Search the Community
Showing results for tags 'GE40'.
-
კომპანია MSI იმ სულ ახლახანს წარმოადგინა გეიმერული ნოუთბუქების ახალი GE40 სერიის მოდელი ,რომელიც გახლავთ 14 ინჩიანი ,რაც მეტყველებს მის პორტატულობაზე , გარდა შედარებით მცირე ეკრანის ზომისა მას საკოამდ კარგი წონა დაახლოებით 2.0 კილოგრამი აქვს , რაც ნამდვილად კარგი მახასიათებელია სათამაშო ნოუთბუქისთვის. MSI ისგან სულ წარმოებული იქნება GE40 ის 2 მოდელი : GE40 2OC - 009US და GE40 2OC - 008US , ამ 2 მოდელს შორის არ იქნება რადიკალური განსხვავებები , სხვაობა არის მხოლოდ ის , რომ პირველ მოდელში 750GB მყარ დისკთან ერთად მოთავსებული იქნება 128GB SSD ტიპის მეხსიერება და მას არ ექნება დისკის წამკითხავი , ხოლო მეორე მოდელი აღჭურვილი იქნება DVD Super Multi წამკითხავით ,მაგრამ არ ექნება SSD ტიპის მეხსიერება. რაც შეეხება მთავარ მონაცემებს , GE40 სერიის ორივე მოდელი აღჭურვილი იქნება : კომპანია Intel ის უახლესი მე-4 თაობის Haswell Core I7-4702 MQ ( 2.9-3.2 GHz ) სიხშირის მქონე 4 ბირთვიანი პროცესორით , რომელიც დაფუძნებული იქნება HM87 ჩიპსეტზე , მას ექნება 1600X900 რეზოლუციის მქონე 14 ინჩიანი HD+ Non Reflection ტიპის ეკრანი , კომპანია Nvidia ს ერთ-ერთ უახლესი GeForce GTX 760M სერიის ვიდეო ბარათი 2GB GDDR 5 ტიპის მეხსიერებით , 8GB ოპერატიული მეხეიერება სიხშირით 1600MHz და როგორც ზემოთ ითქვა 750 GB მყარი დისკი , ერთ-ერთ მოდელზე + 128GB SSD . რაც შეეხება სხვა მონცემებს , ლეპტოპი აღჭურვილი იქნება შემდეგი პორტებით და მაკავშირებელი საშუალებებით : 2 ცალი USB 3.0 , თითო-თითო USB 2.0 , HDMI 1.4 და LAN პორტებით. მას ასევე ქენბა 720P ხარისხის მქონე ვებ-კამერა , 90W იანი ბატარეა , Bluetooth 4.0 და რაღა თქმა უნდა WiFi . ნოუთბუქი რა თქმა უნდა აღჭურვილი იქნება კომპანია Microsoft ის უახლესი Windows 8 ოპერაციული სისტემით. GE40 2OC - 009US ( With 128GB SSD ) ის ფასი 1399 , ხოლო GE40 2OC - 009US 1299 ამერიკული დოლარი იქნება !