Search the Community
Showing results for tags 'ვიჯეტები & სასარგებლო რჩევები'.
-
მოკლედ, იმის გათვალისწინებით, რომ Smart TV ნელ-ნელა ძალიან აქტუალური ხდება, მსგავსი თემაც საჭიროა და იყოს. რამე რომ დამჭირდება/მაინტერესებს დავძვრები უცხოურ ფორუმებზე და ვეძებ სასარგებლო თემებს. ჩვენც გავხსნათ და საინტერესო საკითხები გავუზიაროთ ერთმანეთს. ძალიან ბევრი ვიჯეტები გამოდის თითქმის ყოველ დღე და ამდენის რამის გატესტვით დავიღალე... თუ ვინმეს რამე საინტერესო რჩევა აქვს, გაგვიზიაროს. ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო აპლიკაცია. Play on TV გადმოწერ, დააინსტალირებ კომპში და ტვ-ში. ონლაინ ვიდეოს ყურებისას, ბრაუზერიდან სასურველი ვიდეოს ლინკს 1 კლიკით გააგზავნი ტვ-ზე (თუნდაც ტვ გამორთული იყოს) და ნებისმიერ დროს შეგიძლია ყურება (ასევე, აქვს ვიდეოს შეწყვეტილი მომენტიდან გაგრძელების ფუნქციაც). არ არის შეზღუდული ვიდეო ლინკების რაოდენობა, გადააგზავნე რამდენიც გინდა. ასევე, რაც ყველაზე მთავარია, შესაძლებელია ნებისმიერი კომპიდან გამოყენება, მთავარია, იგივე ექაუნტით შეხვიდე ბრაუზერში (ჩემს შემთხვევაში ქრომი) და აღნიშნული ფუნქცია ჩართული დაგხვდება - ბრაუზერის მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება TV-ს ღილაკი, რომელიც ვიდეოს გაშვებისთანავე გალურჯდება, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულ ვიდეოზე შეგიძლია ლინკის გადაგზავნა (ნებისმიერ საიტზე/ვიდეოზე მუშაობს უპრობლემოდ). ეს ყველაფერი მაღალი ხარისხის ინტერნეტიანი უზერებისთვის შეიძლება არც კი იყოს საინტერესო, რადგან 30გბ+ ფილმებს უყურებთ, მაგრამ 5-10მბ პაკეტიანი ინტერნეტის მფლობელებს არ გვაქვს მაგის ფუფუნება და 24სთ+ ლოდინი ფილმის გადმოსაწერად, იშვიათობაა ჩემთვის. იძულებული ვარ დვდ ხარისხს დავჯერდე. კიდევ ერთი ძალიან კარგი ვიჯეტი მაქვს My Magic TV, რომელიც 200-მდე ფასიან არხებს აჩვენებდა. მე-4 დღეს დამიწერა, უფასო არ არის, იყიდეო. სიამოვნებითთქო, მეც ვუპასუხე (მხოლოდ 5 ევრო თვეში), მაგრამ გადასახდელად რომ შევედი, რაღაც ვერ გავიგე რა უნდა მექნა (არ ვსარგებლობ ონლაინ შოპინგით). იქნებ მირჩიოთ როგორ გადავიხადო? მაქვს მასთერ-ქარდი, რომლითაც ერთხელ უკვე ნაყიდი მაქვს ამაზონზე (თუ აქვს ამას მნიშვნელობა). აბა თქვენ იცით.