წლებია ანდროიდის მომხმარებელი ვარ და მსგავსი პრობლემა არ მქონია. ნუ რომც მქონოდა მე Google drive-ზე და კიდევ სხვა დრაივებზეც ვინახავ საჭირო ფაილებსა და ფოტოებს.
ახლობელი მირეკავს და მეუბნება აიფონ 5-ზე 12გბ-ის ფოტოები გამიქრაო. არ წაშლია, არ წაუშლია, არც სხვა მიკარებია და კომპში შეერთების გარეშე შეუძლებელი იყო წაშლილიყოო. ჰოდა უბრალოდ გაქრა.
როგორც მითხრა 64გბ-იანი ვერსიაა და მხოლოდ 12გბ იყო დაკავებული ანუ თავისუფალი მეხსიერების დანაკლისს არ განიცდიდა სისტემას თავისით რომ გამოენთავისუფლებია სივრცე.
ჩიპი აიფონზე როგორც ვიცი არ მიდის ანუ მეხსიერების ბარათის დაზიანებაც გამორიცხულია.
არ წამიშლიაო და არც სხვა მიკარებიაო მეუბნება.
რა შეიძლება მოსვლოდა თუ გქონიათ ან გსმენიათ მსგავს შემთხვევაზე?
და როგორ შეიძლება აღდგენა? ნაწილის მაინც. ანდროიდზე ბლომად აპლიკაციებია წაშლილი ფაილების აღმდგენი, მაგრამ ios -ზე არ ვიცი.
უცხოეთში ყოფნისას მთელი 2 წლის მოგონებები მქონდა იმ ფოტოებზე აღბეჭდილიო და იქნებ ეშველოს რამე.