Search the Community
Showing results for tags '21:9'.
-
კომპანია Asus მა წარმოადგინა MX299Q Ultrawide სერიის 29 ინჩიანი მონიტორი , რომლის რეზოლუცია არის 2560 x 1080 პიქსელი , ხოლო Aspect Ratio 21:9 , რაც საკმაოდ არასტადარტული მაჩვენებელია , თუმცა უნდა ითქვას , რომ აღნიშნული რეზოლუცია და Aspec Ratio იძლევა საკმაოდ საჭირო შესაძლებლობებს მაღალი HD ხარისხის მასალის ყურებისას , უფრო ზუსტად , მომხმარებელს ხელს აღარ შეუშლის HD მასალაზე არსებული ზედა და ქვედა შავი ხაზები , რაც ბევრისთვის არც ისე კომფორტულია. რაც შეეხება მონიტორის სხვა ღირსებებს , აღნიშნული მონტორის ეკრანი დამზადებულია უახლესი AH-IPS მატრიცაზე , რომლის ხედვის კუთხე სტადარტული 178 გრადუსია , თუმცა ამის გარდა მასში ჩაშენებულია ASUS SonicMaster აუდიო სისტემა 2 ცალი დინამიკით ჯამში 3W სიმძლავრით. მონიტორი დაახლობით 33 % ით უფრო განიერია სტადარტულ Full HD მოდელებთან შედარებით , LED-backlit AH-IPS მატრიცის მქონე ამ შესანიშნავ მონოტორს აქვს 80,000,000:1 Asus Smart კონტრასტი , 300cd/m² სიკაშკაშე , 6 დონის განათება , რომნელშიც შედის სპეციალური განათება , ფილმებისთვის , თამაშებისთვის , ღამისთვის და ა.შ. რაც შეეხება პორტებს , აღნიშნულ მონიტორს გააჩნია : DisplayPort, Dual-link DVI და HDMI/MHL (Mobile High-Definition Link) სახის პორტები , ამ უკანასკნელი MHL პორტით შესაძლებელია ერთი კაბელით სმარტფონზე ენერგიის მიწოდებაც და ვიდეო სიგანლის გადაცემაც , ეს ტექნოლოგია უკვე იქნა აღიარეებული როგორც ინოვაცია CES 2013 ზე. მონიტორის სისქე სულ რაღაც 16.4 მილიმეტრია.