Search the Community
Showing results for tags 'D4S'.
-
პროესიონალური და სამოყვარულო კლასის ფოტოაპარატების მწარმოებელმა კომპანია Nikon მა გაყიდვაში ოფიციალურად გაუშვა თავისი უახლესი D4S DSLR კლასის ფოტოკამერა. ახალი D4S რადიკალურად განსხვავებული არაა წინა D4 მოდელსიგან , ამ ფოტოაპარატს აქვს ISO სტნადარტის უკეთესი მაჩვენებელი 409 600 , წამში 11 კადრი , ვიდეო გადაღება 60FPS ით. D4S ს გააჩნია FX ფორმატის CMOS ტიპის სენსორი 16.2 მეგა-პიქსელით ( 4,928 x 3,280 ) , აპარატს აქვს 51 AF წერტილის მქონე სენსორი , 91.000 RGB პიქსელი , ფოტოაპარატის სურათის სატანდარტული ფორმატია JPG. D4S ის ინტერფეისი საკმაოდ მრავალფეროვანია , მას გააჩნია RJ45 ინტერნეტ პორტი , HDMI , USB , WT-4 ან WT-5A/B/C/D Wireless ტექნოლოგია და ასევე 3.5 მმ აუდიო ჯეკი. მას აქვს CF/XQD მეხსიერების ბარათის სლოტი. მისი ეკრანის ზომაა 3.2 ინჩი ,ბატარეა EN-EL18 , წონა კი შეადგენს 1.33 კგს. ფოტო აპარატის კომპლექტში გარდა თავისი ბატარეისა და დამტენისა არ შედის არანაერი ობიექტივი ,თუმცა თავსებადია Nikon ს ყველა უახლესი მოდელი. Nikon D4S ის ფასი 6500 ამერიკული დოლარია !