Search the Community
Showing results for tags 'A9'.
-
Samsung-სა და Apple-ს შორის ბრძოლა პირველობისთვის გრძელდება. მას შემდეგ რაც ახალ iPhone-ში A8 ჩიფსეთი გამოიყენეს, სამსუნგმა გადაწყვიტა საკუთარი სამომავლო ფლაგმანებისთვის A9 ჩიპი გაემზადებინა. როგორც აცხადებენ ის იქნება 14 ნანომეტრიანი. ETnews-ზე დაყრდნობით - სამსუნგი მალე გვაჩვენებს ზ/ხსენებულ ჩიპსეტს. ყველაფრის მიუხედავად, ტექნიკის ერთ-ერთი გიგანტი ჯერ-ჯერობით არ აპირებს სიახლე მასობრივი იყოს, ამიტომ ჩიპსეტი თავდაპირველად მხოლოდ ოსტინის შტატში - ტექსასში ერთ-ერთ ქარხანაში დამზადდება... (რედ. ავტ: ფოტოზე ტექსასის შტატის ქარხანაა) მუშაობა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, მაგრამ უცნობი მიზეზების გამო შეჩერდა. მაშინ გათვლა იყო A8-ის მსგავსი ჩიპსეტის შექმნის, რომელიც Apple-ს პროდუქტში იქნებოდა მოცემული... TSMC რომელმაც აიფონის A8 ჩიპი დაამზადა, ჯერ-ჯერობით არ აცხადებს რას დაუპირისპირებს სამსუნგის წამოწყებას, მაგრამ ერთი რამ ცხადია. ჩიპსეტის მიკრო-არქიტექტურა პატარა ნაბიჯით კიდევ წინ წავიდა იმის ფონზე რომ ზომები მცირდება და 16-დან 14-მდე ჩამოვიდა... წყარო: GSMarena