Search the Community
Showing results for tags '270X Hawk'.
-
სულ მალე კომპანია MSI დაანონსებს ახალ არარეფერენსულ ვიდეო ბარათებს Radeon R9-ის ხაზიდან კერძდ კი Hawk და Gaming ვერსიას როგორც ერთ-ერთი ცნობილი ვებ-რესურსი VideoCardz იუწყება. სურათზე წინა პლანზეა Radeon R9 280X Gaming (R9280 TF 3GD5/OC BE) ხოლო უკან - Radeon R9 270X Hawk. ეს უკანასკნელი შემოიფარგლება ერთი CrossFireX კონექტორით, AMD Curacao XT გრაფიკული პროცესორით, GDDR5 2Gb მეხსიერებით 256 ბიტიანი ინტერფეისით, ეტალონური დიზაინის მქონე მოდელის ფასი იქნება $200. მეორე ვიდეო ბარათთან დაკავშირებით(Radeon R9 280X Gaming) შედარებით უფრო ბევრი რამ არის ცნობილი თუმცა სანამ რაიმე დასკვნას გამოვიტანთ სჯობს დაველოდოთ ოფიციალურ რელიზს(oc.ua ©). MSI R9280 TF 3GD5/OC BE სპეციფიკაციები კი შემდეგია: GPU: AMD Tahiti XT (28-ნმ); ბირთვის კონფიგურაცია: 2048 SP, 128 TMU, 32 ROP; მეხსიერების ინტერფეისი: 384-bit; მეხსიერების მოცულობა: GDDR5, 3072Mb; სიხშირე(ბირთვის/მეხსიერების): 1000(1050)/5500Mhz; TDP : 253 ვატი; პორტები: DVI-I, HDMI, 2x Mini DisplayPort; დამატებითი: Twin Froz ქულერი,Military Class 4-ის კომპონენტები, ორი PCI-E Power 8-pin კონექტორი. ოფიციალური ანონსი, გაყიდვის დაწყების თარიღი და gaming ვერსიის ფასი უცნობია ჯერ-ჯერობით