მოგესალმებით თანაფორუმელებო...
ადრეც მქონდა მსგავსი პრობლემა და დღესაც შემექმნა, მოკლედ ტელეფონს რომელიც არის ანდროიდის ოპერაციულ საისტემაზე, ჩავუდგი მეხსიერების ბარათი, 8გბ აქვს თავისი და უკვე შევსებულია, გადატენილი. ხო და როდესაც სურათს ვირებთ ან რაიმე ფაილს ვიწერთ კომპიუტერიდან გვთხოვს მეხსიერებას, არადა 16 გიგაბაიტიანი ჩიპი უდევს, მაგრამ რატომღაც არ ინახავს ჩიპზე არაფერს და როგორ გადავიტანოთ ტელეფონში არსებული ყველა ფაილი ჩიპზე და შესაბამისად როგორ მოვნისნოთ ის, რომ სხვა ფაილის ჩაწერის ან ფოტოს გადაღების შემთხვევაში ეს ფოტოები ავტომატურად ჩიპზე შეინახოს?