა მოწყობილობები ამ სისტემის ქვეშ. Android Market Android Market-ეს არის ინტერნეტ მაღაზია ანდროიდის სმარტფონებისთვის და სხვა მოწყობილობებისთვის,საიდაც მომხმარებელს შეუძლია ნახოს და შეიძინოს ან უფასოდ გადმოიწეროს სხვადასხვა აპლიკაციები თუ თამაშები. ანდროიდის ძირითადი მახასიათებლები ·აქვს მხარდაჭერა 2D/3D გრაფიკის, სურათების, აუდიო და ვიდეოს. · მონაცემების შესანახად იყენებს მსუბუქ და პოპულარულ მონაცემთა ბაზას SQLite · აქვს მხარდაჭერა GSM, EDGE, 3G, Bluetooth, Wi-Fi, GPS,კომპასის,აქსელერომეტრის ·შესაძლებელია მასობრივი გაგზავნა SMS-ის ან E-Mail-ის ·ხელმისაწვდომია ანდროიდისთვის გუგლის სერვისები ·მხარდაჭერა აქვს უამრავი აპლიკაციისა და 3D თამაშის საინტერესო ფაქტები ·სპეციალურად ანდროიდის პლატფორმისთვის შეიქმნა “შრიფტის ოჯახი” დროიდი(Droid) და რობოტო(Roboto). ·პირველი ორი ვერსია იყო 1.0 ასტრო(Astro) და 1.1 ბენდერის(Bender («ფუტურამა»)) სახელით მაგრამ შეუცვალეს სახელი საავტორო უფლებების დაცვისთვის,მას შემდეგ მოყოლებული ყველა ვერსიას აქვს რომელიღაცა დესერტის სახელწოდება. · 2011 წლის თებერვლისთვის ეს პლატფორმა მოექცა ყველაზე პოპულარულ სისტემებს შორის პირველ ადგილზე,მან კონკურენცია გაუწია შემდეგ კი უკან ჩამოიტოვა ეიფლის(apple) ოპერაციული სისტემა Apple iOS. · არანაერი საიდუმლო- ესე უწოდებენ ანდროიდს ექსპერტები თავის ღია კოდის დამსახურებით,ეს არის 100% ღია სისტემა. ·ყოველი მეორე სმარტფონი მუშაობს ანდროიდის პლატფორმაზე,შეიძლება ითქვას რომ აქციების მთავარი პაკეტი გუგლის ხელთ არის. ·apple IOS-ისგან განსხვავებით ანდროიდს გააჩნია flash ტექნოლოგია რაც მის ერთ -ერთი დიდი პლიუსია. ·2011 წლის დეკემბრის მონაცემებით ანდროიდ მარკეტის შექმნის შემდეგ გადმოწერილი იყო 10 მილიარდამდე აპლიკაცია. · 2012 წლის მარტში კომპანია გუგლმა შეუცვალა სახელი ანდროიდ მარკეტს და დაარქვა Google Play. · 2012 წლის ივნისისთვის Google Play-ში 600000-მდე აპლიკაციის გადმოწერის საშუალება გახდა. სტატია მომზადებულია ჩემ მიერ წყარო http://www.google.ru/ :givi:
  10. კომპანია Google-მ წარადგინა 11,6დიუმიანი ქრომბუკი(chromebook) ARM პროცესორის ბაზაზე, მისი ფასია $250. ეს პროდუქტი არის Chrome OS ბაზაზე, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია და ეს არის ერთგვარი იმპულსი ახალი პროდუქტისა რომელსაც ჯერ არ მიუღია ფართომაშტაბიანი სახე , ჯერ-ჯერობით არც ისე გავრცელებულია. თუ Samsung Chromebook Series 5 550 ღირს $550 მოგვაგონებდა MacBook Pro-ს ,Chromebook მალე გაგვახსენებს MacBook Air-ს,მაგრამ ეს არის უფრო მსუბუქი(1.1კგ), თხელი(2სმ) აქვს უფრო მოკრძალებული 11.6 დიუმიანი ეკრანი. "ეს არის საუკეთესო კომპიუტერი რომელიც ოდესმე შექმნილა ამ ფასში,-ამტკიცებს Chrome და Google Apps-ის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი სანდარ პიჩაი(Sundar Pichai), ჩვენ დავარქმევთ მას Samsung Chromebook" . მთავარი ღირშესანიშNაობა ამ პროდუქტის არის მისი ოპერაციული სისტემა Chrome OS, რომელიც არის კომპანია Intel-ის x86 ჩიპზე-ARM პლატფორმაზე. