Search the Community
Showing results for tags 'სრულყოფილად'.
-
გამარჯობა, დიდი ხანია არ შემოვსულვარ ამ თემაში და რომ შემოვედი შევამჩნიე, რომ უმეტესობა დრაივერს არასწორად აახლებს, ან ჰგონია, რომ სრულყოფილად წაშლისთვის Driver Sweeper საკმარისია. აქვე ვიტყვი რომ ასე სწორი არ არის და არ ქნათ! იმისათვის, რომ სწორად გავაახლოთ დრაივერი საჭიროა რამდენიმე ეტაპი, რომლებსაც ახლა ჩამოვწერ. მართალია ბევრია მაგრამ ასე ჯობია და 1-2 ჯერ გადაყენებისას დაგამახსოვრდებათ ადვილად, შედეგიც უკეთესი იქნება. 1. წავშალოთ დრაივერი და Nvidia-სთან დაკავშირებული ყველა პროგრამა ჩვეულებრივად Uninstall-ით და დაარესტარტეთ(თუ საჭიროა რამდენჯერმე.) 2. შევიდეთ Control Panel ში, Folder Options>View, და მოვნიშნოთ Show hidden files, folders, drives. 3. შევიდეთ C დისკზე ProgramData-ში და წავშალოთ Nvidia-სთან დაკავშირებული ნებისმიერი ფოლდერი. 4. შევიდეთ Program files-ში და წავშალოთ Nvidia-სთან დაკავშირებული ნებისმიერი ფოლდერი. 5. შევიდეთ Program files (x86)-ში და წავშალოთ Nvidia-სთან დაკავშირებული ნებისმიერი ფოლდერი. 6. შევიდეთ User-ში, შემდეგ Default-ში, AppData-ში და წავშალოთ Local-სა და Roaming-ში არსებული Nvidia-სთან დაკავშირებული ნებისმიერი ფოლდერი. 7. დავუბრუნდეთ User ფოლდერს, შედით თქვენი მომხმარებლის სახელის ფოლდერში, AppData-ში და წავშალოთ Local-ში, LocalLow-სა და Roaming-ში არსებული Nvidia-სთან დაკავშირებული ნებისმიერი ფოლდერი. (თუ რამდენიმე მომხმარებელი ჰყავს თქვენს კომპიუტერს, გააკეთეთ იგივე ყველა მომხმარებლის ფოლდერში.) 8. გახსენით Registry Editor (დააჭირეთ Windows+X კომბინაციას, ჩაწერეთ regedit და დააჭირეთ OK-ს) 9. გახსენით HKEY_CURRENT_USER, Software და წაშალეთ Nvidia-სთან დაკავშირებული ნებისმიერი ფოლდერი. 10. ისევ HKEY_CURRENT_USER-ში გახსენით Wow6432Node და წაშალეთ Nvidia-სთან დაკავშირებული ნებისმიერი ფოლდერი. 11. გახსენით HKEY_LOCAL_MACHINE, Software და წაშალეთ Nvidia-სთან დაკავშირებული ნებისმიერი ფოლდერი. 12. ისევ HKEY_LOCAL_MACHINE-ში გახსენით Wow6432Node და წაშალეთ Nvidia-სთან დაკავშირებული ნებისმიერი ფოლდერი. 13. გახსენით HKEY_USERS, .Default, Software და წაშალეთ Nvidia-სთან დაკავშირებული ნებისმიერი ფოლდერი. 14. ისევ HKEY_USERS-ში გახსენით S-1-5-21-2613685267-710208268-571475471-1001, Software და წაშალეთ Nvidia-სთან დაკავშირებული ნებისმიერი ფოლდერი. 15. გაასუფთავეთ სანაგვე. 16. დაარესტარტეთ. 17. დააყენეთ დრაივერი საინსტალაციოთი. თუ რომელიმე მისამართზე არ იქნება Nvidia-ს ფოლდერი, ეს ნიშნავს რომ Uninstaller-მა ის წაშალა და გადადით შემდეგ ეტაპზე. მადლობა ყურადღებისთვის, სანდრო გუბელაძე.