პირდაპირი: E3 2013 მოახლოვდა და სიახლეების ნაკადმაც დაიწყო წამოსვლა. დამეთანხმებით ალბათ რომ ბოლო წლების განმავლობაში წელს ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენცია იქნება, რადგან თამაშების ინდუსტრია ახალ ეტაპზე გადადის ახალი Xbox-ისა და PlayStation 4-ის წარდგენასთან ერთად. E3 2013 ლოს-ანჯელესში გაიმართება 11-13 ივნისის განმავლობაში @E3Expo.com სამწუხაროდ Nintendo-ს ჩვეულებრივი გამოსვლა არ ექნება, სავარაუდოდ იმ მიზეზის გამო რომ მედიის დიდი ნაწილის ყურადღება Microsoft-ის და Sony-ის კონფერეციებზე იქნება გადართული. თუმცა Nintendo-ს თამაშებს მაინც ვიხილავთ.
@GI E3-ს არ დაესწრება ასევე Valve: @Gametech Rockstar დაესწრება გამოფენას, მაგრამ არ მიიღებს მონაწილეობას, შესაბამისად ვერ ვიხილავთ Grand Theft Auto V-ს @Gametech
რა თამაშის დემონსტრაცია/ანონსს ელით ყველაზე მეტად?