გამარჯობა!
რამოდენიმე წელია ეს პრობლემა მაწუხებს და აქამდე ჩემით ვცდილობდი , რაღაცეებს "ვჩალიჩობდი" მაგრამ უშედეგოდ.
პრობლემა კი შემდეგში მდგომარეობს : ვიდეოს/აუდიოს/საუბრისას მიკროფონს ხშირად შიშხინი ახასიათებს.
ვიდეოს/აუდიოს ჩაწერისას ყოველთვის შიშხინებს ჩანაწერში, ვცადე არაერთი პროგრამა Shadowplay-ით დაწყებული fraps-ითა და action-ით დამთავრებული. აუდიოსთვის კი Audacity და Sony Vegas-ის ჩამწერი. ხოლო საუბრის შემთხვევაში პროგრამას გააჩნია : Teamspeak-ში არ შიშხინებს , Discord-ში არ შიშხინებს , Skype-ში შიშხინებს და ა.შ.
ვცადე თითქმის ყველა იაფფასიანი და ბიუჯეტური მიკროფონი , რამოდენიმე რომ ჩამოვთვალო : BM-800 , Blue Snowball. ასევე რამოდენიმე ყურსასმენის კერძოთ : HyperX Cloud II-იშ , Cloud-ის , Steelseries Siberia V2-ისა და Razer Kraken Pro-ს მკროფონებიც ვცადე და ხარვეზები მაინც იყო. მიკროფონს ძირითადად ეგრევე ვაერთებდი ქისის უკანა შესაერთებელზე.
თუ შეგიძლიათ დამაკვალიანოთ როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა.
აუცილებელია 100+ $ გადავიხადო მიკროფონში რათა კარგი აუდიო მქონდეს?
ხმის დაფა მაქვს საყიდელი? ბიუჯეტური Amplifier-ი რამეს უშველის?