ჯერ კიდევ 2009 წელს გავიგეთ, რომ Counter-Strike–ის ერთ–ერთი შემქმნელი, მინ ლი (Minh «Gooseman» Le) ახალ ონლაინ–შუთერზე, Tactical Intervention–ზე მუშაობს, რომლის შექმნის პროცესი ანონსამდე საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო.
უფრო ზუსტად, თამაში უკვე შვიდი წელია, რაც დამუშავების სტადიაში იმყოფება და ძალიან მალე, 14–დან 28 მარტის ჩათვლით, გულშემატკივრები მისი ბეტა–ვერსიის დაგემოვნებას შესძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ დეტალური ინფორმაცია დღემდე არ ხმაურდება, გაირკვა: პროექტი free-to-play–ს პრინციპით გავრცელდება, ხოლო დეველოპერები შემოსავალს მიკროტრანზაქციების საშუალებით მიიღებენ, მოთამაშეები ფულს საკუთარი გმირის აღჭურვილობაში და იარაღებში გადაიხდიან.
[media=]
სრული ვერსიის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.