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ის არის რომ ეს არის პირველი მოწყობილობა ბაზარზე რომელიც მიიღებსARM-ის ორბირთვიან ახალი თაობის პროცესორს Cortex-A15, რომელიც გავრცელებული ინფრომაციით გამოყენებული იქნება Samsung Exynos 5 Dual (Exynos 5250)-ში. გუგლი აღნიშნავს რომ ეს მოწყობილობა ხელმისაწვდომია სწრაფად ინტერნეტთან კავშირისთვის, ასევე საინტერესოა საგანმანათლებლო პროგრამებით. მაისში წარდგენილი იქნება უკვე მეორე თაობის კომპიუტერები Chrome OS ბაზაზე და ის ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით 100 მაღაზიაში Best Buy(-თი) აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში. ასევე მისი ყიდვა შესაძლებელი იქნება Amazon, TigerDirect, NewEgg და Google Play-ზე. Samsung Chromebook-ის უკანა მხარეს განთავსებულია USB 2.0, USB 3.0, HDMI 1.4 პორტები პიჩაი ასევე პაუსხს სცემს იმაზეც რომ თუ რატო არის გამოყენებული ARM- "რატო მაინცდამაინც ARM? უპირველეს ყოვლისა ენერგომხმარებისთვის, ახალ Samsung Chromebook-ს შეუძლია ავტონომიურ რეჯიმში 6.5 საათამდე მუშაობა. სხვა მახასიათებლებში ის შედის 32 ნანომეტრიული Exynos S Dual ჩიპი ორბირთვიანი ძლიერი პროცესორით 1.7MHz ტაქტიკური სიხშირის, რომელსაც შეეძლება ვიდეოს დეკოდირება 1080p 60კადრი/წამში სიხშირით, აქვს ძლიერი 4 ბირთვიანი გრაფიკული ჩიპი ARM-ის ახალი თაობის Mali-T604 OpenGL, OpenVG და OpenCL-ის მხარდაჭერით. ასევე აქვს ვებ-კამერა, USB 2.0, USB 3.0 და HDMI 1.4 პორტები, 3.5მმ მინიჯეკი ყურსასმენებისთვის, SD ჩიპის სლოტი, RJ-45 Connector Ethernet კაბელის შესაერთებლად არ აქვს ,ინტერნეტთან დაკავშირება მხოლოდ Wi-Fi-ს საშუალებით არის შესაძლებელი. ოპერატიულისა და ფლეშ მეხსიერების მოცულობაზე ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. გუგლი რათქმაუნდა საჭიროდ თვლისChrome OS-ში შემდეგ კომპონენტების ინტეგრაციას- Google Docs და Google Drive, ამ უკანსაკნელით კი შესაძლებელია ფაილების შენახვა/სინქრონიზაცია/გაზიარება. ჩვეულებისამებრ Google Drive ექაუნთზე ჩვეულებრივ მომხმარებელს აქვს 5GB მოცულობის სივრცე მაგრამ Samsung Chromebook-ის მომხმარებლები მიიღებენ 100GB-ს( ნექსუსის შემთხვევაში კი $25 იყო დარცხული გუგლ ფლეიზეროგორც გვახსოვს). P.S სულ ეს იყო დაველოდოთ სანამ ახალი ინფო გამოჩნდება ისე კი გუგლი არ ფიქრობს გაჩერებას პირიქით როგორც ჩანს ამ სისტემას სერიოზულად ეკიდება, ისე ეს ცოტა ხანში თბილისისთივას მშვენიერი რამე იქნება როგორც ვიცი ეს ოპ. სისტემა უფრო ინტერნეტისთვისაა ოპტიმიზირებული ანუ მუდმივად ინტერნეტი მაინც უნდა გქონდეს რომ თავი კომფორტულად იგრძნო ამ "სისტემაში"
×
×
  • Create New...